„საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 09.02.2023
ძალაში შესვლა 04.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №44-19
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016743
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2023
matsne.gov.ge 586 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2023 მიღება
04.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის სახელით     ხელმოწერილია ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით     ხელმოწერილია
__________________________ __________________________
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 29.12.2021 საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 27.01.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 22.10.2025 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 31.10.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 11.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“  საქართველოს მთავრობა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებული როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“), სურთ რა, ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების გაძლიერება და არსებული, მეგობრული და ტრადიციული თანამშრომლობის გაფართოება, ურთიერთსარგებლის პრინციპის საფუძველზე, ეკონომიკურ და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებისა და გააქტიურების მიზნით, დარწმუნებულნი არიან რა, რომ სახელშეკრულებო ჩარჩოს გაღრმავება ქმნის ხელსაყრელ პირობებს და თავსებად საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისათვის, ორივე ქვეყნის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 ხელშემკვრელი მხარეები, მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორმხრივად ხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და დივერსიფიცირებას ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. მუხლი 2🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თანამშრომლობის შესაძლებლობების თაობაზე სამრეწველო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, შემდეგ სფეროებში: გემთმშენებლობა; საინჟინრო საქმიანობა; ენერგეტიკა; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა; თანამშრომლობა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს შორის; ტურიზმი; ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის სხვა სფეროები, რომლებიც შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებულ იქნეს მხარეთა მიერ. მუხლი 3🔗 ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან გააფართოვონ და გაააქტიურონ თანამშრომლობა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებს, სამთავრობო ინსტიტუტებს, პროფესიულ ორგანიზაციებს, ბიზნესასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, რეგიონულ და ადგილობრივ უწყებებს შორის კავშირების ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი ინტერესების სფეროში არსებული ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის გაცვლის, ასევე მათი წარმომადგენელებისა და სხვა ეკონომიკური დელეგაციების ვიზიტების ხელშეწყობა; განვითარების პრიორიტეტების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა და ბიზნესოპერატორების განვითარების პროექტებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა; ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის ახალი კონტაქტების დამყარებისა და არსებული კონტაქტების გაფართოების ხელშეწყობა, ვიზიტების, შეხვედრებისა და სხვა ურთიერთქმედების ხელშეწყობა ინდივიდუალურ პირებსა და მეწარმეებს შორის. ინფორმაციის გაცვლა ბიზნესის სფეროში, ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღების წახალისება, ბიზნეს ღონისძიებების, სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ორგანიზება; მცირე და საშუალო ზომის კერძო საწარმოების ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაში უფრო აქტიური მონაწილეობის წახალისება; ერთობლივი ინტერესის სფეროებში კონსულტაციების გაწევის, მარკეტინგის, რჩევებისა და ექსპერტების მომსახურების წახალისება; საფინანსო ინსტიტუტებსა და ბანკებს შორის ახლო კონტაქტების დამყარების წახალისება და შესაბამისად, მათი თანამშრომლობის გაძლიერება; საინვესტიციო საქმიანობის წახალისება, ერთობლივი საწარმოების, კომპანიების წარმომადგენლობებისა და ფილიალების დაფუძნება; ერთობლივი დაინტერესების სფეროში რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის წახალისება; და მესამე ქვეყნების ბაზრებზე თანამშრომლობა. მუხლი 4🔗 ხელშემკვრელი მხარეები დააფუძნებენ ერთობლივ კომისიას იმისათვის, რომ განახორციელონ და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელშემკვრელ მხარეებს შორის და ასევე ზედამხედველობას გაუწევენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას (შემდგომში – წოდებული, როგორც „ერთობლივი კომისია“). ერთობლივი კომისიის მოვალეობებს წარმოადგენს, კერძოდ, შემდეგი: ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების განხილვა; მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა; ორი ქვეყნის საწარმოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პირობების გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავება; ამ შეთანხმების განხორციელებისათვის წინადადებების შეთავაზება. მუხლი 5🔗 ნებისმიერი განსხვავება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ეს შეთანხმება გამოიყენება იმ ვალდებულებების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც გამომდინარეობს ხორვატიის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობიდან. შესაბამისად, ამ შეთანხმების დებულებები არ შეიძლება გამოყენებულ ან განმარტებულ იქნეს ისე, რომ ძალა დაეკარგოს ან სხვაგვარად გავლენა მოახდინოს იმ შეთანხმებებით დადგენილ ვალდებულებებზე, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი. მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის ვადის ამოწურვის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2023 წლის 9 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ხორვატულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ხელმოწერილია __________________________ __________________________