„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27-46 |
|
2023 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის, სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის საფასურის ოდენობის განსაზღვრული კატეგორიისთვის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის, ასევე უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;“;
ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ 8“ ქვეპუნქტი:
„ჰ8. კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, დადგენილების გამოცემა.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ასევე უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;“;
გ) მე-8 მუხლის:
გ.ა) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის და გადაყვანის საფასურის ოდენობის განსაზღვრული კატეგორიისთვის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის, ასევე უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას სააგენტოში შესული საჩივრების სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და განხილვის უზრუნველყოფა;“;
გ.ბ) მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის, სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის საფასურის ოდენობის განსაზღვრული კატეგორიისთვის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის, ასევე უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმის განხილვის დროს დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმის მასალების სააგენტოს უფროსისთვის ან სააგენტოს უფროსის მოადგილისთვის წარდგენა, შემდგომში საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;“;
გ.გ) მე-16 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების სხვა პირთა მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების გადაცემა სხვა პირისათვის, რომელიც აღნიშნულ ბარათს ან გადახდის სხვა საშუალებას გამოიყენებს მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ტრანსპორტში (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) თავისი ან/და სხვა პირთა მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვა ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვა;
გ) თანამშრომლის მიერ მგზავრისთვის სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენის მოთხოვნა: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსში მგზავრობის დაწყებისას, მგზავრობის დროს ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას; მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობისას როგორც მგზავრობის დროს, ისე გადახდის სისტემაზე გადახდის საშუალების დაფიქსირების შემდეგ;“;
გ.დ) მე-18 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული და სპეციალური მარშრუტების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:“;
გ.ე) მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით), 135-ე–1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1355 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისას; საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული საქმიანობის და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევისას; მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერებისას; საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის (N1, N2 და N3 კატეგორიების) მოძრაობისას ან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდებისას/ტრანსპორტირებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევისას;“;
გ.ვ) მე-20 პუნქტს, „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო 1“ ქვეპუნქტი:
„ო1) პარკირების საკითხებზე სააგენტოს უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებთან საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია და უფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;“;
გ.ზ) მე-20 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ან გადახდის სხვა საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის დაბლოკვის ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას ბარათის განბლოკვის ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის განბლოკვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბარათის განბლოკვა ან გადახდის საშუალების უფასო ან შეღავათით მგზავრობის ფუნქციის განბლოკვა ან შესაბამისი დოკუმენტის მომზადება განბლოკვაზე უფლებამოსილი პირისთვის გადაგზავნის მიზნით;“.
|