,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2023 წლის 14 ივლისი დაბა ადიგენი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყება, უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
2. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს ამ წევრის არჩევა. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს.
3. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც უნდა ეცნობოს საკრებულოს.“.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
1. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.
2. ახალარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
3. თუ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევა, ინიშნება საკრებულოს ხელახალი არჩევნები.“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„2. დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს მოახსენებს ინფორმაციას საკრებულოს ფრაქციის/ფრაქციების შექმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ.“.
ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემა
ახალარჩეული საკრებულოს დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რომელიც დაერთვის საკრებულოს სხდომის ოქმს და ინახება საკრებულოს აპარატში.“;
კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„1. დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა;
გ) საკრებულოს ფრაქციების შექმნის ცნობად მიღება;
დ) საკრებულოს კომისიებში ფრაქციების და უფრაქციო წევრების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება;
ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება;
ვ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
„1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.
2. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობად კენჭისყრის გარეშე, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.
|