„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ობიექტებზე სამინისტროს თანამშრომელთა და მოქალაქეთა შესვლის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 21.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №1284
სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.22.031.006.774
გამოქვეყნების წყარო სსმ, 121, 27/10/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2004 მიღება
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.09.2003
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ობიექტებზე სამინისტროს თანამშრომელთა და მოქალაქეთა შესვლის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:normal; font-style:italic;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-style:italic;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 45.0pt 1.0in.5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.22.031.006.774
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №1284
2004 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ობიექტებზე სამინისტროს თანამშრომელთა და მოქალაქეთა შესვლის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-12 პუნქტის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ობიექტებზე სამინისტროს თანამშრომელთა და მოქალაქეთა შესვლის წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა შესვლისა და გასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2004 წლის 15 აპრილის №171 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ობიექტებზე სამინისტროს თანამშრომელთა და სხვა პირთა შესვლის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ობიექტებზე თანამშრომელთა და სხვა პირთა შესვლის წესს.
თავი II
სამინისტროს ობიექტებზე თანამშრომელთა შესვლის წესი
მუხლი 2🔗
ობიექტებზე სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა შესვლა განხორციელდეს ძირითადი ან დამხმარე შესასვლელებიდან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და დადგენილი ნიმუშის დროებითი საშვის წარდგენის შემდეგ (დანართი №2).
მუხლი 3🔗
სამინისტროს ობიექტებზე სამოქალაქო პერსონალის შესვლა განხორციელდეს დადგენილი ნიმუშის თანამშრომლის დროებითი მოწმობის წარდგენის შემდეგ (დანართი №2).
მუხლი 4🔗
იმ თანამშრომლების სამინისტროს ობიექტებზე შესვლა, რომლებსაც რიგი გარემოებების გამო ჯერ არ მიუღიათ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან დროებითი მოწმობა), ხორციელდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკის საფუძველზე, ყველა სხვა შემთხვევაში თანამშრომლებმა სამინისტროს ობიექტებზე შესვლა განახორციელონ მე-20 მუხლით გათვალისწინებული წესით.
თავი III
სამინისტროს დახურულ ობიექტებზე შესვლის წესი
მუხლი 5🔗
სამინისტროს დახურულ ობიექტებად გამოცხადდეს ობიექტები, სადაც სათანადო ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ სამინისტროს ხელმძღვანელობას, ამ ინსტრუქციით დადგენილ ზოგიერთ სახელმწიფო თანამდებობის პირს და უშუალოდ დახურულ ობიექტზე მომუშავე თანამშრომლებს.
მუხლი 6🔗
სამინისტროს დახურული ობიექტებია:
ა) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (მის.
: ზემო ფონიჭალა);
ბ) ბაზა „ალფა“ (მის.
: ჯიქიას ქ. №9);
გ) დაზვერვის დეპარტამენტის შენობა (მის.
: კეკელიძის ქუჩა №4);
დ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი (მის.
: ოქროყანა).
მუხლი 7🔗
დახურულ ობიექტზე სამინისტროს თანამშრომელთა შესვლა (უშუალოდ ობიექტის თანამშრომელთა გარდა) განხორციელდეს სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, მინისტრის მოადგილე ან უშუალოდ დახურულ ობიექტზე განლაგებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.
მუხლი 8🔗
სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრ „შავნაბადას“ ბაზაზე:
ა) დადგენილი ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (დროებითი მოწმობა დანართი №2) წარდგენით შესვლის უფლება ენიჭება სამინისტროს ხელმძღვანელობას, უშუალოდ სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (პრეზიდენტის დაცვის) თანამშრომლებს;
ბ) სხვა პირებს (სამინისტროს თანამშრომელთა გარდა) შესვლის უფლებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელობა (სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი და მისი მოადგილეები);
გ) შიდა პერიმეტრზე, ცენტრის დანაყოფების კუთვნილი სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ჯავშანტექნიკის გარდა დაიშვება საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელობის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;
დ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანარჩენ თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ შიდა და გარე პერიმეტრების საზღვარზე მდებარე ავტოსადგომით;
ე) სხვა პირების (სამინისტროს თანამშრომელთა გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩერდებიან შიდა პერიმეტრზე შესასვლელი საკონტროლო-გამშვები პუნქტის წინ, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე.
მუხლი 9🔗
სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს „ალფას“ ბაზაზე:
ა) დადგენილი ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (დროებითი მოწმობის) წარდგენით შესვლის უფლება ენიჭება სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებს;
ბ) სხვა პირების (სამინისტროს თანამშრომელთა გარდა) ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და მისი მოადგილეები, აგრეთვე კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს უფროსი;
გ) ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერების უფლება აქვს სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს პირად შემადგენლობას;
დ) სხვა პირების (სამინისტროს თანამშრომელთა გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩერდებიან ბაზის ტერიტორიაზე შესასვლელი საკონტროლო-გამშვები პუნქტის წინ, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე.
მუხლი 10🔗
სამინისტროს რადიოკონტრდაზვერვის ცენტრის ტერიტორიაზე:
ა) დადგენილი ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (დროებითი მოწმობის) წარდგენით შესვლის უფლება ენიჭება სამინისტროს ხელმძღვანელობას და რადიოკონტრდაზვერვის ცენტრის თანამშრომლებს;
ბ) სხვა პირებს (სამინისტროს თანამშრომელთა გარდა) შესვლის უფლებას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და რადიოკონტრდაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელობა (ცენტრის უფროსი და მისი მოადგილე).
მუხლი 11🔗
სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის შენობაში:
ა) დადგენილი ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (დროებითი მოწმობის) წარდგენით შესვლის უფლება ენიჭება სამინისტროს ხელმძღვანელობას და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს;
ბ) სამინისტროს დანარჩენ თანამშრომელებს და სხვა პირებს შესვლის უფლებას ანიჭებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა (დეპარტამენტის დირექტორი და მისი მოადგილეები);
გ) ეზოში შესვლის უფლებით სარგებლობენ: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და დაზვერვის დეპარტამენტის ხელძღვანელობა (დეპარტამენტის დირექტორი და მისი მოადგილეები);
დ) კეკელიძის ქუჩის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის მონაკვეთზე ნებადართულია მხოლოდ დეპარტამენტის თანამშრომელთა მანქანების გაჩერება.
მუხლი 12🔗
სამინისტროს და სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფების შენობებში დადგენილი ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით შესვლის უფლება ენიჭება სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და მინისტრის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ჩამოთვლილ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. შენობებში სხვა პირთა შესვლა ხორციელდება ხსენებული ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელთა ნებართვით.
მუხლი 13🔗
დახურულ ობიექტზე შემსვლელმა თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დადგენილი წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
თავი IV
სამინისტროს ობიექტებზე თანამშრომელთა ავტომანქანით შესვლის წესი
მუხლი 14🔗
სამინისტროს ობიექტებზე თანამშრომელთა ავტომანქანით შესვლა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოკრული საშვის (დანართი №3) და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თანამშრომლის მიერ სპეციალური საშვისა და თანამშრომლის მოწმობის (დროებითი მოწმობის) ჩვენების შემდეგ.
მუხლი 15🔗
ავტომანქანაში რამდენიმე თანამშრომლის ყოფნის დროს თითოეული მათგანი ვალდებულია საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დროებითი მოწმობა).
მუხლი 16🔗
I ადმინისტრაციული კორპუსის (მდებარე 9 აპრილის ქ. №4) შიდა ეზოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერების უფლება ენიჭება სამინისტროს ხელმძღვანელობას (მინისტრი და მისი მოადგილეები).
მუხლი 17🔗
სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან გამოიყოს ადგილი სამინისტროს ხელმძღვანელობისა და I ადმინისტრაციულ კორპუსში განლაგებული დეპარტამენტების უფროსების მანქანებისათვის. სამინისტროს თანამშრომლებს მანქანის გაჩერების უფლება მიეცეს ქუჩის დანარჩენ ნაწილზე.
მუხლი 18🔗
სამინისტროს II ადმინისტრაციული კორპუსის (მის.
: ვაჟა-ფშაველას გამზირი №72) ეზოს წინა ნაწილში (ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შესვლის უფლებით სარგებლობენ მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები, ხოლო სამინისტროს დანარჩენ თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ ეზოს უკანა ნაწილში (შესასვლელი ქავთარაძის ქუჩიდან) მდებარე ავტოსადგომით.
თავი V
სამინისტროს ობიექტებზე სხვა პირთა შესვლის წესი
მუხლი 19🔗
სამინისტროს I (მის.
: 9 აპრილის ქ. №4) და II (მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი №72) ადმინისტრაციულ კორპუსებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით შესვლის უფლება ენიჭება მინისტრის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში ჩამოთვლილ სახელმწიფო თანამდებობის პირებს (დანართი №4).
მუხლი 20🔗
სამინისტროს ობიექტებზე სხვა პირთა შესვლა მოხდეს მხოლოდ ძირითადი შესასვლელებიდან საშვთა ბიუროს მიერ, დადგენილი წესით, გაცემული ერთჯერადი საშვის საფუძველზე (დანართი №5).
მუხლი 21🔗
სხვა პირებზე ერთჯერადი საშვის დაშვების უფლება აქვთ: მინისტრის მოადგილეებს, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეებს, შენობაში განთავსებულ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სამმართველოს უფროსებს.
მუხლი 22🔗
პირი, რომელიც საშვის საფუძველზე შედის სამინისტროს ობიექტზე, ვალდებულია საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნივთები, გაიაროს რეგისტრაცია და კონტროლი მეტალოდეტექტორზე.
მუხლი 23🔗
ობიექტზე საშვის საფუძველზე შესული პირების გადაადგილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საშვის დამშვებ თანამდებობის პირს.
მუხლი 24🔗
სამინისტროში შესვლისას პირებს ეკრძალებათ:
ა) წინასწარი ნებართვის გარეშე ობიექტზე შეიტანონ კინო და ფოტოგადამღები, აუდიო და ვიდეოჩამწერი, რადიოსაშუალებები, პირგადასაღები-გასამრავლებელი აპარატურა ან ინფორმაციის შემკრები სხვა მოწყობილობა, მობილური ტელეფონები, ნებისმიერი იარაღი და საბრძოლო მასალა, აგრეთვე ხელჩანთა, და ნივთები, რომელთა შეძენა ან ტარება დასაშვებია სპეციალური ნებართვის საფუძველზე;
ბ) ობიექტის ტერიტორიაზე გადაადგილება სამინისტროს თანამშრომლის თანხლების გარეშე.
მუხლი 25🔗
სამინისტროს ობიექტებზე სამთავრობო ან საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენელთა მიმოსვლის მოსაწესრიგებლად:
ა) დელეგაციის წარმომადგენელთა ობიექტზე შესვლა განხორციელდეს წინასწარ შეთანხმებული სიების მიხედვით;
ბ) დელეგაციის წარმომადგენლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უნდა გაიარონ სათანადო კონტროლი და რეგისტრაცია, რის შემდეგაც მათ მიეცემათ სტუმრის სტატუსის მაჩვენებელი სპეციალური სამკერდე ნიშანი (დანართი №6);
გ) დელეგაციის წარმომადგენელთა დახვედრა და ობიექტზე ყოფნის დროს მათი თანხლება უნდა უზრუნველყოს დელეგაციის მიმღებმა ქვედანაყოფმა.
მუხლი 26🔗
სხვა უწყებებისა და დაწესებულებების თანამშრომელთა სამინისტროს ობიექტებზე პერიოდული შესვლა განხორციელდეს აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე (6 თვის პერიოდულობით), სადაც აღინიშნება პიროვნების გვარი, სახელი, დაკავებული თანამდებობა და მისი აღნიშნულ ობიექტზე შესვლის მიზანი, აღნიშნულმა პირმა სამინისტროს ობიექტზე შესვლისას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნივთები, გაიაროს რეგისტრაცია და კონტროლი მეტალოდეტექტორზე (ჩაბარებული ნივთები მას დაუბრუნდება ობიექტიდან გასვლის დროს).
მუხლი 27🔗
პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების დროს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა შესვლა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში განხორციელდეს მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ნებართვით ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
მუხლი 28🔗
სამინისტროს I ადმინისტრაციულ კორპუსში მოწვეული ჟურნალისტების დახვედრა და ობიექტზე ყოფნის დროს მათი თანხლება უნდა უზრუნველყონ სამინისტროს ადმინისტრაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.
დანართი №2
დანართი №3
დანართი №4
სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელ პირთა სია, რომლებსაც გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში შესვლის უფლება
– საქართველოს პრეზიდენტი;
– საქართველოს კათალიკოს პატრიარქი;
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები;
– საქართველოს პარლამენტის წევრები;
– საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
– სახელმწიფო მინისტრები;
– საქართველოს მინისტრები და მათი მოადგილეები;
– ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მისი მოდგილეები;
– აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები;
– საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
– საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები;
– გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები;
– საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
– საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
– საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები;
– ქალაქ თბილისის მერი;
– ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;
– სახალხო დამცველი.
დანართი
№5
დანართი №6