ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2023
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-75. 75231814
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.125.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახე ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-75.75231814
2023 წლის 30 ივნისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15 მე-17 პუნქტების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე, სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით დანართი №1-ით განსაზღვრული ობიექტების შესაბამისად, თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით (დანართი №2).
მუხლი 2🔗
განკარგულება, მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 3🔗
განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
განკარგულება გაეგზავნოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tkibuli.gov.ge.
მუხლი 5🔗
კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას (ი. ლომთაძე).
მუხლი 6🔗
განკარგულება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) განკარგულების მიღებიდან ან მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 7🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე