საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017720
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2023
matsne.gov.ge 1,704 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 21.09.2023 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 06.01.2020 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.05.2018 ქედის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.06.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესის დამტკიცების შესახებ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 92% 14.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №267 2023 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესის“ დამტკიცების შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 37​2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესი“ თანდართულ  დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის (შემდგომში – ლატარიის ორგანიზატორი) მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, ადგენს შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3🔗. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესით გათვალისწინებული შემოწმების პროცედურების განხორციელებაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირები (შემდგომში – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი). მუხლი 4🔗. შემოწმების ვადები შემოწმების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დროს საჭიროა სპეციალური ცოდნის გამოყენება და შემოწმებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამინისტროს მიერ განსაზღვრული აუდიტორები, კონსულტანტები ან სხვა წარმომადგენლები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაძლებელია შემოწმების ვადის გაგრძელება დამატებით არაუმეტეს 1 თვის ვადით. მუხლი 5🔗. შემოწმების საფუძველი 1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ლატარიის ორგანიზატორის შემოწმება ხორციელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შერჩევითი შემოწმების გზით. შერჩევითი შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად. 2. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს; ე) ლატარიის ორგანიზატორის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს; ვ) შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობას, სახელს და გვარს; ზ) შემოწმების განხორციელების ვადას; თ) აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ი) გამოცემის დროსა და ადგილს; კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს; ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის წარდგენის ვადას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები. მუხლი 6🔗. შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელების პროცედურა 1. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შემოწმების დაწყებამდე, ლატარიის ორგანიზატორს ან მის წარმომადგენელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“. ლატარიის ორგანიზატორის/მისი წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება. 2. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლატარიის ორგანიზატორისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. შემოსავლების სამსახურის მიერ ლატარიის ორგანიზატორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდან. 3. შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს: ა) ლატარიის ორგანიზატორის მიერ სრულდება თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებები; ბ) ლატარიის ორგანიზატორის მიერ სრულდება თუ არა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებები; გ) ლატარიის ორგანიზატორის მიერ სრულდება თუ არა ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისთვის განსაზღვრული პირობები. მუხლი 7🔗. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი 1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების დასრულების შემდეგ ადგენს შემოწმების აქტს ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) შემოწმების დაწყების და დასრულების დრო; გ) შემოწმების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის დასახელება; დ) შემოწმების საფუძველი (მიეთითება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი); ე) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი; ვ) ლატარიის ორგანიზატორის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი; ზ) შემოწმების შედეგები, მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტში მიეთითება ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლები, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის; თ) აქტზე თანდართული მტკიცებულებების, მათ შორის, ფოტო, ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერებით მიღებული, ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) აქტის შემდგენი პირის ხელმოწერა; კ) ლატარიის ორგანიზატორის/წარმომადგენლის ხელმოწერა; ლ) იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა თანდასწრებითაც შედგა შემოწმების აქტი (ასეთების არსებობის შემთხვევაში). 2. შემოწმების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლატარიის ორგანიზატორს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს. ლატარიის ორგანიზატორისთვის შემოწმების აქტის ჩაბარება დასტურდება ლატარიის ორგანიზატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ შემოწმების აქტის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერის ან ხელმოწერაზე უარის თქმის აღნიშვნის მომენტიდან. თუ ლატარიის ორგანიზატორი/მისი წარმომადგენელი უარს განაცხადებს შემოწმების აქტზე ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად. 3. შემოწმების აქტის შედგენა და ლატარიის ორგანიზატორისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. შემოსავლების სამსახურის მიერ ლატარიის ორგანიზატორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შემოწმების აქტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდან. მუხლი 8🔗. შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტებით ლატარიის ორგანიზატორისთვის განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ე) გამოცემის დროსა და ადგილს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს; ზ) ლატარიის ორგანიზატორის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს; თ) გამოვლენილი დარღვევების აღწერას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის მუხლზე მითითებით; ი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს; კ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას და ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრულ ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდს; ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მის მისამართსა და საჩივრის წარდგენის ვადას. 2. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დარღვეული პირობების გამოსწორების ვადა. აქტში მითითებული ვადის გასვლამდე დაუშვებელია ლატარიის ორგანიზატორის იმავე საკითხზე შემოწმება. 3. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი ლატარიის ორგანიზატორს/წარმომადგენელს წარუდგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ლატარიის ორგანიზატორის/წარმომადგენლის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ლატარიის ორგანიზატორისთვის წარდგენა დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. შემოსავლების სამსახურის მიერ ლატარიის ორგანიზატორისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდიდან. 5. ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ლატარიის ორგანიზატორისთვის განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული დარღვევის შესახებ შემოსავლების სამსახური წერილობით აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წარუდგენს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და შემოწმების აქტს. 6. ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ლატარიის ორგანიზატორისთვის გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის სანქციის ოდენობებთან, გადახდასთან და დარღვევის გამოსწორების ვადებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამავე ხელშეკრულებით. დანართი №1 შემოსავლების სამსახური შემოწმების აქტი № 1. -----------------------------                                                    2. ---------------------------------------          (შედგენის თარიღი)                                                                                (შედგენის ადგილი) 3. -------------------------------                                                  4. --------------------------------------           შემოწმების დაწყების დრო                                                            შემოწმების დასრულების დრო 5. ----------------------------------------------------------------------------------------------------- შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასახელება, შემოწმების საფუძველი (მიეთითება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი) 6. -----------------------------------------------------------------------------------------------------             (უფლებამოსილი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი) 7. -----------------------------------------------------------------------------------------------------            (ლატარიის ორგანიზატორის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი) 8. --------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- (შემოწმების შედეგები, გამოვლენილი სამართალდარღვევის არსი, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტების, ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი, პუნქტი ან/ და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა) 9. შემოწმების აქტს თან ერთვის: --------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- მტკიცებულებათა ჩამონათვალი, აღნიშნულ გრაფაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ფოტო, აუდიო ან/და ვიდეოჩანაწერით მიღებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10. უფლებამოსილი პირის              ---------------------------               ---------------------------                                                                     სახელი და გვარი                               ხელმოწერა  ---------------------------                      ---------------------------            სახელი და გვარი                                   ხელმოწერა 11. ლატარიის ორგანიზატორის/        ---------------------------             ---------------------------                                                                               სახელი და გვარი                                 ხელმოწერა ლატარიის ორგანიზატორის წარმომადგენლის        ----------------------           ---------------------------                                                                                                 სახელი და გვარი                     ხელმოწერა 12. დამსწრე პირის         ---------------------------            ---------------------------                                                   სახელი და გვარი                               ხელმოწერა