სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.07.2023
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.11.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკციების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2023 წლის 27 ივლისი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №61 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია
დანართი
№1
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, მისიას, მიზანს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 2🔗.
მისია და მიზანი
1. სამსახურის მისიაა დამოუკიდებელი და ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მიმართულია მერიის საქმიანობის გაუმჯობესების, მისი მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად.
2. სამსახურის მიზანია უზრუნველყოს მერიასა და მის სისტემაში მაღალხარისხიანი შიდა აუდიტორული საქმიანობა, რისთვისაც სამსახური სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვას, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და ასევე კანონიერების დაცვას.
მუხლი 3🔗.
კანონმდებლობა, შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები
1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
2. სამსახური შიდა აუდიტორულ საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის (IPPF) სავალდებულო ელემენტების დაცვით, მათ შორის შიდა აუდიტის პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების დაცვით.
მუხლი 4🔗.
დამოუკიდებლობა და ობიექტურობა
1. სამსახური ანგარიშვალდებულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომი – მერი) წინაშე, რომელიც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ფუნქციონალურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, ასევე ინსპექტირების პროცესში.
2. სამსახური ორგანიზაციულად, ხოლო აუდიტორი ინდივიდუალურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მათზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურის თანამშრომლებმა არ უნდა შეასრულონ ისეთი ფუნქცია ან საქმიანობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ დამოუკიდებლობას და ობიექტურობას, კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების სხმის უფლებით და სხვა.
4. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობის შესაბამის პირობებს, რათა მათ შეძლონ შეინარჩუნონ მიუკერძოებელი მიდგომა, თავი აარიდონ ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტს და ობიექტურად შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები მაღალი ხარისხით.
5. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათ მართვასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და პროცედურებს.
მუხლი 5🔗.
უფლებამოსილება და საქმიანობის ჩარჩო
1. სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე.
2. სამსახურის, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლის და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს მერიაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. სამსახური უფლებამოსილია საქმიანობის განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ზეპირი, წერილობითი, ელექტრონული ვერსია და სხვა) სრულად, შეუზღუდავად მიუწვდებოდეს ხელი მერიის სტრუქტურულ ერთეულებზე, მათ ფუნქციაზე, აქტივზე და ასევე მიიღოს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.
4. სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა.
5. სამსახურის მარწმუნებელი საქმიანობა მოიცავს აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტურ შემოწმებას მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასების უზრუნველსაყოფად. შიდა აუდიტორული შემოწმება განხორციელდება შემდეგი სახეების გამოყენებით: შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი, სისტემური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
6. სამსახურის საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს მერიასა და მის სისტემაში რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემას, რომელთა ხასიათი და ფარგლები თანხმდება კონსულტაციის მიმღებთან და მიმართულია რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებისკენ. საკონსულტაციო საქმიანობა განხორციელდება სწავლების, ტრენინგის, რჩევების გაცემის გზით.
7. სამსახური ახორციელებს აუდიტორული საქმიანობის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
8. სამსახურის ინსპექტირების საქმიანობა მოიცავს მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინური გადაცდომის ფაქტების ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენას და შემდგომი რეაგირების მიზნით მერისთვის წარდგენას.
9. კონფიდენციალური ინფორმაციის არსებობისას, მასზე დაშვება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების-განყოფილებებისა და სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება;
ბ) ინსპექტირების განყოფილება;
მუხლი 7🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია უშუალოდ მერის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება – მოვალეობის განხორციელებისას;
ბ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას;
გ) ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად მერს წარუდგენს შიდა აუდიტორული საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირეს, შიდა აუდიტორთა რაოდენობას;
ზ) იმ შემთხვევაში თუ სამსახურის თანამშრომლებს არ გააჩნიათ საკმარისი და შესაბამისი ცოდნა, უნარები ან სხვა კომპეტენციები დავალების შესრულებისთვის სამსახურის უფროსი წინადადებით მიმართავს მერს დავალების ან მისი ნაწილის შესრულებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ან კანონმდებლობის შესაბამისად გარე ექსპერტის მოწვევაზე;
თ) ახდენს სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების მოძიებას და სწავლების ხელშეწყობას, სამსახურის ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის და სხვა პროფესიული კვალიფიკაციის ფლობის უზრუნველსაყოფად;
ი) შეიმუშავებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
კ) შეიმუშავებს შიდა აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ პოლიტიკასა და პროცედურებს;
ლ) ამტკიცებს აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურ გეგმას;
მ) განიხილავს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და გონივრული ვადის მითითებით, უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის მიზნით;
ნ) განიხილავს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და წარუდგენს შიდა აუდიტის ობიექტს პასუხისმგებელი პირებისა და შესრულების ვადების მითითებით წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, ხოლო აუდიტის ობიექტთან რეკომენდაციების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შეუთანხმებელ რეკომენდაციებს წარუდგენს მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
ო) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე გასატარებელი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას;
პ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე დაშვების კონტროლს. სამსახურში არსებული დოკუმენტებისა და ანგარიშების გარე მხარისათვის გადაცემამდე თანხმობისთვის მიმართავს მერს;
ჟ) მერს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
რ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი) ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას და დოკუმენტაციას;
ს) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მასალებს გადაუგზავნის შესაბამის ორგანოებს მერთან შეთანხმებით;
ტ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მითითებებს;
უ) ახორციელებს დოკუმენტების რეესტირის წარმოებასა და მათ შენახვაზე კონტროლს.
მუხლი 8🔗.
ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა
1. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის ყველა სახეს.
2. ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამა იქმნება შიდა აუდიტის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად და იმის დასადგენად, იცავენ თუ არა შიდა აუდიტორები ეთიკის კოდექსს.
3. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა შეიცავს შიდა და გარე შეფასებას:
ა) შიდა შეფასება შეიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს და შიდა აუდიტორების მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებებს;
ბ) გარე შეფასება ხორციელდება, სულ მცირე ხუთ წელიწადში ერთხელ, გარედან მოწვეული, კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის მიერ.
4. ეთიკის კოდექსთან ან სტანდარტებთან ისეთ შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არსებით გავლენას ახდენს შიდა აუდიტის მასშტაბზე ან ოპერაციულ საქმიანობაზე, სამსახურის უფროსი ვალდებულია შეატყობინოს მერს ამ შეუსაბამობის ან მისი შედეგების შესახებ.
მუხლი 9🔗.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება
განყოფილების ფუნქციაა :
ა) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფინანსური და კონტროლის სისტემის ადეკვატურობის და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
გ) საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვაში განხორცილებული საქმიანობის ანალიზი და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება.
ე)ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურების განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
ზ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
თ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირების წინაშე არსებული თაღლითობის რისკის გამოვლენა და მისი მართვის ღონისძიებების შეფასება;
ი) მარწმუნებელი საქმიანობის განხორციელება შემდეგი სახეების გამოყენებით : სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
კ) შიდა აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ლ) შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
მ) შიდა აუდიტორული სამუშაო პროგრამის შემუშავება და განსახილველად სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ნ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება და აუდიტის ობიექტისათვის მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოსადგენად გონივრული ვადის განსაზღვრა;
ო) შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
პ) შიდა აუდიტის ობიექტისათვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ჟ) ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
რ) შიდა აუდიტორული საქმიანობის თვითშეფასებაში მონაწილეობა;
ს) ეთიკის კოდექსთან ან აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენა და შიდა აუდიტის საქმიანობაზე და მის მასშტაბზე გავლენის მოხდენის განხილვის მიზნით სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ტ) სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული ზრდის მიზნით გეგმის შემუშავება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
უ) შიდა აუდიტორული საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ფ) სამსახურის უფროსის ცალკეული მითითებების და დავალებების შესრულება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის შესრულება, რომელიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 10🔗.
ინსპექტირების განყოფილება
განყოფილების ფუნქციაა:
ა) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივი კონტროლი. მერიის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ბ)მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და რეკომენდაციების შემუშავება, შემდგომი რეაგირების მიზნით მერისათვის წარდგენა ;
გ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებში დასაქმებულ მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ მოსამსახურეთა/თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ე) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ვ) სამსახურეობრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფებთან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან საჭირო დოკუმენტაცისა და სხვა სახის ინფორმაციის შეუზღუდავად მოთხოვნა. ნებისმიერი თანამშრომელის გასაუბრებაზე გამოძახება შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ზ) სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე მერს, მერიის ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის რეკომენდაციის წარდგენა გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესახებ;
თ) მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებში დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევის აღრიცხვის წარმოება;
ი) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ)კ ომპეტენციის ფარგლებში შემოსულ განცხადებებსა და ელექტრონული ფოსტით მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
მ) სამსახურის უფროსის ცალკეული მითითებებისა და დავალების შესრულება.
მუხლი 11🔗.
შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები :
1. იცავენ შიდა აუდიტის სუბიექტის დებულებას, საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (IPPF) სავალდებულო ელემენტებს, მათ შორის პროფესიული საქმიანობის ძირითად პრინციპებს, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს და შიდა აუდიტის საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიას და შიდა აუდიტის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებს.
2. ადასტურებენ შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დაცვას ყოველწლიურად.
3. უზრუნველყოფენ სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ ამჟღავნებენ იმ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმებასთან დაკავშირებული მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗.
საჯარო უწყებებთან თანამშრომლობა
1. სამსახური „შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი) ცენტრთან და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად.
2. სამსახურის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗.
ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
1. სამსახურის თანამშრომელი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ - ერთი შემდეგი შემთხვევა :
ა) სამსახურის თანამშრომელი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევები, რომელსაც აფასებს სამსახურის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. სამსახურის თანამშრომლის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე, წყვეტს სამსახურის უფროსი.