ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2161-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების ბოროტი დარღვევისათვის უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2161-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2161. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნის წესების ბოროტი დარღვევა, ანუ ცხოვრება სსრ კავშირში ცხოვრების უფლების შესახებ დოკუმენტების გარეშე ან ცხოვრება ძალადაკარგული დოკუმენტებით, რეგისტრაციის ან ჩაწერის, ანდა მიმოსვლის და საცხოვრებელი ადგილის ამორჩევის დადგენილი წესის დაუცველობა, მათთვის განსაზღვრული ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ გამგზავრებისათვის თავის არიდება, აგრეთვე სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დაუცველობა, თუ ადრე ამ პირთ აღნიშნული წესების დარღვევისათვის წლის განმავლობაში დაედოთ ადმინისტრაციული სასჯელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.
2. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1982 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1981 წლის 29 დეკემბერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.1981.
- როდის იქნა მიღებული „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.12.1981. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №-. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.1981 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃216˂/sup˃1-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №-, 29.12.1981, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.1981). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5867391/