„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“

მიღების თარიღი 31.03.2023
ძალაში შესვლა 21.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №კატეგორია
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016749
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2023
matsne.gov.ge 5,351 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2023 მიღება
21.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
კატეგორია გამოყოფილი სესხის თანხა (ევრო)
(3) სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 173,250
(4) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი 0
(6) საგანგებო ხარჯები 0
მთლიანი თანხა 69,300,000
ძირითადი თანხის გადახდის თარიღი შენატანის წილი
2048 წლის 15 მარტს 4.45%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 17.05.2021 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 01.08.2025 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით − მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 07.06.2024 „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 23.01.2025 „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 30.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის  სასესხო შეთანხმება სესხის ნომერი  9504-GE (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი) სასესხო შეთანხმება შეთანხმების თარიღია საქართველოს („მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკს („ბანკი”) შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი  I — ზოგადი პირობები; განსაზღვრებები 1.01. ზოგადი პირობები (განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. 1.02. თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი  II — სესხი 2.01. ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს სესხი სამოცდაცხრა მილიონ სამასი ათასი ევროს (69,300,000) ოდენობით, რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი„) საშუალებით, ამ შეთანხმების 1 -ლ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი”) დაფინანსებაში დახმარების მიზნით. 2.02. მსესხებელმა შეიძლება  აითვისოს საკრედიტო სახსრები ამ შეთანხმების  მე-2 განრიგის III ნაწილის შესაბამისად. 2.03. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04. დარეზერვების საკომისიო (ვალდებულების საკომისიო) შეადგენს წელიწადში აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.05. საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ფიქსირებული სპრედის ჯამს  ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების  3.02 (ე) ნაწილის შესაბამისად. 2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის  15 მარტი და 15 სექტემბერი.   2.07. სესხის ძირითადი თანხა დაფარული უნდა იქნეს ამ შეთანხმების მე -3 განრიგის შესაბამისად.   მუხლი  III — პროექტი 3.01. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით, მსესხებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალებით ახორციელებს პროექტს და ასევე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ  ამ შეთანხმების ზოგადი პირობების   V მუხლის დებულებების და მე-2 განრიგის შესაბამისად. მუხლი IV — ძალაში შესვლა; შეწყვეტა 4.01. შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული  დამატებითი პირობა შემდეგია: (ა) (i) მსესხებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალებით იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს და (ii) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს; და (ბ) დამატებითი შეთანხმება გაფორმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (მსესხებლის წარმომადგენელი), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს შორის. 4.02. შეთანხმება ძალაშია ხელმოწერის თარიღიდან 120 (ას ოცი) დღის განმავლობაში. მუხლი V — წარმომადგენელი; მისამართები 5.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა სამინისტრო. 5.02. ზოგადი პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის: (ა) მსესხებლის მისამართია: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქუჩა 16 თბილისი 0114 საქართველო; და (ბ) მსესხებლის ელექტრონული მისამართია: ელ. ფოსტა: publicdebt@mof.ge 5.03. ზოგადი პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის: (ა) ბანკის მისამართია: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) 1818 H Street, N.W. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433 ამერიკის შეერთებული შტატები; და             (ბ) ბანკის ელექტრონული მისამართია: ტელექსი:                                             ფაქსი:                               ელ-ფოსტა: 248423 (MCI) ან                   1-202-477-6391                             smolineus@worldbank.org   64145 (MCI) შეთანხმებულია ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით. საქართველო              _____________________________________ უფლებამოსილი წარმომადგენელი                                                           სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი_/                                   თანამდებობა: მინისტრი                                            თარიღი: 2023 წლის 31 მარტი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი                                                                         _____________________________________          უფლებამოსილი წარმომადგენელი                                                                       სახელი, გვარი:  სებასტიან მოლინეუსი           თანამდებობა:  რეგიონული დირექტორი   სამხრეთ კავკასიაში/                                                   თარიღი: 2023 წლის 31 მარტი  განრიგი 1 პროექტის აღწერა პროექტის მიზანია: (1) პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე ირიგაციის და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება; (2) ეროვნული ირიგაციის და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისთვის. პროექტი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: კომპონენტი 1. ირიგაციით უზრუნველყოფილი მდგრადი სოფლის მეურნეობა 1.1. შერჩეული საირიგაციო და სადრენაჟე სქემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, ჩარჩო მიდგომის გამოყენებით, რაც მოიცავს ძირითად, მეორე და მესამე დონის არხებს , დრენაჟებს და სხვა დამხმარე სტრუქტურებს, და მიმდინარე და სამომავლო საირიგაციო ინვესტიციების დასაგეგმად ირიგაციის ეროვნული გენერალური გეგმის შემუშავებას საქართველოში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და კლიმატის პარამეტრების შესაბამისად. 1.2. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლება ან მომგებიანი კულტურების მოყვანაზე გადასვლა სხვა ღონისძიებებთან ერთად შემდეგის საშუალებით: (ა) პროპორციული გრანტების დაფინანსება, ადმინისტრირებული მსესხებლის სოფლის  განვითარების სააგენტოს მეშვეობით; (ბ) ფერმის დონეზე დახმარების პაკეტების უზრუნველყოფა, მათ შორის, ღირებულების ჯაჭვისთვის სპეციფიკური ბიზნეს და მარკეტინგული რეკომენდაციებით, საველე დემონსტრაციებით, ტექნიკური და ბიზნესტრენინგით და არჩევითი გრანტებით ფერმერებისთვის მაღალი ღირებულების კულტურების მოსაყვანად ტექნოლოგიების შეძენის მიზნით; (გ) აგრობიზნესის ფირმის დონეზე მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის ღირებულების ჯაჭვისთვის სპეციფიკური ბიზნეს და მარკეტინგული რეკომენდაციებით, ტექნიკური და ბიზნესტრენინგით და პროპორციული გრანტების დაფინანსებით ტექნოლოგიების შესაძენად; (დ) ტექნიკური საკონსულტაციო მხარდაჭერა გამოცდილი სერვისის მიმწოდებლების მეშვეობით; (ე) მსესხებლის სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. 1.3. შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაძლებლობების გაძლიერება ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფით, მათ შორისაა: (ა) ყოვლისმომცველი ინსტიტუციური რეფორმის შეფასება და შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების შემდგომი მხარდაჭერა შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა მმართველობითი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად, სხვა ასპექტებთან ერთად ორგანიზაციული აუდიტის, შიდა შესაძლებლობების განვითარების, ტრენინგის, ცოდნის განვითარების და მართვის, ხელმძღვანელობის განვითარების, ტექნოლოგიების დახვეწის (ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა) მეშვეობით. (ბ)  კონსულტაციები და სამართლებრივი და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება სატარიფო მოდელების ვარიანტებთან დაკავშირებით ირიგაციის მომსახურების მოსაკრებლის ცვლილებისთვის, ისევე როგორც შეცვლილი ტარიფის შეთანხმებული პროგრამის განსახორციელებლად; (გ) ინსტრუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება წყლისა და ირიგაციის სამართავად კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების საპასუხოდ, მათ შორის ტექნოლოგიების და ტრენინგების საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება საველე სკოლების მეშვეობით პროექტის ბენეფიციარებისთვის; (დ) წყლის მომხმარებელთა მართვის ორგანიზაციების შექმნა ადგილობრივ დონეზე და საქმიანობის გაძლიერება ან საქართველოს მელიორაციის სერვისცენტრის ან ორივეს საქმიანობის გაძლიერება; და (ე) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი ჰიდროლოგიური და სასოფლო-სამეურნეო ინფორმატიკის ცენტრის შექმნა შპს „საქართველოს მელიორაციის“ ან სხვა უწყებების შესაძლებლობების განახლებისთვის წყლის, კლიმატის და მიწის მართვისა და მონიტორინგის და განსაკუთრებით კლიმატის მდგრადი დაგეგმვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ფარგლებში. კომპონენტი 2. მიწის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება 2.1. მიწის გაუმჯობესებული მართვის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტურობისთვის მყარი საფუძვლის შექმნის მხარდაჭერა, მათ შორის: (ა) ტექნიკური საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) დაპროექტება, განვითარება და ამოქმედება, მონაცემთა ატვირთვისა და მომხმარებელთა ტრენინგის ჩათვლით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასობრივი შეფასებისთვის: ხარვეზებისა და საჭიროებების შეფასების ჩატარება, მეთოდოლოგიისა და სისტემის შემუშავება და პილოტირება, რომელიც თავსებადია LIS-თან და ადმინისტრირებულია LMA-ს მიერ; (ბ) ფერმერული მეურნეობების რეესტრის შექმნა და განვითარება საქართველოსთვის აღნიშნულ მეურნეობებთან დაკავშირებული ჩანაწერების სტანდარტიზაციის და განახლების უზრუნველყოფით; (გ) სტრატეგიების მომზადება მიწის მდგრადი მართვისა და ეროვნული მიწის კონსოლიდაციისთვის, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის განვითარებისა და პილოტირების ჩათვლით, პროექტისთვის შერჩეულ ტერიტორიებზე; (დ) მიწის ბალანსის, ინვენტარიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მართვის მეთოდოლოგიების ხელახალი დიზაინი, მათ შორის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით;    (ე) ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და მსესხებლის სააგენტოებისა და პერსონალის ტრენინგების უზრუნველყოფა მიწის მართვასთან, სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარებასთან, კონკრეტულად მსესხებლის LMA-სთან, ასევე დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და LIS-ის მომხმარებლებთან. 2.2. მიწის ადმინისტრირების სერვისების გაძლიერება და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის აშენება: (ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების, განსაკუთრებით IPRS-ის გაძლიერება ფოკუსირებით: ძირითად საკადასტრო და სარეგისტრაციო სისტემების განახლებაზე, შერჩეული ელექტრონული სერვისების განვითარებაზე ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით NAPR-ის მომხმარებელთა გამოცდილების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; და (ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის  დაპროექტება, შემუშავება და გამოყენება სხვა ინსტიტუციურ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, მათ შორის შესაძლებლობების განვითარებაზე, ტრენინგზე, ცოდნის გაზიარებაზე ფოკუსირებით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანის ჩათვლით. კომპონენტი  3. პროექტის მართვა 3.1. პროექტის მართვის, მათ შორის განხორციელების კოორდინაციის და პროექტის ტექნიკური ზედამხედველობის, ფინანსური მართვის, შესყიდვების, მონიტორინგის და შეფასების, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მენეჯმენტისა და ზედამხედველობის, მათ შორის გენდერზე ორიენტირებული აქტივობების, კომუნიკაციების და შეხედულებების და პროექტის 1-ლი და 2.1 კომპონენტების პროგრესის შესახებ ანგარიშგების მხარდაჭერა. 3.2. პროექტის მართვის, მათ შორის პროექტის განხორციელების კოორდინაციისა და ტექნიკური ზედამხედველობის, ფინანსური მართვის, შესყიდვების, მონიტორინგის და შეფასების, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მენეჯმენტისა და ზედამხედველობის, მათ შორის გენდერზე ორიენტირებული აქტივობების, კომუნკაციების და შეხედულებების და პროექტის 2.2 კომპონენტის პროგრესის შესახებ ანგარიშგების მხარდაჭერა. კომპონენტი 4. გაუთვალისწინებელი საგანგებო საპასუხო ღონისძიებები დაუყოვნებელი რეაგირება შესაფერის კრიზისზე ან საგანგებო სიტუაციაზე საჭიროების შესაბამისად. განრიგი 2 პროექტის განხორციელება ნაწილი I. განხორციელების მექანიზმები A. ინსტიტუციური მექანიზმები 1. მსესხებელი (ძირითადად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით) და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია პროექტის საერთო განხორციელებაზე, მონიტორინგზე და შეფასებაზე. 2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და ყველა ასეთი შესაბამისი სუბიექტი ან მათი სააგენტო და მსესხებლის აფილირებული პირები შენარჩუნებულია პროექტის განხორციელების განმავლობაში, საკმარისი რესურსებითა და ადეკვატური პერსონალით, შესაბამისი გამოცდილებით, კვალიფიკაციით და პასუხისმგებლობებით, რომლებიც აუცილებელია პროექტის ფარგლებში მათი ფუნქციების განსახორციელებლად და მისაღებია ბანკისთვის. 3. ზევით 1-ლ და მე-2 პუნქტებში წარმოდგენილი ზოგადი დებულებების  შეზღუდვის გარეშე, თუ სხვაგვარად არაა შეთანხმებული ბანკსა და მსესხებელს შორის, მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას ამ შეთანხმების შესაბამისი პირობების, პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს და დამატებითი შეთანხმების შესაბამისად: (ა) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მსესხებელი განახორციელებს: კომპონენტ 1.1 და 1.3-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, საქართველოს მელიორაციის ტექნიკური მხარდაჭერით; კომპონენტ 1.2-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით; კომპონენტ 2.1-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით კომპონენტ 3.1-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით. (ბ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია. მსესხებელი უზრინველყოფს: პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია განახორციელებს კომპონენტს 2.2-ს ციფრული მმართველობის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერითა და დახმარებით, როგორც ეს მოთხოვილია; და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია განახორციელებს კომპონენტ 3.2-ს. B.  პროექტის განმახორციელებელი ერთეული 1. თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ბანკსა და მსესხებელს შორის, მსესხებელმა ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა: (ა) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით დანიშნოს პროექტის განმახორციელებელი ერთეული („გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეული) და დააკისროს პროექტის 1, 2.1 და 3.1 კომპონენტების განხორციელების ვალდებულება; (ბ) უზრუნველყო, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ   დანიშნოს პროექტის განმახორციელებელი ერთეული („საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის განმახორციელებელი ერთეული“) და დააკისროს პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტების განხორციელების ვალდებულება. მსესხებელი ვალდებულია: (ა) უზუნველყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეული, პროექტის განხორციელების განმავლობაში, შენარჩუნებულია და მოქმედებს შესაბამისი სტრუქტურით, ფუნქციებით, პასუხისმგებლობებით, ფუნქციონირებისთვის შესაბამისი რესურსებით და საკმარისი პერსონალით, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება, კვალიფიკაცია და პროექტით გათვალისწინებული ფუქნციების შესრულებისთვის საჭირო პასუხისმგებლობები, რომლებიც შეესაბამება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს და მისაღებია ბანკისთვის; და (ბ) უზრუნველყოს, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის განმახორციელებელი ერთეული, პროექტის განხორციელების განმავლობაში, შენარჩუნებულია და მოქმედებს შესაბამისი სტრუქტურით, ფუნქციებით, პასუხისმგებლობებით, ფუნქციონირებისთვის შესაბამისი რესურსებითა და საკმარისი პერსონალით, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება, კვლაიფიკაცია და პროექტით გათვალისწინებული ფუქნციების შესრულებისთვის საჭირო პასუხისმგებლობები, რომლებიც შეესაბამება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს  და მისაღებია ბანკისთვის. C. სახელმძღვანელოები 1. მსესხებელმა, (ა) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით  უნდა მოამზადოს და მიიღოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო და (ბ) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია მოამზადებს და მიიღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო, შემდგომში ერთად წოდებული, როგორც „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოები“). 2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო უნდა აყალიბედბდეს დეტალურ სახელმძღვანელოებს და პროცედურებს პროექტის 1, 2.1 და 3.1 კომპონენტებისთვის, მათ შორის: (ა) პროექტის 1.2 კომპონენტისთვის, შესაბამისი გრანტების სახელძღვანელო; (ბ) პროექტის მე-4 კომპონენტისთვის, საგანგებო რეგირების ღონიძიებების სახელმძღვანელო; (გ) სოფლის განვითარების სააგენტოს, საქართველოს მელიორაციის და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური და განხორციელების ვალდებულებები დაკავშირებული პროექტის 1, 2.1 და 3.1 კომპონენტებთან, ყველა კომპონენტის და აქტივობის ტექნიკური ასპექტები,  ინსტრუქციები პროექტის ძალისხმევებისა და შედეგების მონიტორინგისა და შეფასების შესახებ, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შერბილების ღონისძიებები, ჩამორიცხვები და ფინანსური მენეჯმენტის ასპექტები, ღონისძიებები ტრენინგებისთვისა და დამატებითი საოპერაციო ხარჯებისთვის და პროექტის აუდიტისა და ანგარიშგების დებულებები; (დ) დეტალური სახელმძღვანელოები პროექტის კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ფორმალური კოორდინაციის მექანიზმი, მათ შორის, კოორდინაციის შეხვედრების სიხშირე, მკაფიო როლები და პასუხისმგებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინაციისთვის და კოორდინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის შესასრულებელი პროცესები; (ე) შესყიდვების, ფინანსური მენეჯმენტის და აუდიტის დოკუმენტებისა და პროექტის ანგარიშების კონსოლიდაციის პასუხისმგებლობის დეტალური სახელმძღვანელოები; (ვ) დეტალური სახელმძღვანელო მითითებები და ვადები: (i) წლიური სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება („წლიური სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი“), რომელიც მოიცავს პროექტში შემოთავაზებულ ყველა აქტივობას მომდევნო ფისკალური წლის განმავლობაში და შემოთავაზებული დაფინანსების გეგმის განსაზღვრა, რომელშიც მოცემულია შემოთავაზებული თანხები და დაფინანსების წყაროები, მათ შორის, ორმხრივი ფონდები, ასეთი საქმიანობისთვის საჭირო ხარჯებისთვის; (ii) კონსულტაციები ბანკთან წლიური სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის შესახებ; (iii) ბანკთან შეთანხმების წინასწარი პროცესი ყოველწლიურ სამუშაო გეგმასა და ბიუჯეტში რაიმე ცვლილების, უარის თქმის და შეჩერების შემთხვევაში. 3. შესაბამისი გრანტების სახელმძღვანელო ასახავს იმპლემენტაციას და სხვა ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით შესაბამისი გრანტების მიწოდების შესახებ, მათ შორის: (ა) დასაშვებობის კრიტერიუმები, შერჩევის პროცედურები, განხორციელება და სხვა ღონისძიებები სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ უფლებამოსილი ბენეფიციარებისთვის შესაბამისი გრანტების მიწოდებისთვის და სოფლის განვითარების სააგენტოსა და უფლებამოსილ ბენეფიციარებს შორის ქვეგრანტის ხელშეკრულებების ვადები და პირობები; (ბ) ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის შემოსავლებიდან მისაწოდებელი თანხა უფლებამოსილ ბენეფიციარს მისი შესაბამისი ქვეგრანტის ხელშეკრულებით არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ ზღვარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო აყალიბებს დეტალურ სახელმძღვანელოებს და პროცედურებს პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტების განხორციელებისთვის, მათ შორის: (ა) პროექტის მე-4 კომპონენტისთვის, საგანგებო რეგირების ღონიძიებების სახელმძღვანელო; (ბ) ინსტიტუციური და განხორციელების ვალდებულებები დაკავშირებული პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტებთან, ყველა კომპონენტის და აქტივობის ტექნიკური ასპექტები,  ინსტრუქციები პროექტის ძალისხმევებისა და შედეგების მონიტორინგისა და შეფასების შესახებ, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შერბილების ღონისძიებები, ჩამორიცხვები და ფინანსური მენეჯმენტის ასპექტები, ღონისძიებები ტრენინგებისთვისა და დამატებითი საოპერაციო ხარჯებისთვის და პროექტის აუდიტისა და ანგარიშგების დებულებები; (გ) დეტალური სახელმძღვანელოები პროექტის კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ფორმალური კოორდინაციის მექანიზმი, მათ შორის, კოორდინაციის შეხვედრების სიხშირე, მკაფიო როლები და პასუხისმგებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინაციისთვის და კოორდინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის შესასრულებელი პროცესები; (დ) შესყიდვების, ფინანსური მენეჯმენტის და აუდიტის დოკუმენტებისა და პროექტის ანგარიშების კონსოლიდაციის პასუხისმგებლობის დეტალური სახელმძღვანელოები; (ე) დეტალური სახელმძღვანელო მითითებები და ვადები: (i) წლიური სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება („წლიური სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი“), რომელიც მოიცავს პროექტში შემოთავაზებულ ყველა აქტივობას მომდევნო ფისკალური წლის განმავლობაში და შემოთავაზებული დაფინანსების გეგმის განსაზღვრა, რომელშიც მოცემულია შემოთავაზებული თანხები და დაფინანსების წყაროები, მათ შორის, ორმხრივი ფონდები, ასეთი საქმიანობისთვის საჭირო ხარჯებისთვის; (ii) კონსულტაციები ბანკთან წლიური სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის შესახებ; (iii) ბანკთან შეთანხმების წინასწარი პროცესი ყოველწლიურ სამუშაო გეგმასა და ბიუჯეტში რაიმე ცვლილების, უარის თქმის და შეჩერების შემთხვევაში. 5. ნებისმიერი პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს დებულებებსა და წინამდებარე შეთანხმებას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად დათანხმდება, მსესხებელმა არ უნდა გადასცეს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარი თქვას პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს რომელიმე დებულებაზე ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. D.  დამატებითი ხელშეკრულება 1.  მსესხებელმა პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტების შესრულების ხელშეწყობის მიზნით  სესხის თანხის ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა გახადოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს (მსესხებლის წარმომადგენელი) იუსტიციის სამინისტროს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას და ციფრული მმართველობის სააგენტოს შორის დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიერ დამტკიცებული ვადების და პირობების შესაბამისად, რაც გულისხმობს შემდეგს: (ა) სესხის თანხის ნაწილი გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მიერ პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას, პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტის განსახორციელებლად;               (ბ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, შესაბამისი სამინისტროების, სააგენტოების და ერთეულების კონკრეტული როლები და პასუხისმგებლობები, რომლებიც ჩართლი არიან პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტის განხორციელებაში; (გ) პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტები: (i) სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტურობით და შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მენეჯერული, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად; (ii) სასესხო ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოთი დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს ჩათვლით; და (iii) საჭიროებისამებრ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ასეთი მიზნისთვის საჭირო რესურსების მიწოდება; (დ) მსესხებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის  უფლება სესხის თანხის გამოყენებასთან  დაკავშირებით ან დაიბრუნოს სესხის ათვისებული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დამატებითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის  შემთხვევაში; (ე) კონფლიქტის შემთხვევაში სასესხო შეთანხმების და დამატებითი ხელშეკრულების დებულებებს შორის, სასესხო შეთანხმების დებულებებს ენიჭება უპირატესობა;  (ვ) პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები დამატებითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაიცვან მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს სესხის მიზანი; და    (ზ) თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა არ უნდა გადასცენ, არ უნდა შეცვალონ, შეაჩერონ ან გააუქმონ დამატებითი ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება. 2. მსესხებელმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები დამატებითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაცულ იქნეს მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს  სესხის მიზანი; თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელმა არ უნდა გადასცეს, არ უნდა შეცვალოს,  ან გააუქმოს დამატებითი ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება. E.   შემხვედრი ფონდები 1. ზოგადი პირობების 5.03 ნაწილის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი, ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, უზრუნველყოფს რესურსების მოწოდებას, შეთანხმებულს, როგორც შემხვედრ ფონდებს პროექტის დაფინანსებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული შიდა პროცედურების, პროექტის დაფინანსების გეგმის და წლიურ სამუშაო გეგმებსა და ბიუჯეტებში განსაზღვრული განრიგის შესაბამისად. 2. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ბანკსა და მსესხებელს შორის, მსესხებელმა ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს თხუთმეტი (15) დღისა, 2023 წლიდან მოყოლებული პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში თითოეულ ფისკალურ წელს, უნდა წარუდგინოს ბანკს შესაბამისად დამტკიცებული ხარჯების დოკუმენტი, რომელიც ასახავს რომ თანხები შემხვედრი ფონდებიდან რომლებიც საჭიროა პროექტის ფარგლებში მომდევნო ფისკალური წლის ღონისძიებების შესასრულებლად, უზრუნველყოფილია მსესხებლის საბიუჯეტო სისტემაში ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით. F.   გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები 1.  მსესხებელი უზრუნველყოფს რომ პროექტის განხორციელება თავის მიერ და ასევე პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებდეს  გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 2. 1 -ლი პუნქტის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით და უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის წარმართვას გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიზნით მსესხებელი და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფენ, რომ: (ა) გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მითითებული ღონისძიებები და ზომები შესრულდეს სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და  გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მოცემული მითითებების შესაბამისად; (ბ) ხელმისაწვდომი იყოს საკმარისი სახსრები გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) ხარჯების დასაფარად; (გ) პოლიტიკა, პროცედურები და კვალიფიციური პერსონალი იძლეოდეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) განხორციელების შესაძლებლობას, აღნიშნული გეგმით განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; და (დ) გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა (ESCP) ან მისი ნებისმიერი დათქმა არ შეიცვალოს, არ შეჩერდეს,  ძალადაკარგულად არ გამოცხადდეს ან არ შესრულდეს  ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა,  და ასევე უზრუნველყოფს შემდეგ მსესხებლის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გადამუშავებული გეგმის (ESCP) დროულ გამოქვეყნებას. 3. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) დებულებებს და ამ შეთანხმებას  შორის, უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება.  მსესხებელი უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით და ავალებს პროექტის განმახორციელებელ  ორგანიზაციას: (ა) ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას იმისათვის, რომ შეაგროვოს, შეადგინოს და ბანკს პროექტის რეგულარული ანგარიშების საშუალებით, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) განსაზღვრული სიხშირით და დროულად, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით (ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს  ინფორმაცია გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან (ESCP) და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან  და მექანიზმებთან  შესაბამისობის სტატუსის შესახებ; ყველა ასეთი ანგარიში მომზადებული უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს:  (i)  გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულების სტატუსი ; (ii) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულებასთან დაკავშირებით; და (iii) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და (ბ)    ბანკისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნებისმიერი  ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს პროექტზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემზე, საზოგადოებაზე ან მშრომელებზე, მათ შორის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებზე. მსესხებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით უზრუნველყოფს და ავალებს პროექტის განმახორციელებელ  ორგანიზაციას საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის შექმნას, მის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, წარმოებას და ოპერირებას, იმისათვის რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისგან მიღებულ იქნეს და გადაიჭრას ნებისმიერი საჩივარი, და გატარებულ იქნეს ყველა აუცილებელი ღონისძიება და სათანადოდ გადაწყდეს ის, ან მოხდეს ასეთი წუხილების და საჩივრების გადაწყვეტა ბანკისთვის მისაღები ფორმით. მსესხებელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს  რომ ყველა სატენდერო დოკუმენტი და კონტრაქტი სამშენებლო სამუშაოებისთვის პროექტის ფარგლებში შეიცავდეს კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და ზედამხედველი სუბიექტების ვალდებულებებს: (ა) რომ მათ შეასრულონ ESCP-ის შესაბამისი ასპექტები და მასში აღნიშნული გარემოს დაცვის და სოციალური ინსტრუმენტები; და (ბ) მიიღონ და შეასრულონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიწოდებული უნდა იქნეს ყველა თანამშრომლისთვის და ხელმოწერილ იქნეს მათ მიერ, სადაც  დეტალურად აღწერილია ღონისძიებები გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანდაცვის და უსაფრთხოების რისკებზე და ასევე სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის, სექსუალური შევიწროვების და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკებზე რეაგირებისთვის, და რომელიც გამოიყენება დაკვეთილი სამშენებლო სამუშაოებისთვის ან სრულდება აღნიშნული კონტრაქტების შესაბამისად.  G.  რეაგირების საგანგებო გაუთვალისწინებელი ღონისძიებები იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგანგებო რეაგირების ღონისძიებების სათანადო განხორციელება, პროექტის მე-4 კომპონენტის („საგანგებო რეაგირების ნაწილი”) ფარგლებში, მსესხებელმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით და: (ა)  უნდა მოამზადოს და ბანკს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს გაუთვალისწინებელი საგანგებო რეაგირების ღონისძიებების სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრავს განხორციელების დეტალურ მექანიზმებს საგანგებო რეაგირებისთვის, მათ შორის: (i)  ნებისმიერ დამატებით ინსტიტუციურ სტრუქტურას ან მექანიზმს საგანგებო რეაგირების ნაწილის კოორდინაციის და განხორციელებისთვის; (ii)  კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება შეტანილ იქნეს საგანგებო რეაგირების ნაწილში, შესაბამის ხარჯებს, რომლებიც საჭიროა გაწეულ იქნეს („საგანგებო ხარჯები“)  და ნებისმიერ პროცედურას ღონისძიებების ასეთი შეტანისთვის;  (iii) ფინანსური მართვის მექანიზმებს საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის; (iv)  შესყიდვის მეთოდებს და პროცედურებს საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის; (v) საგანგებო ხარჯების გასაწევად საკრედიტო სახსრების ათვისებასთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას; (vi) გარემოს დაცვის და სოციალური შეფასების და მმართველობითი მექანიზმების აღწერას  საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის; და  (vii) საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმის ნიმუშს. ბ) საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმა მომზადებულია და მიღებულია ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით; (გ) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი ხორციელდება CERC სახელმძღვანელოს და საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად; თუმცა შეუსაბამობის შემთხვევაში CERC სახელმძღვანელოს ან საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმას და ამ შეთანხმების დებულებებს შორის, ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება უპირატესობა; და  (დ)   არც CERC სახელმძღვანელო და არც საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმა არ შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ან არ შესრულდეს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.  2. მსესხებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს CERC სახელმძღვანელოში მითითებული სტრუქტურების და მექანიზმების შენარჩუნებას საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილის შესრულების პერიოდში ბანკისთვის მისაღები პერსონალით და რესურსებით.  3. მსესხებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ: (ა) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილისთვის საჭირო გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტები მომზადდეს, გამჟღავნებულ იქნეს და დაინერგოს CERC სახელმძღვანელოს და ESCP -ის შესაბამისად და ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით; და  (ბ) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი განხორციელდეს გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 4.  საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაფერისი კრიზისის ან საგანგებო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში. ნაწილი II.  პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება მსესხებელმა ბანკს პროექტის  თითოეული ანგარიში (კალენდარული კვარტლის მომცველი) უნდა წარუდგინოს ყოველი კალენდარული კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში. ნაწილი III. საკრედიტო სახსრების ათვისება A. ზოგადი მოთხოვნები ზოგადი პირობების II მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე  და სესხის ტრანშების გაცემის და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები: (ა) სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად; და (ბ) შემდეგი გადახდების განსახორციელებლად, ესენია:  (i) სესხის გაცემის ერთეჯრადი საკომისიო; და (ii) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  გადასახდელი განაწილებული თანხით, და საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ცხრილში თითოეული კატეგორიის მიმართ მითითებულ  განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებლამდე: კატეგორია გამოყოფილი სესხის თანხა (ევრო) დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი  [(გადასახადების ჩათვლით] ) (1) საქონელი, სამუშაოები, არა-საკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო სერვისები, პროპორციული გრანტები, ტრენინგი და მზარდი საოპერაციო ხარჯები  პროექტის 1 -ლი, 2.1 და 3.1 კომპონენტებისთვის (პროექტის შესაბამისი ნაწილი, რომელიც ეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს) 64,044,750 50% (2) საქონელი, სამუშაოები, არა-საკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო სერვისები, ტრენინგი და მზარდი საოპერაციო ხარჯები  პროექტის 2.2 და 3.2 კომპონენტებისთვის (პროექტის შესაბამისი ნაწილი, რომელიც ეხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ციფრული მმართველობის სააგენტოს) 5,082,000 50% (3) სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო 173,250 ამ შეთანხმების 2.03 ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა „ზოგადი პირობების“ 2.07 (ბ) ნაწილის თანახმად.  (4) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი 0 „ზოგადი პირობების“ 4.05 (გ) ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა. (6) საგანგებო ხარჯები 0 0% მთლიანი თანხა 69,300,000 B. ათვისების პირობები; ათვისების პერიოდი. 1. A ნაწილის დებულებების მიუხედავად, საკრედიტო სახსრების გამოყენება დაუშვებელია: (ა) ხელმოწერის თარიღამდე განხორციელებული გადახდებისთვის;  ან (ბ) საგანგებო ხარჯებისთვის (5) კატეგორიის შესაბამისად, თუ ან სანამ  მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით:  (i) (A) მსესხებლის მიერ განსაზღვრულია, რომ ადგილი აქვს შესაბამის კრიზისს ან საგანგებო სიტუაციას და ის აწვდის ბანკს თხოვნას  აღნიშნული ღონისძიებების შესატანად საგანგებო რეაგირების ნაწილში, ასეთ კრიზისზე ან საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის (5) კატეგორიის ფარგლებში სესხის თანხების ასათვისებლად; და (B) ბანკი ეთანხმება ასეთ განსაზღვრებას, იღებს აღნიშნულ მოთხოვნას და აცნობებს მსესხებელს ამის შესახებ; და  (ii) მსესხებელს დამტკიცებული აქვს CERC სახელმძღვანელო და საგანგებო ღონისძიებების გეგმა ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით. 2. დასრულების თარიღია 2029 წლის 30 სექტემბერი. განრიგი 3 ვალდებულებასთან დაკავშირებული  დაფარვის ამორტიზაციის გრაფიკი ქვევით წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის დაფარვის ძირითად თარიღებს და სესხის ძირითადი თანხის  პროცენტულ წილს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს  დაფარვის თითოეული ძირითადი თარიღისთვის („შენატანის წილი”). . თანაბარი ძირითადი გადახდები ძირითადი თანხის გადახდის თარიღი შენატანის წილი ყოველის წლის 15 მარტსა და 15 სექტემბერს                 2037 წლის 15 სექტემბიდან                 2047 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 4.55% 2048 წლის 15 მარტს 4.45% დანართი განსაზღვრებები „წლიური სამუშაო გეგმები და ბიუჯეტები“ ნიშნავს ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს და ბიუჯეტებს რომლებიც უნდა მომზადდეს მსესხებლის მიერ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით) და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ თავისი შესაბამისი ღონისძიებებისთვის პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოების ნაწილს, ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.C.2(ვ) (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს ნაწილისთვის) და I.C.4 (ე) (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს ნაწილისთვის) ნაწილის დებულებების შესაბამისად. „წლიური სამუშაო გეგმა და ბიუჯეტი“ ნიშნავს თითოეულ ინდივიდუალურ წლიურ სამუშაო გეგმას და ბიუჯეტს. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელოები“ ზოგადი პირობების მე-6 ნაწილის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს„, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და შესწორებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის 1-ლ ივლისს. „კატეგორია“ ნიშნავს III.A ნაწილის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას. იხ. ამ შეთანხმების მე -2 განრიგი. „გაუთვალისწინებელი საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელო“ ნიშნავს სახელმძღვანელოს, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.G ნაწილში, რომელიც  შეიძლება დროდადრო განახლდეს ბანკთან შეთანხმებით და რომელიც არის პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს განუყოფელი ნაწილი. „შემთხვევით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ნაწილი“ ნიშნავს ნებისმიერ აქტივობას ან აქტივობებს, რომელიც უნდა განხორციელდეს პროექტის მე-4 კომპონენტის ფარგლებში დასაშვები კრიზისის ან გადაუდებელი სიტუაციის საპასუხოდ. „შემხვედრი ფონდები“ ნიშნავს არანაკლებ სამოცდაცხრა მილიონ სამასი ათასი (EUR 69,300,000) ევროს ეკვივალენტურ მთლიან თანხას, რომელიც მოწოდებული უნდა იქნეს მსესხებლის მიერ, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი პროექტის საფინანსო გეგმაში და წლიურ სამუშაო გეგმებში და განსაზღვრულ გრაფიკში ამ შეთანხმების მე-2 განრიგის  I.E ნაწილის შესაბამისად პროექტის ფარგლებში ღონისძიებების განსახორციელებლად. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ ან „DGA“ ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, №6297-IIს დათარიღებული 2020 წლის 12 ივნისით, ან მის ნებისმიერ სამართმემკვდრეს. „შესაბამისი კრიზისი ან გადაუდებელი შემთხვევა“ ნიშნავს მოვლენას, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მსესხებელზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკონომიკური და/ან სოციალური ზემოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ ან ტექნოგენურ კრიზისთან ან კატასტროფასთან. „გადაუდებელი სამოქმედო გეგმა“ ნიშნავს გეგმას, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.G ნაწილში, სადაც დეტალურადაა აღწერილი აქტივობები, ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა და მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებები დასაშვები კრიზისის ან გადაუდებელი სიტუაციისთვის რეაგირების მიზნით. „გადაუდებელი ხარჯები“ ნიშნავს ნებისმიერ დასაშვებ ხარჯს, რომელიც მითითებულია გაუთვალისწინებელი საგანგებო საპასუხო ღონისძიებების სახელმძღვანელოში, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის განყოფილებაში I.G და საჭიროა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ნაწილისთვის. „გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა“ (ან აკრონიმი ESCP) ნიშნავს პროექტის გეგმას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თარიღია   2023 წლის 21 თებერვალი, და რომელიც პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს მსესხებლის მიერ განსახორციელებელ მატერიალურ ღონისძიებებს და ქმედებებს პროექტით გამოწვეულ პოტენციურ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებზე და ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის (ქმედებების და ღონისძიებების ვადების, ინსტიტუციური, პერსონალის, ტრენინგის, მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმების და მის ფარგლებში მომზადებული ნებისმიერი ინსტრუმენტის ჩათვლით). „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“ ან „ESSs“ ნიშნავს ერთობლივად: (i) „გარემოს დაცვის და სოციალურ 1-ლ სტანდარტს: გარემოს დაცვის და სოციალური რისკების და მათი ზემოქმედების შეფასება და მართვა „  ; (ii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-2 სტანდარტს: შრომითი და სამუშაო პირობები ”; (iii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-3 სტანდარტს: რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა ”; (iv) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-4 სტანდარტს: საზოგადოების ჯანდაცვა და უსაფრთხოება”; (v) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე -5 სტანდარტს 5: მიწის შესყიდვა, მიწათსარგებლობის შეზღუდვა და იძულებითი განსახლება”; (vi) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-6 სტანდარტს: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა ”; (vii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-7 სტანდარტს: აბორიგენი მოსახლეობა/ საჰარის სამხრეთით ისტორიულად  არაუზრუნველყოფილი ტრადიციული ადგილობრივი თემები”; (viii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-8 სტანდარტს: კულტურული მემკვიდრეობა”; (ix) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე – 9 სტანდარტს: ფინანსური შუამავლები”; (x) და გარემოს დაცვის და სოციალურ მე-10 სტანდარტს: დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმაციის გამჟღავნება”; რომელიც ძალაში შევიდა   2018 წლის 1 -ლ ოქტომბერს, და გამოქვეყნებულია ბანკის ვებგვერდზე. „ფისკალური წელი“ ნიშნავს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით და სრულდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს დამტკიცებულ (და 2020 წლის 1 აგვისტოს, 2020 წლის 21 დეკემბერს, 2021 წლის 1-ლ აპრილს და 2022 წლის 1-ლ იანვარს განახლებულს) ძირითად პირობებს, რომლებითაც განისაზღვრება ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისა და საინვესტიციო პროექტის დაფინანსების პირობებს. „საქართველოს მელიორაცია“ ან „GA“ ნიშნავს მსესხებლის შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას, რომელსაც აქვს მანდატი, უზრუნველყოს სარწყავი და სადრენაჟო მომსახურება ქვეყანაში, რომელიც რეგისტრირებულა 2007 წლის 26 თებერვალს, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. „ჰიდროლოგიური და სასოფლო-სამეურნეო ინფორმატიკის ცენტრი“ ნიშნავს ცენტრს, რომელიც უნდა შეიქმნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  პროექტის 1-ლი კომპონენტის ფარგლებში, სპეციალურად სოფლის მეურნეობისთვის კლიმატის რისკების მოსაგვარებლად, წყლის, მიწის, სოფლის მეურნეობის და კლიმატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებისა და GA და სხვა სააგენტოების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისას. „დამატებითი საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს გონივრულ და აუცილებელ დამატებით საოპერაციო ხარჯებს, რომლებიც გაწეულია მსესხებლის ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელებასთან, მათ შორის მართვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით. მასში შედის  ოფისის ქირის, ბეჭდვის და გამოქვეყნების, თარგმნის, საოფისე აღჭურვილობის და მარაგების, ინტერნეტკავშირის და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, საინფორმაციო სისტემების მხარდაჭერის და ციფრული პროექტის მართვის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, საბანკო გადასახდელების, კომუნალური მომსახურების და შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი არა-ძირითადი პერსონალის (მსესხებლის საჯარო მოხელეების ხელფასების გამოკლებით) სამგზავრო და სამივლინებო ხარჯები, აგრეთვე სხვა გონივრული ხარჯები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პროექტის განხორციელებას, ბანკთან შეთანხმებული წლიური ბიუჯეტის საფუძველზე, ყოველწლიურ სამუშაო გეგმის და ბიუჯეტის შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით და ეს ყველაფერი შეესაბამება პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს. „IPRS“ ნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაარსებულ უძრავი ქონების სარეგისტრაციო სისტემას. „LIS“ ნიშნავს ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო მიწის საინფორმაციო სისტემას, რომელიც შეიქმნას პროექტის მე-2 კომპონენტის ფარგლებში. „პროპორციული გრანტები“ ნიშნავს შესაბამისი ბენეფიციარისთვის გამოყოფილ სახსრებს პროექტის 1.2 კომპონენტის ფარგლებში პროპორციული გრანტების სახელმღვანელოს საფუძველზე (როგორც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო) განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმების და პროცედურების და ქვეგრანტის სათანადო ხელშეკრულების თანახმად.  „პროპორციული გრანტების სახელმძღვანელო“ ნიშნავს ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, მითითებულ მე-2 დანართის I.C.3 განყოფილებაში, რომელიც წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს ნაწილს, რადგან იგივე შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. „პროპორციული გრანტების მაქსიმალური ზღვარი“ ნიშნავს თითოეული შესატყვისი გრანტის მაქსიმალური თანხა, რომელიც გადაეცემა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის შემოსავლებიდან შესაბამისი ქვეგრანტის ხელშეკრულებით დაშვებულ ბენეფიციარს, არ უნდა აღემატებოდეს საორიენტაციო ოდენობას 20,000 აშშ დოლარს (ფერმერებისთვის) და 150,000 აშშ დოლარი (აგრობიზნესისთვის), როგორც ასეთი თანხები დროდადრო გადაიხედება განხორციელებული საჭიროებების შეფასების საფუძველზე და ბანკის წინასწარი თანხმობით, პროპორციული გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ან „NAPR“  ნიშნავს მსესხებლის სამინისტროს, რომელიც პასუხისმგებელია გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაზე, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეული“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს, რომელიც შექმნილი და შენარჩუნებულია მსესხებლის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგის I.B(a) ნაწილის შესაბამისად. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართის I.B ნაწილში, რომელიც შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“ ან „MOF“ ნიშნავს მსესხებლის ფინანსებზე პასუხისმგებელ სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ ან „MOJ“ ნიშნავს მსესხებლის მართლმსაჯულებაზე პასუხისმგებელ სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ან „NAPR“ ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც მოქმედებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის შესაბამისად (რომელიც, შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს), ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. „სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურა“ ნიშნავს ინფორმაციული ქსელის ანალიზის სისტემას, რომელიც აფუძნებს სტანდარტულ ერთიან გეოინფრმაციულ სისტემას,  სივრცითი მონაცემების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით. „საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის განმახორციელებელი ერთეული“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს, რომელიც დაფუძნებულია და იმართება მსესხებლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში, წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.B ნაწილის შესაბამისად. „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.B(b) ნაწილში, რომელიც შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ბანკისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. „შესყიდვების რეგულაციები„, ზოგადი პირობების დანართის 84-ე პუნქტის მიზნებისთვის, ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესებს IPF მსესხებლებისთვის„, დათარიღებულს 2020 წლის ნოემბრით; „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია„, ზოგადი პირობების დანართის 87-ე პუნქტის მიზნებისათვის, ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო ნიშნავს ამ სახელმძღვანელოებიდან რომელიმეს. „სოფლის განვითარების სააგენტო“ ან „RDA“ ნიშნავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია სოფლის განვითარებაზე, ან მის ნებისმიერ მემკვიდრეზე. „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტო“ ან „LMA“ ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს, მოქმედს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ, დაფუძნებული „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როცა მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ შეთანხმებას და ასეთი განსაზღვრება გამოიყენება ძირითად პირობებში საკრედიტო შეთანხმების  თარიღის ყოველი აღნიშვნის მიმართ. „დამატებითი ხელშეკრულება„, ზოგადი პირობების დანართის მე-100 პუნქტის მიზნებისთვის, ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის I.D ნაწილში, რადგან ასეთი ხელშეკრულება შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ბანკისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. „ტრენინგი“ ნიშნავს მსესხებლის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით) ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის ფარგლებში სასწავლო აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს, მათ შორის: (i) ტრენერებისა და მსმენელებისთვის გონივრული მგზავრობის ხარჯები, განთავსების, ტრანსპორტირებისა და სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებული დღიური გადასახადელებისთვის; (ii) სასწავლო ტურებთან, ვორქშოფებთან და კონფერენციებთან დაკავშირებული გონივრული ხარჯები; (iii) კურსის საფასურის ხარჯები; და (iv) ხარჯები დაკავშირებული ობიექტების, აღჭურვილობის დაქირავებასთან (მათ შორის, IT აღჭურვილობის შეძენა და დაქირავება, მობილური აპლიკაციები ან სხვა ციფრული მხარდაჭერის ხელსაწყოები ტრენინგის დასახმარებლად), სასწავლო მასალებთან და მასთან დაკავშირებულ მარაგებთან, კვებასთან, ლოჯისტიკასთან და ბეჭდვის მომსახურებასთან, ყოველწლიურ სამუშაო გეგმებსა და ბიუჯეტში განსაზღვრული წლიური ბიუჯეტის საფუძველზე და დამაკმაყოფილებელია ბანკისთვის, ეს ყველაფერი თითოეული პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად.