⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.08.2023)
გაუქმებულია:

ადიგენის მუნიციპალიტეტში დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.07.2023
ძალის დაკარგვა 09.08.2023
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016666
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,099 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2023 მიღება
09.08.2023 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
პატრონიანი ცხოველი
ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;  (ხელშეკრულებით ან/და წერილობითი მინდობილობით სამეთვალყურეოდ გადაცემული ცხოველის  დაკარგვის ან/ და მესამე პირის მიმართ ზიანის წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მეთვალყურე პირს).
მუხლი 3
უმეთვალყურეო ცხოველი
ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე
მუხლი 3
ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე)
პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას
მუხლი 3
ცხოველის მოვლა-პატრონობა
ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზადამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა
მუხლი 3
ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება
ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა
მუხლი 3
ცხოველთა სადგომი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტში დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2023 წლის 14 ივლისი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტში დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 209​​3 მუხლის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტში დაბა ადიგენისა და დაბა  აბასთუმნის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი დანართი დაბა ადიგენისა და დაბა  აბასთუმნის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესი მუხლი 1🔗 დაევალოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განახორციელოს საინფორმაციო უზრუნველყოფა (ტელევიზია, გაზეთი საინფორმაციო დაფების და სხვა მედია საშუალებებით). დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვრებში აიკრძალოს  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ:  ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოლა. (გარდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის   ტექნიკური რეგლამენტის – „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“  დამტკიცების შესახებ“ №422 დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). მუხლი 2🔗 ეს წესი აწესრიგებს დაბა ადიგენის და დაბა აბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში,  საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში (მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე) დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლებამოვალეობებს. მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;  (ხელშეკრულებით ან/და წერილობითი მინდობილობით სამეთვალყურეოდ გადაცემული ცხოველის  დაკარგვის ან/ და მესამე პირის მიმართ ზიანის წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მეთვალყურე პირს). ბ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე; გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას; დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზადამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა; ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა; ვ) ცხოველთა სადგომი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით; მუხლი 4🔗 მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. მუხლი 5🔗 წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის  დაჭერის შემთხვევაში  უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ფაქტის დადასტურება ფოტო- ან ვიდეომასალით. უმეთვალყურეოდ მიტოვებული წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერის ადგილზე ან/და სპეციალურ სადგომზე გადაყვანის, მესაკუთრის დადგენის შემდეგ, ცხოველთა  სადგომისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მოხდება ოქმის შედგენა. მესაკუთეს ადგილზე განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. მუხლი 6🔗 უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას (ტელევიზია, გაზეთი საინფარმაციო დაფების და სხვა მედია საშუალებებით,) აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს  ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს  დაკავებული პირუტყვის  შესახებ. მუხლი 7🔗 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია  ვალდებულია: ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება; ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებანი; გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა; დ) შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე შინაურ ცხოველს ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს. მუხლი 8🔗 იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პირუტყვი) ექიმ-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმების და მისი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადებების/სნეულებების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი შესაბამისი სანიტარიული ნორმების (წესების) დაცვით ექვემდებარება განადგურებას. მუხლი 9🔗 დაბა ადიგენის და დაბა აბასთუმნის ქუჩებში, ბაღში, პარკში, სკვერში, ბულვარში,  გაზონში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება  კანონით დადგენილი წესით ჩადენილი ქმედებისათვის 50 ლარის ოდენობით. საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება   20 ლარის ოდენობით. მუხლი 10🔗 თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის, რომელშიც მითითებული იქნება სამართალდარღვევის არსი და მისი ჩადენის ადგილი, შედგენაზე უფლებამოსილი პირი, ადიგენის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, უზრუნველყოფს პირუტყვის გადაყვანას სპეციალურ ადგილზე და მე-10 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებენ მის მოვლა-პატრონობას წესის მე-7 მუხლის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ პირუტყვი დაუბრუნდება მესაკუთრეს. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად განხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗 წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში  აქტში მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗 იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. მუხლი 14🔗 პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და განცხადება (მოწმეების ჩვენებით) მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველის მესაკუთრეობის შესახებ, ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლაპატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც, სათანადო მიღებაჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მესაკუთრეს დაუბრუნდება პირუტყვი. მუხლი 15🔗 დაბა ადიგენი და დაბა აბასთუმნის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები 1 სულ პირუტყვზე შეადგენს 10 ლარს. მუხლი 16🔗 ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 17🔗 იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული პირუტყვი  დაიღუპა მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალეულობით, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია.