ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
მიღების თარიღი 27.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/4/1394
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016844
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის
გადაწყვეტილება №1/4/1394
2023 წლის 27 ივლისი
ქ. ბათუმი
კოლეგიის
შემადგენლობა
:
ვასილ
როინიშვილი
– სხდომის
თავმჯდომარე
, მომხსენებელი
მოსამართლე
;
ევა
გოცირიძე
– წევრი
;
გიორგი
თევდორაშვილი
– წევრი
;
გიორგი
კვერენჩხილაძე
– წევრი
.
სხდომის
მდივანი
: მანანა
ლომთათიძე
.
საქმის
დასახელება
: ზვიად
კუპრავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
.
დავის
საგანი
: საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
კონსტიტუციურობა
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველ
და
მე
-5 პუნქტებთან
და
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველ
წინადადებასთან
მიმართებით
.
საქმის
განხილვის
მონაწილეები
: მოსარჩელე
მხარის
წარმომადგენლები
– ედუარდ
მარიკაშვილი
და
თეიმურაზ
სვანიძე
; მოპასუხის
, საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენელი
ქრისტინე
კუპრავა
; მოწმე
, აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
პროკურორი
ნათია
სონღულაშვილი
.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2019 წლის
31 იანვარს
კონსტიტუციური
სარჩელით
(რეგისტრაციის
№1394) მომართა
ზვიად
კუპრავამ
. №1394 კონსტიტუციური
სარჩელი
, არსებითად
განსახილველად
მიღების
საკითხის
გადასაწყვეტად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პირველ
კოლეგიას
გადმოეცა
2019 წლის
1 თებერვალს
. №1394 კონსტიტუციური
სარჩელის
არსებითად
განსახილველად
მიღების
საკითხის
გადასაწყვეტად
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პირველი
კოლეგიის
განმწესრიგებელი
სხდომა
, ზეპირი
მოსმენის
გარეშე
, გაიმართა
2019 წლის
5 ივლისს
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2019 წლის
5 ივლისის
№1/6/1394 საოქმო
ჩანაწერით
, №1394 კონსტიტუციური
სარჩელი
ნაწილობრივ
იქნა
არსებითად
განსახილველად
მიღებული
. №1394 კონსტიტუციური
სარჩელის
არსებითი
განხილვის
სხდომა
, ზეპირი
მოსმენით
, გაიმართა
2019 წლის
პირველ
და
2 აგვისტოს
.
2.
№1394 კონსტიტუციურ
სარჩელში
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის
მომართვის
სამართლებრივ
საფუძვლებად
მითითებულია
: საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
პირველი
პუნქტი
და
მე
-60 მუხლის
მე
-4 პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტი
, „საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-19 მუხლის
პირველი
პუნქტის
„ე
“ ქვეპუნქტი
, 31-ე
და
311 მუხლები
და
39-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტი
.
3. საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
თანახმად
, სასამართლოს
უპატივცემულობა
, რაც
გამოიხატა
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის
, მოსამართლის
ან
მსაჯულის
შეურაცხყოფით
, ისჯება
ჯარიმით
ან
გამასწორებელი
სამუშაოთი
ვადით
ერთიდან
ორ
წლამდე
ანდა
თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
ორ
წლამდე
.
4. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველი
პუნქტით
დაცულია
აზრისა
და
მისი
გამოხატვის
თავისუფლება
, დაუშვებელია
ადამიანის
დევნა
აზრისა
და
მისი
გამოხატვის
გამო
. ამავე
მუხლის
მე
-5 პუნქტით
კი
განსაზღვრულია
ამ
უფლების
შეზღუდვის
საფუძვლები
. საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველი
წინადადების
მიხედვით
, არავინ
აგებს
პასუხს
ქმედებისათვის
, რომელიც
მისი
ჩადენის
დროს
სამართალდარღვევად
არ
ითვლებოდა
.
5. კონსტიტუციური
სარჩელიდან
ირკვევა
, რომ
მოსარჩელის
, ზვიად
კუპრავას
მიმართ
2018 წლის
11 ივნისს
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში
განიხილებოდა
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმე
. მას
შემდეგ
, რაც
სასამართლო
პროცესზე
გამოცხადდა
შესვენება
, მოსარჩელემ
დატოვა
სასამართლო
სხდომის
დარბაზი
და
ჩავიდა
იმავე
სასამართლოს
შენობაში
მდებარე
სასადილოში
. გარკვეული
პერიოდის
შემდეგ
, საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საპატრულო
პოლიციის
დეპარტამენტის
თანამშრომლებმა
მას
მოსთხოვეს
სხდომათა
დარბაზში
დაბრუნება
, რაზეც
მოსარჩელემ
უარი
განაცხადა
იმ
საფუძვლით
, რომ
ის
სარგებლობდა
შესვენებისთვის
განკუთვნილი
დროით
და
მან
უცენზუროდ
მოიხსენია
საქმის
განმხილველი
მოსამართლე
. აღნიშნული
ფაქტობრივი
გარემოებები
გახდა
მის
მიმართ
სადავო
ნორმით
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყების
საფუძველი
. თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
საგამოძიებო
, წინასასამართლო
სხდომისა
და
არსებითი
განხილვის
კოლეგიის
2019 წლის
1 აგვისტოს
განაჩენით
, მოსარჩელე
ზვიად
კუპრავა
ცნობილ
იქნა
დამნაშავედ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენაში
და
სასჯელის
სახედ
და
ზომად
განესაზღვრა
9 თვით
თავისუფლების
აღკვეთა
. მოსარჩელე
ზვიად
კუპრავამ
ზემოხსენებული
განაჩენი
გაასაჩივრა
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
პალატაში
, რომლის
2019 წლის
9 ოქტომბრის
განაჩენით
, უცვლელად
დარჩა
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
საგამოძიებო
, წინასასამართლო
სხდომისა
და
არსებითი
განხილვის
კოლეგიის
2019 წლის
1 აგვისტოს
განაჩენი
. №1394 კონსტიტუციური
სარჩელის
არსებითი
განხილვის
სხდომაზე
მოსარჩელის
წარმომადგენლისგან
ცნობილი
გახდა
, რომ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
ბრალდებულმა
და
მისმა
უფლებადამცველმა
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოში
ასევე
გაასაჩივრეს
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
პალატის
განაჩენი
. როგორც
ცნობილია
, საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
2021 წლის
28 დეკემბრის
№903აპ
-19 განჩინებით
, დაუშვებლად
იქნა
ცნობილი
კასატორის
საკასაციო
საჩივარი
.
6. კონსტიტუციური
სარჩელის
თანახმად
, მოსარჩელისთვის
პრობლემურია
ის
გარემოება
, რომ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილით
დასჯადია
მოსამართლის
შეურაცხყოფა
იმ
პირობებშიც
, როდესაც
ეს
ქმედება
არ
განხორციელებულა
უშუალოდ
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
, მას
ხელი
არ
შეუშლია
და
საფრთხე
არ
შეუქმნია
მართლმსაჯულების
ეფექტიანი
განხორციელებისა
და
პროცესის
ჩვეული
მიმდინარეობისთვის
. მოსარჩელის
პოზიციით
, სადავო
ნორმა
უნდა
განიმარტებოდეს
იმგვარად
, რომ
ქმედების
შედეგად
მართლმსაჯულების
დაუბრკოლებელი
და
ეფექტიანი
განხორციელების
, სასამართლო
სხდომის
მიმდინარეობის
ხელშეშლა
დანაშაულის
შემადგენლობის
აუცილებელი
ნაწილი
იყოს
. ნორმის
განმარტებისას
მისთვის
იმგვარი
შინაარსის
მინიჭება
, რომ
მოსამართლის
შეურაცხყოფა
ნებისმიერ
ადგილას
და
დროის
მონაკვეთში
დანაშაულს
უნდა
წარმოადგენდეს
იმის
მიუხედავად
, სად
და
როდის
არის
ის
ჩადენილი
, არათანაზომიერად
შეზღუდავს
გამოხატვის
თავისუფლებას
.
7. მოსარჩელე
აპელირებს
, რომ
სადავო
ნორმა
ვერ
აკმაყოფილებს
ნორმის
ხარისხობრივ
მოთხოვნებს
და
მისი
განუჭვრეტელი
ბუნება
გაუმართლებლად
ზღუდავს
გამოხატვის
თავისუფლებას
. კერძოდ
, გაურკვეველია
რა
ქმედებები
მოიაზრება
„შეურაცხყოფის
“ ქვეშ
. ამასთან
, „უპატივცემულობა
“ ფართო
ცნებაა
, რომელიც
მოიცავს
„შეურაცხყოფას
“ როგორც
უპატივცემულობის
გამოხატვის
ერთ
-ერთ
ფორმას
. მოსარჩელე
იშველიებს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
ნორმას
, რომელიც
აწესებს
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივ
პასუხისმგებლობას
სასამართლოს
მიმართ
უპატივცემულობის
ან
აშკარა
ან
/და
უხეში
უპატივცემულობის
გამოხატვისთვის
. ამდენად
, ბუნდოვანია
, რა
ქმედებები
შეიძლება
ჩაითვალოს
სასამართლოს
უპატივცემულობად
როგორც
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
პასუხისმგებლობის
საფუძვლად
და
რა
ქმედებები
ითვლება
შეურაცხყოფად
სადავო
ნორმის
მიზნებისთვის
.
8. მოსარჩელის
აზრით
, სადავო
ნორმა
იძლევა
იმგვარი
განმარტების
შესაძლებლობას
, რომ
ნებისმიერი
ქმედება
, რომელიც
სასამართლოსადმი
უპატივცემულობად
აღიქმება
, შეიძლება
ასევე
დაკვალიფიცირდეს
შეურაცხყოფად
, რაც
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყების
საფუძველს
წარმოადგენს
. ამ
პირობებში
დაუდგენელია
, სად
გადის
ზღვარი
ამ
ორ
ტერმინს
შორის
და
როდის
არის
პირი
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
ადრესატი
. ამდენად
, სადავო
ნორმა
ვერ
აკმაყოფილებს
საქართველოს
კონსტიტუციით
განსაზღვრულ
კანონის
ხარისხობრივ
მოთხოვნებს
. კონსტიტუციური
სარჩელის
თანახმად
, მოსამართლის
შეურაცხყოფა
გამოხატვის
თავისუფლებით
დაცულია
, გარდა
იმ
შემთხვევისა
, როდესაც
აღნიშნული
გამოხატვა
საფრთხეს
უქმნის
მართლმსაჯულების
დაუბრკოლებელ
და
ეფექტიან
განხორციელებას
, სასამართლოს
ავტორიტეტს
. აღნიშნული
ლეგიტიმური
მიზანი
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
უზრუნველყოფის
შემადგენელი
ნაწილია
, ეს
უკანასკნელი
კი
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
მე
-5 პუნქტში
ჩამოთვლილ
შეზღუდვის
საფუძვლებს
განეკუთვნება
.
9. მოსარჩელის
პოზიციით
, ზემოაღნიშნული
ლეგიტიმური
მიზანი
ერთადერთია
, რომლის
გამოც
დაიშვება
გამოხატვის
თავისუფლების
ამ
ფორმის
შეზღუდვა
. ნორმის
ზოგადი
ლეგიტიმური
მიზანიც
სწორედ
მართლმსაჯულების
დაუბრკოლებელი
და
ეფექტიანი
განხორციელება
და
პროცესის
მიმდინარეობის
უზრუნველყოფაა
, თუმცა
მისი
ბლანკეტური
ხასიათი
არ
განასხვავებს
ერთმანეთისგან
გამოხატვის
ისეთ
ფორმებს
, რომლებიც
ხელს
უშლის
სასამართლოს
ნორმალურ
ფუნქციონირებას
და
რომლებიც
არ
ხელყოფს
ამ
უკანასკნელს
. მოსარჩელის
აზრით
, სადავო
ნორმის
მიზანს
არ
წარმოადგენს
მოსამართლის
პატივის
და
ღირსების
დაცვა
განცალკევებულად
. მართალია
, სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
მოსამართლის
შეურაცხყოფით
ილახება
მისი
პატივი
და
ღირსებაც
, თუმცა
ამ
შემთხვევაში
მოსარჩელე
სადავო
ნორმის
მოქმედებას
ისევ
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობის
უზრუნველყოფასა
და
ეფექტიან
მართლმსაჯულებას
უკავშირებს
. დამოუკიდებლად
, მხოლოდ
მოსამართლის
პატივისა
და
ღირსების
დაცვის
საფუძვლით
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვა
, მიუხედავად
მართლმსაჯულების
პროცესზე
ზეგავლენის
ფაქტისა
, როგორც
ეს
მოსარჩელის
შემთხვევაში
მოხდა
, მისი
აზრით
, გაუმართლებელია
.
10. მოსარჩელეს
მიაჩნია
, რომ
ზემოაღნიშნული
ლეგიტიმური
მიზნის
დასაცავად
, მოსამართლისადმი
უპატივცემულო
/შეურაცხმყოფელი
გამოხატვის
შეზღუდვა
, ზოგადად
, აუცილებელია
როგორც
სხდომათა
დარბაზში
, ისე
სასამართლო
შენობაში
, თუმცა
ამ
ქმედებისთვის
სასჯელის
სახით
თავისუფლების
აღკვეთის
განსაზღვრა
არ
არის
აუცილებელი
. სასამართლო
სხდომის
მიმდინარეობისას
, მოსამართლეთა
მოთხოვნის
საფუძველზე
, მოსარჩელემ
დააზუსტა
სასარჩელო
მოთხოვნა
. შესაბამისად
, მხარის
საბოლოო
მოთხოვნად
განისაზღვრა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
ის
ნორმატიული
შინაარსი
, რომელიც
დანაშაულებრივ
ქმედებად
აცხადებს
სასამართლოს
უპატივცემულობას
, რაც
გამოიხატა
მოსამართლის
შეურაცხყოფით
, რომელიც
არ
განხორციელებულა
სასამართლო
სხდომის
მიმდინარეობისას
, ხელი
არ
შეუშლია
და
საფრთხე
არ
შეუქმნია
მართლმსაჯულების
სრულყოფილი
განხორციელებისა
და
პროცესის
მიმდინარეობისთვის
. მოსარჩელის
განცხადებით
, ლეგიტიმური
მიზნის
მისაღწევად
სრულიად
საკმარისი
იქნებოდა
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
სასამართლოს
უპატივცემულობისთვის
დადგენილი
პასუხისმგებლობის
ზომები
. მოსარჩელე
არ
გამორიცხავს
, რომ
გამოხატვის
თავისუფლებით
სარგებლობისას
პირმა
ჩაიდინოს
ისეთი
ქმედება
, რაც
მისგან
მომდინარე
საფრთხის
გათვალისწინებით
, საჭიროებდეს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დაკისრებას
. თუმცა
ამ
შემთხვევაში
, ერთადერთი
ლეგიტიმური
მიზანი
, რის
მიღწევასაც
ამგვარი
პასუხისმგებლობის
ფორმის
გამოყენება
შეიძლება
ემსახურებოდეს
, მართლმსაჯულების
დაუბრკოლებელი
და
ეფექტიანი
განხორციელება
და
პროცესის
მიმდინარეობის
უზრუნველყოფაა
.
11. მოსარჩელე
მხარე
, საკუთარი
არგუმენტაციის
გასამყარებლად
, მიუთითებს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსა
და
ამერიკის
შეერთებული
შტატების
სასამართლოების
პრაქტიკაზე
.
12. მოპასუხის
, საქართველოს
პარლამენტის
წარმომადგენელმა
მიუთითა
, რომ
სადავო
ნორმა
მოცემულია
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
სასამართლო
ხელისუფლების
წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულთა
კარში
, რაც
ხაზს
უსვამს
ნორმის
მიზანს
, რომ
დაიცვას
სასამართლო
ხელისუფლება
და
სასამართლო
ორგანოების
საქმიანობა
. მოპასუხის
განმარტებით
, სადავო
ნორმის
ლეგიტიმური
მიზანი
არის
არა
მხოლოდ
მართლმსაჯულების
დაუბრკოლებელი
და
ეფექტიანი
განხორციელება
, არამედ
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტისა
და
რეპუტაციის
დაცვა
, ვინაიდან
აუცილებელია
, სასამართლო
ორგანოები
სარგებლობდნენ
გარკვეული
საზოგადოებრივი
ნდობით
. ამასთან
, ის
გარემოება
, რომ
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
მე
-5 პუნქტი
სახელდებით
არ
მოიცავს
„სასამართლოს
ავტორიტეტს
“ როგორც
უფლების
შეზღუდვის
საფუძველს
, არ
გულისხმობს
, რომ
იგი
ასეთად
არ
მოიაზრება
. მოპასუხის
მტკიცებით
, სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტი
განუყოფლად
არის
დაკავშირებული
სასამართლოს
მიუკერძოებლობასთან
და
დამოუკიდებლობასთან
.
13. მოპასუხე
მხარე
მიუთითებს
, რომ
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
შეფასებისას
, ზღვარი
უნდა
გაივლოს
კრიტიკასა
და
შეურაცხყოფას
შორის
. მოპასუხემ
აღნიშნა
, რომ
მოსამართლეს
, სხვა
საჯარო
მოხელეების
მსგავსად
, გააჩნია
გარკვეული
თმენის
ვალდებულება
. მიუხედავად
ამისა
, მოპასუხის
მტკიცებით
, მოსამართლის
კრიტიკაზე
შეპასუხების
შეზღუდული
შესაძლებლობა
, რაც
დამახასიათებელია
მოსამართლის
სპეციალური
სტატუსისთვის
, გამორიცხავს
მას
საჯარო
დებატებში
მაღალი
ინტენსივობით
ჩართვისგან
, რის
გამოც
მათ
არ
ეძლევათ
მათ
წინააღმდეგ
გამოთქმულ
კრიტიკაზე
პასუხის
გაცემის
შესაძლებლობა
. ეს
კი
ხელს
უწყობს
სასამართლო
სისტემისადმი
საზოგადოებრივი
ნდობის
შესუსტებას
.
14. მოპასუხე
მხარემ
ასევე
გამიჯნა
ერთმანეთისგან
, ერთი
მხრივ
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
85-ე
მუხლით
გათვალისწინებული
საპროცესო
პასუხისმგებლობა
სასამართლოში
საპროცესო
მოვალეობათა
შეუსრულებლობისთვის
და
წესრიგის
დარღვევისთვის
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, სადავო
ნორმით
დადგენილი
სანქცია
. მოპასუხის
მტკიცებით
, ეს
უკანასკნელი
ემსახურება
სასამართლოს
ან
კონკრეტული
მოსამართლის
რეპუტაციის
დაცვას
, ამასთან
, ახდენს
მხოლოდ
იმგვარი
„უპატივცემულობის
“ კრიმინალიზებას
, რაც
გამოიხატა
შეურაცხყოფით
. ამდენად
, მოპასუხე
მიიჩნევს
, რომ
სადავო
ნორმა
, ამ
თვალსაზრისით
, აკმაყოფილებს
კანონის
ხარისხობრივი
მოთხოვნის
კრიტერიუმს
და
საკმარისი
სიცხადით
იძლევა
ნორმის
პრაქტიკაში
გამოყენების
შედეგის
განჭვრეტის
შესაძლებლობას
.
