📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფასების ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 06.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1 1/134
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.024.006.757
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 19/10/2004
matsne.gov.ge 2,057 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფასების ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.220.240.006.757 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/134 2004 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფასების ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფასების ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ფასების ინსპექციის თანამშრომელთა რიცხოვნობა განისაზღვროს 7 (შვიდი) კაცის რაოდენობით (მათ შორის ცენტალურ აპარატში 3 (სამი) კაცი, ავტონომიური რესპუბლიკების ფასების ინსპექციებსა და სხვა ტერიტორიულ ერთეულებში – 4 (ოთხი) კაცი). 3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 1 მარტის №22 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქვეუწყებო დაწესებულების ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფასების ინსპექციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ფასების ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ”, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის კონტროლის სახელმწიფო ორგანოს.     მუხლი 2🔗 ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.     მუხლი 3🔗 ინსპექციის სრული ოფიციალური დასახელებაა: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული საქვეუწყებო დაწესებულება ფასების ინსპექცია”, შემოკლებული დასახელება: „ფასების ინსპექცია”. ის თავის საქმიანობას წარმართავს ცენტრალური აპარატის მეშვეობით.     მუხლი 4🔗 ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, ანგარიში ხაზინაში.     მუხლი 5🔗 ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, გ. ჭანტურიას ქ. №12. II. ინსპექციის საქმიანობის სფერო, მიზანი და ამოცანები     მუხლი 6🔗 ინსპექციის საქმიანობის სფეროა საქართველში ფასების, ტარიფების (შემდგომში – ფასების) და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლი.     მუხლი 7🔗 ინსპექციის საქმიანობის მიზანია სახელმწიფო დისციპლინის დაცვა და ფასებისა და საქონლის (მომსახურების) ხარისხს შორის დადგენილი შესაბამისობის დაცვა.     მუხლი 8🔗 ინსპექციის ამოცანებია: ა) არ დაუშვას მეურნე სუბიექტებისა და მოქალაქეთა უფლებების შებღალვა როგორც თავისუფალი, ისე რეგულირებადი ფასების გამოყენების სფეროებში; ბ) უზრუნველყოს, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომ ფასი განისაზღვროს თავისუფალი გარიგების მონაწილე მხარეთა ინტერესების შეხამებისა და ურთიერთსარგებლიანი შეთანხმების მიღწევის საფუძველზე; გ) დაიცვას რეგულირებადი ფასები და ტარიფები, გამოავლინოს და აღკვეთოს მონოპოლიურად მაღალი (დაბალი) ფასების, დემპინგური ფასების გამოყენება და ერთიანი ფასის დაწესების შესახებ გარიგებები; დ) უზრუნველყოს სახელმწიფო რეგულირებადი ფასების შესაბამისობა საქონლის (მომსახურების) ხარისხთან, რომელიც განისაზღვრება სახელმწიფო სტანდარტების ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით; ე) დაიცვას საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ფასწარმოქმნის საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული პრინციპები; ვ) უზრუნველყოს ვაჭრობისა და მომსახურების გაწევის ადგილებში ობიექტების სამართლებრივი სტატუსისა და საკუთრებითი ფორმის მიუხედავად, ფასების სავალდებულო გამოცხადება; ზ) ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის – ლარის დამკვიდრებასა და საქართველოში ფასებისა და ფასწარმოქმნის ყველა სფეროში მის ექსკლუზიურ გამოყენებას; თ) ხელი შეუწყოს და დაიცვას სახელმწიფო აუცილებლობის შემთხვევაში შეფასების სტანდარტების შემოღებას. III. ინსპექციის უფლებამოსილებანი     მუხლი 9🔗 ინსპექციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: ა) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე (ტარიფებზე) მონოპოლისტი იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის რენტაბელობის ზღვრული დონის ან ფიქსირებული ფასების გამოყენებაზე, ტარიფების დაცვაზე, სახელმწიფო ქონების რეალიზაციის დროს ფასების განსაზღვრის არსებული წესების შესრულებაზე; ბ) მისცეს ობიექტის ხელმძღვანელობას და მისი ზემდგომი ორგანოების თანამდებობის პირებს შესასრულებლად აუცილებელი წინადადებები ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე და დაუწესოს დარღვევების ლიკვიდაციის ვადები; გ) ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დამრღვევი ფიზიკური და იურდიული პირების მიმართ დადგენილი წესით გამოიყენოს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ეკონომიკური სანქციები, რომლის შესაბამისადაც ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე; დ) შეისწავლოს ბუნებრივი მონოპოლიების მიერ ფასების (ტარიფების) ან რენტაბელობის ზღვრული დონის დაცვის სისწორე; ე) შეისწავლოს ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილი მონოპოლისტი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გამოშვებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების (ტარიფების) სისწორე; ვ) მოამზადოს მასალები ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებისათვის, რათა „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე16 მუხლის შესაბამისად მონოპოლიურად მაღალი ფასების გამოყენებით მიღებული მთელი დამატებითი შემოსავალი და ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ან მონოპოლიურად დაბალი, დემპინგური ფასების დაწესების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი და ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) შეისწავლოს ბუნებრივ რესურსებზე (წიაღისეული და სხვა) და სახელმწიფო საკუთრებაში (რეზერვებში) არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე; თ) შეისწავლონ სამინისტროების, უწყებების, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისა და მეურნე სუბიექტების მიერ ფასწარმოქმნის სფეროში მიღებული სახელმძღვანელო გადაწყვეტილებების სისწორე და შესაბამისი წინადადება წარუდგინონ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს; ი) დააყენოს საკითხი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე ფასების (ტარიფების) უკანონო დაწესების აღმოსაფხვრელად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით; კ) აუცილებლობის შემთხვევაში ფასების სახელმწიფო დისციპლინის დარღვევის შესახებ მასალები გადაუგზავნოს სამართალდამცავ ორგანოებს; ლ) დააწესოს კონტროლი ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებში ფასების (ტარიფების) სავალდებულო გამოცხადებაზე, აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოცხადებული ფასის (ტარიფების) სარგებლობის დადგენისათვის განახორციელოს საკონტროლო შესყიდვა; მ) მოიწვიოს საკითხის შესწავლისათვის შესაბამისი სამინისტროებიდან, უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან სპეციალისტები; ნ) სპეციალისტების მიერ შესწავლილი საკითხების შედეგებზე შეადგინოს სათანადო აქტი ან ცნობა, რომელიც კომისიური განხილვის შემდეგ საფუძვლად ედება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებას თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ და თანხების ამოსაღებად „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეგზავნება საგადასახადო ინსპექციას; ო) დაიცვას სახელმწიფო ინტერესები ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოებში. IV. ინსპექციის საქმიანობის საფუძვლები     მუხლი 10🔗 ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗 ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს ინსპექციის უფროსი.     მუხლი 12🔗 ინსპექციის ყველა მუშაკი მათი თანამდებობის მიუხედავად არის ფასების ინსპექციის ინსპექტორი.     მუხლი 13🔗 ინსპექციის უფროსი ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 14🔗 ინსპექციის უფროსი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, უშუალოდ, აგრეთვე მოადგილის, ინსპექციის სხვა მუშაკების მეშვეობით წყვეტს სამსახურის ამოცანებით, ფუქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს.     მუხლი 15🔗 ინსპექციის უფროსი უზრუნველყოფს ინსპექციის მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მისი ფუნქციონირების სფეროში სხვა შესასრულებლად აუცილებელი დადგენილებების, მითითებებისა და განკარგულებების შესრულებას დადგენილ ვადებში.     მუხლი 16🔗 ინსპექციის განკარგულებაში კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლების ხარჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 17🔗. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.     მუხლი 18🔗 ინსპექციის ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს და მისი შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.     მუხლი 19🔗 ინსპექციის საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.     მუხლი 20🔗 ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის ფუნქციებს ასრულებს მოადგილე ინსპექციის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.     მუხლი 21🔗 ინსპექცია თავის მუშაობას წარმართავს ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული პერსპექტიული და ყოველკვარტალური გეგმების, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული დავალებების, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციებიდან და იურიდიული და ფიზიკური პირებიდან შემოსული წერილებისა და ინფორმაციების მიხედვით.     მუხლი 22🔗 ინსპექციის მიერ ფასების კანონმდებლობის შესრულების შესწავლა ხორციელდება მხოლოდ ინსპექციის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.     მუხლი 23🔗 ფასების ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს ფუნქციურად მჭიდრო კოორდინაციაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ფასწარმოქმნის პოლიტიკის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიებთან. მათგან ღებულობს ფასწარმოქმნის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებს და სხვა ნორმატიულ მასალებს სახელმწიფო რეგულირებადი ფასების, შეთანხმებული ტარიფების, ზღვრული რენტაბელობის, მონოპოლისტების და ა.შ. ინფორმაციას.     მუხლი 24🔗 ინსპექცია ახდენს თავისი საქმიანობის კოორდინაციას სხვა საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ორგანოებთან, საქართველოს კონტროლის პალატასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის VIII თავის შესაბამისად. ამ მიზნით ფასების ინსპექციის სამუშაო გეგმები საჭიროების შემთხვევაში ეგზავნება მაკონტროლებელ ორგანოებს, რომელთა ფუნქციების გადაკვეთის არეშიც უწევს მუშაობა ფასების ინსპექციას. ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალურ აპარატს და მის რეგიონულ სტრუქტურებს ინსპექციის სამუშაო გეგმა ეგზავნება აუცილებელი წესით.     მუხლი 25🔗 ინსპექცია საკონტროლო-სააანალიზო სამუშაოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ერთობლივ შემოწმებებს სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად ხელშეკრულებების ან ერთობლივი ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 26🔗 ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა, აგრეთვე მონოპოლიურად მაღალი ფასების გამოყენების შედეგად მიღებული მთელი დამატებითი შემოსავალი და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ან მონოპოლიურად დაბალი, ან დემპინგური ფასების დაწესების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი (გადაუხდელი სახელმწიფო გადასახადების თანხა) და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 27🔗 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფასების ინსპექციის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი ყველა აქტი განიხილება ინსპექციის უფროსის (განსაზღვრული ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის) მიერ, რომლის დასკვნის შესაბამისად მზადდება ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების პროექტი.     მუხლი 28🔗 ფასდარღვევის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს საგადასახადო ორგანოს.     მუხლი 29🔗 ფასების ინსპექცია წლისა და წლის პირველი ნახევრის მიხედვით გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას უდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო თვის ბოლომდე.     მუხლი 30🔗 ფასების ინსპექციის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ: ა) მიიღონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან, სამინისტროებიდან, უწყებებიდან და მეურნე სუბიექტებიდან ფასების (ტარიფების) დადგენისა და გამოყენების სისწორის შესასწავლად, ასევე ფასების დონისა და დინამიკის ანალიზისათვის აუცილებელი ყველა მასალა, პირველადი დოკუმენტი და ინფორმაცია; ბ) შეისწავლონ დადგენილი წესით ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის საკითხები სამინისტროებში, უწყებებსა და მეურნე სუბიექტებში (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად; გ) ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლის, ფასწარმოქმნის ნებისმიერი საკითხის შესწავლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების შემთხვევაში მიიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები; დ) გამოიყენონ ადმინისტრაციული ჯარიმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობისა და ფასების რეგულირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევის, ასევე ფასების დადგენისა და გამოყენების დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში; ე) აუცილებლობის შემთხვევაში ფასების სახელმწიფო დისციპლინის დარღვევის შესახებ მასალები გადაუგზავნონ სასამართლოებს და საგამოძიებო ორგანოებს. ვ) ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის განხორცელებისას ხელის შეშლის (შესამოწმებლად არდაშვება, მონაცემების წარმოუდგენლობა) შემთხვევაში შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები გადასცენ სასამართლოებს დადგენილი წესით; ზ) გამოიყენონ კანონმდებლობით განსაზღვრული ინსპექციის განკარგულებაში არსებული თანხები დადგენილი წესით; თ) მოამზადონ და უზრუნველყონ თათბირების, სემინარების, კონფერენციების ჩატარება მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ; ი) დადგენილი წესით ხელი შეუწყონ სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების გაზიარებისათვის მათ მონაწილეობას თათბირებში, სემინარებსა და კონფერენციებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; კ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიონ პირები განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად და აუნაზღაურონ მათ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულების საფუძველზე.     მუხლი 31🔗 ინსპექციის უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან შემოწმების შედეგებზე შეადგინონ სათანადო აქტი (ცნობა), გააცნონ იგი შემოწმებული ობიექტების ხელმძღვანელებს. ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელი მოაწეროს აქტს (ცნობას), ხოლო უთანხმოების შემთხვევაში თან დაურთოს თავისი შენიშვნები. შენიშვნებს იხილავს ინსპექცია მისი დებულების შესაბამისად, რომლის შედეგები საბოლოო ასახვას ჰპოვებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში.     მუხლი 32🔗 იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლეული ობიექტის ხელმძღვანელობა არ ეთანხმება ფასდარღვევის საკითხებზე მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 33🔗. ინსპექციის სისტემა ინსპექციის სისტემაში გაერთიანებულნი არიან: ა) ინსპეციის ცენტრალური აპარატი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფასების ინსპექციები. V. ინსპექციის ქონება     მუხლი 34🔗 ინსპექციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში უსასყიდლო უზურფრუქტის და თხოვების ფორმით გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონება. VI. დასკვნითი დებულებები     მუხლი 35🔗 ინსპექციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.     მუხლი 36🔗 ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 37🔗 ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.