ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2023
გამომცემი ორგანო საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემაზე პასუხისმგებელი პირი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016437
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემაზე პასუხისმგებელი პირი | საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი |
| N | გაცემის თარიღი იღი |
| საჯარიმო ქვითრის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქარელის მუნიციპლიტეტის მერიის საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.05.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2023 წლის 30 ივნისი
ქ. ქარელი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 25 მაისის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge 04/06/2018 სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.144.016345) ,,ქარელის მუნიციპლიტეტის მერიის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე
დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს კანონების „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „ნარჩენების მართვის კოდექსის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების - „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – ,,უფლებამოსილი პირი“), სამსახურის დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი, სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება და საჯარიმო ქვითარი აწარმოოს საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. საჯარო მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
3. საჯარო მოსამსახურე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის, საქართველოს კანონით,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოსამსახურემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოსამსახურე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
4. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.
5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სტრუქტურული ერთეულის იმ საჯარო მოსამსახურის ან მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ საჯარო მოსამსახურესთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს ბარდება სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეს ან მოსამსახურეებს), ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას, დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოსამსახურე;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება:
ბ.ვ.ა) 6.1 პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ვ.ბ) 6.2 პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ------------------------------ და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნაგანმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოსამსახურე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს ან მოსამსახურეებს.
10. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოსამსახურე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
11. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოსამსახურის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
12. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო, თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოსამსახურე ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
13. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
14. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
15. უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
16. სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, მოსამსახურე აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენება და აღრიცხვაანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოებადა დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალების გაფორმების, წარმოებისა და შენახვისადმი
1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეზე, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ან მოსამსახურეების მიერ.
2. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) დანართი 3-ის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სტრუქტურული ერთეულის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
10. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” შესაბამისად.
მუხლი 8🔗. ჯარიმის გადახდა
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება
პირს, ვის მიმართაც არის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გაასაჩივროს ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქალაქი ქარელი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა №3), ხოლო საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) − ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15)
მუხლი 10🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
სააღსრულებო ფურცლის (დანართი №5) გამოწერა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
დანართი 2
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია
ნაწილი I
საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000
ნაწილი I.
ბ. ა.
1. შედგენის თარიღი: –––––––––––––– 2. შედგენის ადგილი: ––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე, წელი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ___________________
___________________________________________________________________________
4. დამრღვევის მონაცემები:---------------------------------
ფიზიკური პირი (პირადი ნომერი,სახელი, გვარი,მისამართი):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი :
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.1.პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------- (მუხლის-------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას -------------------ლარის ოდენობით:
6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის -------------------მუხლის------------------ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას---------------------ლარის ოდენობით:
7. --------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი
მონაცემები---------------------------------------------------------------------------------------------------
8 . ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა:
------------------------------------------
---------------------------------- (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას, მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი მონაცემები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება)
9. მიმღები მოლარე: ----------------------------------------- -------------------------------------
(ხელმოწერა და თარიღი) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:
მოწმის ხელმოწერა -------------------------------- ოქმის შემდგენლის ხელმოწერა --------------------------
სამართალდამრღვევი: --------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე, ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
ნაწილი II
საჯარიმო ქვითრის ყუა
№000000
(ეს ნაწილი რჩება საბანკო
დაწესებულებაში)
1. –––––––––––––––––––––––––
(გადამხდელის სახელი და გვარი)
2. –––––––––––––––––––––––––
(გადამხდელის მისამართი)
3. –––––––––––––––––––––––––
(ჯარიმის ოდენობა)
41. –––––––––––––––––––––––––
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
4.2. –––––––––––––––––––––––––
(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)
5. –––––––––––––––––––––––––
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6.-------------------------------------(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: ---------------------
(ხელმოწერა)
8. შემომტანი:
-----------------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ. ა.
თარიღი: ––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; 10 დღის ვადაში გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).
დამრღვევს განემარტა, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გაასაჩივროს ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქალაქი ქარელი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N3), ხოლო საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) − ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N15).
საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: ქარელის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი:
მისამართი: ქ. ქარელი, ნინოშვილის ქ. N3 სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი 3
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემაზე პასუხისმგებელი პირი
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები პირი
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი
შენიშვნა
N
გაცემის თარიღი
იღი
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალ
დარღვევის ოქმის №
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელ
მოწერა
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელმოწერა
საჯარიმო ქვითრის – ადმინის
ტრაციული სამართალდარღ ვევის ოქმის №
გვარი
სახელი
თანამ
დებობა
ხელ
მოწერა
დანართი 4
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია
აქტი №
( გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის შესახებ)
----- ---------------- 20 წელი
საჯარიმო ქვითრის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშებზე
პასუხისმგებელი პირი ________________________________ ______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
სამსახურის უფროსი: _________________________________ _____________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა).
დანართი 5
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია
ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი
საქმე № --------------- ს.ფ გაცემის თარიღი ------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა: _________________________________________________ მიმართ;
______________________________________________________________________________________
(მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი):
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო და არსი):
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების სრული დასახელება)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი)
_________________________________________________________________________________________
კრედიტორი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(კრედიტორის რეკვიზიტები)
მოვალე:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოვალის რეკვიზიტები,: სახელი, გვარი. მისამართი)
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ------------------------------