ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 05.07.2023
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.116.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნიკოლოზ ლანდიას ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №598 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის, იოანე ზოსიმეს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იოანე ზოსიმეს სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №587 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ელო ანდრონიკაშვილის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ელო ანდრონიკაშვილის II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის ხელბურთელის იმედო ფხაკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №593 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, გია ბერუაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის გია ბერუაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შეახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №34
2023 წლის 5 ივლისი
ქ. ცაგერი
ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებისთვის სახელის გადარქმევის და ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროსი მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 19 ივნისის №37 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის (საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი №01/1329, 05/07/2023) საფუძველზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ ცაგერში, თავისუფლების ქუჩის მარცხენა მიმართულებას (რუსთაველის ქუჩიდან კეჭნარის ხიდამდე) გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ლალი ჩიქოვანის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ხელმოწერის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის მიზნით ცაგერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №69).
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი