⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.06.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 29.09.2004
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №265/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.729
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 10/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,791 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2004 მიღება
13.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 73.35pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.006.729 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №265/ნ 2004 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალ ური დაცვის მინისტრის 2002 წლის 23 ივლისის №204/ნ ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჭიპაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილების საფუძველზე. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. დეპარტამენტს აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი დასახელებით. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მისი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი სამუშაოების კოორდინაცია; დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, შესრულების მონიტორინგი; ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების მომზადება და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე დაფუძნებული, პირველადი ჯანდაცვის მოდელის შექმნაში, დამკვიდრებასა და განვითარებაში მონაწილეობა; ზ) სამედიცინო და სხვა ხასიათის ინფორმაციის მიღება, შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების წარმოების ხელშეწყობა და განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება; თ) წინადადებების შემუშავება მოსახლეობის ცხოვრების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ როგორც ცალკეულ რაიონებში, ასევე მთელ ქვეყანაში მოსალოდნელი ან არსებული ეპიდსიტუაციის მნიშვნელობის მიხედვით; ი) დაავადებათა კერებში ოპერატიული სამუშაოების, მათი ლიკვიდაციის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; კ) დარგთაშორისი თანამშრომლობის განხორციელება; ლ) საზოგადოებრივ ჯანდაცვით პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება; მ) სამედიცინო-სოციალური და სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო საქმიანობების, აგრეთვე მოქალაქეთა და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების განხორციელებაზე მეთოდური ზედამხედველობა. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და, შესაბამისად, კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ბ) მოსახლეობის, გადამდები და არაგადამდები დაავადებებით ავადობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი; ამ მიმართულებით თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოპოვების, შეკრება-რეგისტრაციის, ეპიდემიოლოგიური ანალიზის, ეპიდსიტუაციის შეფასების, ეპიდპროგნოზის და ეპიდკონტროლით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) მოპოვებული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ეპიდმდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა; დ) ინფექციურ დაავადებათა ეპიდაფეთქებების დროს კერების ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია, მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება და ღონისძიებათა განხორციელების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებით მოცვის დაგეგმვის და წარმოების ორგანიზაცია, გეგმიური აცრების ჩატარებასა და მოსახლეობის იმუნური ფენის შესწავლაზე ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელება; ვ) საავადმყოფოსშიგა ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება; ზ) მოსახლეობაში პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო სამუშაოების განხორციელება, ინფორმირებულობის დონის შეფასება; თ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ეპიდსიტუაციის გაუარესების პროგნოზირება და სათანადო წინადადებების შემუშავება; ი) ქვეყნის ტერიტორიაზე ფართო საგანმანათლებლო-ინფორმაციული მუშაობის ორგანიზაცია მთელ მოსახლეობასა და ცალკეულ მიზნობრივ ჯგუფებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით; კ) სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია და ხელშეწყობა; ლ) პირველადი ჯანდაცვის, როგორც საზოგადოების ჯანმრთელობის საჭიროებებზე ორიენტირებული ხელმისაწვდომი სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა; მ) მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა (რაც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის რეკომენდებული სქემებით სარგებლობის მეთოდურ-პრაქტიკული დახმარების გაწევას, მოსახლეობის გათვითცნობიერებას მედიკამენტების არადანიშნულებით მოხმარების საქმეში); ნ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სამედიცინო მომსახურების სტანდარტებისა და შეფასების ინდიკატორების შესახებ წინადადებების შემუშავება. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ორგანიზაციულ-მარეგლამენტირებელი და სხვა მეთოდური ხასიათის პროექტების შემუშავება; ო) სოციალური კვლევების წარმოება, ჯანსაღ საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა ფორმირების ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ეფექტური განხორციელების მიზნით; პ) სქესობრივი გზით გადამდები დაავადების აქტიური გამოვლინების გაუმჯობესება, კერების სანაცია, განსაკუთრებით რისკჯგუფებში (20 წლამდე მამაკაცები და ქალები) დაავადების წყაროს და სქესობრივი კონტაქტების დადგენა, გინეკოლოგიური ავადმყოფების (ანთებითი პათოლოგიით), სომატური ავადმყოფების, მეძავების, ნარკომანების, ჰომოსექსუალების და სხვა სპეციფიკ ური ფსიქოფიზიოლოგიური გადახრების მქონე პირების, დერმატო-ვენეროლოგიური დაწესებულების პაციენტების მესამეული პროფილაქტიკის ხელშეწყობა, დაავადებიანობის ეპიდემიოლოგიის შესწავლა; ჟ) პროსტიტუციის (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში) გამოვლენისათვის სოციოლოგიური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა, მისი პროფილაქტიკის და შემცირების ღონისძიებების დაგეგვმა; რ) მოსახლეობის აივ ინფექციის/შიდსის, B, C ჰეპატიტისაგან, სიფილისისგან და ALT ინფექციებისაგან უსაფრთხო სისხლით და სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ს) დონაციის ორგანიზების საინფორმაციო სისტემის ფორმირება; რისკჯგუფების (აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულებთან სქესობრივი, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო კონტაქტების მქონე პირები, ნარკომანები, ჰომო და ბისექსუალები, ვენდაავადებულები, შემთხვევითი სქესობრივი კავშირების მქონე პირები, სისხლის რეციპიენტები, B და C ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულები) კვლევა; ტ) ნარკომანიის გავრცელების შემცირების ხელშეწყობა, ნარკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ქიმიო-ტოქსიკოლოგიური შემოწმების უახლესი მეთოდების მოძიება, შემუშავება; უ) ქვეყნის ნარკოლოგიური ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა; ფ) იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა ეპიდემიოლოგიური კვლევა, გამომწვევი მიზეზების დადგენა; ქ) მოსახლეობის ფართო ფენების ადეკვატური ინფორმირება ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების (თამბაქოს, ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების წინააღმდეგ) და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ; ღ) ტრავმატიზმის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება. ტრავმის რეგისტრაციისა და ანალიზის საინფორმაციო სისტემების სრულყოფის ხელშეწყობა. ინტერსექტორული კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; ყ) მასობრივი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვებისა და ანკეტური გამოკითხვის გზით საქართველოს მოსახლეობის ავადობისა და მისი სტრუქტურის დადგენა; შ) კვების ეროვნული პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა; ჩ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიებების მონიტორინგი; ც) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვის და პროფილაქტიკის ხელშეწყობა. ხანდაზმულთა ჯანმრთელობაზე ფსიქოსოციალური ფაქტორების ზეგავლენის შესწავლა; ძ) სამედიცინო დეონტოლოგიისა და ეთიკური ნორმების შესწავლა-ანალიზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების ჭრილში; წ) მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებების მონაცემების მიხედვით პრევენციული და ჯანდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა; ჭ) ოჯახის დაგეგმარების პრობლემების მართვის ხელშეწყობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადრეული ასაკის ორსულობისა და ახალგაზრდობის სექსუალური აღზრდის პრობლემატიკის შესწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში; ხ) კონტრაცეპტივებისა და ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების პროპაგანდა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წარმოადგენს დეპარტამენტს და ანიჭებს წარმომადგენლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს, ქმნის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მინისტრთან შეთანხმებითა და დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის მითითებებსა და განკარგულებებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სამმართველო; გ) ეპიდსიტუაციის კონტროლისა და მართვის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდზედამხედველობის სამმართველო; დ) საფინანსო-ეკონომიკური და პროგრამების მართვის სამმართველო. 2. ადმინისტრაციის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკადრო საქმიანობის წარმართვა; მისი ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზაცია; გ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 3. საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სამმართველოს ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას წარმოადგენს: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; ამ მიმართულებით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა (მეთოდური, ინსტრუქციულ-სწავლებითი და სხვ. მექანიზმების გამოყენების გზით); ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის, როგორც ერთიანი ჯანდაცვითი სტრუქტურის, ჩამოყალიბება-ფუნქციონირების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ჯანსაღი უნარ-ჩვევების, ჯანსაღი და უსაფრთხო ფიზიკური გარემოს ფორმირების, ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის შენარჩუნება-განვითარების ხელშეწყობა; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; დ) საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიის განხორციე ლების ხელშეწყობა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე დაფუძნებული, პირველადი ჯანდაცვის მოდელის შექმნა, მის დამკვიდრებასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; ე) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება. 4 . ეპიდსიტუაციის კონტროლისა და მართვის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდზედამხედველობის სამმართველოს ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს წარმოადგენს: ა) ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო მდგომარეობის მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობითი ღონისძიებების გატარება; ეპიდკონტროლის უზრუნველყოფის კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება. 5 . საფინანსო-ეკონომიკური და პროგრამების მართვის სამმართველოს ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას წარმოადგენს: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია; ბ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მისი დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; გ) საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ჯანდაცვის ორგანიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება; დ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მიღება, შენახვა და გაცემა; ე) საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვითი პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი პროექტების შემუშავება.     მუხლი 5🔗. ეკონომიკური ურთიერთობანი დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.