აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/257

2023 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 1 მარტის №01/426, 2 მარტის №01/436, 02 მარტის №01/438, 2 მარტის №01/439, 09 მარტის №01/476, 8 მაისის №01/919  განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტ 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები, ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი 8.0მ*4.5მ მიწისქვეშა გასასვლელი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პროექტისთვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარის გამოყენება. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისთვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს მიენიჭა პრიორიტეტი, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო.  პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

ინტიზარ ბუდაგოვის (პ/ნ: 28001008512) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8089 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.081) ნაწილის – 1 902 კვ. მ. მიწის ნაკვეთის  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

კამრან მამედოვის (პ/ნ: 28001007413) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 150 000 კვ. მეტრი   სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების (საკადასტრო კოდი: 83.07.10.866) მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ბაირამ მუსტაფაევის (პ/ნ: 28001062572) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.16.100) ნაწილის – 3 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე;  

შახბაზ ბინატოვის (პ/ნ28001022886) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ  მუღანლოში მდებარე 8 100 კვ. მეტრი  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.067) ნაწილის – 1136 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და მარნეულის მუნიციპალიტეტის, კურტლიარის საკრებულო სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ. მეტრი   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.071) ნაწილის – 1 374 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ლეილა ქარიმოვას (პ/ნ 28001038415) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდი მუღანლოში მდებარე  8100 კვ.მ მიწის ნაკვეთის  ნაწილის – 3543 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.100) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; 

სუდაბა ისმაილოვის (პ/ნ 28001013660)  საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8081 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის 3781 კვ.მ  მიწის ნაკვეთის (ს/კ 83.07.16.097) და მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის  ნაწილის – 3970 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 83.07.08.107) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8089 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკადასტრო კოდი: 83.07.08.081) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა  ინტიზარ ბუდაგოვი (პ/ნ: 28001008512); 

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ინტიზარ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8089 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.081) ნაწილი – 1 902 კვ. მ. მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით  დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 150 000 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  (საკადასტრო კოდი: 83.07.10.866) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა კამრან მამედოვი (პ/ნ: 28001007413);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა კამრან მამედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 150 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი სრულად (საკადასტრო კოდი: 83.07.10.866)

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.16.100) მესაკუთრეა ბაირამ მუსტაფაევი (პ/ნ: 28001062572); 

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბაირამ მუსტაფაევის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.16.100) ნაწილი – 3 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუღამლოში მდებარე 8 100 კვ. მეტრი  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.067)  და მარნეულის მუნიციპალიტეტის, კურტლიარის საკრებულო, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ. მეტრი  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.071) მესაკუთრეა შახბაზ ბინატოვი (პ/ნ: 28001022886);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შახბაზ ბინატოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუღამლოში მდებარე 8 100 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.067) ნაწილი - 1136 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მარნეულის მუნიციპალიტეტის, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ. მ.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.071) ნაწილი – 1 374 კვ. მ. მიწის ნაკვეთი;

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ მიწის ნაკვეთის  მესაკუთრეა ლეილა ქარიმოვა (პ/ნ 28001038415); 

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა, ლეილა ქარიმოვას  საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8100 კვ.მ მიწის ნაკვეთის  ნაწილი - 3543 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 83.07.08.100); 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8081 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 83.07.16.097) და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (ს/კ 83.07.08.107) მესაკუთრეა სუდაბა ისმაილოვი ( პ/ნ 28001013660);

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  სუდაბა ისმაილოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8081 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის   ნაკვეთის ნაწილი 3781 კვ.მ  მიწის ნაკვეთი (ს/კ 83.07.16.097) და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის  ნაწილი - 3970 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 83.07.08.107);

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 22 ივნისის  ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1. ინტიზარ ბუდაგოვის (პ/ნ: 28001008512) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8089 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.081) ნაწილზე 1 902 კვ. მ მიწის ნაკვეთზე;

1.2. კამრან მამედოვის (პ/ნ: 28001007413) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 150 000 კვ. მ.  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 83.07.10.866);

1.3. ბაირამ მუსტაფაევის (პ/ნ: 28001062572) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.16.100) ნაწილზე - 3 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე;

1.4. შახბაზ ბინატოვის (პ/ნ 28001022886)  საკუთრებაში არსებულ,  მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუღანლოში მდებარე 8 100 კვ. მ.  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.067) ნაწილზე - 1136 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის, კურტლიარის საკრებულოს, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ. მეტრი   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.071) ნაწილზე – 1 374 კვ. მ მიწის ნაკვეთზე;

1.5. სუდაბა ისმაილოვის (პ/ნ 28001013660) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8081 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის   ნაკვეთის ნაწილზე 3781 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე (ს/კ 83.07.16.097) და მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის  ნაწილზე – 3970 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 83.07.08.107);

1.6. ლეილა ქარიმოვას (პ/ნ 28001038415)  საკუთრებაში არსებულიб მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე  8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  ნაწილი – 3543 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 83.07.08.100).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                       ლევან დავითაშვილი