„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“

მიღების თარიღი 17.01.2023
ძალაში შესვლა 05.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №„AMA”
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2023
matsne.gov.ge 3,401 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2023 მიღება
05.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
„AMA” აქვს პრეამბულის ნაწილში (ი) მინიჭებული განმარტება
„მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან ფინანსთა მინისტრის მიერ წერილობით დანიშნულ პირს.
„სააღსრულებო პოლიტიკა  და პროცედურები“ გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ „სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს“.
„ფისკალური წელი“ გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.
“მწვანე კლიმატის ფონდი (GCF)” მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (ზ) ნაწილში.
„GCF სპეციალური ფონდი“ მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (თ) ნაწილში.
„სესხი” გულისხმობს ერთობლივად სესხის 1-ლ ტრანშსა და სესხის მე-2 ტრანშს ან, როგორც კონტექსტი მოითხოვს, სესხის დროდადრო დარჩენილ ძირითად თანხას.
„მარჟა” ეხება როგორც EBRD-ის სესხის 1-ლ ტრანშს, ასევე სესხის მე-2 ტრანშს და უტოლდება ერთ პროცენტს (1%) წელიწადში.
„პროექტის ხარჯები” იგულისხმება პროექტთან დაკავშირებით საპროექტო სუბიექტისა და მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები და ხარჯები, ბეჭედი, სარეგისტრაციო და სხვა გადასახადები.
„სესხის ტრანში 1“ გულისხმობს სესხის 1-ლ ტრანშს, რომელიც მითითებულია 2.01 (ა) ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.
„სესხის ტრანში 2“ გულისხმობს თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ) ნაწილში ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს.
„სესხის ტრანში 2-ის  ხელმისაწვდომობის ვადა” გულისხმობს თარიღს, როცა სესხის მე-2 ტრანში გაიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ათვისებისათვის, ბანკის მიერ მსესხებლისთვის შეტყობინების საფუძველზე .
„პროექტის ჯამური ღირებულება“ ნიშნავს პროექტის დანახარჯების მთლიანი ოდენობა, რომელიც გაწეული იქნება პროექტის განმავლობაში, არის 56,600,000 ევრო წინამდებარე ხელშეკრულების თარიღისთვის.
კატეგორია გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული
1) პროექტის A და B ნაწილისთვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება - ტრანში 1 - ტრანში 2 30,001,950 20,092,050
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის მეტროს პროექტი)“ სასესხო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 29.04.2020 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 02.03.2023 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 18.03.2022 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 20.02.2024 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 17.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ შესრულებული ვერსია  (საოპერაციო ნომერი 52586) სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დათარიღებული 17 იანვარი, 2023 სასესხო შეთანხმება შეთანხმება დათარიღებულია 2023 წლის 17 იანვარს და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი”) შორის. პრეამბულა ა) ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით კონკრეტულ ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;  ბ) ვინაიდან, მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას 1-ლ განრიგში აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ თბილისში მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და ესკალატორების მოდერნიზაციის დაფინანსების ხელშეწყობას; გ) ვინაიდან, პროექტი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული და მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) სრულ მფლობელობაში არსებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ („პროექტის ორგანიზაცია“) მიერ, მსესხებლისა და მუნიციპალიტეტის დახმარებით, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის [აქ მითითებულ თარიღში]; დ) ვინაიდან, მუნიციპალიტეტი დახმარებას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც გაფორმდება ბანკსა და მუნიციპალიტეტს შორის ამ შეთანხმების თარიღში ან მასთან მიახლოებულ დროს; ე) ვინაიდან, მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის; ვ) ვინაიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია დააარსოს და მართოს სპეციალური ფონდები და განახორციელოს სპეციალური ოპერაციები, რომლებიც დაფინანსდება ზემოხსენებული სპეციალური ფონდებიდან; ზ) ვინაიდან, მწვანე კლიმატის ფონდი (“GCF”) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მე-11 მუხლის ფარგლებში, როგორც ფინანსური მექანიზმის ოპერირებადი ერთეული, იმისათვის რომ დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ადაპტაციისა და შემსუბუქების მეთოდების შემუშავებაში კლიმატის ცვლილების ასარიდებლად; თ) ვინაიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩამოაყალიბა და მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და კლიმატის მწვანე ფონდის სპეციალურ ფონდს („EBRD-GCF სპეციალური ფონდი"), რათა ბანკს საშუალება ჰქონდეს მიიღოს და მართოს GCF-ის თანხები; ი) ვინაიდან, GCF და EBRD ჩაერთო, როგორც (i) აკრედიტაციის გენერალურ შეთანხმებაში (“AMA”), რომელიც თარიღდება 2017 წლის 22 აპრილით და რომლის მიზანია დადგინდეს ვადები და პირობები, დაკავშირებული ბანკის მთლიან GCF-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტთან, განხორციელებასა და ზედამხედველობასთან, რომლის თანახმადაც ბანკი მოქმედებს, როგორც GCF-ის აკრედიტებული პირი; ასევე (ii) შეთანხმებაში საფინანსო საქმიანობის შესახებ „დაფინანსების საქმიანობა: FP086: მწვანე ქალაქების მექანიზმი“ („FAA“), რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 2 ივლისით, როგორც EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამის („მწვანე ქალაქების პროგრამა“) ნაწილი; კ) ვინაიდან, მსესხებელი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მწვანე ქალაქების პროგრამაში და შესაბამისად, მსესხებელს სურს სესხის აღება და ბანკს სურს მისესხება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ან მითითებული ვადების და პირობების თანახმად, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებითა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით (თითოეული პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება არის „პროექტის ხელშეკრულება", როგორც ეს განსაზღვრულია „სტანდარტულ ვადებსა და პირობებში“), ორმოცდაათი მილიონ ექვსას ათასი ევროს (50,600,000 ევრო) ოდენობის სესხი წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ვადებითა და პირობებით. ბანკს ასევე სურს მსესხებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ხუთი მილიონი ევრო (5,000,000 ევრო) გრანტის სახით EBRD-GCF სპეციალური ფონდიდან („GCF გრანტი“) ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად ამ შეთანხმების თარიღში ან მასთან მიახლოებულ დროს. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება  ბანკის 2021 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული „სტანდარტული ვადებისა და პირობების” ყველა დებულება აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (ხსენებული მეთოდით სახეცვლილი დათქმები შემდეგში მოიხსენიება როგორც „სტანდარტული ვადები და პირობები“): (ა) ნაწილი 3.06 (მსესხებლის მიერ გადახდები) სტანდარტული ვადები და პირობებიდან, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად: „სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი და გადასახადები უნდა იყოს გადახდილი მსესხებლის მიერ სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული ვადებითა და პირობებით. ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი 3.06 ნაწილის მიხედვით, გადანაწილდება პროპორციულად სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშს შორის.“ ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.07 (გ) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად: „(გ) ნაწილობრივი წინასწარი გადახდის შემთხვევაში ასეთი წინასწარი გადახდა: (i) თუ ბანკი სხვაგვარად არ დაადასტურებს, თანხა უნდა იყოს მინიმუმ ტოლფასი ამ ორი თანხიდან მინიმუმი მაჩვენებლისა:  (ა) წინასწარი გადახდის მინიმალური თანხის; და  (ბ) სესხის ძირითადი თანხის, რომლიც გაცემულია და არ არის დაფარული; და (ii) იქნება (ა) პირველ რიგში, გამოყენებული, რათა გადახდილ იქნეს სესხის პროცენტი და გადასახადები; და (ბ) მეორე რიგში, განაწილდება პროპორციულად სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშს შორის მათი შესაბამისი ძირითადი თანხების ბალანსის პროპორციულად და ტრანშების ვადების განგრძლივობის საპირისპიროდ“. გ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.08 (ა) და (ბ) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად: „(ა) მსესხებელს შეუძლია გააუქმოს სესხის ხელმისაწვდომი თანხის ნაწილი ან მისი მთელი ოდენობა პროცენტის გადახდის რომელიმე თარიღზე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე არაუგვიანეს ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე. ცნობა უნდა იყოს შეუქცევადი და ვალდებულების დამაკისრებელი მსესხებლისთვის. ეს გასაუქმებელი თანხა უნდა იყოს მინიმუმ ტოლფასი ან ნაკლები: (i) გაუქმების მინიმალური თანხისა და (ii) ხელმისაწვდომი თანხისა; და  განაწილებული პროპორციულად სესხის 1-ლი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშს შორის. (ბ) მსესხებლის მიერ ნებისმიერი გაუქმების შემთხვევაში, ამ ნაწილის (ა) ქვეპუნქტის ან ბანკის მიერ 7.02 ნაწილის შესაბამისად: (i) მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს გაუქმების თარიღზე ყველა სათანადო გადასახადი, რომელიც გადაუხდელია ამ თარიღამდე და გაუქმების საკომისიო ერთი პროცენტის ერთი-მერვედის ოდენობით (0.125%) სესხის იმ ძირითადი თანხისა, რომელიც გაუქმდა, გარდა (1) 7.02 (ა) ნაწილის შესაბამისად გაუქმებული თანხებისა. (დ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 4.04 (ა)(ii) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად: „(ii) დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკს ინფორმაცია, რომელიც ბანკმა (ან GCF-მა GCF სესხთან დაკავშირებით) შესაძლოა დროდადრო გონივრულად მოითხოვოს და ბანკის წარმომადგენლებსა და GCF-ის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ბანკის მოთხოვნით: (ა) მოინახულონ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიეტი და სამშენებლო ადგილი ან სხვა ადგილები, სადაც მსესხებლის ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობა მიმდინარეობს. (ბ) ხელი მიუწვდებოდეთ და გამოიკვლიონ ყველა საქონელი, საქმიანობა და მომსახურება დაფინანსებული სესხის თანხიდან და მსესხებლის და პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი საწარმო, მოწყობილობა, ადგილი, საქმიანობა, შენობა, საკუთრება, აღჭურვილობა, აქტივები, წიგნები, ანგარიშები, ჩანაწერები და საბუთები და მისცეს საშუალება ბანკის (ან GCF სესხთან დაკავშირებით GCF-ის) აუდიტს ასეთი ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმების; და (გ) შეხვდეს და გამართოს დისკუსია მსესხებლის ან პროექტის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან ისე, როგორც ბანკი მიიჩნევს საჭიროდ და მიზანშეწონილად. ყველა შემთხვევაში, მათ შორის (1) იმისათვის, რომ მოხდეს ბანკის მიერ პროექტის მონიტორინგის ხელშეწყობა და მიეცეს ბანკს საშუალება გამოიკვლიოს და რეაგირება მოახდინოს პროექტთან დაკავშირებულ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ბანკის პროექტის ანგარიშგების მექანიზმით მიიღება, და (2) იმისათვის რომ შეაფასოს, განხორციელდა თუ არა აკრძალული პრაქტიკა პროექტთან მიმართებით (მათ შორის, ნებისმიერი ტრანზაქცია დაფინანსებული ან შეთავაზებული დასაფინანსებლად, მთლიანად ან ნაწილობრივ, სესხის თანხებიდან). ე) ნაწილი 10.06 (ინფორმაციის გაცემა) სტანდარტული ვადები და პირობებიდან, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება შემდეგნაირად: „ბანკს შეუძლია გასცეს ინფორმაცია სასესხო შეთანხმების ან თითოეული პროექტის ხელშეკრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ხელშეკრულებებთან (მსესხებლის და პროექტის ორგანიზაციის, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და პროექტის საბუთების და ჩანაწერების ჩათვლით) (i) მისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ძალაში იქნება ინფორმაციის გაცემის დროს და რაიმე დავასთან ან სამართლებრივ მოკვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ან რომელშიც ჩართულია ეს პროექტი ან სასესხო შეთანხმება ან თითოეული საპროექტო ხელშეკრულება, იმისათვის, რომ დაცული იქნეს, შენარჩუნდეს ან ძალაში შევიდეს ბანკის ყველა უფლება და ინტერესი, და (ii) ბანკს შეუძლია გადასცეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია GCF-ს” ნაწილი 1.02. განმარტებები  წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება, სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ მათთვის იქვე მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები: „AMA”    აქვს პრეამბულის ნაწილში (ი) მინიჭებული განმარტება „მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“  გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან ფინანსთა მინისტრის მიერ წერილობით დანიშნულ პირს. „სააღსრულებო პოლიტიკა  და პროცედურები“  გულისხმობს ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებულ „სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს“. „ფისკალური წელი“  გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს. “მწვანე კლიმატის ფონდი (GCF)”  მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (ზ) ნაწილში. „GCF სპეციალური ფონდი“                                                                                                                                                                                    მინიჭებული აქვს განმარტება პრეამბულის (თ) ნაწილში. „თანხის გადაცემის ხელშეკრულება“  გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე გრანტის თანხის გადაცემის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მუნიციპალიტეტს, პროექტის ორგანიზაციასა და მსესხებელის ფინანსთა სამინისტროს შორის, სასესხო შეთანხმების 3.01(ა) ნაწილის შესაბამისად და რომელიც დროდადრო შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს. „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ გულისხმობს ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულ და 2017 წლის სექტემბერში დამტკიცებულ გეგმას. გეგმა გამოხატავს მუნიციპალიტეტისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვას გარემოს დაცვის კუთხით თბილისისათვის და ეხმარება მუნიციპალიტეტს უპასუხოს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი ხედვა. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი დასტურის თანახმად.  „სესხი”  გულისხმობს ერთობლივად სესხის 1-ლ ტრანშსა და სესხის მე-2 ტრანშს ან, როგორც კონტექსტი მოითხოვს, სესხის დროდადრო დარჩენილ ძირითად თანხას. „ადგილობრივი კონტრიბუცია“  გულისხმობს კონტრიბუციას უზრუნველყოფილს მსესხებლის მიერ პროექტის ჯამურ ღირებულებასთან მიმართებით ნაღდი ფულით ან საქონლით, მათ შორის მსესხებლის მიერ იმ გადასახადების გადახდის გზით, რომელიც უნდა გაწიოს პროექტის ორგანიზაციამ ან მიწის უზრუნველყოფის ან სხვა აქტივების უზრუნველყოფის გზით. „მარჟა” ეხება როგორც EBRD-ის სესხის 1-ლ ტრანშს, ასევე სესხის მე-2 ტრანშს და უტოლდება ერთ პროცენტს (1%) წელიწადში. „პროექტის ხარჯები” იგულისხმება პროექტთან დაკავშირებით საპროექტო სუბიექტისა და მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები და ხარჯები, ბეჭედი, სარეგისტრაციო და სხვა გადასახადები. „საჯარო მომსახურების კონტრაქტი“ გულისხმობს ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა 2021 წლის 1 ივლისს პროექტის ორგანიზაციასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის და რომელიც შეიძლება დროდადრო განახლდეს, ბანკის მიერ წინასწარი წერილობითი დასტურის თანახმად. „ქვესასესხო ხელშეკრულება“  გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მუნიციპალიტეტს, პროექტის ორგანიზაციასა და მსესხებელის ფინანსთა სამინისტროს შორის, სასესხო შეთანხმების 3.01(ა) ნაწილის შესაბამისად და რომელიც დროდადრო შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს. „სესხის ტრანში 1“ გულისხმობს სესხის 1-ლ ტრანშს, რომელიც მითითებულია 2.01 (ა) ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს. „სესხის ტრანში 2“  გულისხმობს თანხას, რომელიც მითითებულია 2.01 (ბ) ნაწილში ან სესხის დარჩენილ ძირითად თანხას, თუ ამას კონტექსტი დროდადრო სხვაგვარად მოითხოვს. „სესხის ტრანში 2-ის  ხელმისაწვდომობის ვადა”  გულისხმობს თარიღს, როცა სესხის მე-2 ტრანში გაიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ათვისებისათვის, ბანკის მიერ მსესხებლისთვის შეტყობინების საფუძველზე . „პროექტის ჯამური ღირებულება“                                                                                       ნიშნავს პროექტის დანახარჯების მთლიანი ოდენობა, რომელიც გაწეული იქნება პროექტის განმავლობაში, არის 56,600,000 ევრო წინამდებარე ხელშეკრულების თარიღისთვის. ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია  სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითება გულისხმობს ამ შეთანხმების განსაზღვრულ მუხლზე, ნაწილზე ან განრიგზე მითითებას. მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა  ბანკი თანახმაა წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე მსესხებელს გამოუყოს 50,600,000 ევრო (ორმოცდაათი მილიონ ექვსასი ათასი ევრო), რომელიც შედგება ა) 30,305,000 (ოცდაათი მილიონ სამას ხუთი ათასი ევრო) ევროს ოდენობის სესხის 1 ტრანშიდან, („სესხის ტრანში 1“); და ბ) 20,295,000 (ოცი მილიონ ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი ევრო) ევროს ოდენობის სესხის ტრანში 2-დან („სესხის ტრანში 2“). ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები ა) თანხის ათვისების მინიმალური ოდენობა შეადგენს 50,000 ევროს. ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა შეადგენს 7,000,000 ევროს. გ) თანხის მინიმალური გაუქმების ოდენობა შეადგენს 7,000,000 ევროს. დ) სესხის პროცენტის გადახდის თარიღებია თითოეული წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი. ე) (1) მსესხებელმა სესხის 1-ლი ტრანში უნდა დაფაროს 28 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილად წელიწადში ორჯერ, თითოეული 15 აპრილსა და 15 ოქტომბერს, და სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 15 აპრილი, 2027 და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 15 ოქტომბერი 2040 და სესხის მე-2 ტრანში უნდა დაფაროს 28 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილად წელიწადში ორჯერ, თითოეული 15 აპრილსა და 15 ოქტომბერს, და სესხის გადახდის პირველი თარიღი იქნება 15 აპრილი 2030 და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 15 ოქტომბერი 2043. (2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს 2.02(ე) ნაწილში მითითებული სესხის დაფარვის პირველ თარიღამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს 2.02(ზ) ნაწილში მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის გადახდის პირველი თარიღის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის გადახდის პირველ ვადას თანაბრად გადანაწილდება სესხის გადახდის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა მიიღოს მთელი რიცხვები ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ. (ვ) წინამდებარე შეთანხმებაში რაიმე ნაგულისხმები ან გამოხატული საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, სესხის მე-2 ტრანში არასავალდებულოა და შესაბამისად ბანკს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება განახორციელოს სესხის მე-2 ტრანშის მიხედვით თანხის გამოყოფა, სანამ (1) არ იქნება მსესხებლის მიერ მოთხოვნა მიღებული, რომ გააქტიურდეს მე-2 ტრანში; (2) ბანკი არ მიიღებს მისთვის დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას, რომ ტრანში 1-ის გარემოს დაცვისა და სოციალური სამოქმედო გეგმის მოთხოვნები შესრულდა არსებითად ამ გეგმით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად; (3) ბანკი, თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, არ განსაზღვრავს, რომ ის მზადაა საიმისოდ, რომ სესხის მე-2 ტრანში ხელმისაწვდომი გახადოს, და (4) არ აცნობებს მსესხებელს თავისი დადებითი გადაწვეტილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ზ) სესხის 1-ლი ტრანშის ხელმისაწვდომობის ბოლო თარიღი იქნება წინამდებარე შეთანხმების თარიღის მეოთხე წლისთავი, ხოლო სესხის მე-2 ტრანშისთვის უფრო ადრე (i) ტრანში 2-ის ხელმისაწვდომობის თარიღის მეოთხე წლისთავის თარიღიდან, ან (ii). ამ თარიღის 8 წლისთავის თარიღი, ან ვადა, რომელსაც ბანკი საკუთარი დისკრეციით განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს. თუ ხელმისაწვდომი თანხა ან მისი რაიმე ნაწილი დაექვემდებარა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს (იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გამოიყენებს თავის უფლებას შეარჩიოს ფიქსირებული პროცენტის გადახდის ვარიანტი ქვემოთ მოცემული 2.02(ი) ნაწილის ფარგლებში), და ან თუ ბანკმა გადაიტანა ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა, მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუხდოს ბანკს პირობების შეცვლის ხარჯი, რაც დროდადრო ბანკის მიერ წერილობით უნდა ეცნობოს მსესხებელს. (თ) ვალდებულების საკომისიო წლიურად შეადგენს 0.5% და გაანგარიშებულია სესხის 1-ელ ტრანშის და მე-2 ტრანშის მთლიან თანხაზე. ვალდებულების საკომისიო უნდა დაერიცხოს: სესხის I ტრანშს, სასესხო შეთანხმების გაფორმების თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში და სესხის მე-2 ტრანშს, სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღიდან. ვალდებულების საკომისიო როგორც სესხის პირველი ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომ თანხებზე გადახდილი უნდა იყოს შესაბამისად თითოეულის მათგანის პროცენტის გადახდის დღეს (მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს პროცენტი შესაძლოა არ იყოს გადასახდელი) სესხის 1 ტრანშისათვის მისი ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ – პროცენტის გადახდის პირველ დღეს და სესხის მე-2 ტრანშისათვის მისი ხელმისაწვდომობის თარიღის შემდეგ – პირველი პროცენტის გადახდის დღეს. (ი) სესხი ექვემდებარება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას. ყოველივე ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად. (კ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ადმინისტრირების საკომისიო, რომელიც სესხის 1 ტრანშისა და სესხის მე-2 ტრანშის ძირითადი თანხის მაქსიმალური ოდენობის ერთ პროცენტს (1%) შეადგენს. ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა მოხსნას თანხის ეს ოდენობა ხელმისაწვდომი თანხიდან, სესხის 1 ტრანშის ძალაში შესვლის დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში, და სესხის მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომი თანხიდან ხელმისაწვდომობის დღეს ან მას შემდეგ შვიდი (7) დღის ვადაში და საკუთარ თავს გადაუხადოს ადმინისტრირების საკომისიოს თანხა. ნაწილი 2.03. სესხის თანხის ათვისება  ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯების დასაფარად; და (2) ადმინისტრირების საკომისიო. მუხლი III – პროექტის განხორციელება ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები სტანდარტული ვადების და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული, მსესხებელი: (ა) თანახმაა, ქვესასესხო ხელშეკრულებისა და თანხის გადაცემის ხელშეკრულების თანახმად, მუნიციპალიტეტისთვის