ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატების შეეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2023 წლის 30 ივნისი ქ. ქარელი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.
ბ. ქონების მართვის განყოფილება.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-5 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები
1. ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალიტეტის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ბ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
გ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად და შესაფასებლად საჭირო ინფორმაციის მიღებას, სისტემატიზაციას და დამუშავებას, მერიაში შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე რეაგირებას;
კ) ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლს და, შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
|