გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №921
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2023
matsne.gov.ge 857 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 14.08.2023 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 27.07.2022 საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 27.07.2022 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 04.01.2024 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 02.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება  №921 2023 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.  2. შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი; დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესით (შემდგომ – წესი) განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცედურა და ეტაპები. 2. უფლებამოსილებათა განხორციელებისას კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია (შემდგომ – კომისია) ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის IV ნაწილითა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის წესებითა და პროცედურებით (CCPR/C/3/Rev.12). მუხლი 2🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანა 1. კონკურსის მიზანია კომიტეტის წევრობისათვის ამ წესის შესაბამისად ერთი კანდიდატის შერჩევა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის მისი წარდგენა. 2. კონკურსის ჩატარებისას კომისიის ამოცანაა სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შესაბამისად კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევა. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობა 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. 4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე პირთა ხმების უმრავლესობით. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის/სხდომის თავმჯდომარე. 8. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ასევე, კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი პროცედურების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომ – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი). მუხლი 4🔗. კომიტეტის წევრობის კანდიდატის მიმართ დადგენილი მოთხოვნები კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება შერჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სრულყოფილად (C2 დონე) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება, მათ შორის, სასურველია სამართლის ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; გ) კარგად (B2 დონე) ფლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამუშაო ენებიდან ინგლისურს ან ფრანგულს; დ) სრულყოფილად ფლობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს; ე) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას; ვ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება; ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია და არსებობს მოლოდინი, რომ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება და ეტაპები 1. კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას კონკურსის შესახებ ვებგვერდზე: hr.gov.ge. 2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი – კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) მეორე ეტაპი – კომისიის მიერ გასაუბრების ჩატარება. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადისა და დოკუმენტების წარდგენა 1. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტებს (შემდგომ – განაცხადი) წარადგენს ელექტრონულად, ვებგვერდ hr.gov.ge-ის მეშვეობით ან აგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrdep@justice.gov.ge. 2. კანდიდატი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შესახებ. 3. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო განათლების უცხო ქვეყანაში მიღების შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) რეზიუმე ქართულ და, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე; დ) სამოტივაციო წერილი; ე) ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ე.ა) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული სტატია; ე.ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.დ) ინგლისური ან ფრანგული ენების ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი; ვ) ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ. 4. განაცხადის წარსადგენად განისაზღვრება, სულ მცირე, 10 კალენდარული დღის ვადა, რომელიც აითვლება კონკურსის გამოცხადების დღიდან. 5. არასრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ ეცნობება ამის შესახებ და ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კანდიდატი არ იქნება დაშვებული კონკურსის მეორე ეტაპზე. მუხლი 7🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება 1. კონკურსის პირველ ეტაპზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ადგენს კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების შესაბამისობას კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ, ასევე, წარუმატებელ კანდიდატთა განაცხადებს დასამტკიცებლად, ელექტრონულად წარუდგენს კომისიას, რის შესახებაც ფორმდება ოქმი. კომისია კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებს ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. კონკურსის მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება კანდიდატთან. კანდიდატს, სულ მცირე, 2 დღით ადრე მიეწოდება ინფორმაცია გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ. გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 3. კომისია, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეშვეობით, კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების შედეგებს კანდიდატს ატყობინებს ელექტრონულად. 4. კომისია კონკურსის შედეგებს აჯამებს სხდომაზე და გადასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის წარსადგენად.