“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფონდების სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”

მიღების თარიღი 20.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1306
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.027.006.770
გამოქვეყნების წყარო სსმ, 119, 26/10/2004
matsne.gov.ge 667 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფონდების სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.027.006.770 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1306 2004 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ფონდების სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ფონდების სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულმა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა – ფონდებმა მათი სტატუსის დადგენისა და შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმოადგინონ საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება; დამფუძნებელთა გადაწყვეტილება ფონდის დაფუძნებისა და ფონდის წესდების მიღების შესახებ; დამფუძნებელთა და გამგეობის ყველა წევრთა მიერ ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული წესდება; ცნობა ფონდის იურიდიული მისამართის შესახებ; სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფონდის წესდებისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის დედანი. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ფონდების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი ფონდების სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მათი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვა. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციის თაობაზე, რომელთა მიერ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არ იქნება წარმოდგენილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქმევათ რეგისტრაციაზე. 4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტში მითითებული იმ ფონდების ლიკვიდაცია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება ძალადაკარგულად, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ფონდების სრული ნუსხა დეპარტამენტში დაცული შესაბამისი ფონდების სარეგისტრაციო დოკუმენტაციასა და სარეგისტრაციო ჟურნალებთან ერთად. 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ხელმისაწვდომობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – ფონდებისათვის. 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი