“უმუშევრების სოციალური დაცვის. დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის” 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესარულების ორგანიზაციის შესახებ” შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№244/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.070.120.11.119.006.680
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 20/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.120.11.119.006.680

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №244/ნ

2004 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის” 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის” 2004 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 აგვისტოს №214/ნ ბრძანების (სსმ III, №94, 30.08.2004წ., მუხ. 800) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი 1-ს (,,უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის” სახელმწიფო პროგრამები და ძირითადი პრინციპები) დაემატოს ,,სოციალური სფეროს ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური რეფორმის ხელშეწყობის” და ,,ფარმაცევტული სექტორის რეგულირებისა და მონიტორინგის” სახელმწიფო პროგრამები თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

სოციალური სფეროს ინსტიტუციური და ფუნქციური რეფორმის ხელშეწყობის

2004 წლის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც დარგის პოლიტიკის წარმმართველი ორგანო სრულყოფს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო პროგრამების ოპტიმიზაციას, აგრეთვე სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების სამედიცინო და სოციალური ეფექტურობისა და ეფექტიანობის გადასინჯვა დახვეწას.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის მიზნით საჭირო ხდება ახალი პრიორიტეტების, თანამედროვე ხედვის და მიდგომების ფორმირება. მსოფლიო პროცესებში უფრო აქტიური ინტეგრირებისათვის ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან, ნორმებთან და სტანდარტებთან მიახლოვება, დარგის საკანონმდებლო სფეროს ჰარმონიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

სახელმწიფო ვალდებულებები და პრიორიტეტები საჭიროებს გადასინჯვას, გაანალიზებას და კარდინალური ცვლილებების შეტანას. შესაბამის, მტკიცებულებებზე დამყარებული სახელმწიფო პროგრამების ფორმატში შეტანილი ცვლილებები მაქსიმალურად აღმოფხვრის დარგში არსებულ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს. საჭიროა არსებული შეზღუდული მატერიალური და ტექნიკური რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტური ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება მატერიალური სახსრების რაციონალურ გადანაწილებაზე ახლად განსაზღვრული პრიორიტე ტ ების გათვალისწინებით.

არსებული მატერიალური რესურსების პირობებში აუცილებელია ეფექტური ეკონომიკური შეფასების კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც პოლიტიკის შემუშავების პროცესში სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ამჟამინდელი შეფასების კრიტერიუმების გადასინჯვა, რათა შესაძლებელი გახდეს თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაცია და დაახლოვება.

 

,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 6 826.8 ათასი ლარით.

 

პროგრამის კომპონენტებია:

                                                                                                                                   (ათასი ლარი)

სოციალური სფეროს საორგანიზაციო მეთოდური და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტი

717.9

მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი

590.0

სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი

1445.0

 

სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის შეფასებისა და მონიტორინგის კომპონენტი

93.0

წინა პერიოდის დავალიანების დაფარვა

1200.0

სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯები

144.5.0

სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაციის პროგრამა

2636.4

 

სოციალური სფეროს საორგანიზაციო მეთოდური და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტი

პროგრამის მიზანია

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში ახალი პრიორიტეტების, თანამედროვე ხედვის და მიდგომების ფორმირება. მსოფლიო პროცესებში უფრო აქტიური ინტეგრირებისათვის დარგის საკანონმდებლო სფეროს ჰარმონიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ღონისძიებები

– დარგის სამართლებრივი რეგულირება და შესაბამისი კანონმდებლობით უზრუნველყოფა – საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან დაახლოება;

– სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს თანამედროვე ინფორმაციული და საორგანიზაციო-მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება – თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა ვებგვერდის და სხვა საინფორმაციო ბუკლეტების და ჟურნალების გამოცემა;

– სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შესაბამისი სტანდარტების შესახებ ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება – მსოფლიო სტანდარტებთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ და აპრობირებულ ნორმებთან ჰარმონიზაცია;

– სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების ერთიანი სახელმწიფო სისტემის სრულყოფა და შესაბამისად მონაცემთა ბანკის მუდმივი შევსება-განახლება – შემუშავებული ნორმებისა და სტანდარტების გადასინჯვა და განახლება.

პროგრამის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული 717 900 ლარი.

პროგრამის შედეგი

შემუშავდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის დარგში არსებული სამართლებრივი ბაზა;

შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმატიული დოკუმენტების ბაზა, რაც საწინდარი იქნება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მართებულად წარმართვისა.

მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი

პროგრამის მიზანი

ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფა განათლების, დახელოვნებისა და სამეცნიერო კვლევათა ხელშეწყობის გზით;

ამოცანები

– ქვეყნის შიგნით ექიმ-სპეციალისტთა მომზადების სახელმწიფო უზრუნველყოფა (რეზიდენტურა);

– ქვეყნის გარეთ ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების ხელშეწყობა;

– უწყვეტი სამედიცინო განათლებისა (უსგ) და უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) თანამედროვე სისტემის შემუშავებისა და დამკვიდრების და სახელმწიფო ხელშეწყობა;

– სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო უზრუნველყოფა ექიმთა და ფარმაცევტთა სერტიფიცირების გზით;

– სწრაფი ეფექტის მომცემი სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა;

– სამეცნიერო ფორუმების ორგანიზაციის, საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციის და მათი ნაღვაწის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

პროგრამის ბიუჯეტი

დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი; ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 590 000 ლარი.

პროგრამის განხორციელების შედეგად:

– შეიქმნება დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების, უმაღლესი სამედიცინო პერსონალის სერტიფიკაციის (რესერტიფიკაციის) განახლებული ნორმატიული ბაზა;

– შემუშავდება 15 სპეციალობის სპეციფიკაცია და მოხდება რეზიდენტურის პროგრამების მათთან შესაბამისობაში მოყვანა;

– განხორციელდება 1500 პირის სერტიფიკაცია;

– განხორციელდება სამეცნიერო პროექტები, მათ შორის დასრულდება 2003 წელს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული პროექტები, რომლის დაფინანსებაც შეწყვეტილ იქნა შესაბამისი რესურსის არარსებობის გამო;

– მოეწყობა მინი-ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) ქირურგიის კონფერენცია საერთაშორისო მონაწილეობით;

– ხელი შეეწყობა სამი საიუბილეო საღამოს გამართვას;

– მოხდება საქართველოს შერჩეულ რეგიონებში 300 ექიმის უზრუნველყოფა ლიტერატურით, რომელიც ხელს შეუწყობს მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის შეფასებისა და მონიტორინგის კომპონენტი

პროგრამის მიზანია

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პრიორიტეტებისა და ვალდებულებების განსაზღვრა, მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო კლასიფიკაციებთან, ნორმებთან და სტანდარტებთან მიახლოვება სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მონიტორირების გზით.

ამოცანები

– ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ეროვნული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგული გეგმის კორექცია (ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ვალდებულებების განსაზღვრა);

– სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების ფორმირება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ეფექტიანობისა და ეფექტურობის გაზრდა;

– სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების და პრიორიტეტების მეთვალყურეობა, მათი იმპლემენტაციის და ეფექტურობის გაანალიზება.

ღონისძიებები

– მონიტორირების საშუალებით სახელმწიფო პროგრამებში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, სუსტი მხარეების წარმოჩენა და სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ადეკვატური და ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება;

– სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება საერთაშორისო სტანდარტებით, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების და ინდიკატორების  შესაბამისად;

– სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ მოსახლეობის ინფორმატიულობის ხარისხის ამაღლება, სპეციალური სატელეფონო კავშირის მეშვეობით პრობლემატურ საკითხებზე რეაგირება და მოსახლეობასთან უკუკავშირის განხორციელება.

პროგრამის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული 93 000 ლარი.

პროგრამის შედეგი

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო ვალდებულებების განხორციელების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შედარებითი ანალიზი.

სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის ამაღლება.

სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი

პროგრამის მიზანი

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და განვითარება; გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის და ეფექტურობის ამაღლებისათვის რაიონული სამედიცინო ცენტრების და მაღალმთიანი რეგიონების უზრუნველყოფა მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ორგანოთა ხელოვნური მოწყობილობებით ჩანაცვლების საშუალებებითა და დამხმარე მოწყობილობებით უზრუნველყოფა (ინვალიდის ეტლი, ხელოვნური სმენის აპარატი, ჰიდროცეფალიის დეკომპენსირებული ფორმით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობისათვის აუცილებელი შუნტების კომპლექტი).

სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს დაზარალებულთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სამედიცინო აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის ფორმირება, შენახვა და მუდმივი შევსება-განახლება.

პროგრამის განხორციელების ღონისძიებები

პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად. განხორციელდება შესყიდვები შემდეგი კომპონენტების ფარგლებში :

– სამედიცინო რეზერვების შევსება-განახლება და შენახვის კომპონენტი;

– სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი (სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება; სამედიცინო დანიშნულების და სხვა ავტომანქანების შესყიდვა; სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვა);

– შშმპ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი (სმენის აპარატების, ჰიდროცეფალიის შუნტების შესყიდვა);

– ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პროგრამის ტექნიკური უზრუნველყოფის კომპონენტი.

პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული 1 445 000 ლარი.

პროგრამის შედეგი

● სარეაბილიტაციო ობიექტებზე საპროექტო და შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებისა და ხარისხის შედარებითი ანალიზი;

● გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურების ეფექტურობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები;

● შეზღუდული პასუხისმგებლობის პირთა რაოდენობა, რომელთაც მიეწოდ ე ბათ შესაბამისი ხელოვნური ორგანოები და დამხმარე საშუალებები;

● სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების დატვირთვის მაჩვენებლები (გამოყენების სიხშირე/გატარებულ პაციენტთა რაოდენობა).

სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაციის პროგრამა

პროგრამის მიზანი

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პაციენტთა მომსახურების ხარისხისა და დონის ამაღლება; სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სფეროსათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება.

პროგრამის ამოცანები

● რესტრუქტურიზაციის გზით ქვეყანაში არსებულ საავადმყოფოთა რაოდენობის, საწოლთა ფონდისა და სამედიცინო პერსონალის ჭარბი რაოდენობის შემცირება და მათი ოპტიმალურ რაოდენობამდე დაყვანა;

● სახელმწიფო სექტორში დარჩენილ საავადმყოფოთა რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა;

● შემცირებული სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო თანხების გადახდა;

● დარჩენილ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

● რესტრუქტურიზებულ სამედიცინო დაწესებულებებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება და დამუშავება;

● სამედიცინო დაწესებულებათა საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნებისა და ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მართვაში მონაწილეობის მიღება.

პროგრამის საერთო ღირებულება

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებულია 2 636 400 ლარი.

პროგრამის მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი

● საავადმყოფოთა შენობების, საწოლთა ფონდისა და პერსონალის ოპტიმალურ მოცულობამდე დაყვანა;

● სახელმწიფო მფლობელობაში დარჩენილ საავადმყოფოთა შენობების რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა;

● საავადმყოფოთა ადმინისტრაციული და კომუნალური ხარჯების შემცირება;

● სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ზრდა;

● სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

● სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და დონის ამაღლება;

● რესტრუქტურიზაციის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება;

● სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სფეროსათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება.

ფარმაცევტული სექტორის რეგულირებისა და მონიტორინგის

სახელმწიფო პროგრამა

მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმომშობი ფაქტორებისა და სამკურნალო საშუალებების ფალსიფიკაციის აღმკვეთ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. აგრეთვე წამლის რაციონალური გამოყენებისათვის ობიექტური ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნა, რანჟირება და პოპულარიზაცია.

პროგრამის ამოცანები

– წამლის მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის გარანტირებული დაცვა საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი რეგლამენტაციის სრულყოფის, მის აღსრულებაზე ზედამხედველობის და პასუხისმგებლობის გაზრდის გზით;

– ფალსიფიცირებულ სამკურნალო საშუალებების გავრცელების, ხასიათის შეფასება და მათი მიმოქცევის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გაცემის ღონისძიებების განხორციელება;

– ულიცენზიო დაწესებულებებში, ბაზრებსა და ბაზრობებში წამლის რეალიზაციის აღკვეთა ადმინისტრირების გზით;

– მონაცემთა ბაზის შექმნა და ანალიზი.

– ოფიციალური ფარმაცევტული ინფორმაციით მომსახურების ხელმისაწვდომობა, წამლის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და წამლის ეროვნული პოლიტიკის აღსრულების მონიტორინგის რეალიზაცია.

პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული 303 600 ლარი.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის მოთხოვნათა წარმატებით განხორციელების შედეგად გადაიჭრება საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები;

შეიქმნება მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ბაზა, რაც ეროვნული წამლის პოლიტიკის მართებულად წარმართვის საწინდარი იქნება;

ათვისებული და დანერგილი იქნება ფარმაცევტული პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მეთოდები;

გათვალისწინებულია სამკურნალო საშუალებების შესახებ ოფიციალური მონაცემების პაკეტის შექმნა, რაც ექიმს, ფარმაცევტს, პაციენტს და სხვა მომხმარებელს მისცემს სამკურნალო საშუალებების შერჩევისას სწორი ორიენტაციის და სამკურნალო საშუალებების რაციონალური დანიშვნა-გამოყენების საშუალებას.