საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016079
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,822 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 95% 14.09.2017 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.04.2016 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 29.07.2021 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.09.2014 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 94% 27.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №1 2023 წლის 26 ივლისი ქ.თბილისი საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „თ​1“ ქვეპუნქტის, 64​2 მუხლისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 41​4 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის (შემდგომში – კომისია) წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების საკითხებს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. კომისიის წევრები და მისი თავმჯდომარე 1. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არაუმეტეს 2 წევრისა შესაძლებელია იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო არანაკლებ 3 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. კომისიის დამოუკიდებელი წევრი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან იმ ჯგუფში შემავალ იურიდიულ პირში, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 2. კომისიის წევრებს, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. თავი II კომისიის იმ წევრის შერჩევა და დანიშვნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის მუხლი 3🔗. კონკურსი 1. კომისიის წევრი, რომელიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ინიშნება კონკურსის წესით. კონკურსის მიზანია, კომისიაში დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და კანდიდატების შერჩევისა და დასაქმების პროცესის გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, კომისიის წევრისთვის კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისი საუკეთესო კანდიდატის/კანდიდატების შერჩევა. 2. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნულ ბანკის საბჭოს განკარგულებით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის კურატორი ვიცე პრეზიდენტი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ასევე შედის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის უფროსები. ამასთან, საკონკურსო კომისიაში მონაწილეობა უნდა ეთხოვოს საქართველოს საბანკო ასოციაციის წარმომადგენელს. 3. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება შესაბამისი ოქმით. 4. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ამ წესში განსაზღვრულის გარდა, განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადების და ორგანიზების წესი 1. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, რომელშიც, მათ შორის, აღინიშნება საკონკურსო განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა, კონკურსის პირობები და ჩატარების გრაფიკი. 2. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის კარიერის ვებგვერდზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ან/და სხვა შესაბამის ვებგვერდებზე, რის შესახებაც აღინიშნება საბჭოს გადაწყვეტილებაში. 3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ ათი კალენდარული დღის განმავლობაში. 4. საკონკურსო განაცხადების წარდგენა წარმოებს ელექტრონული ფორმით. 5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და საკონკურსო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება. მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება 1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ ინფორმაციას: ა) ვაკანტური პოზიციის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) კომისიის წევრის ფუნქციებს; დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ; ე) საკონკურსო კომისიის მისამართს; ვ) ინფორმაციას კონკურსის ეტაპების შესახებ; ზ) ელექტრონულ მისამართს საკონკურსო განაცხადის გასაკეთებლად. 2. საკონკურსო კომისიის ან/და საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესაძლებელია აისახოს კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება ან უმაღლესი იურიდიული განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში ან/და საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება. 2. პირს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუ: ა) არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) პოლიტიკური პარტიის წევრია ან/და მონაწილეობს პოლიტიკურ საქმიანობაში. მუხლი 7🔗. კანდიდატის უფლება-მოვალეობები 1. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 2. კანდიდატს უფლება აქვს განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. მუხლი 8🔗. კონკურსის ჩატარების პირობები  1. კონკურსი მოიცავს: ა) კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას; ბ) გასაუბრებას. 2. კონკურსი ასევე შესაძლებელია მოიცავდეს წერით დავალებას ან/და პრეზენტაციის წარდგენას. 3. კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება განაცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 4. გასაუბრებამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება ვალდებულია აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია. 5. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიოვიზუალური ჩაწერა. მუხლი 9🔗. კონკურსის შედეგები და შერჩეული კანდიდატის დანიშვნა 1. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ერთზე მეტ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  საუკეთესო კანდიდატს წარუდგენს საბჭოს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს კანდიდატს/კანდიდატებს. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატის/კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საბჭო უფლებამოსილია უარი განაცხადოს წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების დანიშვნაზე. 2. კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილება თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 3. კანდიდატმა კომისიის წევრად დანიშვნამდე უნდა წარადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ, აგრეთვე ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. 4. კანდიდატი კომისიის წევრად ინიშნება საბჭოს მიერ. მუხლი 10🔗. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი; ბ) საკონკურსო კომისიის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატი; გ) საბჭოს მიერ შესაბამისი კანდიდატის დანიშვნაზე მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება; დ) კანდიდატმა უარი თქვა გამოცხადებული პოზიციის დაკავებაზე; ე) საბჭოს მიერ შერჩეულმა კანდიდატმა არ წარადგინა ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 11🔗. საკონკურსო კომისიის წევრის აცილება 1. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია წერილობით განაცხადოს თვითაცილება და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი კანდიდატის ხმის მიცემისა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული საკონკურსო კომისიისთვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, საკონკურსო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატისთვის მიცემული ხმა არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 12🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III კომისიის იმ წევრის წარდგენა და დანიშვნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელია მუხლი 13🔗. წარდგენა და დანიშვნა კომისიის წევრებად, რომლებიც ამავდროულად ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან, განისაზღვრონ: საგადახდო სისტემების დეპარტამენტის საგადახდო სისტემების ოვერსაიტის განყოფილების უფროსი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი. თავი IV დავების განმხილველი კომისიის თავმჯდომარის არჩევა-დანიშვნის წესი და მისი ფუნქციები მუხლი 14🔗. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და დანიშვნა 1. კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან და წარუდგენს საბჭოს დასანიშნად. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს საკუთარ თავს. 3. კომისიის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობას. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებიდან ნიშნავს საბჭო. 5. კომისიის თავმჯდომარეს საბჭო ნიშნავს უფლებამოსილების ვადით შერჩეული კანდიდატების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 6. კომისიის თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. 7. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობით აცნობებს საბჭოს. მუხლი 15🔗. კომისიის თავმჯდომარის ფუნქციები 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიას და ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის საქმიანობის საერთო კოორდინაციას; ბ) წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების გამოცემის და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურული წესების დაცვაზე და შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებაზე; გ) იღებს გადაწყვეტილებას შიდაორგანიზაციულ საკითხებზე; დ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. კომისიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს. 3. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის, არყოფნის, ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. თავი V კომისიის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა მუხლი 16🔗. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება, კომისიის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში. მუხლი 17🔗. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება მისი ვადის გასვლისას. დაუშვებელია კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) პირადი განცხადების წარდგენა; ბ) გარდაცვალება; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; თ) ბოლო 12 თვეში ჯამურად 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობა; ი) საქმიანობს ან დასაქმდა საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან იმ ჯგუფში შემავალ იურიდიულ პირში, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; კ) აღმოჩნდა, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის წევრის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე საბჭოს მიერ შესაბამისი აქტის გამოცემისთანავე, რისი ვადაც არ უნდა აღემატებოდეს განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბჭოს მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან. 3. პირს, რომელსაც შეუწყდა კომისიის წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 4. კომისიის წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს კომისიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 90 და არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, ხოლო კომისიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. კომისიის ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს კომისიის წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ კომისიის წინამორბედ წევრს უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, კომისიის ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დანიშვნისთანავე დაიწყებს. თავი VI კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება მუხლი 18🔗. შრომის ანაზღაურება კომისიის იმ წევრის, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის, შრომის ანაზღაურება შეადგენს 6000 (ექვსი ათას) ლარს, ხოლო კომისიის თავმჯდომარის (თუ ის არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი) – 6500 (ექვსი ათას ხუთას) ლარს.