„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.113.016500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2023 წლის 5 ივლისი

ქ. ოზურგეთი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016486) და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია ითვალისწინებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული 2  წლიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებას, რომელთა ძირითადი დიაგნოზია („ICD-10“) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები („F84.0“; „F84.9“). ქვეპროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს „ADOS-2“ ტესტირების სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგის საფუძველზე. პროგრამაში ჩართვისას, ბენეფიცირი განცხადებით მომართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურს, აღრიცხვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), ასლი; მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის პროგრამის განმახორციელებელთან  წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, „ADOS-2“ განსაკუთრებული საჭიროების  სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, „ADOS“ ტესტირების შედეგი; ამასთან, სერვისით უწყვეტად სარგებლობისათვის, ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა იქნეს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელთან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მშობელი/  კანონიერი  წარმომადგენელი)  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ქვეპროგრამაში ჩართვისას, პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში/სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ქულა არ აღემატება 70001-ს; ასევე, იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განმახორციელებელს განცხადებით. პროგრამული წლის ათვლა იწყება მომდევნო წლის 1-ელ იანვარს. მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება თავის მხრივ მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური – ინტერდისციპლინური გუნდის – რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი/ ფიზიკური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას (გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, ფიზიკური თერაპია, არტთერაპია, მუსიკალური თერაპია, მათ შორის, ჯგუფური თერაპია და სხვა. ასევე, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ- ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირებას ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს. გაწეული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 375 ლარისა – 15 სეანსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2023.
როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2023. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.113.016500.
რამდენი მუხლისგან შედგება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 05.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.113.016500 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5856997/