“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომომრჩეველთა სიებიდან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე”
მიღების თარიღი 07.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №58/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.750
გამოქვეყნების წყარო სსმ, 111, 07/10/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომომრჩეველთა სიებიდან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 35.4pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.750
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №58/2004
2004 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ღ” ქვეპუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
კანონით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ ამომრჩეველთა ნაბეჭდ (კედელზე გამოსაკრავ) სიებს და მათში უზუსტობების აღმოჩენისას, მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს, ამომრჩეველთა ნაბეჭდ სიაში შესწორებათა შეტანის განცხადებით (ფორმა №1-2.06.02), რომელშიც უნდა მიეთითოს: ამომრჩევლის არასწორი მონაცემები, უზუსტობის არსი და ამომრჩევლის დაზუსტებული მონაცემი;
გრაფაში მისამართი – ქალაქის (დაბის, სოფლის), ქუჩის სრული დასახელებისა და სახლის (ბინის ნომრის მითითებით) მითითებით; თუ სოფელი შედის თემში, მიეთითება თემის დასახელებაც);
გრაფაში დოკუმენტის სახეობა და № – (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი), სამხედრო ბილეთი, დევნილის მოწმობა, სერიისა და ნომრის სრულად მითითებით, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ამომრჩევლის მოწმობა, ნომრის მითითებით);
გრაფაში ფაქტობრივი მდგომარეობა – (ნამდვილად ცხოვრობს, არ ცხოვრობს, გარდაცვლილია, დევნილია, უცხოეთშია, მონაცემები მეორდება);
შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ამომრჩეველთა ერთიან ნაბეჭდ სიაში.
ცვლილება აღირიცხება ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრში (ფორმა №1-2.04.02), რომელშიც უნდა მიეთითოს ამომრჩევლის არასწორი და დაზუსტებული მონაცემები.
მუხლი 2🔗
ამომრჩეველთა სიების დაზუსტება ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საბუთის წარდგენის საფუძველზე:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა თუ მასში აღნიშნულია რეგისტრაციის ადგილი, ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი (თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი);
დ) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი);
ე) სამხედრო ბილეთი საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობასთან ერთად;
ვ) სოფელში, თემსა და დაბაში მცხოვრებ მოქალაქეთათვის ამომრჩევლის მოწმობა, რომელიც გაცემულია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗
8 და 15 ოქტომბერს საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა გადასცენ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხოლო 9 და 16 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა გადასცენ ცესკოს ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრის (ფორმა №1-2.04.02) შესაბამისი პირების მერ ხელმოწერილი და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმებული შევსებული ფორმები და ამომრჩეველთა ნაბეჭდ სიაში შესწორებათა შეტანის განცხადებები (ფორმა №1-2.06.02);
მუხლი 4🔗
17-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით ცესკო ახდენს ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიების დაზუსტებას საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ა)-ე) ქვეპუნქტებში აღნიშნული ორგანიზაციების მიერ გადმოცემული მონაცემების, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა ცესკო გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხოლო არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა საოლქო სარჩევნო კომისიებმა უნდა გადასცენ საუბნო საარჩევნო კომისიებს შემდეგი ფორმები:
● დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ნაბეჭდი (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01);
● დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ნაბეჭდი (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01);
● ამომრჩეველთა ბარათი ნაბეჭდი – ფორმა №5-1.01.02;
ამომრჩეველთა სიის დანართი – (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია) (ფორმა №1-2.03.04);
● ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრი (ფორმა №1-2.29.01);
დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი ნაბეჭდი სიები – (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01) და (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01) უნდა იყოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის და მდივნის მიერ ხელმოწერილი და ყველა ფურცელი დამოწმებული საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით;
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კედელზე გამოაკრას საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ნაბეჭდი (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01);
დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი ნაბეჭდი სიების – (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01) და (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01) გადაცემისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიას დაუბრუნოს 13 სექტემბერს მათთვის გადაცემული ამომრჩეველთა ერთიანი ნაბეჭდი სიების – (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01) და (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01) ყველა ფურცელი.
მუხლი 6🔗
20-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველთა ერთიანი ნაბეჭდი – (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01) და (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01) სიების დაზუსტება ხდება საუბნო საარჩევნო კომისიებში.
შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ამომრჩეველთა ერთიან ნაბეჭდ სიაში.
შესწორებული მონაცემები შეიტანება ხელით ამომრჩეველთა ერთიანი სიის კედლის (ფორმა №1-2.31.01) და სამაგიდო (ფორმა №1-2.30.01) ნაბეჭდ ფორმებში ცარიელ შესაბამის გრაფებში.
ცვლილება აღირიცხება ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრში (ფორმა №1-2.04.02), რომელშიც უნდა მიეთითოს ამომრჩევლის არასწორი და დაზუსტებული მონაცემები.
რეგისტრაციის ადგილის შეცვლის ან ამომრჩევლის გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისად მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის ამომრჩეველთა ნაბეჭდ სიაში შესწორებათა შეტანის განცხადების – (ფორმა №1-2.06.02) საფუძველზე, საუბნო სარჩევნო კომისიის მდივანი უფლებამოსილია ამოიღოს ამომრჩევლის მონაცემები (გადახაზოს ამომრჩევლის მონაცემები) ამომრჩეველთა ერთიანი სიის კედლის (ფორმა№1-2.31.01) და სამაგიდო (ფორმა №1-2.30.01) ნაბეჭდ ფორმებში და ამომრჩევლის ძველი მონაცემების ქვემოთ გააკეთოს მინაწერი “ამოღებულია სიიდან”, ხოლო ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრში (ფორმა №1-2.04.02) გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი და მიუთითოს მოქალაქის მონაცემის ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამოღების მიზეზი. ნაბეჭდ სიებში შესწორებებზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7🔗
ამომრჩეველთა სპეციალური სია
არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა საოლქო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სპეციალური სიები უნდა გადასცეს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს შევსებული, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მიერ ხელმოწერილი და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმებული სახით (ფორმა №1-2.02.05);
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ მხოლოდ იმავე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული:
● საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;
● ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს იმყოფებიან საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში;
● კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები.
მუხლი 8🔗
ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი ყუთის სია)
ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის წინა დღის (23 ოქტომბერი) 18 საათამდე. საუბნო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის დანართში შეყავს მხოლოდ იმავე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლები განცხადებების და განაცხადების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:
● ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;
● ამომრჩეველი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში;
● ამომრჩეველი იმყოფება საავადმყოფოს ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც არ იხსნება საარჩევნო უბანი.
თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გამორჩენილია შეზღუდული უნარის მქონე ამომრჩევლის მონაცემები, მათი შეტანა ამომრჩეველთა ერთიან სიაში უნდა მოხდეს მათი ოჯახის წევრების მიერ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მათი გადატანა სიის დანართში.
ამომრჩევლის წერილობითი ან ტელეფონით გაკეთებული ზეპირი განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა უნდა დაარეგისტრიროს სარეგისტრაციო ჟურნალში, მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო, ტელეფონის ნომერი და დაადასტუროს ხელმოწერით. ამომრჩეველთა სიის დანართში გადაყვანილი ამომრჩევლის მონაცემები ერთიან სიაში არ იშლება, მის გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” კეთდება აღნიშვნა “შეყვანილია დანართში” და მოწმდება კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
ამომრჩეველთა სიის დანართი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნის ხელმოწერით და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით 24 ოქტომბრის დილის 7-დან 8 საათამდე.
მუხლი 9🔗
კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია ანუ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება
ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრი (ფორმა №1-2.29.01) არის იმ ამომრჩეველთა სია, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან არჩევნების დღეს.
არჩევნების დღეს მოქალაქე რეგისტრაციაში გატარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მონაცემები არ არის ნაბეჭდ სიაში და მისი რეგისტრაციის ადგილი მდებარეობს მოცემული საარჩევნო უბნის ფარგლებში.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრის (ფორმა №1-2.29.01) შევსებას ახორციელებს რეგისტრატორი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების მიზნით კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნისთანავე ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდება. წილისყრა, რომელიც ტარდება საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 52-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ითვალისწინებდეს ერთი დამატებითი რეგისტრატორის ფუნქციას.
აღნიშნული რეგისტრატორი იკავებს განცალკევებით მდგომ მაგიდას და მას ევალება ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრის შევსება 2004 წლის 24 ოქტომბერს საარჩევნო უბანში მოსული იმ ამომრჩევლების მონაცემებით, რომლებიც არ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიებში.
რეგისტრატორი ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრის ფორმაში ამომრჩეველთა ნუმერაციას განახორციელებს პირველი გრაფიდან 01-დან. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ერთიანი სიის დაზუსტების რეესტრს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და ამოწმებენ მას საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
ფურცლები დაილუქება ცალკე პაკეტად და სხვა სიებთან ერთად იდება სიების ჩასადებ მუყაოს ყუთში.
მუხლი 10🔗
არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა
საუბნო საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიას, სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად, გადასცემს სათანადო წესით დამოწმებულ ამომრჩეველთა სიების შემდეგ ფორმებს:
1. დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ნაბეჭდი (კედელზე გამოსაკრავი) (ფორმა №1-2.31.01);
2. დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ნაბეჭდი (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01) ამომრჩეველთა ხელმოწერებით;
3. ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრი (ფორმა №1-2.04.02);
4. ამომრჩეველთა სპეციალური სია (ფორმა №1-2.02.05);
5. ამომრჩეველთა სიის დანართი (გადასატანი საარჩევნო ყუთის სია) (ფორმა №1-2.03.04);
6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრი (ფორმა №1-2.29.01);
7. ამომრჩეველთა ნაბეჭდ სიაში შესწორებათა შეტანის განცხადებები (ფორმა №1-2.06.02).
მუხლი 11🔗
არჩევნების შედეგების შეჯამებისა და სასამართლო დავების პროცედურების დასრულების მომდევნო დღეს
საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებული არიან ცესკოს გადასცენ შემდეგი დოკუმენტაციის ფორმები:
1. დაზუსტებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ნაბეჭდი (სამაგიდო) (ფორმა №1-2.30.01) ამომრჩეველთა ხელმოწერებით;
2. ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრი (ფორმა №1-2.04.02);
3. ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრი (ფორმა №1-2.29.01);
4. ამომრჩეველთა ნაბეჭდ სიაში შესწორებათა შეტანის განცხადებები (ფორმა №1-2.06.02).
მუხლი 12🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 13🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი