საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ პარლამენტს. აღნიშნული სუბიექტები მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ და მეურვეთა კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. ფრაქციების მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ შესაბამისი ფრაქციების თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. თუ მეურვეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრით − მეურვით ვერ დაკომპლექტდა, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის ხელახალი კონკურსი იმართება.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 3 ივლისი 2023 წ. N3462-XIIრს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.07.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.07.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3462-XIIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016100.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3462-XIIრს-Xმპ, 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5854592/