,,2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 24.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №198
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.001.143
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 26/09/2008
matsne.gov.ge 1,003 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №198 2008 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი 2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ     მუხლი 1🔗. 2008-2009 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის მე-2, 2​1 და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. 2008-2009 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობა (შემდგომში – გრანტის სრული ოდენობა), რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურისა და პროფესიული უმაღლესი განათლების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განისაზღვროს 1500 (ათას ხუთასი) ლარით. 2. კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის, რომელმაც მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა, ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში. 3. 2008-2009 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) სწავლის საფასურის 70%-ით, მაგრამ, არა უმეტეს 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარისა; ბ) სწავლის საფასურის 50%-ით, მაგრამ, არა უმეტეს 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარისა; გ) სწავლის საფასურის 30%-ით, მაგრამ, არა უმეტეს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარისა. 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარით. 5. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 5 980 000 (ხუთი მილიონ ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით: ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100%) დაფინანსებისათვის – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი; ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70%-ით დაფინანსებისათვის – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი; გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 50%-ით დაფინანსებისათვის – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი; დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 30%-ით დაფინანსებისათვის – 1 480 000 (ერთი მილიონ ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი. 6. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად გაიცემა 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით: ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის (100%) დაფინანსებისათვის – 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 70%-ით დაფინანსებისათვის – 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი; გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 50%-ით დაფინანსებისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 30%-ით დაფინანსებისათვის – 100 000 (ასი ათასი) ლარი. 7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსება შეადგენს 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარს. 8. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. 9. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომლებმაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 70%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სრული გრანტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის 70%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილ თანხას. 10. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 70%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 50%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, ნაწილობრივი გრანტის 70%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის 50%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილ თანხას. 11. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 50%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა – განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 30%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის 50%-ით დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის 30%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილ თანხას. 12. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის 30%-ით დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა – დაფინანსებას ვერ მიიღებენ. 13. 132 000 (ას ოცდათორმეტი ათასი) ლარით განისაზღვროს იმ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სახელწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას; მოპოვებული ქულების მიხედვით – ამ დადგენილების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული წესით შემდეგ ოდენობათა დაცვით: ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70%-ით დაფინანსებისათვის – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50%-ით დაფინანსებისათვის – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის 30%-ით დაფინანსებისათვის – 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი.     მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე