აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

 ბრძანება №1-1/255

2023 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 15 მაისის №01/954,  30 მაისის №01/1094 და 30 მაისის №01/1095 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ლოტი III იწყება ქალაქ ლანჩხუთთან სამხრეთით (პკ 300+00), ჩრდილოეთით მიუყვება სამტრედია-ბათუმის რკინიგზას და სრულდება IV ლოტის დასაწყისთან – ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან ახლოს (პკ 420+00). აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, საავტომობილო გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საავტომობილო გზაზე ჰორიზონტალურად მოსახვევი კუთხეების საერთო რაოდენობა 2-ს შეადგენს. აქედან ერთი, R=30.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ლესის სატრანსპორტო კვანძთან, ხოლო მეორე, R=10.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ნიგვზიანის სატრანსპორტო კვანძამდე. გამოყენებული მაღალმაჩვენებლიანი რადიუსები გამორიცხავს გარდამავალი მრუდების საჭიროებას. შესაბამისად, სავალ ნაწილზე განივი ქანობი ყოველთვის 2%-ია გვერდულის მიმართ. პროექტში გათვალისწინებული მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 28.5 მეტრს. ყრილი ქანობი მერყეობს 1:1.5-დან 1:2.0-მდე (V:H), გეოტექნიკური კვლევით გათვალისწინებული ფერდის ქანობების შესაბამისად. მაგისტრალის მშენებლობამდე არ არის გათვალისწინებული ნიადაგის ფენის მოხსნა, რადგან ნიადაგის ფენა სუსტ გრუნტებში მეტი რეზისტენტობით გამოირჩევა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ყრილის ფერდებზე ნიადაგის ფენის მოწყობას, შემდეგ კი მოსწორებას და ბალახის დათესვას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

გიორგი კვაჭაძის (პ/ნ: 26001033344), ირაკლი კვაჭაძის (პ/ნ: 26001035833), ნუნუ ლომაძის (პ/ნ: 26001029442) და ტარიელ კვაჭაძის (პ/ნ: 26001006349)  თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №2) მდებარე 1243 კვ.მ   სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N27.11.42.065) ნაწილის –151 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №3) მდებარე 1795 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N27.11.42.067) ნაწილის – 108 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე.

თათია ლომაძის (პ/ნ: 26001019501), თამაზ გურგენაძის (პ/ნ: 26001006238), კონსტანტინე ლომაძის (პ/ნ: 26001007662), მზია ლომაძის (პ/ნ: 26001017943) და ნათია ტუღუშის (პ/ნ:26001011353) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში მდებარე  2812 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N27.09.42.073) ნაწილის – 952 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ლუკა მურვანიძის (პ/ნ:№26001038028), მაია მურვანიძის (პ/ნ: №58001030583), მარიამ მურვანიძის (პ/ნ: №26950000507), ნიკა მურვანიძის (პ/ნ: №26001037183) და შალვა მურვანიძის (პ/ნ: №26001031577) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე 2068 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.43.140) ნაწილის - 89 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე  641 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.43.141) ნაწილის – 148 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ 42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №2) მდებარე 1243 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.42.065) თანამესაკუთრეები არიან:  გიორგი კვაჭაძე (პ/ნ: 26001033344), ირაკლი კვაჭაძე (პ/ნ: 26001035833), ნუნუ ლომაძე (პ/ნ: 26001029442) და ტარიელ კვაჭაძე (პ/ნ: 26001006349);  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი კვაჭაძის, ირაკლი კვაჭაძის, ნუნუ ლომაძის და ტარიელ კვაჭაძის  თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №2) მდებარე 1243 კვ.მ     სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.42.065) ნაწილი - 151 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №3) მდებარე 1795 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.42.067) თანამესაკუთრეები არიან  გიორგი კვაჭაძე (პ/ნ: 26001033344), ირაკლი კვაჭაძე (პ/ნ: 26001035833), ნუნუ ლომაძე (პ/ნ: 26001029442) და ტარიელ კვაჭაძე (პ/ნ: 26001006349); 

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი კვაჭაძის, ირაკლი კვაჭაძის, ნუნუ ლომაძის და ტარიელ კვაჭაძის  თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №3) მდებარე 1795 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.42.067) ნაწილი – 108 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში მდებარე  2812 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.09.42.073)  თანამესაკუთრეები არიან:  თათია ლომაძე (პ/ნ: 26001019501), თამაზ გურგენაძე (პ/ნ: 26001006238), კონსტანტინე ლომაძე (პ/ნ: 26001007662), მზია ლომაძე (პ/ნ: 26001017943) და ნათია ტუღუში (პ/ნ:26001011353);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა თათია ლომაძის, თამაზ გურგენაძის, კონსტანტინე ლომაძის, მზია ლომაძის  და ნათია ტუღუშის თანასაკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში მდებარე  2812 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N27.09.42.073) ნაწილი – 952 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე  2068 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.43.140) თანამესაკუთრეები არიან:  ლუკა მურვანიძე (პ/ნ: №26001038028), მაია მურვანიძე (პ/ნ: №58001030583), მარიამ მურვანიძე (პ/ნ: №26950000507), ნიკა მურვანიძე (პ/ნ: №26001037183) და შალვა მურვანიძე (პ/ნ: №26001031577);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ლუკა მურვანიძის, მაია მურვანიძის, მარიამ მურვანიძის, ნიკა მურვანიძის და შალვა მურვანიძის თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე  2068 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.43.140) ნაწილი – 89 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე 641 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.43.141) თანამესაკუთრეები არიან:  ლუკა მურვანიძე (პ/ნ: №26001038028), მაია მურვანიძე (პ/ნ: №58001030583), მარიამ მურვანიძე (პ/ნ: №26950000507), ნიკა მურვანიძე (პ/ნ: №26001037183) და შალვა მურვანიძე (პ/ნ: №26001031577);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ლუკა მურვანიძის, მაია მურვანიძის, მარიამ მურვანიძის, ნიკა მურვანიძის და შალვა მურვანიძის  თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე  641 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.43.141) ნაწილი – 148 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 22 ივნისის  ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 გიორგი კვაჭაძის (პ/ნ: 26001033344), ირაკლი კვაჭაძის (პ/ნ: 26001035833), ნუნუ ლომაძის (პ/ნ: 26001029442) და ტარიელ კვაჭაძის (პ/ნ: 26001006349)  თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №2) მდებარე 1243 კვ.მ    სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №27.11.42.065) ნაწილზე – 151 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. 

1.2 გიორგი კვაჭაძის (პ/ნ: 26001033344), ირაკლი კვაჭაძის (პ/ნ: 26001035833), ნუნუ ლომაძის (პ/ნ: 26001029442) და ტარიელ კვაჭაძის (პ/ნ: 26001006349)  თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში ((ეწერი) ნაკვეთი №3) მდებარე 1795 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდი  №27.11.42.067) ნაწილზე – 108 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.3. თათია ლომაძის (პ/ნ: 26001019501), თამაზ გურგენაძის (პ/ნ: 26001006238), კონსტანტინე ლომაძის (პ/ნ: 26001007662), მზია ლომაძის (პ/ნ: 26001017943) და ნათია ტუღუშის (პ/ნ:26001011353) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში მდებარე – 2812 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N27.09.42.073) ნაწილზე – 952 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;

1.4. ლუკა მურვანიძის (პ/ნ: №26001038028), მაია მურვანიძის (პ/ნ: №58001030583), მარიამ მურვანიძის (პ/ნ: №26950000507), ნიკა მურვანიძის (პ/ნ: №26001037183) და შალვა მურვანიძის (პ/ნ: №26001031577) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე 2068 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.11.43.140) ნაწილზე - 89 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;

1.5.  ლუკა მურვანიძის (პ/ნ: №26001038028), მაია მურვანიძის (პ/ნ: №58001030583), მარიამ მურვანიძის (პ/ნ: №26950000507), ნიკა მურვანიძის (პ/ნ: №26001037183) და შალვა მურვანიძის (პ/ნ: №26001031577) თანასაკუთრებაში არსებულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯურუყვეთში მდებარე 641 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N27.11.43.141) ნაწილზე – 148 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                     ლევან დავითაშვილი