“ქ. თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 01.10.2004
ძალის დაკარგვა 06.08.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.006.738
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 06/10/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ქ. თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GEO-Gogebashvili;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"GEO-Gogebashvili","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"GEO-Gogebashvili","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"GEO-Gogebashvili","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.006.738
საქართველოს განათლების
მინისტრის ბრძანება №187
2004 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თბილისის ინდუსტრიული კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის ინდუსტრიული კოლეჯის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. თბილისის ინდუსტრიული კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონებისა და კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. იგი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ან უამისოდ.
2. კოლეჯი თავის სქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებით, ტიპური დებულებითა და ამ წესდებით, რის საფუძველზედაც იგი დამოუკიდებლად წარმართავს თავის საგანმანათლებლო შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას და ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.
3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად შეუძლია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, აიღოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩლედ ან მოპასუხედ სასამართლოში.
5. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფოსგან გადაცემული უძრავი ქონება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით. შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
6. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი – 0105, თემქის დასახლება XI მ/რ, მე-III კვარტალი.
მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯის საქმიანობის მიზანია მოიზიდოს მოსწავლე-ახალგაზრდობა, შეუქმნას მათ თავიანთი ნიჭისა და უნარის სრული წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობები, იზრუნოს მათ მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სათანადო პირობების შექმნაზე.
2. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საშუალო-პროფესიული განათლების გახანგრძლივებული სპეციფიკური სასწავლო გეგმებით, სასწავლო საგნებში გაღრმავებული პროგრამების საფუძველზე ამაღლებული დონის კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება.
3. სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების (სადიპლომო გეგმირების დაცვის) შემდეგ მიანიჭოს უმცროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, (უმცროს ინჟინერ-მექანიკოსის) კვალიფიკაცია და გასცეს დადგენილი ნიმუშის დიპლომი (სერტიფიკატი).
4. კოლეჯში არსებული სპეციალობების მიხედვით მაღალკვალიფიცირებული საშუალო რგოლის კადრების მომზადებისათვის მოზარდებში გაწიოს ტექნიკური და ჰუმანიტარული დისციპლინების პოპულარიზაცია. სრულყოს სწავლების მეთოდები. იზრუნოს სტუდენტთა ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისათვის.
5. მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება. მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას.
6. კოლეჯი, გარდა ძირითადი პროფესიული საქმიანობისა, ქმნის პირობებს საწარმოო კომერციული საქმიანობის ფართო განვითარებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
7. კოლეჯი უფლებამოსილია ამ წესდებით განსაზღვრულ ამოცანათა გადაჭრის პროცესში მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ ის არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობებს.
8. კოლეჯის საქმიანობა ხორციელდება როგორც სახელმწიფო ფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.
9. კოლეჯის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
მუხლი 3🔗. უფლება-მოვალეობანი
1. კოლეჯი ვალდებულია უფლებამოსილების ფარგლებში წარმართოს თავისი საქმიანობა განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას.
2. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაადგინოს კოლეჯის ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.
3. განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას და დახუროს ფილიალები.
4. შეიმუშაოს საბიუჯეტო სექტორზე სპეციალობების მიხედვით მისაღები კონტიგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
5. შეიმუშაოს კოლეჯის შინაგანაწესი, სადაც დეტალურად აისახება კოლეჯის სამუშაო რეჟიმი, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორის, დასწრებული განყოფილებისა და ექსტერნატის მუშაობის წესი, სტუდენტთა და პედაგოგთა ძირითადი უფლება-მოვალეობანი.
6. დაადგინოს მასწავლებელთა და თანამშრომელთა დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განესაზღვროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი, დაადგინოს შრომითი ანაზღაურების და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები.
8. აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის სასწავლებლებთან სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.
9. უცხო სახელმწიფო მოქალაქეთა მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება კოლეჯის მიერ ამ ქვეყნების შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი კომპენსაციის ან იმ სახსრების ხარჯზე, რომელსაც გადარიცხავენ ეს იურიდიული ან ფიზიკური პირები კოლეჯის ანგარიშზე.
10. აწარმოოს სტუდენტთა მიღება ფასიან სწავლებაზე იმ სპეციალობებზე, რომელიც საბიუჯეტო სექტორითაა გათვალისწინებული, აგრეთვე ამ სპეციალობებში შემავალი ცალკეული საგნების შესწავლის მიზნით. სწავლების საფასურს განსაზღვრავს კოლეჯის ადმინისტრაცია, რომლის რაოდენობაც სხვა პირობებთან ერთად აისახება კოლეჯსა და სტუდენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. კოლეჯის კურსდამთავრებულები სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების (სადიპლომო გეგმარის დაცვის) შემთხვევაში მიიღებენ დადგენილი ნიმუშის დიპლომს (სერტიფიკატს).
11. კოლეჯის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე წლიური აკადემიური შედეგების მიხედვით, არასაბიუჯეტო სექტორის ფრიადოსან სტუდენტებს შეიძლება შეუმცირდეთ ან საერთოდ გათავისუფლდნენ სწავლის საფასურის გადასახადისაგან.
12. კოლეჯის ნებისმიერი კურსის საბიუჯეტო სექტორიდან დატოვებული სტუდენტი განმეორებით სწავლისათვის იხდის სწავლების საფასურს, არასაბიუჯეტო სექტორზე სწავლებისათვის განსაზღვრული ოდენობით, ხოლო არასაპატიო მიზეზით გარიცხული სტუდენტი აღდგენისათვის იხდის კოლეჯის მიერ დაწესებულ თანხას. სტუდენტთა გადაყვანის, აღდგენისა და გარიცხვის საკითხს წყვეტს კოლეჯის ადმინისტრაცია მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. კოლეჯი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები, ამასთანავე კოლეჯი დამოუკიდებელია იმ გადაწყვეტილებათა მიღებისა და განხორციელებაში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
14. კოლეჯის პედაგოგები და სტუდენტები სარგებლობენ „განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
15. კოლეჯი ვალდებულია წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური თანხმობა. კოლეჯი განახორციელებს მხოლოდ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან სათანადო თანხმობის შემდეგ.
მუხლი 4🔗. მართვა
კოლეჯის მართვას ახორციელებს:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაცია
1. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციული პერსონალი.
2. ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) ამუშავებს წესდებას, წესდებაში ცვლილებებსა და დამატებებს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ბ) პედსაბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულების სტატუსს, სწავლების ფორმებს და მეთოდებს;
გ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს. სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის წესსა და პირობებს, საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;
დ) საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განსაზღვრავს თავის საფინანსო საქმიანობას, დებს ხელშეკრულებებს წარმოება დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
მუხლი 6🔗. დირექტორი
1. დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. განაგებს მის ქონებას და კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე დებს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ გარიგებებს.
2. კოლეჯის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. კოლეჯის დირექტორი:
ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქმნის კოლეჯის ფილიალებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო განრიგს. საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დებს შრომის ხელშეკრულებებს, კოლეჯისა და მისი ფილიალის თანამშრომლებთან;
ბ) ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს. გამოცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა კოლეჯისა და მისი ფილიალების ყველა თანამშრომლისა და სტუდენტებისათვის;
გ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს (შინაგანაწესში აისახება სტუდენტთა მიღების, სპეციალობიდან სპეციალობაზე, კურსიდან კურსზე გადაყვანის, დატოვებისა და გარიცხვის პირობები. სტუდენტთა უფასო და ფასიანი მომსახურების სახეები. სასწავლო წლისა და არდადეგების ხანგრძლივობა და განრიგი და ა.შ.) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: გაუთვალისწინებელი კლიმატური პირობები, ქვეყანაში არსებული ექსტრემალური სიტუაციები და ა.შ. შეაქვს ცვლილებები კვირისა და სემესტრების ხანგრძლივობასა და მისი დაცვის კონტროლში;
დ) უშუალოდ ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს. წამყვან და დამსახურებულ პედაგოგებს წარადგენს ჯილდოზე. მომქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კოლეჯის ეფექტურად მუშაობისათვის საჭირო სხვა საქმიანობას. იგი ანგარიშვალდებულია კოლეჯის მთელ საქმიანობაზე.
4. დირექტორის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში.
მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ”, ტიპური დებულებითა და კოლეჯის წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, განყოფილების გამგეები, წამყვანი პედაგოგები, პროფკავშირის თავმჯდომარე. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა რიცხობრივად არ უნდა იყოს პედაგოგთა მთელი შემადგენლობის 1/5-ზე ნაკლები და 1/3-ზე მეტი. თუ მასწავლებელთა რიცხვი 10-ზე ნაკლებია პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში ყველა მათგანი შედის.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრების არჩევა ხდება კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრებაზე ფარული ან ღია კენჭისყრის შედეგად. გადაწყვეტილება კენჭისყრის პროცედურის ფარულად ან ღიად ჩატარების შესახებ მიიღება კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით.
4. კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს პედაგოგიური საბჭოს წევრები თუ მას ესწრება კოლეჯის პედაგოგთა 1/2-ზე მეტი.
5. პედაგოგიური საბჭოს წევრი არჩეულად ითვლება თუ მან მიიღო საერთო კრებაზე დამსწრეთა ხმების 1/2-ზე მეტი.
6. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
7. პედაგოგიური საბჭო წარმართავს სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დებულების ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
8. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია: შეიმუშაოს კოლეჯში არსებულ სპეციალობებზე სასწავლო გეგმები და პროგრამები, სასწავლო ცხრილი. დაადგინოს მისაღები გამოცდების ჩატარების წესები და კონტინგენტი. შეიმუშაოს საკურსო გამოცდების და ჩათვლის წესი. დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა. გააგზავნოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
10. პედაგოგიური საბჭოს სხდომები იმართება სამუშაო გეგმის მიხედვით და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ერთი წლით.
11. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით.
12. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძვანელობს კოლეჯის დირექტორი.
მუხლი 8🔗. პედაგოგები
1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებელი, მეთოდისტი, საწარმოო სწავლების ოსტატი).
2. პედაგოგიურ სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე.
3. პედაგოგის უფლება-მოვალეობა განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. პედაგოგს უფლება აქვს წესდებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში მონაწილეობდეს კოლეჯის მართვაში.
5. პედაგოგი ვალდებულია შეასრულოს კოლეჯის წესდებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რაშიც მას მუდმივად უნდა შეუწყონ ხელი განათლების სისტემის მართვის ორგანოებმა და თვით კოლეჯმა.
მუხლი 9🔗. სტუდენტები
1. კოლეჯის სტუდენტი არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია კოლეჯში.
2. კოლეჯში მიიღებიან სტუდენტები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეულ სპეციალობაზე მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. კოლეჯში სწავლება ხორციელდება დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში.
4. სტუდენტთა უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, „ბავშვთა უფლებების კონვენციით”, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს პროფესიული განათლება სახელმწიფოს ხარჯზე, გადავიდეს სხვა კოლეჯში დირექტორების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იმავე კურსზე. სწავლების პერიოდში ეწეოდეს თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის შრომით საქმიანობას.
6. სტუდენტი ვალდებულია სისტემატურად ესწრებოდეს გაკვეთილებს და ასრულებდეს მასწავლებელთა მითითებებს.
7. არასაპატიო მიზეზით გაცდენებისათვის და სასწავლო გეგმის შეუსრულებლობისათვის მათზე გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები თვით კოლეჯიდან გარიცხვამდე.
მუხლი 10🔗. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული.
2. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს როგორც უფასო (საბიუჯეტო სექტორი სახელმწიფო დაკვეთით), ასევე ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამით.
3. კოლეჯში სასწავლო ადგილების დაკავება ხდება აბიტურიენტთაგან შემოსული განცხადებების მიხედვით, კონკურსით ან მის გარეშე. კონკურსის შემთხვევაში ტარდება მისაღები გამოცდები, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა კონკურსი არაა, ე.ი. განცხადებების რაოდენობა ტოლია ან ნაკლებია სახელმწიფო დაკვეთაზე, აბიტურიენტებთან მისაღები გამოცდების ნაცვლად ტარდება გასაუბრება.
4. კოლეჯში სტუდენტთა კონტინგენტის შევსება ხდება განთესვის ხარჯზე აღდგენისა და გადმოყვანის წესით.
5. სასწავლო წელი მოიცავს 2 სემესტრს. სემესტრები მთავრდება სასწავლო გეგმის თანახმად გამოცდებითა და ჩათვლებით.
6. კოლეჯში მეცადინეობების ძირითადი სახეებია: ჯგუფური, ინდივიდუალური, ლექცია-სემინარები, სასწავლო პრაქტიკა, სადიპლომო გეგმარზე მუშაობა, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მუშაობა.
7. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება სტუდენტთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
8. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ” და სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
9. კოლეჯის კურსდამთავრებულებს ეძლევათ დადგენილი ნიმუშის დიპლომი (სერტიფიკატი) შესაბამისი კვალიფიკაციით.
მუხლი 11🔗. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში არასაბიუჯეტო ფინანსური შემოსავლებისა და მატერიალური რესურსების მოზიდვის, მათი რაციონალური განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან. წევრები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც დაინტერესებული არიან კოლეჯის საქმიანობით და სურთ აღმოუჩინონ მას მორალური, ეკონომიური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება.
3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დირექტორი.
4. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს დირექტორი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი. იგი ფარული კენჭისყრით ირჩევს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს.
5. სამეურვეო საბჭო: ხელს უწყობს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას, აკონტროლებს მის მიერ მოზიდული სახსრების დანიშნულებისამებრ გამოყენებასა და ხარჯვას.
6. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება 2-3 თვეში ერთხელ.
მუხლი 12🔗. ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. კოლეჯის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული შენობა-ნაგებობის, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა დანარჩენი ფასეულობებისაგან.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ახორციელებს:
ა) უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებასა და დატვირთვას;
ბ) სესხის აღებას;
გ) თავდებობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. დაწესებულებას შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები. იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს. აწარმოოს დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა, რომლის შედეგად მიღებული შემოსავლები კანონმდებლობით დადგენილი წესით ხმარდება კოლეჯის საქმიანობის გაუმჯობესებას.
5. კოლეჯის ბიუჯეტს ადგენს დირექტორი, განსაზღვრავს პედაგოგიური საბჭო და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
6. კოლეჯის სახსრები ძირითადად იქმნება ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებით, ასევე ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლებით, სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული თანხებით საქართველოსა და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან საჩუქრად, გრანტის ან შემოწირულობების სახით მიღებული სახსრებით. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები „განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”.
7. ზემოთ აღნიშნული ფინანსური სახსრები და შემოსავლები კანონმდებლობით დადგენილი წესით ხმარდება ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
8. დაწესებულების საბიუჯეტო სახსრებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს დირექტორი.
მუხლი 13🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშები
1. კოლეჯის ხელმძღვანელობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშები. შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. კოლეჯი უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. შექმნა და ლიკვიდაცია
1. დაწესებულება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი.
4. დაწესებულების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
5. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა. ლომაია