“კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.11.106.006.675
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 21/09/2004

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.11.106.006.675

საქართველოს ეროვნული ბანკის  პრეზიდენტის

ბრძანება №195

2004 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ'' საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საბანკო მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისა და ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკის დადგენილი მოთხოვნების გარკვეულწილად ლიბერალიზაციის მიზნით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის №66ა ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ'' დებულებაში (,,ბანკი plus”, 1998 წლის სექტემბრის №33 (151) სპეციალური გამოშვება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

დებულების1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირების, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ფიზიკური პირებისა და მეანაბრეთა ანგარიშებიდან ნაღდი ფულის დროულად გაცემის უზრუნველსაყოფად, სალაროში კლიენტებისაგან ნაღდი ფულის შემოსავლის გრაფიკის, მისი დამუშავების წესის, ბრუნვის მოცულობის და საკასო ოპერაციების სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით კომერციული ბანკის ხელმძღვანელობას შეუძლია დაადგინოს თავისთვის და დაქვემდებარებული ფილიალებისათვის საოპერაციო სალაროს ნაშთის ლიმიტი“.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კლიენტთა საკასო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კომერციულ ბანკს შეუძლია ანაბრების მიღება-გაცემისათვის (ეროვნული და უცხოური ვალუტით), აგრეთვე ფასიანი ქაღალდების, ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, კომუნალური და სხვადასხვა დანიშნულების სახსრების მიღება-გაცემისათვის გახსნას საოპერაციო სალაროები კვანძგარეთ როგორც საწარმო-ორგანიზაციებში, ისე დამოუკიდებლად”.

ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტი.

ამავე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საკასო კვანძისა და კვანძგარეთ საოპერაციო სალაროს გახსნის შესახებ კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს ან მის რეგიონალურ დაწესებულებებს უგზავნის შეტყობინებას კომერციული ბანკის ადგილმდებარეობისა და საოპერაციო სალაროს გახსნის ადგილის თაობაზე. შეტყობინებაში უნდა აისახოს: კომერციული ბანკის სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, კომერციული ბანკის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ახალგახსნილი საოპერაციო სალაროს ადგილმდებარეობა, საფოსტო ინდექსი, ტელეფონი, ფაქსი, დოკუმენტები შენობის კუთვნილების შესახებ, შესასრულებელი ოპერაციების ჩამონათვალი“.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,10. კომერციული ბანკები, ფილიალები და კვანძგარეთა სალაროები ნაღდ ფულსა და ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ახორციელებენ ეროვნული ბანკის ან ადგილმდებარეობის მიხედვით მისი ფილიალის მიერ გაცემული საკასო კვანძის (კვანძგარეთა სალაროს) მზადყოფნის შესახებ პასპორტის (დანართი №47) შესაბამისად. პასპორტი წარმოადგენს კვანძგარეთა სალაროს ფუნქციონირების იურიდიულ საფუძველს ”.           

ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29'-ე და 292-ე პუნქტები:

,,29'. ფიზიკურ პირთა მომსახურების შემთხვევაში საოპერაციო მუშაკისა და მოლარის ფუნქცია შესაძლებელია დაეკისროს ერთ მუშაკს, თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტში ამ ფორმით ოპერაციის შესრულების მიზანშეწონილობისა და კონტროლის სათანადო მექანიზმის შემცველი ანგარიშსწორების პროგრამული ბაზით უზრუნველყოფის შესახებ”.

292. იმ შემთხვევაში, როდესაც საოპერაციო მუშაკისა და მოლარის ფუნქცია ზემოაღნიშნული ფორმით დაკისრებული აქვს ერთ მუშაკს, ფიზიკური პირის მომსახურება ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად შემუშავებული და სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად, რომელიც კონკრეტულად უნდა განსაზღვრავდეს ამ ოპერაციის შემსრულებლისა და მასი მაკონტროლებელი პირების პასუხისმგებლობას, საანგარიშსწორებო და სააღრიცხვო საქმიანობის რისკების მართვის მექანიზმებს”.

7. ამავე მუხლის 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,30. ნაღდი ფულისა და ფასეულობათა შენახვისათვის დღის განმავლობაში სალაროს მუშაკები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ლითონის კარადებით (სეიფებით) ან დახურული ტიპის ურიკებით, სპეციალური საიდუმლო საკეტებით აღჭურვილი მაგიდებით (შემდგომში – შენახვის ინდივიდუალური საშუალება)“.

8. ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 322-ე პუნქტი:

“322 მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნი, ასევე კუპიურული აღრიცხვის წიგნი მათი შემდგომი გამოყენების მიზნით დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს შტამპით, კომერციული ბანკის ბეჭდითა და ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით”.

9. მე-2 მუხლიდან ამოღებული იქნეს მე-3 პუნქტი.

10. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სალარო კლიენტთა მომსახურების ოთახიდან გამოყოფილია ტიხრით, რომელსაც აქვს ტყვიაგაუმტარი შუშის სარკმელი და მოწყობილობა (ხონჩა ან ბუნკერი) ფულის გადასაცემად. ტიხრის სიმტკიცის კლასი უნდა იყოს არანაკლები ტყვიაგაუმტარი შუშისა“.

11. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7' პუნქტი:

,,7' აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის შესაბამისი გადაწყვეტილება სალაროსა და კლიენტთა მომსახურების ოთახის არასრული იზოლაციისა და მათი ერთ დარბაზში განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ, აგრეთვე დაცვის სამსახურის დასკვნა ბანკის დაცულობის პირობებში ამ ფორმით ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე”.

12. მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. რეკომენდებულია სალაროს მუშაკის სამუშაო ოთახის შემდეგნაირი მოწყობა: სპეციალური მაგიდა, მბრუნავი სკამი, ფულის სათვლელი მანქანა, კალკულატორი საწერი მოწყობილობით, ბანკნოტების ნამდვილობის შესამოწმებელი ხელსაწყო (ხელსაწყოები), ბანკნოტებისა და მონეტების შესაფუთი საშუალებები. გარდა ამისა, სალაროს მუშაკის მიერ შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით, მისი სამუაშო ადგილი შეიძლება გაიმართოს დამატებითი ხელსაწყოებითა და ტექნიკური საშუალებებით“.

13. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. კომერციული ბანკის კვანძგარეთა საოპერაციო სალაროს ფართობი განისაზღვრება მოლარის სამუშაო ადგილისა და საკასო დარბაზის გათვალისწინებით. დაუშვებელია ისეთი კვანძგარეთა სალაროს ფუნქციონირება, რომელსაც შენობის დაკავებულ ფართობში არა აქვს კლიენტურის მომსახურებისათვის სპეციალურად გამოყოფილი იზოლირებული სადგომი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება კომერციული ბანკების ისეთ კვანძგარეთა სალაროებზე, რომლებიც განთავსებულია დაცვის ქვეშ მყოფი შენობის ფართობში. კვანძგარეთა საოპერაციო სალაროს ფართობში შესაძლებელია მოეწყოს ფასეულობათა შესანახი სასეიფო ოთახი“.

14. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოლარის სამუშაო ადგილი კლიენტთა მომსახურების ოთახიდან გამოყოფილია ტიხრით, რომელსაც აქვს ტყვიაგაუმტარი შუშის სარკმელი და მოწყობილობა (ხონჩა ან ბუნკერი) ფულის გადასაცემად. ტიხრის სიმტკიცის კლასი უნდა იყოს არანაკლები ტყვიაგაუმტარი შუშისა“.

15. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტი.

16. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საოპერაციო დღის განმავლობაში მიღებული ნაღდი ფული, შემოსავლის დოკუმენტებსა და შედგენილ ცნობასთან ერთად ბარდება სალაროს გამგეს, მიღებული და გაცემული ფულის (ფასეულობათა) აღრიცხვის წიგნში ხელმოწერით (დანართი №5)”.

17. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომერციული ბანკები და მათდამი დაქვემდებარებული ობიექტები კლიენტთან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ასრულებენ იმავდროულად ვალუტის გაცვლის ქვითრების (დანართი №35) მეშვეობით და აფიქსირებენ კლიენტის საპასპორტო მონაცემებს ქვითარში, რომლის ერთი პირიც საკასო აპარატის ამონაბეჭდის ასლთან ერთად ეძლევა კლიენტს, ხოლო მეორე – რჩება სალაროს საბუთებში“.

18. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სალაროს ან ინკასაციის მუშაკი იღებს ამონაბეჭდს ბარათების საფუძველზე გაცემული (შესრულებული ოპერაციების მიხედვით) და გახსნისას არსებული ნაღდი ფულის ოდენობის შესახებ, აგრეთვე კასეტებს ბანკომატიდან, ტვირთავს მასში მომზადებულ კასეტებს და ბანკომატიდან იღებს ფულის ჩადების დამადასტურებელ ამონაბეჭდს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკომატის მიერ შესრულებული ოპერაციები აღირიცხება კომპიუტერის მეშვეობით, სალაროს ან ინკასაციის მუშაკი ბანკომატში ნაღდი ფულის ჩატვირთვისას ბანკომატიდან იღებს ამონაბეჭდს ჩატვირთული, გაცემული და გახსნისას არსებული ნაშთების შესახებ”.

19. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5' პუნქტი:

,,5'. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის გაძლიერების მიზნით ბანკომატის მომსახურება ხელმძღვანელობის ბრძანებით დავალებული აქვს არა მოლარეს ან ინკასატორს, არამედ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ მატერიალურად პასუხისმგებელ ჯგუფს, ბანკომატში თანხების ჩატვირთვისას ზემოაღნიშნული ფორმის ამონაბეჭდთან ერთად დგება შესაბამისი აქტი”.

20. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამონაბეჭდის საფუძველზე კომერციული ბანკის საოპერაციო მუშაკები გამოწერენ სალაროს შიდასაბანკო შემოსავლის ორდერს (დანართი №44) სალაროში ჩასაბარებელ ნაღდ ფულზე და სალაროს გასავლის ორდერს კლიენტთა ბარათების აღსანუსხავად“.

21. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სალაროს მუშაკებს, რომლებიც ასრულებენ ძვირფას ლითონებთან დაკავშირებულ ოპერაციებს, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ნებართვა აღნიშნული ოპერაციების წარმოების შესახებ. მუშაობის სწორი ორგანიზაციისა და ფასეულობის დაცვის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ: ძვირფასი ლითონების მიღების შესახებ ტექნიკური ინსტრუქციებით, ოქროსა და ვერცხლის საანგარიშო ცხრილებით; სასწორით; ლუპით (10-ჯერ გამადიდებელი); სპეციალიზებული დღის სინათლის ნათურით; ბრილიანტის ტესტერით; სასინჯი ქვა-კიდონტით; ლევერიჯით (კარატმზომი) და საანგარიშო ცხრილებით მოცემული სინჯების განმსაზღვრელი რეაქტივებით. ძვირფასი ლითონების აწონა ხდება სასწორით 0,01 გრამი სიზუსტით, რომელიც სათანადოდ დამონტაჟებული და დამოწმებული უნდა იყოს მეტროლოგიის სამსახურის მიერ. კომერციული ბანკი ვალდებულია წელიწადში ერთხელ დაამოწმებინოს სასასწორე მეურნეობა შესაბამის მეტროლოგიურ სამსახურს, რომელიც გასცემს სათანადო მოწმობას სასასწორო მეურნეობის ვარგისიანობის შესახებ; მაგიდებით, რომელთა ზედაპირიც ნარჩენების შეგროვების გაიოლების მიზნით უნდა იყოს დაფარული მინით (ლინოლეუმით, ლითონის ფურცლით, სქელი ქაღალდით) და მას უნდა ჰქონდეს ქიმები; ცალკე სეიფით ან ლითონის კარადით სამუშაო დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონების შესანახავად.“

22. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ძვირფასი ლითონების (ქვების) მიღება, შესყიდვა-რელიზაცია და შეფასება ხორციელდება ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.”

23. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტი.

24. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4. მოლარე გამოწერს სალაროს გასავლის ორდერს, რომელზეც ხელს მოაწერს თვითონ და სალაროს გამგე, აღნიშნავს ჩამბარებლის ინიციალებს, გვარს, მისცემს მას სალაროში ჩასაბარებელი ორდერის მოსახევ ტალონს და ორდერს ჩამბარებლის განცხადებასთან ერთად ანგარიშსწორების შემოწმებისა და ოპერაციების ბუღალტრული გაფორმების მიზნით გადასცემს ბუღალტერიის მუშაკს, რომელიც კონტროლს უწევს აღნიშნულ ოპერაციებს (შემდგომში - კონტროლიორი)“.

25. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კონტროლიორი მოლარისაგან ორდერისა და განცხადების მიღების შემდეგ შეამოწმებს განცხადებაში განხორციელებული გაანგარიშების სისწორეს, შეუდარებს გასავლის სალაროს ორდერში ჩანაწერების განცხადებასთან შესაბამისობას, ხელს აწერს ორდერსა და გაანგარიშებას და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს დღიურ დავთარში (დანართი №48), რომელიც იმავდროულად არის ძვირფასი ლითონების შესყიდვის ოპერაციების საკონტროლო უწყისი“.

26. 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. მოლარე საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ ჩამბარებელთა განცხადებებზე წარმოებული გაანგარიშებებისა და ორდერების საფუძველზე დაითვლის ლიგატურულ მასას, ლითონების ღირებულებას სახეობისა და სინჯების მიხედვით, აგრეთვე შესყიდული ძვირფასი ლითონების ღირებულების საერთო თანხას და შეადგენს ცნობას (დანართი №33)“.

27. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოლარე და სალაროს გამგე ძვირფას ლითონებს ჩააწყობენ ტომრებში ან სპეციალურ თვითლუქვად პლასტიკურ (პოლიეთილენის) პარკებში ლითონის სახეობისა და სინჯების მიხედვით. ტომრის გამოყენების შემთხვევაში მისი პირი გაიკერება ქსოვილის იარლიყთან ერთად და მჭიდროდ შეიკვრება ხეზით ნასკვებისა და ნახევების გარეშე. ხეზის ბოლოები შეიკვრება ყრუ ნასკვით, მოლარის პლომბის ან ლუქის ბეჭდის დასმით. პოლიეთილენის პაკეტის ხმარების შემთხვევაში მისი დალუქვა ხდება მიმღები მოლარის სახელობითი სპეციალური კლიშით. ტომარაზე დამაგრებულ იარლიყზე და პოლიეთილენის პაკეტზე დატანებულ ფორმაში აღინიშნება: კომერციული ბანკის საფირმო სახელწოდება, ფორმირების თარიღი, საბალანსო ანგარიშის ნომერი, ლითონის სახეობა (ოქრო, ვერცხლი, პლატინა), სინჯი, ლიგატურული მასა და საბალანსო ღირებულება. იარლიყზე ხელს აწერენ: ძვირფასი ლითონების მიმღები, მფორმირებელი მოლარე და სალაროს გამგე, რომლებსაც სოლიდარულად ეკისრებათ მატერიალური პასუხისმგებლობა”.

28. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) კონტროლიორი დავთარში დაჯამებულ მონაცემებს შეუდარებს ცნობის (დანართი №33) მონაცემებს სახეობებისა და სინჯების მიხედვით შესყიდული ძვირფასი ლითონების თანხებისა და ლიგატურული მასის შესახებ. შედარება გაფორმდება მოლარის ხელმოწერით დავთარში და საოპერაციო მუშაკის (კონტროლიორის) ხელმოწერით მოლარის ცნობაზე. მოლარის ცნობა და დავთარი მოთავსდება სალაროს დღის საბუთებში“.

29. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მიღებული ფასეულობა აღწერილობასთან ერთად ჩამბარებლის თანდასწრებით იწყობა ტომრებში, ან სპეციალურ თვითლუქვად პლასტიკურ (პოლიეთილენის) პარკებში. ტომრის გამოყენების შემთხვევაში მისი პირი გაიკერება ქსოვილის იარლიყთან ერთად და მჭიდროდ შეიკვრება ხეზით ნასკვებისა და ნახევების გარეშე. ხეზის ბოლოები შეიკვრება ყრუ ნასკვით, მოლარის პლომბის ან ლუქის ბეჭდის დასმით. პოლიეთილენის პაკეტის ხმარების შემთხვევაში მისი დალუქვა ხდება მიმღები მოლარის სახელობითი სპეციალური კლიშით. ტომარაზე დამაგრებულ იარლიყზე და პოლიეთილენის პაკეტზე დატანებულ ფორმაში აღინიშნება: კომერციული ბანკის საფირმო სახელწოდება, ფორმირების თარიღი, ბალანსგარეშე ანგარიშის ნომერი, გამოცხადებული ფასი, ჩამბარებლის სახელი, გვარი, მამის სახელი, ფასეულობის ჩამონათვალი და დასტურდება მიმღები მოლარისა და ჩამბარებლის ხელმოწერებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მისი გახსნა დასაშვებია მხოლოდ ჩამბარებლის თანდასწრებით”.

30. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ მოლარე 0482102 ორდერების პირველი პირების საფუძველზე (რომლებიც შემდეგ განცხადებებთან ერთად მოთავსდება სალაროს დღის საბუთებში) შეადგენს 0482109 ცნობას (დანართი №6) გაცემული 0402004 ქვითრების საერთო რაოდენობის აღნიშვნით. გაცემული 0402004 ქვითრების რაოდენობის მონაცემების შესაბამისობა მიღებათა რაოდენობასთან (0482102 ორდერების მეორე პირების მიხედვით) დამოწმდება კონტროლიორის ხელმოწერით მოლარის ცნობაში“.

31. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,5. მიღებულ ძვირფას ლითონებს პაკეტებით მოლარე გადასცემს სალაროს გამგეს 0482155 წიგნში (დანართი №5) ხელმოწერით, რომელიც შეამოწმებს მისაღებ ფასეულობას, შეუდარებს მას ჩამბარებელთა განცხადებას და 0482102 ორდერების პირველ პირებზე აღნიშნულ აღწერილობებს“.

32. 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. კომერციული ბანკებიდან ძვირფასი ლითონების გასაგზავნად ბუღალტერიის მუშაკი გამოწერს მემორიალურ ორდერს, ხოლო შემოსავალში გატარებული ფასეულების ჩამოწერისას გამოიწერება ბალანსგარეშე ორდერი. ორდერებს ხელს აწერენ ხელმძღვანელი, მთავარი ბუღალტერი და სალაროს გამგე“.

33. ამავე მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და სხვა ფასეულობების გირაოდ ან შესანახავად (ხელშეკრულების საფუძველზე) მიღება ხორციელდება ანაზღაურებამდე (ინკასოზე) მიღების წესების ანალოგიურად, იმ განსხვავებით, რომ ჩამბარებელს, ნაცვლად 0402004 ქვითრისა, მიეცემა აღნიშნულთან დაკავშირებით კომერციულ ბანკსა და მას შორის გაფორმებული ბეჭედდასმული ხელშეკრულება”.

34. დებულების დანართი №20 შეიცვალოს ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

35. დებულების დანართი №33 შეიცვალოს ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.

36. დებულებას დაემატოს დანართი №47 და დანართი №48 ამ ბრძანების №3 და №4 დანართების შესაბამისად.

37. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე

 

დანართი №1

“დანართი №20

                                                 მკაცრი აღრიცხვის ბლანკი

ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნი

 

წელი

 

___ _________

___ _________

 

მდგომარეობით

მდგომარეობით

ანგარიშების დასახელება

ანგ. №

თანხა (რაოდენობა)

თანხა (რაოდენობა)

ეროვნული ვალუტა სალაროში:   

დილის ნაშთი

 

 

 

შემოსავალი

 

 

 

გასავალი

 

 

 

საღამოს ნაშთი

 

 

 

უცხოური ვალუტა:          

დილის ნაშთი

 

 

 

შემოსავალი

 

 

 

გასავალი

 

 

 

საღამოს ნაშთი

 

 

 

სხვა ფასეულობა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი

ხელმოწერა

 

 

მთ.ბუღალტერი

ხელმოწერა

 

 

სალაროს უფროსი

ხელმოწერა

 

 

 

                                  

დანართი № 2

,,დანართი № 33

მოლარის ცნობა

შესყიდული ძვირფასი ლითონების შესახებ

„-----„ ------------------- 200 წ.

__________________________________________________________________

(კომერციული ბანკის დასახელება)

 

სინჯი

ძვირფასი ლითონის დასახელება

რაოდენობა ცალი

წონა

ღირებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ შეძენილია ძვირფასი ლითონები საერთო თანხით

__________________________________________________________________________

(თანხა ციფრებით და სიტყვებით)

შედარებულია შესყიდული ძვირფასი ლითონების რეგისტრაციის დღიურ დავთართან

 

მოლარე ---------------------------               კონტროლიორი---------------------

სალაროს გამგე ---------------------             ხელმძღვანელი----------------------

                                                                      

                                            მთვარი ბუღალტერი ----------------

 

                                                                                                                    დანართი № 3

                                                                                                      ,,დანართი № 47

                                                                     ,,ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ”

  № 00.0000                                                             საქართველოს ეროვნული ბანკის

                                                                                      ვიცე-პრეზიდენტი

                                             ---------------------------------------------

                                                                                სარეგისტრაციო №

                                                                                “___” __________ 200 წელი

                                                                                            ბ. ა.

 

პ ა ს პ ო რ ტ ი

საკასო კვანძის

(კვანძგარეთა სალაროს) შესახებ

1. ______________________________________________________________________

   კომერციული ბანკის (ფილიალის, განყოფილების ან კვანძგარეთა სალაროს) დასახელება და ფ.შ.ბ. №

2. ______________________________________________________________________

საფოსტო ინდექსი, ქალაქი, დაბა და ზუსტი მისამართი

3. ______________________________________________________________________

კომერციული ბანკის გახსნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, ნომერი და თარიღი

4.______________________________________________________________________

საკასო უბნის სახე - საკასო კვანძი, კვანძგარეთა საოპერაციო სალარო

5.______________________________________________________________________

საკასო უბნის დახასიათება

 ________________________________________________________________________

 ______________________________________________________________________

6.______________________________________________________________________

საკასო უბნის დაცულობა

7.______________________________________________________________________

დაცვის სახე, პოლიცია და სხვა

8.______________________________________________________________________

საკასო უბნის აღჭურვილობა

  ________________________________________________________________________

9._____________________________________________________________________

ფასეულობათა გადაზიდვის ფორმა

10._____________________________________________________________________

საკასო უბანზე დასაქმებული მუშაკები - სახელი, გვარი, თანამდებობა

 _______________________________________________________________________

________________________________________________________________________

11._____________________________________________________________________

სხვა დამატებითი მონაცემები

  ________________________________________________________________________

 

მმართველი__________________                                                ხელმოწერა

              სახელი, გვარი

მთ. ბუღალტერი ______________                                  ხელმოწერა

                სახელი, გვარი

სალაროს გამგე _______________                                              ხელმოწერა

                 სახელი, გვარი

“____”  __________ 200   წელი

           

 

კომერციული ბანკი შემოწმებულია და პასპორტში

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

შენიშვნა:_______________________________________________________________________ _______________________________________________________________________________

საკასო ოპერაციებისა და ნაღდი

ფულის მიმოქცევის სამმართველოს

_______________________                   _______________           

თანამდებობა, სახელი, გვარი                                   ხელმოწერა

 

ექსპერტის დასკვნა სალაროს მუშაკთა კვალიფიკაციის დონის შესახებ:

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

                                                         ფულის ნიშნების ექსპერტი __________________

                                                                ხელმოწერა

 

დ ა ს კ ვ ნ ა

პასპორტის მონაცემებზე დაყრდნობით ბანკს შეუძლია,

განახორციელოს შემდეგი ოპერაციები:

1. ___________________________________________________________

2. ___________________________________________________________

3. ___________________________________________________________

4. ___________________________________________________________

5. ___________________________________________________________

შენიშვნა: საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად საპასპორტო მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ეს პასპორტი ითვლება ძალადაკარგულად.

 

საკასო ოპერაციებისა და ნაღდი

ფულის მიმოქცევის სამმართველოს                     

უფროსი_________________                        _______________                                                                                                   

           სახელი, გვარი                           ხელმოწერა

                                  

                                 

                                                                                                                    დანართი № 4

                                                                                                               ,,დანართი № 48

შესყიდული ძვირფასი ლითონების რეგისტრაციის

დღიური დავთარი

       „-----„ ------------------- 200 წ.

_______________________________________________________________________

(კომერციული ბანკის დასახელება)

 

 

შესრულე

ბული ოპერა

ციის №

ჩამბარე

ბლის გვარი სახელი

ლითონის სახეობა

ნაკეთ

ობის დასახე

ლება

სინჯი

1 გრამის ღირებუ

ლება

საერთო წონა

საერთო ღირებ

ულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ: --------------------------------------------------

(თანხა სიტყვებით)

კონტროლიორი                ----------------------------

                        მოლარე                     ----------------------------