ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2023
matsne.gov.ge 3,517 სიტყვა · ~18 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
ფთორირებული სათბურის აირი
სამრეწველო გაზები (ფტორნახშირწყალბადები-HFCs, პერფტორნახშირწყალბადები, PFCs და გოგირდის ჰექსაფტორიდი-SF6)
მუხლი 3
ემისია
ისეთი სათბურის აირის გაფრქვევა, რომელსაც აქვს უნარი, დედამიწის ზედაპირიდან შთანთქას ინფრაწითელი გამოსხივება და ხელმეორედ დააბრუნოს დედამიწაზე, რითაც უწყობს ხელს სათბურის ეფექტს. პოტენციური ემისია გამოითვლება შემდეგი ფორმულით: წარმოება + იმპორტი – ექსპორტი
მუხლი 3
ელექტრომოწყობილობებისა და ენერგოობიექტების ძაბვის ამომრთველი
საკომუტაციო აპარატი, რომლის დანიშნულებაა ელექტრული წრედის კომუტაცია და ელექტროდანადგარის ნაწილებიდან ძაბვის მოხსნა (სინ., მცველი, გამთიშველი, ავტომატი)
მუხლი 3
გამხსნელები
ნივთიერებები (ჩვეულებრივ, თხევადი), რომელთაც აქვთ უნარი, დაშალონ ან გაფანტონ ერთი ან რამდენიმე სხვა ნივთიერება (მაგალითად, ეთანოლი, მეთანოლი, აცეტონი და წყალი)
მუხლი 3
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და ცეცხლსაქრობები
შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სისტემების შემადგენელი ნაწილი, რომელთა საშუალებითაც ხდება ხანძრებისგან თავის დაცვა
მუხლი 3
აეროზოლის დისპენსერი
ფთორირებული სათბურის აირის შემცველი მოწყობილობა, რომელიც შედგება არაერთჯერადი ჭურჭლისაგან, რომელშიც არის შეკუმშული, გათხევადებული ან ზეწოლის ქვეშ გახსნილი გაზი, სითხით ან მის გარეშე და აღჭურვილია გამშვები მექანიზმით
მუხლი 3
ქაფები და საიზოლაციო მასალები (პოლიურეთანის ფორპოლიმერი, XPS)
საიზოლაციო მასალა, რომელიც გამოიყენება ხმის, თბო ან სხვა სახის იზოლაციისთვის
მუხლი 3
ფთორნახშირწყალბადები (HFCs)
ძალიან ძლიერი სათბურის აირები, რომელთაც გააჩნიათ ძალიან მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP)
მუხლი 3
პერფთორნახშირწყალბადები (PFCs)
ძლიერი სათბურის აირები, რომლებიც, ძირითადად, უფერო, უსუნო, აალებადი და ქიმიურად არარეაქტიულია
მუხლი 3
გოგირდის ჰექსაფთორიდი (SF6)
უფერო, უსუნო, აალებადი და არატოქსიკური სათბურის აირი, რომელსაც გააჩნია „დათბობის ეფექტი“
მუხლი 3
ინჰალატორი
ფთორირებული სათბურის აირის შემცველი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისათვის მედიკამენტების გადასაცემად
მუხლი 3
სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
1. ზოგადი ინფორმაცია შენიშვნები/ჩასწორებები
მოწყობილობის მფლობელი სახელწოდება/სახელი, გვარი
ფთორირებული სათბურის აირის დასახელება შეძენილი
თარიღი მომსახურე ტექნიკოსი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №), იურიდიული პირი (სახელწოდება, სერტიფიკატის №), მეწარმე ფიზიკური პირი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 30.08.2023 „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 85% 13.11.2020 თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 30.08.2023 „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ მომხმარებლის წნევის საფეხური 84% 31.12.2021 „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 83% 08.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №248 2023 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი „ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 67​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ. მუხლი 2🔗 1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 – მე-12 მუხლებისა,  ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 – მე-12 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ მუხლი 1🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია: ა) „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ფთორირებული სათბურის აირების აღრიცხვის, აღდგენის, გაუვნებლების, გამოყენების, ემისიების პრევენციისა და კონტროლის წესებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა; ბ) კლიმატის ცვლილების სფეროში ფთორირებული სათბურის აირების მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინება; გ) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების, იურიდიული პირებისა და მეწარმე ფიზიკური პირების სერტიფიცირების, ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების, ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარების შესახებ ანგარიშგების და ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობისა და პროდუქტების ეტიკეტირების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოში არსებულ ფთორირებულ სათბურის აირებსა და მათ შემცველ ან მათზე მომუშავე შემდეგ პროდუქტებსა და მოწყობილობებზე: ელექტრომოწყობილობებისა და ენერგოობიექტების ძაბვის ამომრთველები, გამხსნელები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და ცეცხლსაქრობები, აეროზოლის დისპენსერები, ინჰალატორები, ქაფები და საიზოლაციო მასალები (პოლიურეთანი ფორპოლიმერი, XPS) (შემდგომში – ფთორირებული სათბურის აირების შემცველი პროდუქტი ან მოწყობილობა). 2. ტექნიკური რეგლამენტი აგრეთვე ვრცელდება ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მწარმოებელზე, რომელთა საწარმოო წარმადობა შეადგენს ერთ მეტრულ ტონა ან 100 ტონა ან მეტ CO2-ის ეკვივალენტ ფთორირებულ სათბურის აირს, აგრეთვე იმპორტიორსა და ექსპორტიორზე, რომელიც საქართველოში შემოიტანს ან საქართველოდან გაიტანს ერთ მეტრულ ტონა ან 100 ტონა ან მეტ CO2-ის ეკვივალენტ ფთორირებულ სათბურის აირს ერთი კალენდრული წლის განმავლობაში, ასევე 500 ტონა ან მეტი CO2-ის ეკვივალენტი ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მფლობელზე, მომსახურე ტექნიკოსზე, იურიდიულ პირსა და მეწარმე ფიზიკურ პირზე. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლი ვრცელდება ფთორირებული სათბურის აირების შემცველ ნებისმიერ პროდუქტსა და მოწყობილობაზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფთორირებული სათბურის აირი – სამრეწველო გაზები (ფტორნახშირწყალბადები-HFCs, პერფტორნახშირწყალბადები, PFCs და გოგირდის ჰექსაფტორიდი-SF6); ბ) ემისია – ისეთი სათბურის აირის გაფრქვევა, რომელსაც აქვს უნარი, დედამიწის ზედაპირიდან შთანთქას ინფრაწითელი გამოსხივება და ხელმეორედ დააბრუნოს დედამიწაზე, რითაც უწყობს ხელს სათბურის ეფექტს. პოტენციური ემისია გამოითვლება შემდეგი ფორმულით: წარმოება + იმპორტი – ექსპორტი; გ) ელექტრომოწყობილობებისა და ენერგოობიექტების ძაბვის ამომრთველი – საკომუტაციო აპარატი, რომლის დანიშნულებაა ელექტრული წრედის კომუტაცია და ელექტროდანადგარის ნაწილებიდან ძაბვის მოხსნა (სინ., მცველი, გამთიშველი, ავტომატი); დ) გამხსნელები – ნივთიერებები (ჩვეულებრივ, თხევადი), რომელთაც აქვთ უნარი, დაშალონ ან გაფანტონ ერთი ან რამდენიმე სხვა ნივთიერება (მაგალითად, ეთანოლი, მეთანოლი, აცეტონი და წყალი); ე) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და ცეცხლსაქრობები – შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სისტემების შემადგენელი ნაწილი, რომელთა საშუალებითაც ხდება ხანძრებისგან თავის დაცვა; ვ) აეროზოლის დისპენსერი – ფთორირებული სათბურის აირის შემცველი მოწყობილობა, რომელიც შედგება არაერთჯერადი ჭურჭლისაგან, რომელშიც არის შეკუმშული, გათხევადებული ან ზეწოლის ქვეშ გახსნილი გაზი, სითხით ან მის გარეშე და აღჭურვილია გამშვები მექანიზმით; ზ) ქაფები და საიზოლაციო მასალები (პოლიურეთანის ფორპოლიმერი, XPS) – საიზოლაციო მასალა, რომელიც გამოიყენება ხმის, თბო ან სხვა სახის იზოლაციისთვის; თ) ფთორნახშირწყალბადები (HFCs) – ძალიან ძლიერი სათბურის აირები, რომელთაც გააჩნიათ ძალიან მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP); ი) პერფთორნახშირწყალბადები (PFCs) – ძლიერი სათბურის აირები, რომლებიც, ძირითადად, უფერო, უსუნო, აალებადი და ქიმიურად არარეაქტიულია; კ) გოგირდის ჰექსაფთორიდი (SF6) – უფერო, უსუნო, აალებადი და არატოქსიკური სათბურის აირი, რომელსაც გააჩნია „დათბობის ეფექტი“; ლ) ინჰალატორი – ფთორირებული სათბურის აირის შემცველი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისათვის მედიკამენტების გადასაცემად; მ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 4🔗. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების კანონით გათვალისწინებული გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად და უსაფრთხოდ ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათი მონტაჟი, მომსახურება (მათ შორის, გაჟონვის კონტროლი), შეკეთება, დემონტაჟი და ფთორირებული სათბურის აირების ამოღება უნდა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე მომსახურე ტექნიკოსმა. 2. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 3. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას, ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ცენტრი. 4. სერტიფიცირების შედეგად შეიძლება გაიცეს შემდეგი სერტიფიკატები და შესაბამისი მოწმობები: ა) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი სტაციონალური ელექტრომოწყობილობების ძაბვის ამომრთველების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატი (დანართი №3) და მოწმობა (დანართი №4); ბ) ფთორირებული სათბურის აირების ბაზის მქონე გამხსენელებთან მომუშავე ტექნიკოსის სერტიფიკატი (დანართი №3) და მოწმობა (დანართი №4); გ) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებისა და ცეცხლსაქრობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატი (დანართი №3) და მოწმობა (დანართი №4). 5. სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის გზით, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. 6. სასერტიფიკატო გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შესაბამისი უფლებამოსილება ენიჭება ცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს. 7. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ფიზიკურ პირს. 8. ფიზიკური პირის სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფასურია 100 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე. 9. სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის პირმა ცენტრს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი; ბ) ფოტოსურათი 3/4-ზე (CD დისკზე); გ) სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 10. სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ, გამოცდის დაწყებამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება. 11. ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების, ასევე გამოცდის შედეგების (სერტიფიცირებული პირების) შესახებ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge). 12. გამოსაცდელი პირის გამოცდიდან მოხსნის ან გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, გადახდილი სასერტიფიკატო გამოცდის საფასური უკან არ ბრუნდება. სასერტიფიკატო გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში სასერტიფიკატო გამოცდის საფასური გადაიხდება ხელახლა. მუხლი 5🔗. სასერტიფიკატო გამოცდა 1. სასერტიფიკატო გამოცდაზე გამოსაცდელთა მიღება შეიძლება მოხდეს ნაკადებად. 2. საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან. 3. გამოცდა ტარდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. თითოეული გამოსაცდელი პირისათვის შესაბამისი ტესტის შერჩევა ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოსაცდელმა პირმა მონიტორზე გამოსახული თითოეული საგამოცდო ტესტის სავარაუდო პასუხებიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტზე გაცემული როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. გამოსაცდელი პირის მიერ საგამოცდო ტესტზე გაცემული პასუხების შეჯამება და გამოცდის შედეგის შეფასება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მიერ. კანდიდატისათვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება საგამოცდო ტესტზე სამუშაო დროის ამოწურვისთანავე ან ტესტის დასრულებისთანავე, კომპიუტერის მონიტორზე შედეგის ასახვის გზით. 4. სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობაა 45 წუთი. 5. საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge). 6. სასერტიფიკატო გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება: ა) ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა მასალის გამოყენება; ბ) ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება; გ) დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი პირი მოიხსნება გამოცდიდან და მას გამოცდის საფასური არ დაუბრუნდება. 8. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი 0 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა. მუხლი 6🔗. სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემა 1. გამოსაცდელი პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებისას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ი არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიმართავს ცენტრის დირექტორს, რომელიც არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გამოსცემს ბრძანებას წარმატებით გამოცდაჩაბარებულ პირებზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის შესახებ. 2. დამზადებული სერტიფიკატი და მოწმობა გაიცემა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ბრძანების გამოცემიდან 10 სამუშაო დღეში. სერტიფიცირებული პირის სურვილის შემთხვევაში, დასაშვებია სერტიფიკატისა და მოწმობის მისთვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, დამატებით საფოსტო მომსახურების ღირებულების – 15 ლარის - გადახდის შემთხვევაში. 3. ტექნიკოსის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. 4. სერტიფიკატის ან მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა ცენტრის მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადებისა და დუბლიკატის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთის ცენტრში წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“. დუბლიკატის გაცემის საფასურია 25 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე. დუბლიკატის გაცემა არ გულისხმობს სერტიფიკატის/მოწმობის მოქმედების ხუთწლიანი ვადის ხელახალ ათვლას. მუხლი 7🔗. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრება სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗.  ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მომსახურე იურიდიული პირებისა და მეწარმე ფიზიკური პირების სერტიფიცირების წესი და პირობები 1. სერტიფიკატი გაიცემა იმ იურიდიულ პირებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებზე, რომელებიც ახორციელებენ ფთორირებული სათბურის აირების შემცველ მოწყობილობებზე სერვისულ ან სხვა სახის მომსახურებას და რომლებთანაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებულ შრომითი ურთიერთობაში იმყოფება ერთი ან რამდენიმე ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურე ტექნიკოსი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების სერტიფიცირება სავალდებულოა. 3. სერტიფიკატის მისაღებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა უნდა წარადგინონ: ა) განცხადება სერტიფიკატის მიღების თაობაზე; ბ) სერტიფიცირებულ ტექნიკოს(ებ)თან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა სერტიფიკატის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან, სულ მცირე, 3 წელია; გ) მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი სერტიფიცირებული ტექნიკოს(ებ)ის თანხმობა; დ) სერტიფიკატის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის თანამშრომელი/თანამშრომლები 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებენ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გამოსცემს ბრძანებას სერტიფიკატის გაცემის შესახებ. 5. დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის ან არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განმცხადებელს ცენტრის დირექტორი წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს არა უმეტეს 3 სამუშაო დღეს დაზუსტების ან დოკუმენტაციის წარდგენისათვის, ხოლო დაუზუსტებლობის ან/და დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ცენტრი განცხადებას ტოვებს დაუკმაყოფილებლად, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელს. ამ შემთხვევაში, სერტიფიკატის მისაღებად გადახდილი საფასური განმცხადებელს უკან არ დაუბრუნდება. 6. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირთან და მეწარმე ფიზიკურ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი თუნდაც ერთი ტექნიკოსი, რომელთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი ცენტრს წარუდგინა იურიდიულმა პირმა ან მეწარმე ფიზიკურმა პირმა, არ ფლობს სერტიფიკატს და მოწმობას, ცენტრი განცხადებას არ აკმაყოფილებს, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. 7. სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირი და მეწარმე ფიზიკურ პირი ვალდებულია სერტიფიცირებულ ტექნიკოსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრს. 8. თუ იურიდიულ პირს და მეწარმე ფიზიკურ პირს არ აქვს შრომითი ურთიერთობა სერტიფიცირებულ ტექნიკოსთან, მაშინ მას ეკრძალება ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურება. იურიდიულ პირს და მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს მხოლოდ იმ მომსახურების გაწევის უფლება, რომლის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ტექნიკოსთანაც აქვს მას შრომითი ურთიერთობა. 9. იურიდიული პირის სერტიფიცირების საფასურია 300 ლარი, რომელიც მიემართება ცენტრის ანგარიშზე. 10. სერტიფიკატი (დანართი №5) გაიცემა სერტიფიკატის გაცემის შესახებ დირექტორის ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში და მოქმედებს ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადით. 11. სერტიფიცირებული იურიდიული პირებისა და მეწარმე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.eiec.gov.ge). მუხლი 9🔗. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალი 1. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მწარმოებელი, რომლის საწარმოო წარმადობა შეადგენს ერთ მეტრულ ტონა ან 100 ტონა ან მეტ CO2-ის ეკვივალენტ ფთორირებულ სათბურის აირს, აგრეთვე იმპორტიორი და ექსპორტიორი, რომელიც საქართველოში შემოიტანს ან საქართველოდან გაიტანს ერთ მეტრულ ტონა ან 100 ტონა ან მეტ CO2-ის ეკვივალენტ ფთორირებულ სათბურის აირს ერთი კალენდრული წლის განმავლობაში, ასევე 500 ტონა ან მეტი CO2-ის ეკვივალენტი ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მფლობელი, მომსახურე ტექნიკოსი, იურიდიული პირი და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია: ა) აწარმოოს ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალი, დანართი №1-ით დადგენილი ფორმის მიხედვით; ბ) სამინისტროს, ყოველწლიურად, 1 მარტამდე წარუდგინოს ინფორმაცია გასულ წელს მოხმარებული ფთორირებული სათბურის აირების ან მათი შემცველი ნივთიერებების რაოდენობის შესახებ, დანართი №2-ით დადგენილი ფორმის მიხედვით. აღნიშნული ფორმა სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის ან პროდუქტის მფლობელს, აგრეთვე მომსახურე ტექნიკოსს, იურიდიულ პირს და მეწარმე ფიზიკურ პირს გასული წლის განმავლობაში შესაბამისი მომსახურება არ მიუღია/მომსახურება არ გაუწევია. 2. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის (შემდგომში – ჟურნალი) შევსება ხდება მოწყობილობისთვის გაწეული თითოეული იმ მომსახურების აღწერის მიზნით, რომელიც დაკავშირებულია ფთორირებული სათბურის აირების ან მათი შემცველი ნივთიერებების გაჟონვის, ამოღების და/ან დამატების ფაქტთან. 3. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, აკინძული და შედგებოდეს არანაკლებ 30 გვერდისგან. ჟურნალში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ჟურნალის პირველი გვერდი (თავფურცელი) – მონაცემები ჟურნალის მფლობელის შესახებ და ჟურნალის სარეგისტრაციო მონაცემები (დანართი №1, ცხრილი 1); ბ) ჟურნალის შემდეგი გვერდები – გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი (დანართი №1, ცხრილი 2); გ) ჟურნალის ბოლო გვერდი – მონაცემები ჟურნალის დახურვის შესახებ (დანართი №1, ცხრილი 3). 4. ჟურნალის წარმოება იწყება მოწყობილობის მომსახურების მიღებამდე/მომსახურების გაწევამდე, პირველი გვერდის შევსებით, ჟურნალის მფლობელის მიერ ჟურნალისთვის სარეგისტრაციო ხუთნიშნა ნომრის მინიჭებითა და რეგისტრაციის თარიღის მითითებით (ჟურნალის გახსნა). ყოველ ახალ ჟურნალს სარეგისტრაციო ნომერი უნდა მიენიჭოს წინა ჟურნალის ნომრის მიხედვით, ნუმერაციის თანმიმდევრობის შესაბამისად. პირველი ჟურნალის გახსნის შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს. 5. ჟურნალის პირველ გვერდზე უნდა მიეთითოს ზოგადი ინფორმაცია ჟურნალის მფლობელის შესახებ (დანართი №1, ცხრილი 1), კერძოდ: ა) მოწყობილობის მფლობელის შემთხვევაში – პირველ გრაფაში მიეთითება ჟურნალის მფლობელი იურიდიული პირის სახელწოდება ან მფლობელი ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო მე-2 გრაფაში, შესაბამისად – საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი; ბ) მომსახურე ტექნიკოსის შემთხვევაში – პირველ გრაფაში მიეთითება ტექნიკოსის სახელი და გვარი, ხოლო მე-2 გრაფაში – პირადი ნომერი; გ) მომსახურე იურიდიული პირისა და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირველ გრაფაში მიეთითება, შესაბამისად, იურიდიული პირის სახელწოდება ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო მე-2 გრაფაში – შესაბამისად, იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან მეწარმე ფიზიკური პირის პირადი ნომერი; დ) მე-3 გრაფაში მიეთითება სერტიფიკატის ნომერი (მომსახურე ტექნიკოსის, იურიდიული პირისა და მეწარმე ფიზიკური პირის  შემთხვევაში); ე) მე-4 გრაფაში მიეთითება ჟურნალის სარეგისტრაციო ხუთნიშნა ნომერი; ვ) მე-5 გრაფაში მიეთითება ჟურნალის რეგისტრაციის თარიღი. 6. ჟურნალის მომდევნო გვერდებზე უნდა აღინიშნოს გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი (დანართი №1, ცხრილი 2), რომელიც უნდა შეივსოს შემდეგი წესით: ა) ცხრილის პირველ ნაწილში (ზოგადი ინფორმაცია) მიეთითება: მოწყობილობის მფლობელი იურიდიული პირის სახელწოდება ან მოწყობილობის მფლობელი ფიზიკური პირის სახელი და გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი, მოწყობილობის ფაქტობრივი მისამართი (მდებარეობა), მოწყობილობის ტიპი, მოწყობილობის მწარმოებელი, დამონტაჟების წელი, ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების დასახელება და მოწყობილობაში არსებული მოცულობა. მოცულობა უნდა მიეთითოს კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით; ბ) ცხრილის მე-2 ნაწილი (მომსახურება) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების დამატებისა და ამოღების თითოეული ოპერაციის შესახებ, კერძოდ: დამატების/ამოღების თარიღი (სვეტი 1), იმ ტექნიკოსის სახელი, გვარი და სერტიფიკატის ნომერი, რომელმაც განახორციელა დამატების/ამოღების ოპერაცია (სვეტი 2), ხოლო იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევის შემთხვევაში – აგრეთვე ამ იურიდიული პირის სახელწოდება და სერტიფიკატის ნომერი ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი, გვარი და სერტიფიკატის ნომერი (სვეტი 2), დამატებული/ამოღებული ნივთიერების დასახელება და მოცულობა (სვეტი 3), დამატების/ამოღების მიზეზი (სვეტი 4). მოცულობა უნდა მიეთითოს კილოგრამებში, მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით; გ) ცხრილის მე-3 ნაწილში (დამატებითი მომსახურება) უნდა აღიწეროს დამატების/ამოღების ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: მომსახურების გაწევის თარიღი (სვეტი 1), იმ ტექნიკოსის სახელი, გვარი და სერტიფიკატის ნომერი, რომელმაც განახორციელა მომსახურება (სვეტი 2), ხოლო იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევის შემთხვევაში - აგრეთვე ამ იურიდიული პირის სახელწოდება და სერტიფიკატის ნომერი ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი, გვარი და სერტიფიკატის ნომერი (სვეტი 2), მომსახურების აღწერა (სვეტი 3). 7. ცხრილის შენიშვნების/ჩასწორებების გრაფაში უნდა აღიწეროს ცხრილის შესაბამის ნაწილებში განხორციელებული ჩასწორებებისა და შენიშვნების (არსებობის შემთხვევაში) მიზეზები. 8. მომსახურე ტექნიკოსის, იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის  მფლობელობაში არსებულ ჟურნალში გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილის (დანართი №1, ცხრილი 2) მე-2 სვეტი (ტექნიკოსი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №), იურიდიული პირი (სახელწოდება, სერტიფიკატის №), მეწარმე ფიზიკური პირი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №)) არ ივსება. 9. ჟურნალის სრულად შევსების, დაზიანების, ჟურნალის მფლობელის სარგებლობაში არსებული, ფთორირებული სათბურის აირების შემცველი ყველა მოწყობილობის გაუქმების, მომსახურე ტექნიკოსის, იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის სერტიფიკატის ნომრის ცვლილების ან სხვა მიზეზით ჟურნალის დახურვისას, ჟურნალის დახურვის შესახებ უნდა აღინიშნოს ჟურნალის ბოლო გვერდზე (დანართი №1, ცხრილი 3), სადაც მიეთითება ჟურნალის დახურვის მიზეზი, ჟურნალის შევსებული გვერდების რაოდენობა, ჟურნალის დახურვის თარიღი და ჟურნალის მფლობელის ხელმოწერა. 10. ჟურნალის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს დახურული ჟურნალის შენახვა მისი დახურვიდან, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში. მუხლი 10🔗. ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარების შესახებ ანგარიშგების ფორმის შევსების წესი 1. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მწარმოებელი, რომლის საწარმოო წარმადობა შეადგენს ერთ მეტრულ ტონა ან 100 ტონა ან მეტ CO2-ის ეკვივალენტ ფთორირებულ სათბურის აირს, აგრეთვე იმპორტიორი და ექსპორტიორი, რომელიც საქართველოში შემოიტანს ან საქართველოდან გაიტანს ერთ მეტრულ ტონა ან 100 ტონა ან მეტ CO2-ის ეკვივალენტ ფთორირებულ სათბურის აირს ერთი კალენდრული წლის განმავლობაში, ასევე 500 ტონა ან მეტი CO2-ის ეკვივალენტი ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მფლობელი, მომსახურე ტექნიკოსი, იურიდიული პირი და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია, შეავსოს ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარების ანგარიშგების ფორმა (დანართი №2), მასში შეიტანოს ინფორმაცია გასული წლის განმავლობაში მოხმარებული ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების შესახებ და სამინისტროში წარადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში. 2. ანგარიშგების ფორმის პირველ ნაწილში (ზოგადი ინფორმაცია) უნდა მიეთითოს ინფორმაცია მოწყობილობის მფლობელის ან მომსახურე ტექნიკოსის, იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის შესახებ და ჩაიწეროს საანგარიშო (კალენდარული) წელი, რომელიც ფორმის     მე-2 ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაციის საანგარიშო პერიოდია. 3. ანგარიშგების ფორმის მე-2 ნაწილში (ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარება, კგ/წელი) მიეთითება გასული წლის განმავლობაში მოხმარებული ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების დასახელება და თითოეული ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების შეძენილი, გახარჯული, შეგროვებული, რეციკლირებული, რეციკლირების ცენტრში ჩაბარებული და მარაგის სახით დარჩენილი მოცულობა კილოგრამებში (მძიმის შემდეგ მეათედი ნიშნის სიზუსტით). 4. ანგარიშგების ფორმა ასევე შეიცავს შენიშვნის გრაფას, სადაც შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარების შესახებ. 5. ანგარიშგების ფორმის ბოლოს სახელის, გვარის/სახელწოდების, თარიღის მითითებითა და ხელმოწერით წარდგენილი მონაცემების სისწორე უნდა დადასტურდეს ანგარიშგების ფორმის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის მიერ (ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის ან პროდუქტის მფლობელი, მომსახურე ტექნიკოსი, იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი). მუხლი 11🔗. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობისა და პროდუქტის ეტიკეტირება 1. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი შემდეგი მოწყობილობებისა და პროდუქტების საქართველოში ფლობა ან ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტირებით: ა) ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები; ბ) ელექტრომოწყობილობების ძაბვის ამომრთველები; გ) აეროზოლის დისპენსერები, გარდა სამედიცინო ინჰალატორებისა; დ) ფთორირებული სათბურის აირების კონტეინერები; ე) გამხსნელები; ვ) ორგანული თერმოდინამიკური ციკლები. 2. ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მითითება ფთორირებული სათბურის აირის შემცველობის ან მოწყობილობის ან პროდუქტის ფუნქციონირების ფთორირებულ სათბურის აირზე დამოკიდებულების შესახებ: „შეიცავს ფთორირებულ სათბურის აირს“ ან „მოითხოვს ფთორირებული სათბურის აირის გამოყენებას“; ბ) ფთორირებული სათბურის აირის მწარმოებლის მიერ დადასტურებული დასახელება ან ქიმიური სახელწოდება; გ) წონა კილოგრამებში და CO2-ის ეკვივალენტი ტონებში; დ) აღნიშვნა ფთორირებული სათბურის აირების ჰერმეტულად დაცულ მოწყობილობაში განთავსების შესახებ, ხოლო ელექტრომოწყობილობების ძაბვის ამომრთველების შემთხვევაში – მწარმოებლის მიერ დადასტურებულად 0,1%-ზე ნაკლები წლიური გაჟონვის მაჩვენებლის ქონის შესახებ. 3. წარწერა ეტიკეტზე უნდა გაკეთდეს ქართულ ენაზე, მყარად, იყოს ადვილად წაკითხვადი და შესრულებული არანაკლები ზომის შრიფტით, ვიდრე სხვა ინფორმაცია პროდუქტის ან მოწყობილობის შესახებ. ეტიკეტი უნდა განთავსდეს ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების გამოცვლისა და/ან ამოღების ადგილთან ახლოს და მოწყობილობის იმ ნაწილზე, რომელიც შეიცავს ფთორირებულ სათბურის აირს. 4. ამოღებული ან რეციკლირებული ფთორირებული სათბურის აირების ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გადამამუშავებელი ობიექტის შესახებ. 5. განადგურებისთვის განკუთვნილი ფთორირებული სათბურის აირები უნდა იყოს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ კონტეინერის შიგთავსი შეიძლება მხოლოდ განადგურდეს. 6. ექსპორტისთვის განკუთვნილი ფთორირებული სათბურის აირები უნდა იყოს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ კონტეინერის შიგთავსი შეიძლება მხოლოდ ექსპორტზე იყოს გატანილი. 7. ფთორირებული სათბურის აირები, რომლებიც ბაზარზეა განთავსებული სამხედრო აღჭურვილობაში გამოსაყენებლად, უნდა იყოს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ კონტეინერის შიგთავსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნით. 8. ფთორირებული სათბურის აირები, რომლებიც განთავსდება ბაზარზე ნახევარგამტარული მასალის გრავირებისთვის ან ქიმიური ნივთიერებების ორთქლის დეპონირების კამერების გასაწმენდად ნახევარგამტარების წარმოების სექტორში, უნდა იყოს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ კონტეინერის შიგთავსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნით. 9. ფთორირებული სათბურის აირები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ნედლეულის სახით გამოსაყენებლად, უნდა იყოს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ კონტეინერის შიგთავსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ნედლეულად. 10. ფარმაცევტული ინგრედიენტების მიწოდებისთვის გაზომილი დოზის ინჰალატორების წარმოებისთვის ბაზარზე განთავსებული ფთორირებული სათბურის აირები უნდა იყოს ეტიკეტირებული იმის მითითებით, რომ კონტეინერის შიგთავსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ მიზნით. 11. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აისახოს აგრეთვე ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობებისა და პროდუქტების გამოყენების ინსტრუქციებში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ან პროდუქტი შეიცავს გლობალური დათბობის 150 ან მეტი პოტენციალის მქონე ფთორირებულ სათბურის აირებს, ეს ინფორმაცია უნდა აისახოს რეკლამის მიზნით მომზადებულ დოკუმენტაციაშიც. 12. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები იმპორტიორმა უნდა შეასრულოს ფთორირებული სათბურის აირების შემცველი პროდუქტისა თუ მოწყობილობის გასხვისებამდე ან გამოყენებამდე. მუხლი 12🔗. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის 1. ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალსა და ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარების ანგარიშგების ფორმაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემების შემტან პირს. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალი ცხრილი 1 ჟურნალის პირველი გვერდი (თავფურცელი) ჟურნალის მფლობელის სახელწოდება (იურიდიული პირის შემთხვევაში) ჟურნალის მფლობელის სახელი და გვარი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში) პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) სერტიფიკატის ნომერი (მომსახურე ტექნიკოსის, იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში) ჟურნალის სარეგისტრაციო ხუთნიშნა ნომერი ჟურნალის რეგისტრაციის თარიღი ცხრილი 2 ჟურნალის შემდეგი გვერდები გაწეული მომსახურების აღწერის ცხრილი 1. ზოგადი ინფორმაცია შენიშვნები/ჩასწორებები მოწყობილობის მფლობელი სახელწოდება/სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი მოწყობილობის მისამართი (ადგილმდებარეობა) მოწყობილობის ტიპი მოწყობილობის მწარმოებელი დამონტაჟების წელი ფთორირებული სათბურის აირის დასახელება ფთორირებული სათბურის აირის რაოდენობა მოწყობილობაში (კგ) 2. მომსახურება 1 2 3 4 ფთორირებული სათბურის აირის დამატება ფთორირებული სათბურის აირის ამოღება 3. დამატებითი მომსახურება თარიღი მომსახურე ტექნიკოსი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №), იურიდიული პირი (სახელწოდება, სერტიფიკატის №), მეწარმე ფიზიკური პირი (სახელი, გვარი, სერტიფიკატის №) გაწეული მომსახურების აღწერა 1 2 3 ცხრილი 3                                                                                                          ჟურნალის ბოლო გვერდი ჟურნალის დახურვა ჟურნალის დახურვის მიზეზი ჟურნალის შევსებული გვერდების რაოდენობა ჟურნალის დახურვის თარიღი ჟურნალის მფლობელის ხელმოწერა დანართი №2 ფთორირებული სათბურის აირის ან მისი შემცველი ნივთიერების მოხმარების ანგარიშგების ფორმა 1. ზოგადი ინფორმაცია მოწყობილების მფლობელის სახელწოდება/სახელი, გვარი მომსახურე ტექნიკოსის სახელი, გვარი/მომსახურე იურიდიული პირის სახელწოდება/მომსახურე მეწარმე ფიზიკური პირის სახელი, გვარი საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და,   მომსახურე ტექნიკოსის, იურიდიული პირისა და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში  – აგრეთვე სერტიფიკატის ნომერი მისამართი, ტელეფონი ელექტრონული ფოსტა ეკონომიკური საქმიანობის სახე საანგარიშო (კალენდარული) წელი 2. ფთორირებული სათბურის აირების მოხმარება, კგ/წელი ფთორირებული სათბურის აირის დასახელება შეძენილი გახარჯული შეგროვებული რეციკლირებული გასანადგურებელი მარაგი შენიშვნა მონაცემების სისწორეს ვადასტურებ სახელი/გვარი  ------------------------------------------------------------------- ხელმოწერა  ------------------------------------------------------------------- ----------/-----------/20 წ. დანართი №3 ა) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი სტაციონალური ელექტრომოწყობილობების ძაბვის ამომრთველების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატი; ბ) ფთორირებული სათბურის აირების ბაზის მქონე გამხსნელებთან მომუშავე ტექნიკოსის სერტიფიკატი; გ) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებისა და ცეცხლსაქრობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიკატი. დანართი №4 ა) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი სტაციონალური ელექტრომოწყობილობების ძაბვის ამომრთველების მომსახურე ტექნიკოსის მოწმობა; ბ) ფთორირებული სათბურის აირების ბაზის მქონე გამხსნელებთან მომუშავე ტექნიკოსის მოწმობა; გ) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებისა და ცეცხლსაქრობების მომსახურე ტექნიკოსის მოწმობა. დანართი №5 ა) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მომსახურე მეწარმე ფიზიკური პირის სერტიფიკატი; ბ) ფთორირებული სათბურის აირების შემცველი მოწყობილობების მომსახურე იურიდიული პირის სერტიფიკატი.