“უმუშევრობის სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამდიცინო და რეაბილიტაციიც 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 8 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№233/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.070.120.11.119.006.665
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 13/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.11.119.006.665

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №233/ნ

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 8 აგვისტოს №214/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 30.08.2004 წ., №94, მუხ. 800):

ა) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ს დაემატოს თანდართული სახელმწიფო პროგრამა: ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარება 2004 წლისათვის”;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:

,,გ) უმწეო მდგომარ ე ობაში მყოფი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების გაცემის წესი და პრინციპები (დანართი 3).”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                    ვ. მეგრელიშვილი

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

ს ა მ ი ნ ი ს ტ რ ო

 

 

პ რ ო გ რ ა მ ა

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური

დახმარება 2004 წლისათვის

 

 

 

 

თბილისი

2004 წელი

 

 

I. პროგრამის ძირითადი არსი

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების (შემდგომში – სოციალური დახმარება) პროგრამა ქვეყნის სოციალური განვითარების საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასეთი სახის პროგრამა ქვეყანაში 1997 წლიდან მოქმედებს, როგორც მოსახლეობის სოციალურად განსაკუთრებით დაუცველი ნაწილისათვის სახელმწიფოს ხელისუფლების ზრუნვის პრაქტიკული გამოხატულება და ემსახურება მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღების ამოცანის შესრულებას, როგორც სიღარიბის დაძლევის და მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების გარანტიების მიღწევის ერთ-ერთი ფორმა.

 

II პროგრამის მიზანი და ამოცანები

პროგრამის მიზანია: 2004 წელს პროგრამაში უმწეო ოჯახების ჩართვის კრიტერიუმების შენარჩუნება და სოციალური მდგომარეობის მოკვლევის საფუძველზე სოციალურ რისკ-ჯგუფებს მიკუთვნებულ ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა (გაგრძელება), რათა ამით ხელი შეეწყოს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროგრამის ამოცანაა სიღარიბესთან ბრძოლა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ დახმარებას დაქვემდებარებული კონტინგენტის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, უმწეო ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის დონის ამაღლება.

 

III მოცემულ ეტაპზე პროგრამის რეალიზაციის აუცილებლობის დასაბუთება

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ძირითადი შემოსავალი არის პენსია. ეს მაჩვენებელი სიღარების ზღვარსაც კი არ უახლოვდება, რის გამოც მეტად დამძიმებულია ამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს მათი ოჯახების საარსებო პირობების შედარებით გაუმჯობესებას.

პროგრამა ეხება 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული კატეგორიების ყველა კონტი ნ გენტს.

პროგრამაში მონაწილეობა შეზღუდულია, თუ პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს პენსია დანიშნული აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი კანონების საფუძველზე:

● საქართველოს კანონი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცილური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”;

● საქართველოს კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”;

● საქართველოს კანონი ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ”;

● საქართველოს კანონი ,,ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახები წევრების სოციალური დაცვის შესახებ”;

პროგრამაში მონაწილეობა შეზღუდულია აგრეთვე იმ ოჯახებისათვის, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ომის ვეტერანები და/ან მათთან გათანაბრებული პირები და მათი პენსია განისაზღვრება ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად;

შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლთა თითოეული წევრის პენსიის მთლიანი ოდენობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 35 ლარზე ნაკლებია (საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 და 25 ივნისის №52 დადგენილებებით განსაზღვრული საპენსიო დავალიანებების ეტაპობრივი დაფარვისათვის განკუთვნილი დანამატების გაუთვალისწინებლად).

სახელმწიფო პროგრამის შესრულებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებები (შემდგომში – სოციალური დახმარების განყოფილებები), აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული “უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესის და პრინციპების” შესაბამისად ადგენენ დახმარების მიმღებთა საქმეებსა და აფორმებენ ყველა საჭირო საბუთებს თანხის მიზნობრივად გაცემისათვის.

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარდება პროგრამის მონიტორინგი, რაც მოიცავს დახმარების მიმღებთა შერჩევით გამოკითხვასა და სოციალური დახმარების გაცემის დადგენილი წესის შესრულების კონტროლს.

 

IV პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამა ერთწლიანია და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 2004 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

V. პროგრამის ობიექტი და მისი მდგომარეობა

,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, განისაზღვრა 2004 წლის განმავლობაში სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის დევნილთა ოჯახების) კატეგორიები და მათზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა:

ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები – 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორი და მეტსულიანი ოჯახებისათვის – 35 ლარი;

ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე – 22 ლარი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, I ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, ერთ პირზე – 22 ლარი;

დ) 18-წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე – 22 ლარი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18-წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარი.

გარდა ამისა, ,,ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების თანახმად, ყაზბეგის რაიონის ერთი ათას და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე (კატეგორიების მიუხედავად) უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა ოჯახზე – 22 ლარის ოდენობით.

2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებს მიეკუთვნება 80386 ოჯახი. 1998-2003 წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსალოდნელია კონტიგენტის ზრდა, რაც სავარაუდოდ კალენდარული წლის განმავლობაში 8-10%-ით განისაზღვრება. თუმცა, პროგრამაში მონაწილე შშმპ-თა კონტი ნ გენტის გაზრდის ხარჯზე შესაძლებელია ზრდის პროცენტის მატება.

 

VI. პროგრამის მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ფინანსური ეფექტი

პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია პროგრამაში ჩართული უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედარებითი გაუმჯობესება. ერთსულიან ოჯახზე დახმარების თანხა თვეში 22 ლარი იქნება, რაც პენსიასთან ერთად მის ყოველთვიურ შემოსავალს ზრდის; ასევე, ორი და მეტ სულიანი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების თანხა თვეში 35 ლარია, რაც პენსიასთან ერთად თანაცხოვრების ეკონომიკური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ ოჯახების შემოსავალი სიღარიბის ზღვარს უახლოვებს და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს აუმჯობესებს.

 

VII. პროგრამის საერთო ღირებულება, საჭირო ინვესტიციები და მათი სავარაუდო წყაროები

უმწეოთა სოციალური დახმარების პროგრამა დაფინანსდება “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც დაფინანსების წყაროდ მითითებულია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტები.

ქ. თბილისში, ქ. ფოთში, ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთის, სამტრედიის, საგარეჯოს, ხაშურის, ბოლნისისა და ბორჯომის რაიონებში სოციალური დახმარებების დაფინანსება მოხდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, ხოლო საქართველოს დანარჩენ რაიონებსა და ქალაქებში – საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი რაიონების უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარებები.

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსებისათვის გამოყოფილია 18,0 მლნ. ლარი, მ.შ. საორგანიზაციო (15.0 ათასი ლარი) და მონიტორინგის – (150.0 ათასი ლარი) ხარჯების გათვალისწინებით.

საორგანიზაციო ხარჯები ითვალისწინებს სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო ფორმების დაბეჭდვის, აგრეთვე საინსტრუქტაჟო თათბირ-სემინარებსა და სხვა ორგანიზაციულ ხარჯებს.

პროგრამის მონიტორინგი შესრულდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

სახელმწიფო ვალდებულებების სრულად უზრუნველყოფისათვის, “საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ტერიტორიულ ერთეულებში სოციალური დახმარებისათვის საჭირო თანხები გაიცემა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან.

 

VIII. პროგრამის შედეგების სავარაუდო მომხმარებლები

უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამის მომხმარებლები არიან უმწეო მდგომარეობაში მყოფი სოციალურ რისკ-ჯგუფებს მიკუთვნებული ოჯახები.

 

IX. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ მექანიზმად გამოყენებულია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

სახელმწიფო პროგრამის შესრულებას უზრუნველყოფენ სოციალური დახმარების განყოფილებები, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ადგენენ დახმარების მიმღებთა საქმეებს და აფორმებენ ყველა საჭირო საბუთებს თანხის მიზნობრივად გაცემისათვის.

ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტებს წარმოადგენენ სოციალური დახმარების განყოფილებები, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო.

სოციალური დახმარების დანიშვნა ხორციელდება ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესის და პრინციპების” შესაბამისად.

ამასთან, იმ ტერიტორიული ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარებების დაფინანსება გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარებების დანიშვნაზე კონტროლი რეგულირდება სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

პროგრამა ითვალისწინებს მონიტორინგის შედეგებზე და/ან კონკრეტული კანონდარღვევის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოციალური დახმარების გაცემის დადგენილი წესის მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

 

X. პროგრამის დამუშავების მდგომარეობა

პროგრამა მომზადებულია რეალიზაციისათვის. მონაცემები გაანგარიშებულია 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული კონტინგენტის გათვალისწინებით. შედგენილია სოციალური დახმარების ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესის და პრინციპების” პროექტი. შემუშავებულია დახმარების თანხების მიზნობრივად გაცემის მექანიზმი, რომელიც განხორციელდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მეშვეობით.

(დანართი 3)

უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების გაცემის წესი და პრინციპები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის დევნილთა ოჯახების) სოციალური დახმარების (შემდგომში – სოციალური დახმარება) პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გამოსაყოფი სახსრების მოცულობა საქართველოს კანონის – ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” მე-11 მუხლით განისაზღვრა 18.0 მლნ ლარის ოდენობით.

2. ქალაქებში: თბილისში, ფოთში, ბათუმში, ასევე ქობულეთის, სამტრედიის, საგარეჯოს, ხაშურის, ბოლნისისა და ბორჯომის რაიონებში, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 2. სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე კონტინგენტი და ყოველთვიური დახმარების ოდენობა

1. საქართველოს კანონის – ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” მე-11 მუხლიდან გამომდინარე, განისაზღვრა 2004 წლის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები (მათ შორის დევნილთა ოჯახები) და მათზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა:

ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები – 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორი და მეტსულიანი ოჯახებისათვის – 35 ლარი;

ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე – 22 ლარი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, ერთ პირზე – 22 ლარი;

დ) 18-წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე – 22 ლარი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18-წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარი.

2. ,,ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების თანახმად ყაზბეგის რაიონის ერთი ათას და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე (კატეგორიების მიუხედავად) უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა ოჯახზე – 22 ლარის ოდენობით.

3. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში დახმარების ოდენობის განსაზღვრისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება:

ა) პატიმრობაში მყოფი პირი;

ბ) იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი პირი;

გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

დ) ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

    მუხლი 3. სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობები

1. სოციალური დახმარება არ ინიშნება, თუ:

ა) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახების რომელიმე წევრს ჰყავს კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი, მისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად;

ბ) პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანიშნული აქვს პენსია ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”, ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” და ,,ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახები წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, აგრეთვე ოჯახებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ომის ვეტერანები და/ან მათთან გათანაბრებული პირები და მათ პენსია განსაზღვრული აქვთ ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომ ე ლთა თითოეული წევრის პენსიის მთლიანი ოდენობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 35 ლარზე ნაკლებია (საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №26 და 25 ივნისის №52 დადგენილებებით განსაზ ღ ვრული საპენსიო დავალიანებების ეტაპობრივი დაფარვისათვის განკუთვნილი დანამატების გაუთვალისწინებლად);

გ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად სოციალური დახმარება ეძლევათ პირადად.

    მუხლი 4. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები

1. პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ მექანიზმად გამოყენებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.

3. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტებს წარმოადგენენ სოციალური დახმარების განყოფილებები, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საოციალური დაცვის სამინისტრო.

4. სოციალური დახმარების დანიშვნა ხორციელდება ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და წინამდებარე წესისა და პრინციპების შესაბამისად.

5. ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარებების დაფინანსება გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარებების დანიშვნაზე კონტროლი რეგულირდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 5. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების დანიშვნის წესი

1. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის პრეტენდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (სოციალური დახმარების განყოფილება, ხოლო აფხაზეთიდან დევნილებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს).

2. პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) დევნილის მოწმობის ასლი (თუ პირი დევნილია);

გ) ცნობა საცხოვრებული ადგილიდან;

დ) უმწეო მდგომარეობაში მყოფი დევნილი ოჯახების განსახლების პირობების გათვალისწინებით – ცნობა პრეტენდენტის მარტოხელობის შესახებ, დამოწმებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ;

ე) ცნობა საპენსიო განყოფილებიდან საპენსიო საქმის ნომრისა და კოდის მითითებით;

ვ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების მიხედვით);

ზ) მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის დოკუმენტის ასლი (საჭიროების მიხედვით);

თ) ცნობა სასამართლოდან მშობლის პატიმრობის შესახებ;

ი) ცნობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებიდან მშობლის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის შესახებ;

კ) ცნობა იძულებითი ხასიათის სამკურნალო დაწესებულებიდან მშობლის მკურნალობის შესახებ;

ლ) პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის ასლი.

4. განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის სოციალური მუშაკი შეისწავლის პრეტენდენტის უფლებრივ საკითხს სოციალურ დახმარებაზე, რის შემდეგაც მოამზადებს დასკვნას (ფორმა №4) პრეტენდენტის სოციალური მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვეტილების მისაღებად. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე განყოფილების გამგე ნიშნავს სოციალურ დახმარებას. სოციალური დახმარება ინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დადასტურების მომდევნო თვიდან, კალენდარული წლის პროგრამის ფარგლებში.

    მუხლი 6. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის უფლება-მოვალეობანი

1. სოციალური დახმარების დამნიშვნელმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს:

ა) სოციალური დახმარების პრეტენდენტთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარება ზონარგაყრილ ჟურნალში ქრონოლოგიის ზუსტი დაცვით;

ბ) სოციალური დახმარების პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთის, საპენსიო წიგნაკის, პიროვნების შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დამადასტურებელი სამედიცინო საბუთის, დაბადების სამედიცინო ცნობის და გარდაცვალების მოწმობების ასლების შედარება დედნებთან, რაც მოწმდება დოკუმენტების მიმღები მუშაკის ხელმოწერით;

გ) სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატური შემოწმება, რის საფუძველზეც სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში შეაქვთ შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, გადაანგარიშება);

დ) სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ დროული გადაწყვეტილების მიღება;

ე) სოციალური დახმარების მიმღების პირადი საქმის (ფორმა №1) საფუძველზე, მისი პირადი ბარათის (ფორმა №2-დ) შედგენა, სადაც აისახება სოციალური დახმარების თანხების მოძრაობა;

ვ) სოციალური დახმარების მიმღებთა სიისა და რეესტრის (ფორმა №3) შედგენა ორ ეგზემპლარად მათი საცხოვრებელი ადგილის საბანკო-საფოსტო განყოფილებების მიხედვით. მათ შორის პირველი პირი სოციალური დახმარების გაცემის დავალებებთან (ფორმა №დ-2) ერთად ეგზავნება შესაბამის საბანკო-საფოსტო განყოფილებას, ხოლო მეორე პირი რჩება სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტთან;

ზ) სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაგრძელება ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით:

ზ.ა) სოციალური დახმარების მიმღებს ხელზე ეძლევა მოთხოვნა წინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური დახმარების განყოფილებიდან პირადი საქმისა და სოციალური დახმარების გაცემის შეწყვეტის (თვის მითითებით) შესახებ ცნობის გამოთხოვისათვის;

ზ.ბ) სოციალური დახმარების მიმღების წინა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სოციალური დახმარების განყოფილება მოთხოვნის საფუძველზე ხელზე აძლევს განმცხადებელს შესაბამის დოკუმენტაციას, აღრიცხვის ჟურნალში მისი ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ;

თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა:

თ.ა) ყოველი თვის 5 რიცხვამდე – განაცხადი სოციალური დახმარების მიმღები კონტინგენტის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის თაობაზე (ფორმა №5);

თ.ბ) ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღებთა კონტინგენტის მონაცვლეობის (ახალი დანიშვნა, შეწყვეტა, შეჩერება, გაგრძელება, გადაანგარიშება) შესახებ სოციალური დახმარების მიმღებთა სიებთან ერთად (დამოწმებულს გამგებლის (მერის) ხელმოწერითა და ბეჭდით) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში არსებულ ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად;

თ.გ) ანგარიშგების ცნობა სოციალური დახმარების მიმღები კონტინგენტის მონაცემებისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №6), ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გაცემის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. ამასთან ნაშთის ან დანაკლისის მიზეზი უნდა განიმარტოს წერილობით;

ი) მორიგ კალენდარულ წელს სოციალური დახმარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში სოციალური დახმარების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების მიმღების სოციალური მდგომარეობის მოკვლევის შესახებ დასკვნის საფუძველზე (ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი შესაბამისი კონტი ნ გენტის მიმართ დასკვნას აგზავნის ადგილობრივ სოციალური დახმარების განყოფილებაში).

    მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარება გაიცემა დახმარების მიმღების სურვილის გათვალისწინებით – სოციალური დახმარების პროგრამის მომსახურე ბანკში ანაბარზე ან საფოსტო განყოფილების მიერ, რაზედაც სოციალური დახმარების მიმღებმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს.

2. სოციალური დახმარების მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 8. სოციალური დახმარების შეჩერება

1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტი სისტემატურად ამოწმებს დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ სოციალურ დახმარებას, თუ სოციალური დახმარების მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.

2. სოციალური დახმარების შეჩერების გარემოებები შეიძლება იყოს:

ა) თუ არასრულწლოვანი ბავშვებიდან ერთ-ერთი გახდა 18 წლის, გარდა მე-2 მუხლის “გ” პუნქტში მითითებული კონტინგენტისა;

ბ) თუ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები აღარ მიაკუთვნებს მას მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით განსაზ ღ ვრულ კონტი ნ გენტებს;

გ) თუ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს სოციალური დახმარების დანიშვნის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს.

    მუხლი 9. სოციალური დახმარების შეწყვეტა-აღდგენა

1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტი სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეისწავლის და მოიკვლევს დამატებით ინფორმაციას, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას:

ა) სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ, თუ საკითხის შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის შედეგად სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის მიერ დადასტურდება სოციალური დახმარების შეჩერების საფუძვლიანობა;

ბ) სოციალური დახმარების აღდგენის შესახებ, თუ შეჩერებული სოციალური დახმარების აღსადგენად წარმოდგენილ იქნება სათანადო დოკუმენტაცია (საავადმყოფო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა; დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ჯანმრთელობის ან სხვა სოციალური მდგომარეობის გამო).

    მუხლი 10. სოციალური დახმარების მიმღები პირის ვალდებულება

სოციალური დახმარების მიმღები პირი ვალდებულია ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ დროულად აცნობოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს.

    მუხლი 11. სოციალური დახმარებისათვის საჭირო ცნობების გამცემ დაწესებულებათა ვალდებულება

შესაბამისი დაწესებულებები ვალდებულნი არიან სოციალური დახმარების დასანიშნად საჭირო ცნობები გასცენ ნებისმიერი დავალიანების (კომუნალური, მიწის და სხვა გადასახადი) დაფარვის მოთხოვნის გარეშე ან იგივე მონაცემები შეიტანონ სოციალური დახმარების მიმღების პირად საქმეში, რაც მოწმდება ხელმოწერითა და ბეჭდით.

    მუხლი 12. სოციალური დახმარების დაუფინანსებლობის საფუძველი

წინამდებარე წესის მე-6 მუხლის ,,თ.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის (ფორმა №5) დროულად წარმოუდგენლობა ხდება სოციალური დახმარების პროგრამის დაუფინანსებლობის საფუძველი მორიგი თვის განაცხადის წარმოდგენამდე.

    მუხლი 13. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს:

ა) სოციალური დახმარების მიმღებთა სიების ელექტრონულ დამუშავებას;

ბ) სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული პროგრამული თანხებიდან ტერიტორიული ერთეულების მიხედვით – სოციალური დახმარების დამნიშნავი სუბიექტის განაცხადის საფუძველზე;

დ) სოციალური დახმარების მიმღებთა კონტიგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებისათვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში.

    მუხლი 14. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარდება სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი, რაც მოიცავს სოციალური დახმარების მიმღებთა შერჩევით გამოკითხვასა და წინამდებარე წესის მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

2. მონიტორინგის შედეგებზე და/ან კონკრეტული კანონდარღვევის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება წინამდებარე წესის მოთხოვნების შესრულების შემოწმება.