ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №265
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.024102
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2023
matsne.gov.ge 469 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 91% 21.05.2020 შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 88% 21.05.2020 ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 08.04.2025 საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 13.11.2020 სატრენინგო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 08.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №265 2023 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების  წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში − პროგრამა) განსაზღვრავს პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების ძირითად მოთხოვნებსა და მისი გამოყენების წესს. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, პროგრამა შექმნას საკუთარი ადამიანური რესურსის ან/და გარე ექსპერტის ჩართულობით. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პროგრამის ტექნიკური დავალების შექმნისა და მისი ოპერაციული ლოგიკის შემუშავებისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 2🔗. პროგრამის შექმნისთვის აუცილებელი მოთხოვნები 1. პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები და პრინციპები ეფუძნება „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში − ეროვნული მეთოდოლოგია) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №449 დადგენილების ყველა დანართით გათვალისწინებულ შინაარსს. 2. პროგრამა უზრუნველყოფს შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლას ეროვნული მეთოდოლოგიის შესაბამისად. 3. სერტიფიცირებას დაქვემდებარებული შენობის ენერგოეფექტურობის გამოთვლისას, პროგრამა უზრუნველყოფს 5%-ზე ნაკლებ განსხვავებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიმუშო შენობის ენერგოეფექტურობის გაანგარიშებისას მიღებულ შედეგსა და სერტიფიცირებას დაქვემდებარებული შენობის ენერგოეფექტურობის გამოთვლისას მიღებულ შედეგს შორის. 4. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის შემუშავებისათვის, ენერგოეფექტურობის გამოთვლისას, პროგრამა უზრუნველყოფს სანიმუშო შენობის ენერგოეფექტურობასთან მარტივ შედარებას, „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული შენობის ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. გარდა ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აუცილებელი შინაარსობრივი მოთხოვნებისა, პროგრამა: ა) გამოყენებადია როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობებისთვის; ბ) უზრუნველყოფს „შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გენერირებას და ამ მიზნით აუცილებელი პარამეტრების გამოთვლას; გ) გამოყენებადია საჯარო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის განკუთვნილ სტანდარტული პროგრამული და ტექნიკური მახასიათებლებით აღჭურვილ კომპიუტერებზე; დ) შეიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოსა და შესაბამის სასწავლო ვიდეოინსტრუქციას; ე) ფუნქციონირებს  როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე; ვ) ტექნიკურად დაკავშირებულია შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშების რეესტრთან და უზრუნველყოფს  შენობის, შენობის ნაწილის ან შენობის ელემენტისთვის შემუშავებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატისა და მასში ასახული ყველა მონაცემის გადაცემას; ზ) ავტომატურად უზრუნველყოფს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემებისა და შედეგების შემოწმებას. მუხლი 3🔗. შენობების ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი პროგრამის გამოყენების წესი 1. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მისი გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისათვის, შეუძლიათ ასევე შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელ დამოუკიდებელ ექსპერტებს. 2. დამოუკიდებელი ექსპერტები პროგრამას გამოიყენებენ: ა) ახალი შენობის, შენობის ნაწილის ან შენობის ელემენტის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისას; ბ) არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემდგომ, ასეთი შენობის, შენობის ნაწილის ან შენობის ელემენტის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისას. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამას იყენებს ასევე შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში ასახული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოწმებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.