# საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის 
საგამოცდო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ

- ტიპი: ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №6
- მიღების თარიღი: 10.07.2023
- კონსოლიდირებული რედაქცია: 06.02.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.058.016162
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5859892
- წყარო: https://legali.ge/law/5859892/

> ეს არის 06.02.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებები:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად №1 დანართისა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება, თანახმად №2 დანართისა;

გ) საგამოცდო ლაბორატორიის დებულება, თანახმად №3 დანართისა

[https://legali.ge/law/5859892/muxli-1/](https://legali.ge/law/5859892/muxli-1/)

---

## მუხლი 1. რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში – ადმინისტრაციული სამსახური) სამართლებრივ საფუძვლებს, სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციას, ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-1-2/](https://legali.ge/law/5859892/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ცენტრის დებულებითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

თავი II

ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციე

[https://legali.ge/law/5859892/muxli-2-2/](https://legali.ge/law/5859892/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები

_თავი II — ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები_

ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება:

გ) საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

დ) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება;

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

კ) საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას.

თავი III

ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულე

[https://legali.ge/law/5859892/muxli-3/](https://legali.ge/law/5859892/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი

_თავი III — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

1. ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე ფუნქციების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს.

3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის თანამშრომელ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-4/](https://legali.ge/law/5859892/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ადმინისტრაციული სამსახურის სხვა დასაქმებულები

_თავი III — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

ადმინისტრაციული სამსახურის სხვა დასაქმებულები:

ა) ასრულებენ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე;

გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.

თავი IV

დებულებაში ცვლილების შეტა

[https://legali.ge/law/5859892/muxli-5/](https://legali.ge/law/5859892/muxli-5/)

---

## მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

_თავი IV — დებულებაში ცვლილების შეტანა_

ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

დანართი №2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის  საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულება

[https://legali.ge/law/5859892/muxli-6/](https://legali.ge/law/5859892/muxli-6/)

---

## მუხლი 1. რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის (შემდგომში – საფინანსო-ეკონომიკური სამსახური) სამართლებრივ საფუძვლებს, სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციას, ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-1-3/](https://legali.ge/law/5859892/muxli-1-3/)

---

## მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საფინანსო-ეკონომიკური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ცენტრის დებულებითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

თავი II

საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციე

[https://legali.ge/law/5859892/muxli-2-3/](https://legali.ge/law/5859892/muxli-2-3/)

---

## მუხლი 3. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციები

_თავი II — საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ფუნქციები_

საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

ბ) ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ) ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა;

დ) წლიური ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;

ე) ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბალანსის მომზადება;

ვ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას.

თავი III

ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულე

[https://legali.ge/law/5859892/muxli-3-2/](https://legali.ge/law/5859892/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი

_თავი III — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

1. საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე ფუნქციების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს.

3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის თანამშრომელ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-4-2/](https://legali.ge/law/5859892/muxli-4-2/)

---

## მუხლი 5. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სხვა დასაქმებულები

_თავი III — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სხვა დასაქმებულები:

ა) ასრულებენ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე;

გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.

თავი IV

დებულებაში ცვლილების შეტა

[https://legali.ge/law/5859892/muxli-5-2/](https://legali.ge/law/5859892/muxli-5-2/)

---

## მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

_თავი IV — დებულებაში ცვლილების შეტანა_

საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

დანართი №3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დებულება

თავი I

ზოგადი დებულება

[https://legali.ge/law/5859892/muxli-6-2/](https://legali.ge/law/5859892/muxli-6-2/)

---

## მუხლი 1. რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საგამოცდო ლაბორატორიის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – საგამოცდო ლაბორატორიის (შემდგომში – საგამოცდო ლაბორატორია) სამართლებრივ საფუძვლებს, სტრუქტურას, ძირითად ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-1-4/](https://legali.ge/law/5859892/muxli-1-4/)

---

## მუხლი 2. სამართლებრივი საფუძვლები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საგამოცდო ლაბორატორია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ცენტრის დებულებითა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

თავი II

საგამოცდო ლაბორატორიის ფუნქციე

[https://legali.ge/law/5859892/muxli-2-4/](https://legali.ge/law/5859892/muxli-2-4/)

---

## მუხლი 3. საგამოცდო ლაბორატორიის ფუნქციები

_თავი II — საგამოცდო ლაბორატორიის ფუნქციები_

1. საგამოცდო ლაბორატორია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ, ფიზიკურ, ქრომატოგრაფიულ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ, სეროლოგიურ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიურ, ვეტერინარიულ-სანიტარიულ, რადიომეტრიულ და სპექტრომეტრულ გამოკვლევებს, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევებს;

გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას;

დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, პარაზიტოლოგიურ,  რადიომეტრიულ გამოკვლევებსა და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენას;

ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;

ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკურ, ფიზიკო-ქიმიურ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ და რადიომეტრიულ გამოკვლევებს;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას.

2. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.

თავი III

საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტუ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-3-3/](https://legali.ge/law/5859892/muxli-3-3/)

---

## მუხლი 5. ქიმიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

_თავი III — საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურა_

ქიმიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

გ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის  ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

დ) ალკოჰოლიანი, სუსტალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-5-3/](https://legali.ge/law/5859892/muxli-5-3/)

---

## მუხლი 6. ბიოლოგიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

_თავი III — საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურა_

ბიოლოგიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

გ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის ნიმუშების/სინჯების ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

დ) სამკურნალო/პროფილაქტიკური, საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კვების პროდუქტების მწარმოებელი და მარეალიზირებელი დაწესებულებების სანიტარული კვლევები;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-6-3/](https://legali.ge/law/5859892/muxli-6-3/)

---

## მუხლი 7. გარემოს კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

_თავი III — საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურა_

გარემოს კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული; ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის რადიომეტრიული და პარაზიტოლოგიური გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის  ნიმუშების/სინჯების ვირუსოლოგიური გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

გ) მცენარეთა საკარანტინო და  სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა;

დ) ნიადაგის  ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;

ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;

ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები;

ზ)კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-7/](https://legali.ge/law/5859892/muxli-7/)

---

## მუხლი 8. რეგისტრაციისა და ნიმუშების აღების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

_თავი III — საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურა_

რეგისტრაციისა და ნიმუშების აღების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საანალიზო ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების შეფასება, მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისათვის, ბიოდაცვის და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშების აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესებზე;

დ) ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა;

ე) საანალიზოდ შემოსული სინჯების/ნიმუშების რაოდენობის, გამოსაცდელი პროდუქტის, დამკვეთის, შესრულებული გამოკვლევების დასახელების, სტატისტიკური დამუშავება,  ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობასთან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV

ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულე

[https://legali.ge/law/5859892/muxli-8/](https://legali.ge/law/5859892/muxli-8/)

---

## მუხლი 9. საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი

_თავი IV — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

1. საგამოცდო ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი.

2. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს საგამოცდო ლაბორატორიაში საანალიზოდ შემოსულ ნიმუშებს/სინჯებს საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის და ზედამხედველობს კვლევების ჩატარებას;

დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ქვედანაყოფში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მიუკერძოებლობაზე, კონფიდენციალურობას და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ხელს აწერს/ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ხელმოწერით ადასტურებს საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული საგამოცდო ოქმის სისწორეს;

ზ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ი) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის  საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფში დასაქმებულთა  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) შუამდგომლობს ცენტრის უფროსის წინაშე სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს.

3. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს, ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული საგამოცდო ლაბორატორიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-9/](https://legali.ge/law/5859892/muxli-9/)

---

## მუხლი 10. საგამოცდო ლაბორატორიაში განყოფილების სახით შემავალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა

_თავი IV — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

1. საგამოცდო ლაბორატორიაში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განყოფილებაში დასაქმებულ პირებზე ანაწილებს საანალიზოდ შემოსულ ნიმუშებს/სინჯებს, ზედამხედველობს და პასუხისმგებელია კვლევების ჩატარებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილებაში დასაქმებულთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილებაში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) უშუალოდ მონაწილეობს ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნის და დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტირების პროცესში;

ე) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში ცენტრის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დავალებების შესრულებაზ

[https://legali.ge/law/5859892/muxli-10/](https://legali.ge/law/5859892/muxli-10/)

---

## მუხლი 11. საგამოცდო ლაბორატორიის სხვა დასაქმებულები

_თავი IV — ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულები_

საგამოცდო ლაბორატორიის სხვა დასაქმებულები:

ა) ასრულებენ საგამოცდო ლაბორატორიის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე;

გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე, გამოცდების შედეგების უტყუარობის, ობიექტურობის და სიზუსტის უზრუნველყოფაზე, კონფიდენციალურობასა და მიუკერძოებლობაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.

თავი V

დებულებაში ცვლილების შეტა

[https://legali.ge/law/5859892/muxli-11/](https://legali.ge/law/5859892/muxli-11/)