და პროექტის ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო და GCF საგრანტო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით; (ბ) ქვესასესხო ხელშეკრულებისა და თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით და უზრუნველყოფს, რომ თითოეული მუნიციპალიტეტი და პროექტის ორგანიზაცია ისარგებლებენ საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვან მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი; (გ) არ გაასხვისებს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის ქვესასესხო ხელშეკრულების და/ან თანხის გადაცემის ხელშეკრულების რომელიმე დებულებას; (დ) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს: (1) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.02 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება; (2) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.03 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა; (3) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.04 განსაზღვრული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები; (4) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.05 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა; (5) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად; და (6) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილებით 3.02, 3.03 და 3.04 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა. (7) საჯარო მომსახურების კონტრაქტის შესრულება. (ე) კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება მუნიციპალიტეტის მიერ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, შემდეგ საკითხებთან მიმართებით: (1) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილით 2.01 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში დასახმარებლად; და (2) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილებით 3.01 და 3.02 განსაზღვრული პროექტისა და მუნიციპალიტეტის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებული ყველა პირობის დაკმაყოფილება. (ვ) უზრუნველყოს ადგილობრივი კონტრიბუცია, რაც შეადგენს პროექტის მთლიანი ღირებულების ოდენობის არანაკლებ 10 პროცენტის ეკვივალენტს; და ზ) პროექტის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი ყველა დამატებითი ქმედების განხორციელება ან განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება ნაწილი 4.01. შეჩერება  სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება: (ა) მსესხებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში შესული ცვლილებები, რომლებიც შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე; (ბ) პროექტის ორგანიზაციის სტატუსში შესულია ცვლილებები, რომლებიც შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე; (გ) მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო რომელიმე ან ყველა ქვესასესხო ხელშეკრულების, თანხის გადაცემის ხელშეკრულების და/ან პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში, მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება; (დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში, თითოეულში ან ყველაში ერთად, მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება; ან (ე) პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა გადაცემულია ნებისმიერი სხვა მხარისათვის, გარდა მუნიციპალიტეტისა. ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება  სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის განსაზღვრულია შემდეგი საკითხები: ნაწილში 4.01 (ა)-(ე) განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ბანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება. მუხლი V – ძალაში შესვლა ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები  სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 9.02(გ) განსაზღვრული საკითხების გარდა, შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ამოქმედების დამატებითი პირობების სახით: (ა) თითოეული საპროექტო ხელშეკრულება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული საპროექტო ხელშეკრულების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით; (ბ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის დებულების დამოწმებული ასლები; და (გ) საგრანტო შეთანხმება ხელმოწერილია და მიწოდებულია და ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე მსესხებლის უფლება შესრულებულია, გარდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის წინაპირობისა. ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები (ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის, (1) სასესხო შეთანხმებისთვის სამართლებრივი დასკვნა მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ; და (2) ქვესასესხო ხელშეკრულებასა და თანხის გადაცემის ხელშეკრულებასთან მიმართებით წერილი უნდა გაიცეს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ EBRD-თვის, რაც მოიცავს: (ა) თითოეული ქვესასესხო ხელშეკრულება და თანხის გადაცემის ხელშეკრულება ძალაში შესულია და მიწოდებულია მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს მიერ და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლის ფინანსთა სამინისტროსთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულებას მისი პირობების შესაბამისად.  (ბ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, (1) სამართლებრივი დასკვნა გაიცემა პროექტის ორგანიზაციის იურისტის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებასა და ქვესასესხო ხელშეკრულებასთან მიმართებით, და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად: (ა) თითოეული ქვესასესხო ხელშეკრულება და თანხის გადაცემის ხელშეკრულება ძალაში შესულია და მიწოდებულია და წარმოადგენს ქმედით და პროექტის ორგანიზაციისათვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულებას მისი პირობების შესაბამისად. (გ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, (1) სამართლებრივი დასკვნა უნდა გაიცეს მუნიციპალიტეტის სახელით მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და ქვესასესხო ხელშეკრულებისთვის და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნაში გასათვალისწინებლად: (ა) თითოეული ქვესასესხო ხელშეკრულება და თანხის გადაცემის ხელშეკრულება ძალაში შესულია და მიწოდებულია მუნიციპალიტეტის სახელით, და წარმოადგენს ქმედით და მუნიციპალიტეტისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულებას მისი პირობების შესაბამისად. ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო  წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის. მუხლი VI – სხვადასხვა ნაწილი 6.01. შეტყობინებები სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები: მსესხებლისთვის:  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,  გორგასლის ქ. N16,  0114, თბილისი  საქართველო  საყურადღებოდ: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი ბანკისთვის:  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  ბანკის ქ. 5, ლონდონი, E14 4BG გაერთიანებული სამეფო საყურადღებოდ: ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტი / საოპერაციო ნომერი 52586 ტელ: +44 20 7338 6000  ელ.ფოსტა: oad@ebrd.com ზემოხსენებულზე თანხმობის დასტურად, შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათის, ერთი – მსესხებელისათვის) თბილისში, საქართველოში, ხელშეკრულების დასაწყისში პირველად მითითებულ დღესა და წელს. საქართველო ხელმომწერი:______________________________ სახელი: ლაშა ხუციშვილი თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელმომწერი:______________________________ სახელი: მარკ ბოუმანი თანამდებობა: ვიცე-პრეზიდენტი განრიგი 1 – პროექტის აღწერა 1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის დახმარებას თბილისში მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესში. 2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე: ნაწილი ა: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები) ა) ტრანში 1. მეტროს სადგურების რეაბილიტაცია (პირველი ნაწილი) მათ შორის ექსკალატორების განახლება. ბ) ტრანში 2. მეტროს სადგურების რეაბილიტაცია (მეორე ნაწილი). ნაწილი ბ: საკონსულტაციო მომსახურება, რაც დაკავშირებულია შემდეგთან: ა) მეტროსადგურების რეაბილიტაციის კონცეპტუალური დიზაინი და შესყიდვების მხარდაჭერა. ბ) პროექტის განხორციელების მხარდაჭერა 1-ლი ტრანშისა და მე-2 ტრანშისათვის. 3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2029 წლის 31 დეკემბერი. განრიგი 2 – კატეგორიები და თანხის ათვისება 1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული გადანაწილება. 2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად: (ა) თანხის ათვისება არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად; და (ბ) თანხის ათვისება არ მოხდება, სანამ პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.02 ნაწილში მოცემული პროექტის ჯგუფი არ განისაზღვრება შესაბამისი რესურსებით და კვალიფიკაციის პერსონალით, და ბანკისთვის მისაღები პირობების შესაბამისად. განრიგი 2-ის დანართი კატეგორია გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული გადანაწილება 1) პროექტის A და B ნაწილისთვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება - ტრანში 1 - ტრანში 2 30,001,950 20,092,050 საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით (2) ადმინისტრირების საკომისიო 100%-მდე - ტრანში 1 303,050 - ტრანში 2 202,950   ჯამი 50,600,000