“საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№650
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.006.730
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 06/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.006.730

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №650

2004 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მინისტრის  2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე” მე-3 მუხლის „ჩ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება, მარკების დაბრუნების მიზეზებისა და გამოუყენებელი აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით;

ბ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე-სუ-ბიექტის მიერ შედგენილი პირველადი აქტის ორიგინალი აქციზური მარკების გაცემისა და მიღების შესახებ”.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნების შემდეგ, მათ მისაღებად გადახდილი თანხები (თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, ნომინალური ღირებულებაც) ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან სხვა გადასახადებში გადატანას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”

3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. მეწარმე-სუბიექტს უფლება აქვს დაბრუნებული გამოუყენებელი აქციზური მარკების სანაცვლოდ, მათზე გადახდილი თანხების ფარგლებში, მოითხოვოს სხვა სპეციფიკაციის, მაგრამ იგივე წარმოშობის (ადგილობრივის შემთხვევაში ადგილობრივის, იმპორტის შემთხ-ვევაში იმპორტის) საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები.”

4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქციზური მარკების გამოყენების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ან პერიოდი მათი გატანიდან მომავალ გატანაზე განაცხადის წარდგენამდე. ანგარიშები წარედგინება ფინანსთა სამინისტროს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას, ხოლო იმპორტირების შემთხვევაში აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასა და საბაჟო ორგანოებს.”

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2004.
როდის იქნა მიღებული “საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”?
“საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” მიღებულია 29.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №650. სარეგისტრაციო კოდი — 200.120.000.22.033.006.730.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ფინანსთა მ,ინისტრის 2004 წლის 25 მარტის №189 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, №650, 29.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.006.730 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58660/