’’საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 17.09.2004
ძალის დაკარგვა 24.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №3/231
სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.11.107.006.695
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 25/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპ"
დოკუმენტის ტექსტი
’’საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 81.0pt 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.11.107.006.695
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/231
2004 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის №369 ბრძანებულების პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (შემდგომში – თეატრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს.
2. თეატრი როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
3. თეატრი არის ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სტაციონარულ-სარეპერტუარო, პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შენობა, ჰყავს საოპერო და საბალეტო დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება საოპერო და საბალეტო სპექტაკლები. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო.
4. თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0108, ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №25.
მუხლი 2🔗. თეატრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
თეატრის ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ მუსიკალურ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი საოპერო და საბალეტო სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო მასებში კლასიკური მუსიკის, საოპერო და საბალეტო ხელოვნების პროპაგანდა.
მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი
1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით `საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს თავის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (სპექტაკლის ავტორთა თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ე) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს მსახიობთა გაცვლას და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები;
თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.
2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 4🔗. თეატრის მართვა
1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრის მართვას ახორციელებენ:
ა) შემოქმედებით დარგში – სამხატვრო ხელმძღვანელი საოპერო სფეროში, სამხატვრო ხელმძღვანელი საბალეტო სფეროში და მთავარი დირიჟორი (თუ სამხატვრო ხელმძღვანელი საოპერო სფეროში არ არის დირიჟორი);
ბ) ადმინისტრაციულ და სამეურნეო-საფინან
სო დარგში – გენერალური დირექტორი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელთან საოპერო სფეროში, რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს თეატრის მთავარი დირიჟორი (შემდგომში – საოპერო ხელმძღვანელი), ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
4. თეატრის საოპერო ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით მოღვაწეობასა და საქმიანობას საოპერო დარგში და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს ახალი საოპერო პროექტების შექმნასა და ძველი სპექტაკლების აღდგენით სამუშაოებს;
გ) უზრუნველყოფს საოპერო სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე;
დ) ადგენს სარეპერტუარო გეგმებს;
ე) გენერალურ დირექტორს შრომითი ხელშეკრულებების გასაფორმებლად წარუდგენს ოპერის სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის შემოქმედებით დასის წევრთა კანდიდატურებს;
ვ) კოორდინირებას უწევს საოპერო დასის პროფესიული სწავლების სისტემასა და ფორმას, ხელს უწყობს მათ შემოქმედებით ზრდას;
ზ) აკონტროლებს საოპერო დასის მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებით-შრომით დისციპლინას;
თ) განსაზღვრავს საოპერო დასის შემადგენლობას, მათი შრომის ანაზღაურების რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს;
ი) საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს თეატრის ინტერესებს საოპერო სფეროში; თეატრის გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ხელს აწერს საოპერო სფეროსთან დაკავშირებულ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) უფლებამოსილია შექმნას და უხელმძღვანელოს მრჩეველთა საბჭოს.
5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან საბალეტო დარგში (შემდგომში – საბალეტო ხელმძღვანელი) ხელშეკრულებას დებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
6. თეატრის საბალეტო ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით მოღვაწეობასა და საქმიანობას საბალეტო დარგში და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს ახალი საბალეტო პროექტების შექმნასა და ძველი სპექტაკლების აღდგენით სამუშაოებს;
გ) უზრუნველყოფს საბალეტო სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე;
დ) საკონტრაქტო სისტემის, მათ შორის კონკურსის საფუძველზე დამოუკიდებლად აყალიბებს საბალეტო დასს და დასის წევრების კანდიდატურებს შრომითი ხელშეკრულებების დასადებად წარუდგენს გენერალურ დირექტორს;
ე) უზრუნველყოფს საბალეტო სცენების დადგმას საოპერო სპექტაკლებში;
ვ) ადგენს სარეპერტუარო გეგმებს;
ზ) კოორდინაციას უწევს საბალეტო დასის პროფესიული სწავლების სისტემასა და ფორმას, ხელს უწყობს მათ შემოქმედებით ზრდას;
თ) აკონტროლებს ბალეტის მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებით-შრომით დისციპლინას;
ი) განსაზღვრავს საბალეტო დასის შემადგენლობას, მათი შრომის ანაზღაურების რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს;
კ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს თეატრის ინტერესებს საბალეტო სფეროში; თეატრის გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ხელს აწერს საბალეტო სფეროსთან დაკავშირებულ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) უფლებამოსილია შექმნას და უხელმძღვანელოს საკონსულტაციო ორგანოს.
7. თეატრის მთავარ დირიჟორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
8. თეატრის მთავარი დირიჟორი:
ა) ხელმძღვანელობს ოპერის სიმფონიურ ორკესტრსა და საოპერო გუნდს;
ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონტრაქტო სისტემის, მათ შორის კონკურსის საფუძველზე დამოუკიდებლად აყალიბებს ოპერის სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის შემოქმედებით დასს წარუდგენს საოპერო ხელმძღვანელს;
გ) უზრუნველყოფს ოპერის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობას საბალეტო სპექტაკლებში.
9. თეატრის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი;
10. თეატრის გენერალური დირექტორი:
ა) წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობისათვის;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს თეატრის ადმინისტრაციულ და ფინანსურ დირექტორებს;
გ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების, მთავარი დირიჟორის წარდგინებით ამტკიცებს შემოქმედებით პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს (ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სამხატვრო ხელმძღვანელების წარდგინებით), გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხებს, სამხატვრო ხელმძღვანელების წარდგინებით დებს შრომით ხელშეკრულებებს თეატრის შემოქმედებით დასთან, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე;
ე) პასუხისმგებელია ახალი და მიმდინარე სპექტაკლების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;
ვ) ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და წარუდგენს მას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
ზ) პასუხისმგებელია თეატრის ეკონომიკურ, ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობაზე;
თ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს თეატრის შინაგანაწესს.
11. თეატრის გენერალური დირექტორი ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია საბალეტო სფეროსთან (მათ შორის უშუალოდ ბალეტისათვის გამოყოფილი სახსრების განკარგვას), ახორციელებს მხოლოდ საბალეტო ხელმძღანელის სავალდებულო თანხმობით, ხოლო ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია საოპერო სფეროსთან (მათ შორის უშუალოდ ოპერისათვის გამოყოფილი სახსრების განკარგვას), ახორციელებს მხოლოდ საოპერო ხელმძღვანელის სავალდებულო თანხმობით.
12. თეატრის ხელმძღვანელები თავის საქმიანობას წარმართავენ მოქმედი კანონმდებლობისა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ერთმანეთთან კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის გზით.
მუხლი 5🔗. თეატრის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც თეატრს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, ასევე ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული, რომლებიც მთლიანად ხმარდება თეატრს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ.
3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი (სუბსიდიისა და სხვა მოზნობრივი ასიგნებების სახით);
ბ) ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება თეატრის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების კულტურული მომსახურების გაწევით;
ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
თ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით;
ი) საბალეტო დასის შემოსავლები ხმარდება მხოლოდ საბალეტო დასს.
2. თეატრს უფლება აქვს შექმნას ფონდები:
ა) მატერიალური წახალისების ფონდი;
ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი.
მუხლი 7🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
მუხლი 8🔗. თეატრის წლიური ბალანსი
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. თეატრი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს მას მაკონტროლებელ ორგანოს.
მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია
თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.