ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი

მიღების თარიღი 21.07.2023
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016510
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 673 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დაწესებულება
თვითმმართველი ერთეული ახალციხის  მუნიციპალიტეტი და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
მუხლი 2
ქონება
ახალციხის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე   ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) აქტივები.
მუხლი 2
არაფინანსური აქტივები
ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, მცირეფასიანი აქტივები
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
კომისია
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
ქონების განადგურება
მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ჩამოწერილი გამოუსადეგარი ქონების  მიღება-ჩაბარების აქტით, შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნარჩენების გადამზიდი იურიდიული პირი) გადაცემა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.12.2022 ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.03.2024 „ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და ონის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის N06 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.01.2016 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 11.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2023 წლის 21 ივლისი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართი 1-ის (ფორმა №1; №2)  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება წინამდებრე წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერის, აგრეთვე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. დაწესებულება – თვითმმართველი ერთეული ახალციხის  მუნიციპალიტეტი და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 2. ქონება – ახალციხის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე   ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) აქტივები. 3. არაფინანსური აქტივები – ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, მცირეფასიანი აქტივები; 4. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 5. კომისია – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მუნიციპალიტეტში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შექმნილი კომისია. 6. ქონების განადგურება – მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ჩამოწერილი გამოუსადეგარი ქონების  მიღება-ჩაბარების აქტით, შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნარჩენების გადამზიდი იურიდიული პირი) გადაცემა. მუხლი 3🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების: ა.ა) მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით (გარდა 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონებისა);  ა.ბ) 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  ბალანსზე რიცხული (მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა)   მოძრავი ქონების: ა.ა) დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერისა და  საკრებულოს თანხმობით (გარდა 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონებისა); ა.ბ) 500 ლარზე ნაკლები საბალანსო ღირებულების ამორტიზებული მოძრავი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. მუხლი 4🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პროცედურები 1. მუნიციპალიტეტისა და მის მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს მათი ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ჩამოსაწერი არაფინანსური აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1) და ჩამოსაწერი არაფინანსური აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (ფორმა №2) თითოეულ აქტივზე ცალ-ცალკე. კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. 2. კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით. მუხლი 5🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა 1. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამ დადგენილების ფორმა №2 საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა  ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი  კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.