ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეივსოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი შემდეგი შინაარსის 2032 მუხლით:
„მუხლი 2032. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში, დაკავებულთა ხანმოკლე მოთავსების ადგილებსა და სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში ნივთიერებების, ნივთებისა და საგნების გადაცემის წესების დარღვევა
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში, დაკავებულთა ხანმოკლე მოთავსების ადგილებსა და სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის შრომა-გასწორების დაწესებულებებში შესანახად და გამოსაყენებლად აკრძალული ნივთიერებების ნივთებისა და საგნების უკანონოდ, გასინჯვისაგან ფარულად გადაცემა, აგრეთვე მათგან აღნიშნული ნივთიერებების, ნივთებისა და საგნების მიღება, ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში ასეთივე ქმედობისათვის ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენების შემდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2032 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშაქარაშვილი.
თბილისი, 1982 წლის 27 მაისი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.05.1982.
- როდის იქნა მიღებული „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.05.1982. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.1982 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №-, 27.05.1982, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.1982). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5867350/