“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე”
მიღების თარიღი 13.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №59/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.761
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 18/10/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.10.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:20.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:normal;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-style:italic;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:1.4pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:31.5pt; line-height:150%; font-size:13.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:21.3pt 42.55pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.761
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №59/2004
2004 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის� 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის `საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე.
��� მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართ�ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი� ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი� � კ. კვიტაიშვილი
ინსტრუქცია
ამომრჩევლის მოწმობის გაცემისა და ამომრჩევლის მოწმობის საშუალებით ხმის მიცემის წესის თაობაზე
1. ამომრჩევლის მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ ამომრჩეველზე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, თემსა თუ დაბაში და არ გააჩნია ამომრჩეველთა სიაში გაერთიანებისა და ხმის მიცემისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი არც ერთი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
2. ამომრჩევლის მოწმობის გაცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვა დასაშვებია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი განცხადებით კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა.
3. ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადასცეს ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ცნობა (საკომლო წიგნიდან ამონაწერი), რომლითაც დასტურდება სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე ამომრჩევლის ცხოვრების ფაქტი. თუკი სოფლის, თემის ან დაბის ტერიტორიაზე გახსნილია ერთზე მეტი საარჩევნო უბანი, მაშინ ცნობაში (ამონაწერში) მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ცხოვრობს ამომრჩეველი.
4. კომისია განცხადებას განიხილავს მიმართვის დღეს, საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით (საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წესით, ღია სხდომაზე). საკითხის დადებითად გადაწყვეტისას ამომრჩეველს ეძლევა ამომრჩევლის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისას განმცხადებელს არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეძლევა განკარგულების ასლი, რომელშიც აღინიშნება უარის თქმის მიზეზი.
5. ამომრჩევლის მოწმობის გაცემის წინ ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისა და შესწორების პასუხისმგებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამოწმებს, არის თუ არა შეყვანილი ამომრჩევლის მოწმობის მომთხოვნი ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
თუ ამომრჩეველი არ არის შეყვანილი ამომრჩეველთა სიაში:
ა) თუ ამომრჩევლის მოწმობის გაცემა მოხდა 15 ოქტომბრამდე, მისი მონაცემები შეაქვთ ამომრჩეველთა ნაბეჭდი სიის შესწორებათა აღრიცხვის რეესტრში;
ბ) თუ ამომრჩევლის მოწმობის გაცემა მოხდა 15 ოქტომბრის შემდეგ, მაშინ ამომრჩეველის მონაცემები შეაქვთ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის კენჭისყრის დღეს დაზუსტების რეესტრში.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩევლის მოწმობის გაცემის ფაქტს ასახავს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც მიუთითებს ამომრჩევლის გვარს, სახელს, დაბადების თარიღს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ამომრჩევლის მოწმობის ნომერს და საკომლო წიგნიდან ამონაწერის ნომერს, რომლის საფუძველზეც მოხდა ამომრჩევლის მოწმობის გაცემა.
7. ცესკოს მიერ დამტკიცებული ამომრჩევლის მოწმობის ფორმები ცესკოს მიერ ამ ინსტრუქციის მიღებისთანავე გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. იმის გამო, რომ საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური ბეჭდის გამოყენების უფლება ენიჭება მხოლოდ კენჭისყრის დღეს, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის მოწმობის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოდან მიღებულ ფორმებს ამოწმებენ საოლქო კომისიის ბეჭდით, რის შემდეგაც, ფორმების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო კომისიები ამომრჩევლის მოწმობის ფორმებს ანაწილებენ საუბნო საარჩევნო კომისიებს შორის.
8. ამომრჩეველთა მოწმობების ნუმერაციას ახდენს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამ მოწმობების გაცემისას. მოწმობები ინომრება თანამიმდევრობით. ნომრის პირველი 2 ციფრი აღნიშნავს საარჩევნო ოლქის ნომერს, მომდევნო ციფრები საარჩევნო უბნის ნომერს, ხოლო შემდგომი ციფრები შეესაბამება უშუალოდ ამომრჩევლის მოწმობის ნომერს მისი გაცემის რიგის მიხედვით, ანუ ამომრჩეველთა მოწმობების ნუმერაცია უნდა იყოს შემდეგი სახის 00-000-0000.
9. ამომრჩევლის მოწმობის გაცემის ვადის ამოწურვისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიები დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებზეც გაცემულია ამომრჩევლის მოწმობა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს.
10. თუ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს ამომრჩევლის მოწმობით ბიულეტენის გაცემის წინ მას რეგისტრატორი ჩამოართმევს ამომრჩევლის მოწმობას, ხოლო საარჩევნო სიის იმ გრაფაში, სადაც მიეთითება პირადობის დამადასტურებელი საბუთის სახეობა და ნომერი, აკეთებს აღნიშვნას �ამომრჩევლის მოწმობა� და უთითებს ამომრჩევლის მოწმობის ნომერს.
11. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ამომრჩევლის მოწმობები საკომლო წიგნიდან ამონაწერებთან ერთად ითვლება, ილუქება დადგენილი წესით და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
12. ამომრჩეველთა მოწმობები და საკომლო წიგნიდან ამონაწერები საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ინახება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან (გასაჩივრების ვადებისა და სასამართლო პროცესების დასრულების ჩათვლით) 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მათი განადგურება.