დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №42
2023 წლის 30 ივნისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ
ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: ქვეშეთში, სეთურნში, კაიშაურნში, ჯაღმიანში, ზაქათკარში, ზემო მლეთაში, ქვემო მლეთაში, არახვეთში, ბედონში, წკერეში, მუღურეში, ციხიანში, შარმიანში, იუხოში, ბენიან-ბეგონში, სვიანა-როსტიანში, ქოროღოში, სონჩოში, ჟოჟონში, უშარნში, ლაკათხევში, სეფეში, ნაღვარევში, გვიდაქეში, ნადიბაანში, ყველანში, მანასეულში, სალაჯურში, გოგნაურში, ხარხეთში, ჩოხელნში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური