ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №265 |
|
2023 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
|
1. „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში − პროგრამა) განსაზღვრავს პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების ძირითად მოთხოვნებსა და მისი გამოყენების წესს.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია, პროგრამა შექმნას საკუთარი ადამიანური რესურსის ან/და გარე ექსპერტის ჩართულობით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პროგრამის ტექნიკური დავალების შექმნისა და მისი ოპერაციული ლოგიკის შემუშავებისას გამოიყენება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
1. პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები და პრინციპები ეფუძნება „შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში − ეროვნული მეთოდოლოგია) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №449 დადგენილების ყველა დანართით გათვალისწინებულ შინაარსს.
2. პროგრამა უზრუნველყოფს შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლას ეროვნული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
3. სერტიფიცირებას დაქვემდებარებული შენობის ენერგოეფექტურობის გამოთვლისას, პროგრამა უზრუნველყოფს 5%-ზე ნაკლებ განსხვავებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანიმუშო შენობის ენერგოეფექტურობის გაანგარიშებისას მიღებულ შედეგსა და სერტიფიცირებას დაქვემდებარებული შენობის ენერგოეფექტურობის გამოთვლისას მიღებულ შედეგს შორის.
4. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის შემუშავებისათვის, ენერგოეფექტურობის გამოთვლისას, პროგრამა უზრუნველყოფს სანიმუშო შენობის ენერგოეფექტურობასთან მარტივ შედარებას, „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული შენობის ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. გარდა ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აუცილებელი შინაარსობრივი მოთხოვნებისა, პროგრამა:
ა) გამოყენებადია როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობებისთვის;
ბ) უზრუნველყოფს „შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გენერირებას და ამ მიზნით აუცილებელი პარამეტრების გამოთვლას;
გ) გამოყენებადია საჯარო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის განკუთვნილ სტანდარტული პროგრამული და ტექნიკური მახასიათებლებით აღჭურვილ კომპიუტერებზე;
დ) შეიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოსა და შესაბამის სასწავლო ვიდეოინსტრუქციას;
ე) ფუნქციონირებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე;
ვ) ტექნიკურად დაკავშირებულია შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშების რეესტრთან და უზრუნველყოფს შენობის, შენობის ნაწილის ან შენობის ელემენტისთვის შემუშავებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატისა და მასში ასახული ყველა მონაცემის გადაცემას;
ზ) ავტომატურად უზრუნველყოფს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემებისა და შედეგების შემოწმებას.
1. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მისი გამოყენება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისათვის, შეუძლიათ ასევე შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
2. დამოუკიდებელი ექსპერტები პროგრამას გამოიყენებენ:
ა) ახალი შენობის, შენობის ნაწილის ან შენობის ელემენტის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისას;
ბ) არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემდგომ, ასეთი შენობის, შენობის ნაწილის ან შენობის ელემენტის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამას იყენებს ასევე შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში ასახული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოწმებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2023.
- როდის იქნა მიღებული „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №265. სარეგისტრაციო კოდი — 300280020.10.003.024102.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №265, 24.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.024102 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5874510/