“ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსტა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№603
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.11.117.006.684
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 23/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.684

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №603

2004 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №549 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004წ., № 91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს დეპარტამენტი ახორციელებს ცენტრალური აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, მსხვილ გადამხდელთა, აქციზის გადამხდელთა, ქ. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით”.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა) და დეპარტამენტს დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების მოხელეებს (გარდა საგადასახადო ინსპექციების უფროსების, მათი მოადგილეების, ინსპექციების სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ და დისციპლინურ ზემოქმედებას;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 26 სექტემბერს.

ზ. ნოღაიდელი