„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)
მიღების თარიღი 17.01.2023
ძალაში შესვლა 05.07.2023
გამომცემი ორგანო ოპერაცია
No: [3]................
ნომერი №1063
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016745
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2023
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | მეტროსადგურების რეაბილიტაცია – ტრანში 1 |
| 2 | მეტროსადგურების რეაბილიტაცია – ტრანში 2 |
| მიმღების სახელი: [1] ........................ | ოპერაცია No: [3]................ |
| ერთეული No | ერთეულის აღწერა |
| [7] | [8] |
| ხელმოწერა | ჯამი (ვალუტის მიხედვით) |
| [16].............................. | [15]........................ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
(საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016 საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით) „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)
საგრანტო შეთანხმება
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)
შესრულებული ვერსია
საოპერაციო ნომერი 52586
საგრანტო შეთანხმება
(თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)
საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა
და
განვითარების ბანკს შორის
EBRD-GCF-ის სპეციალური ფონდიდან საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით.
დათარიღებული: 17 იანვარი, 2023 წელი
შინაარსი
მუხლი I – განმარტებები; მითითებები და სათაურები
ნაწილი 1.01 განმარტებები
ნაწილი 1.02 ინტერპრეტაცია
მუხლი II – საგრანტო დაფინანსება
ნაწილი 2.01 თანხა, ვალუტა და მიზანი
ნაწილი 2.02 ჩამორიცხვები
ნაწილი 2.03 ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები
ნაწილი 2.04 გაუქმება მიმღების მიერ
ნაწილი 2.05 გადახდები
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია
ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
ნაწილი 3.03 გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა
ნაწილი 3.04 მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები
ნაწილი 3.05 პროექტის ჯგუფი
ნაწილი 3.06 შესყიდვა
ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები
მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები
ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები
ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება
ნაწილი 4.03 გადასახადები
ნაწილი 4.04 საზოგადოების ინფორმირება
ნაწილი 4.05 თაღლითობა და კორუფცია
ნაწილი 4.06 მინიმალური კონტრიბუცია
მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება
ნაწილი 5.01 შეჩერება
ნაწილი 5.02 გაუქმება ბანკის მიერ
ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება
ნაწილი 5.04 მიმღების ვალდებულებები
ნაწილი 5.05 თანხების დაბრუნების შემთხვევები
მუხლი VI – აღსრულება, დავის გადაწყვეტა
ნაწილი 6.01 აღსრულება
ნაწილი 6.02 უფლებების გამოუყენებლობა
ნაწილი 6.03 დავის გადაწყვეტა
მუხლი VII – ძალაში შესვლა; შეწყვეტა
ნაწილი 7.01 ძალაში შესვლის თარიღი
ნაწილი 7.02 ძალაში შესვლის წინაპირობები
ნაწილი 7.03 სამართლებრივი დასკვნები
ნაწილი 7.04 შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
ნაწილი 7.05 შესრულების შეწყვეტა
მუხლი VIII – სხვადასხვა დებულებები
ნაწილი 8.01 შეტყობინებები
ნაწილი 8.02 მოქმედების უფლებამოსილება
ნაწილი 8.03 ცვლილება
ნაწილი 8.04 ინგლისური ენა
ნაწილი 8.05 ზარალის ანაზღაურება
ნაწილი 8.06 გადაცემა.დავალებები
ნაწილი 8.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები
ნაწილი 8.08 ინფორმაციის გამჟღავნება
ნაწილი 8.09 მხარეები
განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები
დანართი 1 – ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა
დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა
საგრანტო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2023 წლის 17 იანვრით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მიმღები“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“ ან „EBRD“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან:
(ა) EBRD საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების“ („ბანკის დაფუძნების ხელშეკრულება“) საფუძველზე შეიქმნა;
ბ) მიმღებმა ითხოვა მხარდაჭერა თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და ესკალატორების განახლების დაფინანსებაში („პროექტი“);
(გ) ბანკი აპირებს გააფორმოს სასესხო შეთანხმება (“სასესხო შეთანხმება“) მიმღებთან, როგორც მსესხებლთან, რომლის მიხედვითაც ბანკი, როგორც სესხის გამცემი გამოყოფს 50,600,000 (ორმოცდაათი მილიონ ექვსასი ათასი) ევროს ოდენობის სესხს პროექტის დასაფინანსებლად (როგორც განსაზღვრულია სასესხო შეთანხმებაში), სესხის შეთანხმებაში განსაზღვრული სტანდარტული ვადების და პირობების საფუძველზე, რომელიც შესაძლოა პერიოდულად შესწორდეს;
დ) პროექტს განახორციელებს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება („საპროექტო ორგანიზაცია“), რომელიც წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის („მუნიციპალიტეტი“) საკუთრებას, მსესხებლისა და მუნიციპალიტეტის დახმარებით, ბანკსა და საპროექტო ორგანიზაციას შორის პროექტის განხორციელების შესახებ აქ მითითებულ თარიღში გაფორმებული შეთანხმების („პროექტის განხორციელების შეთანხმება“) პირობების შესაბამისად,
(ე) ვინაიდან მუნიციპალიტეტი გაუწევს დახმარებას პროექტის შესრულებაში, ბანკსა და მუნიციპალიტეტს შორის დადებული პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების („პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება“) პირობების შესაბამისად, აქ მითითებული თარიღისათვის;
(ვ) მწვანე კლიმატის ფონდი („დონორი“) შეიქმნა, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ფინანსური მექანიზმის მოქმედი სუბიექტი, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ადაპტაციისა და შერბილების პრაქტიკებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად;
(ზ) ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად, ბანკმა დააფუძნა და ადმინისტრირებას უწევს EBRD-GCF სპეციალურ ფონდს (“ფონდი“), რათა ბანკმა მიიღოს და ადმინისტრირება გაუწიოს დონორის სახსრებს;
(თ) დონორმა და ბანკმა გააფორმეს: (i) 2017 წლის 22 აპრილს აკრედიტაციის გენერალური ხელშეკრულება (“აკრედიტაციის ხელშეკრულება“) ბანკის საერთო მართვასთან, დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებასთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებული პირობების დადგენის მიზნით, რომლის თანახმადაც ბანკი მოქმედებს როგორც დონორის აკრედიტებული პირი და (ii) დაფინანსებული საქმიანობის ხელშეკრულება „დაფინანსებული საქმიანობის: FP086: მწვანე ქალაქების მექანიზმი“ 2019 წლის 2 ივლისის (“FAA“) ბანკის მწვანე ქალაქების პროგრამის ფარგლებში („მწვანე ქალაქების პროგრამა“);
(ი) აკრედიტაციის ხელშეკრულებისა და FAA-ს პირობების გარდა, ბანკი დათანხმდა გაეგრძელებინა მიმღებისთვის გრანტი იმ ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 მილიონ ევროს (ხუთი მილიონი ევრო) დონორის რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადების და პირობების შესაბამისად, პროექტის ნაწილ „ა“-თან დაკავშირებით გარკვეული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების დასაფინანსებლად.
ამგვარად, შეთანხმება მოხდა შემდეგზე:
მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია
ნაწილი 1.01 განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის, პრეამბულაში, დანართებსა და განრიგებში) წარმოდგენილ სიტყვებსა და გამონათქვამებს, რომლებიც არ არის განმარტებული, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განმარტებულია სასესხო შეთანხმებაში, საპროექტო შეთანხმებაში, პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებაში, პროექტის განხორციელების შეთანხმებაში ან/და სტანდარტულ ვადებსა და პირობებში (მათ შორის, თუ სტანდარტული პირობებით განსაზღვრული პირობები შეიცვალა სასესხო შეთანხმებაში), როდესაც ისინი გამოყენებულია წინამდებარე შეთანხმებაში.
წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის პრეამბულაში, დანართებსა და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, შემდეგ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
„ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულება“ განიმარტება პრეამბულაში (ა) მითითებული მნიშვნელობით.
„კონტრაქტები“
ნიშნავს კონტრაქტებს, რომელიც გაფორმებულია ან გაფორმდება პროექტის ორგანიზაციას და ნებისმიერ კონტრაქტორს შორის ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მთლიანად ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებით.
„კონტრაქტორები“
ნიშნავს სათანადო სტატუსისა და რეპუტაციის მქონე კონტრაქტორებს, რომლებსაც დაიქირავებს პროექტის კომპანია პროექტისთვის საქონლისა და სამუშაოების, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულების, შესასყიდად, თითოეული ასეთი კონტრაქტორი და კონტრაქტორი უნდა შეირჩეს ნაწილი 3.06-ის შესაბამისად (შესყიდვები).
„ჩამორიცხვა“
ნიშნავს გრანტის დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის გაცემას დროდადრო წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის შესაბამისად.
„დონორი“
განიმარტება პრეამბულაში (ვ) მითითებული მნიშვნელობით.
„EBRD-ის ჩამორიცხვების სახელმძღვანელო“
განიმარტება სტანდარტულ წესებსა და პირობებში მითითებული მნიშვნელობით.
„ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში
შესვლის თარიღს ნაწილი 7.01.-ის (ძალაში შესვლის თარიღი) შესაბამისად.
„ფონდი“
განიმარტება პრეამბულაში (ზ) მითითებული მნიშვნელობით.
„გრანტით დაფინანსებული ერთეულები“
ნიშნავს პროექტისთვის საჭირო საქონელს, სამუშაოებს და მომსახურებებს, რომელიც დაფინანსდება გრანტით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების განრიგ 1-ში (გრანტით დაფინანსებული ერთეულები)
„საგრანტო დაფინანსება“
განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(ა) ნაწილში (თანხა, ვალუტა და მიზანი) მითითებული მნიშვნელობით.
„საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი“
ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.02.(ა) (საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი) ნაწილში განსაზღვრულ თარიღს.
„სასესხო შეთანხმება“
განიმარტება პრეამბულაში (გ) მითითებული მნიშვნელობით.
„სასესხო დაფინანსება“
ნიშნავს ბანკის მიერ მიმღებისათვის, როგორც მსესხებლისათვის გამოყოფილ ან გამოსაყოფ დაფინანსებას სასესხო შეთანხმების თანახმად.
„ადგილობრივი კონტრიბუცია“
გულისხმობს კონტრიბუციას უზრუნველყოფილს მიმღების მიერ პროექტის ჯამურ ღირებულებასთან მიმართებით ნაღდი ფულით ან საქონლით, მათ შორის მიმღების მიერ იმ გადასახადების გადახდის გზით, რომელიც უნდა გაწიოს პროექტის ორგანიზაციამ ან მიწის უზრუნველყოფის ან სხვა აქტივების უზრუნველყოფის გზით.
„შესყიდვების გეგმა“
ნიშნავს პროექტისთვის შესყიდვების გეგმას, მათ შორის საგრანტო დაფინანსებული ერთეულებისთვის, როგორც ეს მოცემულია საპროექტო ხელშეკრულების განრიგ 2-ში, სადაც დროდადრო შევა ცვლილებები ბანკთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
„პროექტი“
განიმარტება პრეამბულაში (ბ) მითითებული მნიშვნელობით.
პროექტის დასრულების
„თარიღი“
ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
(ა) პროექტის ორგანიზაცია გაუგზავნის ბანკს შეტყობინებას ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რაც დაადასტურებს, რომ პროექტი დასრულებულია;
(ბ) ბანკი მიიღებს დასტურს პროექტის განხორციელების მხარდაჭერის კონსულტანტისგან, რაც განსაზღვრულია როგორც პროექტის ნაწილი B(b), ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომელიც დაადასტურებს ყოველგვარი არსებითი დათქმების გარეშე, რომ პროექტი დასრულებულია; და
(გ) ბანკი გაუგზავნის პროექტის ორგანიზაციას შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ბანკისთვის მისაღებია და დამაკმაყოფილებელია პროექტის დასრულება.
„ანაზღაურების „ვალდებულება“
ნიშნავს ვალდებულებას, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების [2.03] ნაწილში (ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები) და შესაძლოა იყოს „ანაზღაურების პირობითი ვალდებულება“ ან „ანაზღაურების უპირობო ვალდებულება“, როგორც აღნიშნული ტერმინები გამოიყენება ამ ნაწილში.
„მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი“
იგულისხმება მიმღების ფინანსთა სამინისტრო ან ნებისმიერი პირი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წერილობით განსაზღვრავს დროდადრო.
„სტანდარტული ვადები და პირობები“
ნიშნავს ბანკის 2021 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ სტანდარტულ ვადებსა და პირობებს.
„პროექტის ჯამური ღირებულება“ მოიაზრება პროექტის ღირებულების აგრეგირებული თანხა, რაც წარმოიშვება პროექტის მიმდინარეობისას და ამ შეთანხმების ხელ მოწერის თარიღისთვის შეადგენს 55,600,000 ევროს.
ნაწილი 1.02 ინტერპრეტაცია
წინამდებარე შეთანხმებაში:
(ა) მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები ასევე გულისხმობს მრავლობით რიცხვს და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს;
(ბ) სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე;
(გ) პირების აღმნიშვნელი სიტყვები გულისხმობს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს და მითითებები პირზე გულისხმობს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და
(დ) მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე, თუ სხვაგვარად არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად წინამდებარე შეთანხმების ამ კონკრეტულ ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე.
მუხლი II
– საგრანტო დაფინანსება
ნაწილი 2.01 თანხა, ვალუტა და მიზანი
(ა) წინამდებარე შეთანხმების პირობებით და შესაბამისად, ბანკი თანახმაა მიმღებს დონორისგან გამოუყოს გრანტი 5,000,000 (ხუთი მილიონი) ევროს ოდენობით („საგრანტო დაფინანსება“).
(ბ) საგრანტო დაფინანსება გამოიყენება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულების დასაფინანსებლად, რომელთა შესყიდვაც განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 3.06 ნაწილის (
შესყიდვები) შესაბამისად.
(გ) წინამდებარე შეთანხმების 5.05 ნაწილის (
თანხის დაბრუნების
შემთხვევები) თანახმად, გრანტის დაფინანსება არ ექვემდებარება დაბრუნებას.
(დ) ცალსახად დადასტურებული და შეთანხმებულია, რომ ბანკი არ იქნება ვალდებული განახორციელოს თანხის ჩამორიცხვა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი თანხის რაოდენობა უტოლდება ჩამორიცხვის თანხას ან ამგვარი გადახდა ხელმისაწვდომია ფონდში ამ მიზნებისათვის.
(ე) თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, საგრანტო გრანტით დაფინანსებული ერთეულები თანადაფინანსებული უნდა იყოს საგრანტო დაფინანსებითა და სასესხო დაფინანსებით იმ პროპორციით და ოდენობით, რომელიც განისაზღვრება შესყიდვის გეგმაში.
ნაწილი 2.02. ჩამორიცხვა
წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება), 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) და 7.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება ბანკმა უნდა გამოყოს პერიოდულად, ერთ ან მეტ ჩამორიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე:
(ა) საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი
მიმღების უფლება, მოითხოვოს თანხის გამოყოფა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ძალაში შევა ძალაში შესვლის დღიდან და შეწყდება (i) ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღზე ადრე ტრანში 1 სესხისთვის და ტრანში 2 სესხისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში და (ii) 2034 წლის 18 სექტემბერს („ბოლო ხელმისაწვდომობის თარიღი საგრანტო დაფინანსებისთვის“), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი გადაწყვეტს ამ თარიღის გადავადებას და წერილობით შეატყობინებს ამის შესახებ მიმღებს.
(ბ) ნებადართული დანახარჯები
თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, თანხის გამოყოფა განხორციელდება მხოლოდ შემდეგის დასაფინანსებლად:
1. გაწეული ხარჯები (ან, თუ ბანკი თანახმაა, გასაწევი ხარჯები) საგრანტო რესურსით დაფინანსებული ერთეულების გონივრული ფასის გადასახდელად; და
2. ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღის შემდეგ გაწეული ხარჯები, მაგრამ არაუგვიანეს 2034 წლის 18 სექტემბერი.
(გ) თანხის ჩამორიცხვის პირობები
2.02. ნაწილის ზოგადი პრინციპის დარღვევის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ჩამორიცხვა გრანტით დაფინანსებულ ერთ ან მეტ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით – უარს, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობებით ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს:
(1) ბანკმა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო თანმხლები დამაკმაყოფილებელი განაცხადი სესხისა და გრანტის გაცემის შესახებ, განხორციელდეს პროპორციულად, სესხის დაფინანსებისა და საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობასთან შედარებით.
(2) ბანკმა მიიღო დადასტურება, რომ მიმღებმა გაწია ადგილობრივი კონტრიბუცია მთლიანი პროექტის ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტისა, რაც წარმოიშვა საგრანტო და სასესხო დაფინანსების ჩამორიცხვის მოთხოვნის საფუძველზე.
(დ) თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნა
(1) მიმღებს შეუძლია, მოითხოვოს თანხის გამოყოფა ბანკისთვის ჩამორიცხვის შესახებ თავდაპირველი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული პირის მიერ. ჩამორიცხვის შესახებ თითოეული მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს 1 დანართის ფორმით (თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა) და უნდა მიეწოდოს ბანკს თანხის შეთავაზებულ ჩარიცხვამდე მინიმუმ თხუთმეტი (15) დღით ადრე. ასეთი მოთხოვნა, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, უნდა იყოს შეუქცევადი (საბოლოო) და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.
(2) გადმორიცხვის თითოეულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმის და შინაარსის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომ მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი თანხის ჩარიცხვა და რომ ჩარიცხული თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის. ასეთი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ, კონტრაქტორის ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ას, რომელიც დამოწმებულია (თუ ეს საჭირო გახდა შესაბამისი კონტრაქტით) მიმღების მიერ ან მიმღების სახელით, ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურის ან ცალკე სერტიფიკატის ფორმით, რომელშიც მითითებულია მიმღების დასტური, რომ საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები დამაკმაყოფილებლად იქნა მიწოდებული და განხორციელებული წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი კონტრაქტის მოთხოვნების თანახმად.
(ე) ჩამორიცხვების ვალუტა
თანხების ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს ევროში, საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების ეკვივალენტი ოდენობით. ევროს გარდა სხვა ვალუტაში გაწეული ხარჯების შემთხვევაში, ეკვივალენტური გადმოსარიცხი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ევროში, ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლის ხარჯის საფუძველზე, რომელსაც გაწევდა ბანკი იმ შემთხვევაში, თუ შეისყიდდა აღნიშნულ ვალუტას ან ვალუტებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ხარჯების ვალუტაში ან ვალუტებში, ბანკი, იმ პირობით, რომ ასეთი ხარჯები წარმოდგენილია ადვილად ხელმისაწვდომ ვალუტაში ან ვალუტებში, შეისყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, როგორც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ეკვივალენტური ჩამორიცხვის თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
(ვ) გადახდები სხვა ვალუტაში
გამონაკლის შემთხვევებში, ბანკს შეუძლია დააკმაყოფილოს მიმღების მოთხოვნა, რომ გადახდა განხორციელდეს ევროს გარდა სხვა ვალუტაში ან ვალუტებში ან ხარჯების ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში, ბანკი იყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ეკვივალენტური ჩამორიცხვის თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
(ზ) მინიმალური ჩამოსარიცხი თანხა
ბოლო ჩამორიცხვის გარდა, ან თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, თანხების ჩამორიცხვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 20,000 ევროს (ოცი ათასი ევრო) ოდენობით.
(თ) თანხის დაბრუნების მოვლენების არარსებობა
თანხის დაბრუნების არცერთი მოვლენა არ უნდა მოხდეს და გაგრძელდეს.
ნაწილი 2.03 ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები
(ა) მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ბანკს შეუძლია, EBRD-ის თანხების ჩამორიცხვის შესახებ სახელმძღვანელოს მოქმედი დებულებების (საჭირო ცვლილებებით) შესაბამისად, გამოუშვას ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები ბანკების მიერ განხორციელებული გადახდების ასანაზღაურებლად აკრედიტივის საფუძველზე, საგრანტო დაფინანსებით დასაფინანსებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურება წარმოადგენს ჩამორიცხვას.
(ბ) ანაზღაურების პირობითი ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულება ბანკის მიერ საგრანტო დაფინანსების შეჩერების ან გაუქმებისთანავე უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს, წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) ან 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად.
(გ) ანაზღაურების უპირობო ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერმა შემდგომმა შეჩერებამ ან გაუქმებამ.
(დ) წინამდებარე შეთანხმებაში რაიმეს საწინააღმდეგოს მიუხედავად, ბანკი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვალდებული განახორციელოს გრანტის დაფინანსება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგრანტო დაფინანსების ასეთი ჩამორიცხვის ეკვივალენტური თანხები ბანკისთვის გამოყოფილია დონორის მიერ.
ნაწილი 2.04. გაუქმება მიმღების მიერ
მიმღებს შეუძლია ნებისმიერ დროს, ბანკისთვის მინიმუმ ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსების გადაუხდელი ნაწილი. მიმღების მიერ გაუქმების შესახებ ნებისმიერი ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გამოუხმობი და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.
ნაწილი 2.05. გადახდები
(ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ჩამოსარიცხი თანხები პირდაპირ უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, როგორც მიმღები განსაზღვრავს თანხის ჩამორიცხვის შესახებ თავის მოთხოვნაში. ბანკი გადახდას განახორციელებს მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებით კონტრაქტორის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მდებარეობს ან კონტრაქტორის რეგისტრაციის ან მუდმივი საცხოვრებლისარსებობის შემთხვევაში, ან (ბანკის წინასწარი თანხმობით) იმ ქვეყანაში, სადაც კონტრაქტორი უზრუნველყოფს საქონელს ან სამუშაოებს, ან ახორციელებს მომსახურებას.
(ბ) თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის ვადა დაემთხვევა დღეს, რომელიც არ არის სამუშაო დღე, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
(გ) ნებისმიერი თანხა, რომელიც შესაძლოა, გადასახდელი გახდეს ბანკისთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნეს გადახდილი ჩათვლის ან შემხვედრი მოთხოვნის გარეშე ევროში, ვალუტირებით გადახდის დღეს, ლონდონის (ინგლისი) ან სხვა ისეთი ქვეყნის ანგარიშზე, რომელსაც ბანკი პერიოდულად განსაზღვრავს მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. თანამშრომლობა და ინფორმაცია
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების 4.01 ნაწილის (თანამშრომლობა და ინფორმაცია) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი წინამდებარე დოკუმენტში მითითებულია სრულად (საჭირო ცვლილებებით), მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:
„მსესხებელი“ ან „გარანტორი“ გულისხმობს „მიმღებს“;
სესხი“ გულისხმობს „საგრანტო დაფინანსებას“ და
მითითება „სასესხო შეთანხმებაზე“ და „საპროექტო ხელშეკრულებაზე“ გულისხმობს მითითებას „წინამდებარე შეთანხმებაზე“
(ბ) სასესხო შეთანხმებისა და საპროექტო ხელშეკრულების შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისას ბანკს შეუძლია გამოიყენოს და დაეყრდნოს ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მომწოდებელი.
(გ) მიმღები წარუდგენს ბანკს ან დონორს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ისინი საფუძვლიანად მოითხოვენ და ასევე, მისცემენ წვდომას ბანკსა და დონორს პროექტზე და მიმღების ნაგებობებზე, ანგარიშებსა და ჩანაწერებზე.
ნაწილი 3.02. პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
(ა) მიმღები ვალდებულია, და ყველა აუცილებელ ზომებს მიიღებს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, თუ ბანკთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული:
განახორციელოს პროექტი სათანადო გულმოდგინებით და ეფექტურობით და საპროექტო ხელშეკრულების და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;
განახორციელოს პროექტი EBRD-ის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად, 2022;
განახორციელოს პროექტი გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმისა და შესრულების განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
უზრუნველყოს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს 2029 წლის 31 დეკემბრისა; და
მიიღოს პროექტის წარმატებით დასრულებისათვის საჭირო ყველა ზომა.
(ბ) ვადების და პირობების 4.02 ნაწილის (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, შესაბამისი ცვლილებებით, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:
მითითებები „მსესხებელზე“ განიმარტება მითითებებად „მიმღებზე“; და
მითითებები „სესხის შემოსავლებზე“ განიმარტება მითითებებად „საგრანტო დაფინანსების რესურსებზე“.
ნაწილი 3.03. გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა
თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ საგრანტო რესურსით დაფინანსებული პროექტის ნაწილი განახორციელოს საპროექტო ხელშეკრულების 2.04 ნაწილის (გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები) მიხედვით.
ნაწილი 3.04. მიმღების ვალდებულებები მხარდაჭერის შესახებ
(ა) მიმღებმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება და არ უნდა დაუშვას, რომ მისმა სააგენტოებმა ან შვილობილმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან დააბრკოლებს პროექტის განხორციელებას ან საპროექტო ობიექტების ეფექტურ ფუნქციონირებას ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ქმედებები არ განხორციელდეს (ან არ იყოს დაშვებული) მისი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ქვედანაყოფებების ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, ან რომელიც მოქმედებს მიმღების ან აღნიშნული ქვედანაყოფებების სასარგებლოდ.
(ბ) მიმღები ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა:
ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება;
მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის მიიღოს ყველა საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა ზომა, რომელიც საჭირო ან სასურველია და გაანაწილოს და დაამტკიცოს (ან უზრუნველყოს) ფულადი სახსრები და მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას, როგორც და როდესაც დასჭირდება პროექტის ორგანიზაციას პროექტის დასრულებისთვის; და[1]
გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
ნაწილი 3.05. პროექტის განმახორციელებელი გუნდი
მიმღები ვალდებულია საპროექტო ორგანიზაციამ უზრუნველყოს, რომ პროექტის განხორციელების გუნდის საქმიანობა და პასუხისმგებლობა, რომელიც განსაზღვრულია პროექტის განხორციელების შეთანხმების (პროექტის განხორციელების შეთანხმება) ნაწილი 2.02 მოიცავს გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვას და საგრანტო დაფინანსების განხორციელებას.
ნაწილი 3.06. შესყიდვა
(ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, გრანტით დაფინანსებული ყველა ერთეულის შესყიდვა იმართება EBRD-ს შესყიდვის წესების მიხედვით. გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა მოხდება ღია ან/და გამარტივებული ღია ტენდერის მეშვეობით როგორც ეს განსაზღვრულია EBRD-ს შესყიდვების წესების მუხლი III-ის, ნაწილი 3-ში.
(ბ) ნებისმიერი კონტრაქტი უნდა დაექვემდებაროს EBRD–ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესებში მითითებული წინასწარი განხილვის პროცედურებს, 2022
ნაწილი 3.07. ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები
(ა) მიმღები იზრუნებს, რომ საპროექტო ორგანიზაციამ უზრუნველყოს ბანკისთვის ინფორმაციის და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერების მიწოდება, პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების საპროექტო შეთანხმების 2.06 ნაწილის (ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები) შესაბამისად, ასევე სტანდარტული ვადებისა და პირობებისა 4.04 ნაწილის (ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ) და 5.02 ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:
მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, თანხების ჩამორიცხვის, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული თითოეული დათქმის თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შემადგენლობით;
მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და
მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას, მათ შორის ინტერ ალია, პროექტის ორგანიზაციასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.
(ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო შეთანხმების დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, პროექტის ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიაწოდოს ბანკს (თუ ბანკი მოითხოვს, მიმღების უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დამოწმებული) საბოლოო ანგარიში საგრანტო დაფინანსების შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება ყველა კონტრაქტი, ყველა კონტრაქტორი, გრანტით დაფინანსებული ერთეულები და განრიგების შედგენა და გაფორმება და თავდაპირველ პროგნოზებთან შედარება.
(გ) ხელმისაწვდომობისას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, პროექტის ორგანიზაცია ბანკს მიაწვდის (თუ ბანკი მოითხოვს, პროექტის მიერ სერტიფიცირებული უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დამოწმებულ) საბოლოო ანგარიშს პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია საგრანტო დაფინანსების გამოყენება.
(დ) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ, ბანკის მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს: ბანკის, დონორის და მათი წარმომადგენლების:
პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობებსა და სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტის შესაძლებლობა;
საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი საწარმოს, დამონტაჟებული მოწყობილობის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, დანადგარის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; და
აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტის ორგანიზაციის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის.
(ე) ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს მისი აღწერილობა, კონტრაქტორის სახელი და მოქალაქეობა და საკონტრაქტო ფასი.
(ვ) მიმღები იზრუნებს, რომ ბანკს, დონორებს და მათ წარმომადგენლებს ჰქონდეთ პროექტთან და საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით პროექტის ორგანიზაციის ბუღალტრულ წიგნებზე და ჩანაწერებზე წვდომა.
მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები
ნაწილი 4.01. ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები
(ა) მიმღები ვალდებულია, და უნდა უზრუნველყოს პროექტის ორგანიზაციამ აწარმოოს ცალკე ჩანაწერები და ანგარიშები საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისთვის მისაღები ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისი და თანმიმდევრული გამოყენებით.
(ბ) მიმღები უზრუნველყოფს პროექტის ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები იყოს პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებებთან შესაბამისობაში, თანახმად პროექტის შეთანხმების 3.01 ნაწილისა (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები), ასევე სტანდარტული ვადების და პირობების 5.02 (გ)(ი) ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:
მოიცავდეს საგრანტო დაფინანსებისა და მისი გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;
მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და
მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.
(გ) [მიმღებმა] უნდა უზრუნველყოს პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტის დასრულების თარიღიდან მინიმუმ ხუთი (5) წლის განმავლობაში:
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებსა და გრანტით დაფინანსებული აქტივობებთან დაკავშირებული სხვა ჩანაწერების შენახვა, და
ბანკისთვის ან/და დონორისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ანგარიშებიდან ამონაწერი.]
ნაწილი 4.02. საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება
მიმღები ვალდებულია, და ყველა აუცილებელ ზომებს მიიღებს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:
(ა) სათანადოდ შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და პროექტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება;
(ბ) არ გაყიდოს, იჯარით არ გასცეს ან სხვაგვარად არ გაასხვისოს თავისი ძირითადი აქტივები, რომელიც საჭიროა საქმიანობის ეფექტური განხორციელებისთვის ან რომლის გასხვისებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მის უნარს დამაკმაყოფილებლად შეასრულოს თავისი წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
(გ) არ განახორციელოს ცვლილებები ან არ მისცეს სანებართვო ცვლილებები მის წესდებაში, თუ ასეთი ცვლილებები არ შეესაბამება ამ შეთანხმების რომელიმე დებულებას ან შეიძლება შეაფერხოს პროექტის ორგანიზაციის შესაძლებლობა შეასრულოს წინამდებარე შეთანხმების პირობები; და
(დ) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
ნაწილი 4.03. გადასახადები
(ა) მიმღები იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს ვადის დადგომისას გადაიხადოს ყველა დაკისირებული გადასახადი, რომელიც წარმოიქმნა და გადასახდელია წინამდებარე შეთანხმების, (აგრეთვე საგრანტო დაფინანსების უზრუნველყოფის), ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტის აღსრულებასთან, გამოშვებასთან, გაფორმებასთან, რეგისტრაციასთან ან ნოტარიულად დამოწმებასთან დაკავშირებით.
(ბ) საგრანტო დაფინანსების თანხების არცერთი ნაწილი არ უნდა იქნეს გამოყენებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადის გადახდისთვის, მიმღების ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას.
ნაწილი 4.04. საზოგადოების ინფორმირება
მიმღები ვალდებულია და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები პუბლიკაციებში, კომუნიკაციებში, ასევე მედიაში იმ ფაქტის გასაჯაროებისთვის, რომ პროექტმა მიიღო დაფინანსება დონორისგან.
ნაწილი 4.05. თაღლითობა და კორუფცია
მიმღები ვალდებულია და არ უნდა მიანიჭოს უფლებამოსილება მის რომელიმე მოხელეს, დირექტორს, უფლებამოსილ წარმომადგენელს, აგენტს ან წარმომადგენელს, და უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაცია არ ჩაერთვება პროექტის, საგრანტო დაფინანსებას ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ ტრანზაქციაში, აკრძალული პრაქტიკით.
ნაწილი 4.06 მინიმალური კონტრიბუცია
მიმღები გაწევს ადგილობრივ კონტრიბუციას პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტის ეკვივალენტისა.
მუხლი V – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება
ნაწილი 5.01. შეჩერება
(ა) ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნებისმიერ შემდგომ ჩარიცხვაზე, თუ მოხდება და გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა:
ნებისმიერი სასესხო შეთანხმებას ან საპროექტო ხელშეკრულებას ან პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებას დაეკარგება სრული იურიდიული ძალა ან შეწყდება;
მიმღებმა ან პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით, სასესხო შეთანხმებით, საპროექტო ხელშეკრულებით, გათვალისწინებული ვალდებულებები;
მოპოვებულია ალტერნატიული დაფინანსების შესახებ მტკიცებულებები, რაც გამოიწვევს ორმაგ დაფინანსებას (მთლიანად ან ნაწილობრივ);
(4) ბანკმა შეაჩერა ან მოხდა შემთხვევა, რომლის მიხედვით ბანკს უფლებას ენიჭება მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება ჰქონდეს მისი, როგორც მსესხებელს, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული, ჩამორიცხვების მოთხოვნის უფლებამოსილება, სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.01 ნაწილის (ბანკის მიერ შეჩერება) ან სასესხო შეთანხმების 4.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად;
5) ბანკმა გააუქმა, ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა
უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად;
(6) სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.06 ნაწილში (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) ან სასესხო შეთანხმების 4.02 ნაწილში (გადახდის ვადის დაჩქარება) მითითებული ნებისმიერი შემთხვევა მოხდა ან გრძელდება და ბანკმა სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილი გამოაცხადა გადასახდელად სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად;
(7) მომხდარი შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას ან რომლის დროსაც პროექტის ორგანიზაცია და მიმღები ვერ შეძლებენ მათი ვალდებულებებს შესრულებას ამ შეთანხმების მიხედვით;
მიმღების მიერ სასესხო შეთანხმებასთან ან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული გამოხატულება არასწორი იყო ან შეცდომაში შემყვანი ყველანაირი მატერიალური თვალსაზრისით;
პროექტის ორგანიზაციის წესდებები შესწორდება, შეჩერდება, გაუქმდება, ან უარყოფილ იქნება იმგვარად, რომ არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტის ორგანიზაციის საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან კომპანიის უნარზე განახორციელოს პროექტი ან შეასრულოს პროექტის განხორციელების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები,
(10) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სასესხო დაფინანსების გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად;
აკრედიტაციის შეთანხმებამ ან FAA-მ შეწყვიტა ფუნქციონირება ან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაიცა აკრედიტაციის შეთანხმების ან FAA-ს ფარგლებში ან დონორმა ითხოვა ასეთი შეჩერება ან გაუქმება;
სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად ბანკმა დაადგინა, რომ მიმღები, პროექტის ორგანიზაცია, კონტრაქტორი, ასეთი საწარმოების შვილობილი, ან მათი რომელიმე ხელმძღვანელი პირი, თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი შეყვანილია ბანკის მიერ დაფინანსებული კონტრაქტის ან ბანკის დაფინანსების მისაღებად დაუშვებელი პირების სიაში, რადგან ასეთი სია შეიძლება მოიძებნოს ბანკის ვებგვერდზე; ან
საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა, რომელიც გამოიყენება სოციალური ხელმისაწვდომი საბინაო სექტორისთვის მიმღების ტერიტორიაზე უნდა შეიცვალოს, შეჩერდეს, შეწყდეს, ან გაუქმდეს იმგვარად, რომ გავლენა მოახდინოს არსებითად და უარყოფითად პროექტის ორგანიზაციის ოპერაციებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე, შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულება.
(ბ) მიმღების უფლება ნებისმიერ შემდგომ ჩამორიცხვაზე უნდა შეჩერდეს სრულად ან ნაწილობრივ, სიტუაციიდან გამომდინარე მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს ისეთი მოვლენა ან მოვლენები, რომელიც იწვევს შეჩერებას, და სანამ ბანკი არ შეატყობინებს მიმღებს, რომ აღდგენილია შემდგომი ჩამორიცხვის უფლება; თუმცა იმ პირობით, რომ შემდგომი უფლება აღდგება მხოლოდ ამგვარ შეტყობინებაში მითითებული პირობების და ფარგლების შესაბამისად, და ასეთი შეტყობინება გავლენას არ მოახდენს ან არ შელახავს ბანკის რაიმე უფლებას ან მისი სამართლებრივი დაცვის უფლებას, ამ ნაწილში აღწერილ ნებისმიერ სხვა შემდგომ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ნაწილი 5.02 გაუქმება ბანკის მიერ
(ა) თუ ნებისმიერ დროს ბანკი, მიმღებთან კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს, რომ საგრანტო დაფინანსების თანხა არ იქნება საჭირო პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც უნდა დაფარულიყო გრანტის თანხიდან, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსების ამგვარი თანხა საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო დღეს, საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება.
(ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმღების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩარიცხვის მოთხოვნა შეჩერდება წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად ოცდაათი (30) უწყვეტი დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.
(გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გააუქმებს, ან მოხდება ისეთი შემთხვევა, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადებისა და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.
(დ) თუ ნებისმიერ დროს, ბანკი განსაზღვრავს, რომ:
ნებისმიერი გრანტით დაფინანსებული ერთეულის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას;
წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი ფულადი სახსრები გამოყენებულ იქნა არა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისთვის; ან
ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიმღების და პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში ამგვარი კონტრაქტის გაფორმების ან უზრუნველყოფის დროს, და მიმღებმა და/ან პროექტის ორგანიზაციამ არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დროული და სათანადო ზომა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად;
ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
(ე) თუ ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, პროექტის ორგანიზაცია ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
ნაწილი 5.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება
გაუქმება ან შეჩერება არ ვრცელდება თანხებზე, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილის (ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები) შესაბამისად ბანკის მიერ აღებულ ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ასეთ ვალდებულებაში.
ნაწილი 5.04. მიმღების ვალდებულებები
ნებისმიერი შეჩერების ან გაუქმების მიუხედავად, ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ამ დოკუმენტში.
ნაწილი 5.05 თანხების დაბრუნების შემთხვევები
თუ მოხდება ან ქვემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ დროს ასეთი შემთხვევის მიმდინარეობის პერიოდში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მოთხოვოს მიმღებს, საგრანტო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილის დაბრუნება (და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა) და აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ (წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად) უნდა იქნეს გადახდილი,
(ა) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(1) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას;
(ბ) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 5.01(ა)(2) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას და, გამოსწორებადობის შემთხვევაში, გაგრძელდა ბანკის მიერ აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში;
(გ) ადგილი აქვს და გრძელდება სტანდარტულ პირობებსა და დებულებებში ან სასესხო შეთანხმებაში მითითებულ ვადამდე დაფარვის ნებისმიერ შემთხვევას და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს აცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობებისა და დებულებების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად;
(დ) ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, მიმღები, პროექტის ორგანიზაცია, კონტრაქტორი, ასეთი საწარმოების შვილობილი, ან მათი რომელიმე ხელმძღვანელი პირი, თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი შეყვანილია ბანკის მიერ დაფინანსებული კონტრაქტის ან ბანკის დაფინანსების მისაღებად დაუშვებელი პირების სიაში, რადგან ასეთი სია შეიძლება მოიძებნოს ბანკის ვებსაიტზე; ან
(ე) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სესხის გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად.
მუხლი VI – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა
ნაწილი 6.01. განხორციელებადობა
მიმღების უფლებები და მოვალეობები ძალაშია მათი შესრულების პირობების შესაბამისად, ადგილობრივი კანონმდებლობის შეწინააღმდეგების გარეშე. მიმღები არ არის უფლებამოსილი ნებისმიერ გარემოებაში ამტკიცოს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება არის ბათილი ან შეუსრულებელი ნებისმიერი მიზეზით.
ნაწილი 6.02. უფლებების გამოუყენებლობა
ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნებისმიერი მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად; ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება, ან თანხმობა, გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
ნაწილი 6.03. დავის გადაწყვეტა
სტანდარტული ვადების და პირობების 8.04 ნაწილის დებულებები გამოიყენება, როგორც გამოყენებული იქნებოდა წინამდებარე დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებით, გარდა შემდეგისა:
მითითებები „სასესხო შეთანხმებაზე“ ან „საპროექტო ხელშეკრულებაზე“ განიმარტება მითითებად „ამ შეთანხმებაზე“
მითითებები „მსესხებელზე“ განიმარტება მითითებებად „მიმღებზე“.
მუხლი VII – ძალაში შესვლის შეწყვეტა
ნაწილი 7.01. ძალაში შესვლის თარიღი
თუ ბანკი და მიმღები და სხვაგვარად არ გადაწყვეტს, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა (ეფექტური გახდება) იმ დღეს, როდესაც ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილით (ძალაში შესვლის (ეფექტურობის) წინაპირობები) და 7.03 ნაწილით (იურიდიული დასკვნები).
ნაწილი 7.02. ძალაში შესვლის წინაპირობა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა, სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ არ ხდება და არ გრძელდება წინამდებარე შეთანხმების ნაწილში 5.01(ა) (შეჩერება) ან ნაწილში 5.05 (თანხების დაბრუნების შემთხვევები) მითითებული შემთხვევები; და სანამ არ შესრულდება ქვემოთ მითითებული წინაპირობები ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ან უარყოფილი იქნება ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების საფუძველზე ან უპირობოდ:
(ა) ბანკმა უნდა მიიღოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გაფორმებული ორი ეგზემპლარი.
(ბ) სასეხო შეთანხმების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა, სტანდარტული ვადების და პირობების 9.02, ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) და სასესხო შეთანხმების 5.01 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა, შესრულდა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით;
(გ) ბანკმა უნდა მიიღოს მტკიცებულება, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და ადმინისტრაციული ქმედებით და ეს შეთანხმება წარმოადგენს მიმღების მართებულ და სამართლებრივად ვალდებულებებს, რომლებიც აღსრულებადია მათი პირობების შესაბამისად; და
(დ) ბანკს წარედგინა ასეთი სხვა დოკუმენტები, რომელიც მან დასაბუთებულად მოითხოვა.
ნაწილი 7.03. სამართლებრივი დასკვნები
წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად მისაწოდებელი მტკიცებულების ფარგლებში, მიმღები მიაწვდის ბანკს იურიდიული დასკვნას ან უზრუნველყოფს მის მიწოდებას, მიმღების სახელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ამ ხელშეკრულების გათვალისწინებით, და იმის წარმოჩენით რომ ეს ხელშეკრულება სათანადოდ არის დამოწმებული და რატიფიცირებული, გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების მიერ, და წარმოადგენს სამართლებრივად მოქმედ ვალდებულებას მიმღებისთვის, რაც შესრულებადია მისივე პირობების მიხედვით.
ნაწილი 7.04. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
იმ შემთხვევაში, თუ:
(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა შეთანხმების გაფორმების თარიღიდან ას ოთხმოცი (180) კალენდარული დღის განმავლობაში; ან
(ბ) სასესხო შეთანხმება ძალაში არ შევა სასესხო შეთანხმების 5.03 ნაწილში (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) მითითებულ დღეს ან ბანკის მიერ მიმღებისთვის, როგორც მსესხებლისთვის, სტანდარტული ვადების და პირობების 9.04 ნაწილის (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) შესაბამისად, შეტყობინებულ ნებისმიერ მომდევნო თარიღზე;
ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეწყდება, თუ ბანკი, დაგვიანების მიზეზების გათვალისწინების შემდეგ, არ განსაზღვრავს მოგვიანებით თარიღს ამ ნაწილის მიზნებისთვის. ბანკი დაუყოვნებლივ შეატყობინებს მიმღებს ასეთი თარიღის შესახებ.
ნაწილი 7.05. შესრულების შეწყვეტა
(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მიმღები არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გარდა ვადამდე შეწყვეტისა შეთანხმების პირობების შესაბამისად და სანამ მუნიციპალიტეტი არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების დებულებების შესაბამისად, იმ პირობით, რომ წინამდებარე შეთანხმების 6.03 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ;
(ბ) წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების 5.05 (დ) ნაწილის (თანხის დაბრუნების შემთხვევები) დებულებები ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, პროექტის დასრულების თარიღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში.
მუხლი VIII – სხვადასხვა
ნაწილი 8.01. შეტყობინებები
(ა) ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომლის გაგზავნა ან გაკეთება მოითხოვება ან დაშვებულია წინამდებარე შეთანხმებით, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. თუ სხვაგვარად არ არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების 7.01 ნაწილში (ძალაში შესვლის თარიღი), ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება, როდესაც შეტყობინება ან მოთხოვნა მიეწოდება მხარეს, რომელსაც უნდა გაეგზავნოს, ასეთი მხარის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სხვა ისეთ მისამართზე, რომელსაც აღნიშნული მხარე წერილობით მიუთითებს მეორე მხარეს (რომელიც აგზავნის შეტყობინებას ან მოთხოვნას). სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში ან EBRD-ის თანხების ჩამორიცხვის შესახებ სახელმძღვანელოში, შეტყობინების ან მოთხოვნის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პირადად, ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით მიწოდებული შეტყობინებები ასევე უნდა დადასტურდეს ფოსტით.
მიმღებისთვის:
საქართველო,
ქ. თბილისი 0114,
გორგასალის ქუჩა №16.
ადრესატი: სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ბანკის ქუჩა №5
ლონდონი E14 4BG
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი: ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტი/საოპერაციო ნომერი 52586
ტელეფონი: +44 20 7338 6000
ელფოსტა: oad@ebrd.com
ნაწილი 8.02. მოქმედების უფლებამოსილება
ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის გაფორმება მოთხოვნილია ან ნებადართულია, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმღების მიერ უნდა განხორციელდეს ან გაფორმდეს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ან სხვა ისეთი თანამდებობის პირების მიერ, რომელთაც წერილობითი ფორმით დანიშნავს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს მტკიცებულება ასეთი უფლებამოსილებისა და აღნიშნული თანამდებობის პირის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, არსებითად დანართი 2-ის ფორმით (უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა).
ნაწილი 8.03 ცვლილება
წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელის და ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
ნაწილი 8.04. ინგლისური ენა
წინამდებარე შეთანხმება მომზადდა და გაფორმდა ინგლისურ ენაზე. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტი ასევე შედგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებულია, როგორც დამტკიცებული თარგმანი და ასეთი თარგმანი უნდა იყოს საბოლოო.
ნაწილი 8.05. ზარალის ანაზღაურება
ა) მიმღები სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თანახმაა, აუნაზღაუროს (და დაიცვას) ბანკს და მის თანამდებობის პირებს, დირექტორებს, აგენტებს და თანამშრომლებს ნებისმიერი და ყველა ვალდებულება, ზარალი, ზიანი (კომპენსირებადი, საჯარიმო თუ სხვა), ჯარიმა, მოთხოვნა, გადასახადი, სარჩელი, ხარჯი და დანახარჯი (მათ შორის ადვოკატის მომსახურების გონივრული საფასური და ხარჯი და გამოძიების ხარჯები), მათ შორის ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, რომელიც წარმოიქმნა შეთანხმების ფარგლებში ან სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის დაუდევრობის) ან მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ან სხვა შემთხვევებში, რომელიც ეკისრება ბანკს, გაცხადებულია ბანკთან მიმართებაში ან გაწია ბანკმა (მიუხედავად იმისა უკვე აანაზღაურა თუ არა ნებისმიერმა სხვა პირმა ნებისმიერი სხვა დოკუმენტის საფუძველზე) და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება:
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების ან მისი გაფორმების ან შესრულების საფუძველზე;
პროექტის ორგანიზაციის ობიექტების ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების ან პროექტის ორგანიზაციის მიერ მათი ფლობის, ან კონტროლის საფუძველზე; ან
ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების საფუძველზე. და
იმ პირობით, რომ ბანკს არ ექნება უფლება მოითხოვოს ანაზღაურება წინამდებარეთი, დაუდევრობის ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში.
(ბ) მიმღები ადასტურებს რომ ბანკი აფორმებს წინამდებარე შეთანხმებას და მოქმედებს მხოლოდ, როგორც გრანტის პროვაიდერი და არა როგორც კონსულტანტი მიმღებისთვის მიმღები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმებისას გამოიყენა საკუთარი იურიდიული, ფინანსური და სხვა პროფესიონალი კონსულტანტები და ეყრდნობა ასეთი კონსულტანტების მიერ მისთვის მიცემულ რჩევას და ის არ ეყრდნობა და მომავალშიც არ დაეყრდნობა მისთვის ბანკის მიერ მიცემულ ნებისმიერ რჩევას.
ნაწილი 8.06. გადაცემა
მიმღებს არ შეუძლია, გადასცეს თავისი წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებების და მოვალეობები მთლიანდ ან ნაწილობრივ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ნაწილი 8.07. უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები
ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზიანი არ უნდა მიადგეს ისეთი აქტით, რომელიც ამ ნაწილის გარდა, ზიანს აყენებს აღნიშნულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. საქმიანობის ჩვეულებრივ პროცესში და ბანკის ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენებამ ან გამოუყენებლობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერ ასეთ უფლებას, უფლებამოსილებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან არ უნდა განიმარტოს მათზე უარის თქმად. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე ან დებულებაზე უარის თქმა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი უარყოფს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ჩამორიცხვის პირობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მიმღები, აღნიშნული გამოყოფილი თანხის მიღებით, ეთანხმება უარყოფის პირობებს და ბანკის უფლება – მოითხოვოს აღნიშნული პირობის დაცვა – გარკვევით დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი შემდეგი ჩამორიცხვის მიზნებისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში და სხვა შეთანხმებაში მითითებული უფლებები და სამართლებლივი დაცვის საშუალებები არის კუმულაციური და არ გამორიცხავს მათ სხვაგვარ ან შემდგომ გამოყენებას, ან ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას.
ნაწილი 8.08. ინფორმაციის გამჟღავნება
ბანკს შეუძლია, გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერი მიმღების, და პროექტის ორგანიზაციის და ამ ტრანზაქციის შესახებ (მათ შორის წინამდებარე შეთანხმების, და ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები ან პროექტის ორგანიზაცია ბანკის წინამდებარე შეთანხმებით ან წინამდებარეთი განსაზღვრული ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და [ფონდის/დელეგირების შეთანხმება]შესაბამისად ანგარიშგების მიზნით.
ნაწილი 8.09. მხარეები
წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი რაოდენობის ეგზემპლარი შეიძლება გაფორმდეს, რომელთაგან თითოეული ჩაითვლება ორიგინალად და ყველა ერთად წარმოადგენს ერთი და იმავე შეთანხმებას.
აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, უზრუნველყვეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა სამ ეგზემპლარად, ზემოთ პირველად მითითებულ დღეს.
საქართველო
ხელმომწერი:______________________________
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი:______________________________
სახელი: მარკ ბოუმანი
თანამდებობა: ვიცე პრეზიდენტი
განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები
ქვემოთ მოყვანილი ცხრილში მოცემულია გრანტით დაფინანსებული ერთეულები და [გრანტით დაფინანსებული თითოეული ერთეულისთვის გამოყოფილ საგრანტო დაფინანსების თანხაზე.].
გრანტით დაფინანსებული ერთეულები
[საგრანტო დაფინანსების თანხა ევროში]
1
მეტროსადგურების რეაბილიტაცია – ტრანში 1
2,500,000
2
მეტროსადგურების რეაბილიტაცია – ტრანში 2
2,500,000
ჯამი
5,000,000
დანართი 1 – თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა
[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]
თარიღი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ბანკის ქუჩა №5
ლონდონი E14 4BG
გაერთიანებული სამეფო
ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტი/საოპერაციო ნომერი 52586
საოპერაციო №52586 (გრანტის კომპონენტი)
ჩამორიცხვის მოთხოვნის No. [1]
საგანი: გრანტის შეთანხმება, დათარიღებული ------------, გაფორმებული [მიმღებს], და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის.
ამ დოკუმენტით ჩვენ მოვითხოვთ თანხის გამოყოფას ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების დებულებების შესაბამისად:
გრანტის ვალუტა: [ევრო]
მოთხოვნილი გადახდის ვალუტა: [2]
დაფინანსებული თანხ(ები)/ვალუტა: [3]
ვალუტირების თარიღი: [4]
გადასახდელია (მიმღებისთვის): [5]
მიმღების ანგარიშის სახელი: [6]
მიმღების ანგარიშის ნომერი: [7]
მიმღების ბანკის სახელი: [8]
მიმღების ბანკის მისამართი: [9]
მიმღების საბანკო საკორესპონდენტო რეკვიზიტები:
კორესპონდენტი ბანკის სახელი: [10]
მისამართი: [11]
ანგარიშის სახელი: [12]
ანგარიშის ნომერი: [13]
გადახდის რეკვიზიტები: [14]
მიმღების ელ ფოსტის მისამართი: [15]
ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ წარსულში არ მოგვითხოვია საგრანტო დაფინანსებიდან თანხის გამოყოფა აღნიშნული ხარჯების დასაფარად. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვგეგმავთ ფულადი სახსრების მიღებას აღნიშნული მიზნით ნებისმიერი სხვა გრანტის, კრედიტის ან სესხის შემოსავლებიდან.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ არც მიმღები და არც ოფიცრები, დირექტორები, თანამშრომლები, აგენტები ან მიმღების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, არ არიან ჩართულნი ან აქვთ ვალდებულება აღებული ნებისმიერ ტრანზაქციებთან დაკავშირებით აკრძალულ საქმიანობაში, რაც დაკავშირებულია საგრანტო შეთანხმებასთან.
ამ მოთხოვნაში გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება შესყიდულია (ან მათი შესყიდვა ხდება) საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად.
[გარანტიის შესაბამისობა ხდება საგრანტო შეთანხმების ნაწილში 2.02. (გ) (Conditions Precedent to Disbursement/თანხის განაწილების პრეცედენტი) ამ ნაწილის სიტყვასიტყვით გამოყენებით.
ამგვარად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ვუდასტურებთ, რომ (i) ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომლებიც მითითებულია საგრანტო შეთანხმებაში და სასესხო შეთანხმებაში და (ii) არ მომხდარა ისეთი შემთხვევა, რომელიც არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან ჩვენს უნარზე – განვახორციელოთ პროექტი ან შევასრულოთ გრანტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
პატივისცემით,
--------------------------- მიერ
სახელი
თანამდებობა
დანართები: – შემაჯამებელი ფურცლების საერთო რაოდენობა: [17]
– დოკუმენტების საერთო რაოდენობა: [18]
შენიშვნები თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით
[1] მიმღებმა უნდა დანომროს თითოეული მოთხოვნის ფორმა. გრანტის ჩამორიცხვის პირველი მოთხოვნა იქნება ნომერი 1, შემდეგი მოთხოვნების ნომრები იქნება 2, 3 და ა.შ. მიმღების მოვალეობაა, სათანადოდ ჩაინიშნოს გრანტის ჩამორიცხვის ყველა მოთხოვნის ნომერი, რომელიც მან განსაზღვრა მოცემული გრანტის შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნის ფორმებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციის სისტემა, მიუხედავად იმისა, ისინი განსაზღვრულია პირდაპირი გადახდის გზით ჩამორიცხვისთვის თუ ანაზღაურების ვალდებულების გაცემისთვის. აღნიშნული ნუმერაციის სისტემის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ფორმების ერთმანეთში არევა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ფორმები ინახება ფოსტაში, ან გაგზავნილია ფოსტით ერთ ჯერზე მეტად, და სხვ.
[2] გთხოვთ მიუთითოთ, მოთხოვნილი ფაქტობრივი გადახდის ვალუტა. ეს იქნება გრანტის ვალუტა ან დანახარჯების ვალუტა (იხილეთ [3] ქვემოთ). ალტერნატიულად, ზოგ შემთხვევაში ბანკი შესაძლოა თანახმა იყოს მესამე ვალუტაში, ასეთ შემთხვევაში ის იმოქმედებს მიმღების აგენტის უფლებამოსილებით აღნიშნული ვალუტის მიღების მიზნით.
თუ გადახდა მოთხოვნილია ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეულ ვალუტასთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს სხვა განაცხადის ფორმა.
[3] დაფინანსებული თანხ(ები)ა არის თავდაპირველი დანახარჯები, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც დეტალურად მოცემულია შემაჯამებელ ფურცელში, და გამოთვლილია გრანტის შეთანხმებაში მითითებული შესაბამისი პროცენტული პუნქტით გრანტით დაფინანსებული შესაბამისი ერთეულისთვის. მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის [15] ნაწილში მითითებულ თანხ(ებ)ას.
[4] ვალუტირების თარიღი არის თარიღი, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშზე დებეტირებულია ჩარიცხვის გადასახდელი თანხა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არ გასცემს გარანტიას, რომ მიმღების ანგარიში კრედიტირებული იქნება იმავე დღეს, რადგან ეს დამოკიდებულია კლირინგის სისტემის ან მიმღები ბანკის მიერ მიღებულ პროცედურებზე, მიმღების ქვეყანაში. EBRD-ის მიერ განცხადების და მიღების თარიღს და მოთხოვნილ ვალუტირების დღეს შორის უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღე. თუ ფაქტობრივად გადახდა მოთხოვნილია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სპეციალური ვალუტირების თარიღის ნაცვლად უმჯობესია არ იქნეს მითითებული სპეციალური თარიღი და ამ ველში [4] მიეთითოს „შეძლებისდაგვარად მოკლე ვადა“. ასეთ შემთხვევაში EBRD განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა თუ შესაძლებელი იქნება უფრო ადრე. (გთხოვთ გაითვალისწინეთ, გადახდა შეიძლება გარანტირებული იყოს 15 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩამორიცხვის მოთხოვნა არის სწორი და სრული).
[5] თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ფულის მიმღების ანგარიშზე. ეს, როგორც წესი, არის კონტრაქტორი, მაგრამ თუ თუ ბანკი თანახმობას გამოთქვამს წერილობითი ფორმით და თანდართული დოკუმენტაცია (იხილეთ შემაჯამებელი ფურცელი) წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, მაშინ გადახდა შეიძლება განხორციელდეს მიმღების ანგარიშზე.
[6] ფულის მიმღების ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება ბენეფიციარის სახელი.
[7] ფულის მიმღების ანგარიშის ნომრiს მითითება აუცილებელია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტ ქვეყანაში, ბანკები უარს განაცხადებენ გადახდაზე, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული გადახდის ინსტრუქციებში.
[8] ფულის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც გახსნილია მიმღების ანგარიში. გთხოვთ მიუთითეთ ბანკის სახელი და ქალაქი.
[9] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს განყოფილების კოდი ან სვიფტ [10] ფულის მიმღების ბანკის კორესპონდენტი-ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მიმღების ბანკი მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენტი-ბანკი არის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადახდის ვალუტის ქვეყანაში, სადაც მიმღების ბანკი ფლობს ანგარიშს.
[11] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს კორესპონდენტი-ბანკის განყოფილების კოდი ან სვიფტ კოდი.
[12] ფულის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება მიმღების ბანკის სახელი.
[13] მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკი ფლობს ერთზე მეტ ანგარიშს კორესპონდენტ-ბანკში, ან თუ ის არ არის სვიფტ-ის (ბანკთაშორისი ფულადი ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა) წევრი. სხვაგვარად აღნიშნული ნომერი არის სასარგებლო, თუმცა არა სავალდებულო. შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს IBAN (საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი) ნომერი.
[14] გადახდის კოდი, რომელსაც EBRD გააგზავნის, ეხმარება მიმღებს დაადგინოს აღნიშნული გადახდა. თუ მოთხოვნილი არ იქნება სპეციალური კოდი, EBRD მიუთითებს მიმღების სახელს და შეთანხმების ნომერს.
[15] ბანკს სჭირდება ფულის მიმღების ელექტრონული ფოსტის მისამართი, იმისათვის რომ მას გაუგზავნოს შეტყობინებები მოსალოდნელი გადახდების შესახებ მანამდე, სანამ ბანკი განახორციელებს ამგვარ გადახდებს. ეს უნდა იყოს ელ. ფოსტის მისამართი, რომელსაც მიმღები რეგულარულად ამოწმებს.
[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელი ხელმოწერილი უნდა იყოს მიმღების მიერ ან მისი სახელით.
[17] შემაჯამებელი ფურცლები მიუთითებს თანდართული დოკუმენტაციის ყველა ერთეულს, ჩამორიცხვის მოთხოვნის განცხადების დადასტურების მიზნით. ბევრი ასეთი ერთეულის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეული კატეგორიისთვის გამოყენებულ იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.
[18] დოკუმენტაციის ერთეულები (კონტრაქტები, ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები და სხვ.) უნდა დაინომროს და წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლებში. მათი საერთო რაოდენობა მითითებული უნდა იყოს იმისათვის, რომ EBRD-თვის გამარტივებული იყოს მათი განხილვა.
კონფიდენციალური
ექვემდებარება ცვლლებებს მომზადების თარიღი: 09/11/2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
მიმღების სახელი:
[1] ........................
ოპერაცია
No: [3]................
მოთხოვნა
No: [4].................
ჩარიცხვა
(ref.no./name/%)
თარიღი: [2]
........................
შეჯამება No: [5]
.....................
გრანტით დაფინანსებული ერთეულები [6]
.........../................../.....
ერთეული
No
ერთეულის
აღწერა
კონტრაქტის
ნომერი და თარიღი
კონტრაქტორის
სახელი და მისამართი
საქონლის
სამუშაოების
მოკლე აღწერა
კონტრაქტის ვალუტა
მთლიანი თანხა
სათანადო თანხების
ვალუტა და თანხა
დაფინანსების თანხა
ხარჯების
ვალუტაში
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
ხელმოწერა
ჯამი (ვალუტის მიხედვით)
[16]..............................
[15]........................
შენიშვნები თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით
[1] სახელი. მიმღების სახელი. უნდა იყოს იგივე სახელი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[2] თარიღი. მოთხოვნის თარიღი. უნდა იყოს იგივე თარიღი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[3] საოპერაციო ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[4] მოთხოვნის ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[5] შემაჯამებელი ფურცლის ნომერი. თანხის ჩამორიცხვის თითოეული მოთხოვნისთვის, შემაჯამებელი ფურცლების დანომვრა უნდა დაიწყოს 1-დან, და მათი საერთო ნომერი უნდა მიეთითოს თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც ისინი ეკუთვნის.
[6] ჩამორიცხვა. გრანტით დაფინანსებული ერთეული. ეს არის გრანტით დაფინანსებული ერთეული პროექტისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მოთხოვნილი ჩამორიცხვის თანხებიდან. გთხოვთ იხილეთ გრანტის შეთანხმება და მოძებნეთ გრანტით დაფინანსებული ერთეულის სახელი და რეგისტრაციის ნომერი, და დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (მაგალითად, „გრანტით დაფინანსებული ერთეული №(3ბ), მოწყობილობა, 60%“).
იმ შემთხვევაში, თუ თანხის ჩამორიცხვის ერთი მოთხოვნა მოიცავს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულს, მაშინ თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.
[7] ერთეულის ნომერი. დოკუმენტის ყველა ერთეული (ანგარიშ-ფაქტურები, კონტრაქტები, ქვითრები და სხვა) წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლ(ებ)ში. იდენტიფიკაციის გასამარტივებლად, დოკუმენტები უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, რომლის ათვლა იწყება 1-დან და მოსდევს 2, 3 და ა.შ., თითოეული ახალი ჩამორიცხვის მოთხოვნისთვის, და ეს ნომერი დოკუმენტზე მკაფიოდ უნდა აღნიშნული. ერთეულების საერთო ნომერი ყველა შემაჯამებელი ფურცლისთვის წარმოდგენილია თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმაზე.
[8] ერთეულის აღწერილობა. გთხოვთ აღწერეთ თითოეული ერთეული, მაგალითად, „ანგარიშ-ფაქტურა“, „ქვითარი“, „ინჟინრის სერტიფიკატი“, „[....]-ის თარგმანი“, და სხვ.
[9] კონტრაქტის რიგითი ნომერი და თარიღი. რეკომენდებულია კონტრაქტს ჰქონდეს ორიგინალური ნომერი პროექტის ორგანიზაციასა და კონტრაქტორს შორის კონსტრაქტის შედგენისას. EBRD მიიღებს აღნიშნულ ნომერს თავისი ჩანაწერების წარმოებისთვის. თუ შეთანხმებას არ მიენიჭება ორიგინალური ნომერი, EBRD მიანიჭებს კონტრაქტს ნომერს და აცნობებს მიმღებს დამტკიცების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა არ იცის ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსების დროს, ეს ნაწილი შესაძლოა შეავსოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.
შეთანხმების/შესყიდვის ბრძანების თარიღი ასევე უნდა მიეთითოს ამ სვეტში.
შენიშვნა: აღნიშნული კონტრაქტი შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ ჩამორიცხვის მოთხოვნაში, თუ საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მიწოდება (იხილეთ [11]), და აქედან გამომდინარე, აღნიშნული საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებებისთვის გადახდა ხორციელდება ეტაპებად.
[10] კონტრაქტორის სახელი და მისამართი. გარიგების მხარის (კონტრაქტორის) სახელი და მისამართი კონტრაქტში/შესყიდვის ბრძანებაში, როგორც აღწერილია [9] პუნქტში.
[11] საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მოკლე აღწერილობა. აღნიშნული საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებაში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ დეტალებს, და უნდა მოხვდეს [6] პუნქტში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულის ფარგლებში.
[12] შეთანხმების ვალუტა და კონტრაქტის საერთო თანხა. კონტრაქტის საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, მითითებული [9] პუნქტში.
[13] სანქცირებული დანახარჯების ვალუტა და ოდენობა. თითოეულ დანახარჯზე: გადასახდელი ან გადახდილი საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურებში ან [7] და [8] პუნქტებში მითითებულ სხვა დოკუმენტებში. თუ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით არსებობს ერთზე მეტი „ერთეული“, (მაგალითად, ანგარიშ_ფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა მათგანი ერთიდაიმავე დანახარჯთან დაკავშირებით), აღნიშნული ერთეულები ჩასმული უნდა იყოს ფრჩხილებში და მხოლოდ ერთი თანხა უნდა იყოს მითითებული ამ სვეტში.
[14] დაფინანსების თანხა. [13] სვეტში მითითებულ თითოეულ თანხასთან დაკავშირებით, [14] სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი თანხა, რომელიც გამოთვლილია პროცენტულად, რომელიც მითითებულია [6] სვეტში, აღნიშნული შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესაბამისად. დაფინანსების თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს კონტრაქტისა და დანახარჯების თავდაპირველ ვალუტაში (12 და 13 მწკრივები). ეს შესაძლოა იყოს ან არ იყოს სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა.
[15] სულ. დაფინანსების თანხა, რომელიც მითითებულია [14] სვეტში, უნდა დაემატოს ერთ საერთო თანხას ვალუტის შესაბამისად. პირდაპირი ჩამორიცხვის მოთხოვნებისთვის, მოცემული თანხა(ები) უნდა შეესაბამებოდეს პირდაპირი ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმის [9] პუნქტში მოცემულ თანხას(ებს).
[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. იხილეთ მოთხოვნა თანხის ჩამორიცხვის ფორმასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.
დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა
[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]
თარიღი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
ბანკის ქუჩა №5
ლონდონი E14 4BG
გაერთიანებული სამეფო
ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტი/საოპერაციო ნომერი 52586
საგანი: საოპერაციო 52586 (გრანტის კომპონენტი)
უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილი[17]
ბატონო/ქალბატონო,
[მიმღებს] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის [თარიღი] გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი პირი, იმ პირებიდან, რომელთა დამოწმებული ხელმოწერების ნიმუშები არის წარმოდგენილი ქვემოთ, არის უფლებამოსილი მიმღების სახელით მოაწეროს ხელი თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნას და ნებისმიერ სხვა შეტყობინებას ან დოკუმენტს, რომელიც საჭირო ან ნებადართულია გაფორმდეს ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების საფუძველზე.
სახელი თანამდებობა ხელმოწერის ნიმუში
_______________ _______________ _________________________
_______________ _______________ _________________________
_______________ _______________ _________________________
_______________ _______________ _________________________
ყველა წინა შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს მიმღების სახელით ხელმოწერის უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერებს, ზემოხსენებული გრანტის შეთანხმების საფუძველზე, გაუქმებულია წინამდებარე დოკუმენტით.
პატივისცემით,
სახელით და დავალებით
საქართველო
ხელმომწერი
სახელი და გვარი:
თანმდებობა:
შენიშვნები უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის შედგენასთან დაკავშირებით
ზემოხსენებულ უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების/პროექტის ორგანიზაციის სახელით მისი შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ [გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია გრანტის შეთანხმების 2.02. ნაწილის ან 2.03 ნაწილის დებულებების საფუძველზე, უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების სახელით მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ].
იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ერთზე მეტმა თანამდებობის პირმა, უფლებამოსილების წერილში მკაფიოდ უნდა მიეთითოს ამის შესახებ, და შესაბამისად უნდა შესწორდეს პირველი წინადადება.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ხელმომწერები იყოფა ორ ჯგუფად, და საჭიროა თანამდებობის პირის ხელმოწერა თითოეული ჯგუფიდან, ასევე ეს მოთხოვნაც მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული.
[17] დანიშვნა შეიძლება შეიცვალოს მიმღების/პროექტის ორგანიზაციის მიერ ნებისმიერ დროს, ბანკისთვის უფლებამოსილი ხელმომწერი პირების დანიშვნის შესახებ ახალი წერილის გაგზავნის საფუძველზე.