საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3454-XIIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2023

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2112 მუხლი:

„მუხლი 2112. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის (შემდგომ − კომისია) 2 წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა. ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.

3. თუ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადო ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წესით წარადგენს მის ადგილმონაცვლეს.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3454-XIIრს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.07.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.07.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3454-XIIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016099.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3454-XIIრს-Xმპ, 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016099 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5858517/