15. დანაშაულის
ადგილთან
დაკავშირებით
მოპასუხემ
აღნიშნა
, რომ
სადავო
ნორმა
არ
შემოიფარგლება
მხოლოდ
სასამართლო
სხდომის
დარბაზით
, ვინაიდან
სასამართლოს
ავტორიტეტის
შელახვის
ანალოგიური
რისკები
შესაძლოა
არსებობდეს
დარბაზს
გარეთ
. მოპასუხემ
მიუთითა
, რომ
არსებული
სასამართლო
პრაქტიკა
, რომელიც
შემოიფარგლება
მხოლოდ
სასამართლო
დარბაზში
მიმდინარე
ქმედებების
დასჯადობით
, არ
გამორიცხავს
სადავო
ნორმის
სამომავლო
გამოყენებას
სხდომის
ფარგლებს
გარეთ
ჩადენილი
ქმედებისათვის
, ვინაიდან
მოსამართლე
საჯარო
სივრცეშიც
აუცილებლად
უნდა
იქნეს
დაცული
. მოპასუხე
მხარის
აზრით
, სადავო
ნორმა
, ამ
თვალსაზრისით
, სრულად
შეესაბამება
საქართველოს
კონსტიტუციის
მოთხოვნებს
.
16. საქმის
არსებითი
განხილვის
სხდომაზე
მოწმედ
მოწვეული
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
პროკურორის
ნათია
სონღულაშვილის
განმარტებით
, საერთო
სასამართლოების
უკანასკნელი
6 წლის
პრაქტიკა
ცხადყოფს
, რომ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
საფუძველზე
გამოტანილი
განაჩენების
აბსოლუტური
უმრავლესობა
შეეხებოდა
სასამართლო
სხდომის
დარბაზში
მოსამართლის
წინააღმდეგ
მიმართულ
ცალსახად
უცენზურო
გამონათქვამებსა
და
გინებას
. მიუხედავად
ამისა
, მოწმემ
აღნიშნა
, რომ
სადავო
ნორმის
იმგვარი
განმარტება
, რომ
იგი
ვრცელდება
მხოლოდ
სასამართლო
დარბაზში
მომხდარ
ფაქტებზე
, დაუცველს
დატოვებდა
მოსამართლეებს
და
მთელი
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტს
საზოგადოდ
. საკუთარი
არგუმენტაციის
გასამყარებლად
, მოწმე
პარალელს
ავლებს
სადავო
ნორმასა
და
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
365-ე
მუხლით
განსაზღვრულ
დანაშაულს
შორის
, რომელიც
ადგენს
პასუხისმგებლობას
, მათ
შორის
, მოსამართლის
მუქარისთვის
, თუმცა
, სადავო
ნორმის
მსგავსად
, არ
მიუთითებს
დანაშაულის
ჩადენის
ადგილზე
.
17. ნორმის
განუსაზღვრელობასთან
დაკავშირებით
, მოწმემ
მიუთითა
, რომ
სისხლის
სამართლის
კოდექსში
შეუძლებელია
ამა
თუ
იმ
ქმედების
შემადგენლობის
ამომწურავად
გაწერა
, შესაბამისად
, ნორმის
ინტერპრეტაციისა
და
შეფარდების
ფუნქცია
საერთო
სასამართლოებს
გააჩნიათ
. ამასთან
, სასამართლო
სხდომის
დაწყებამდე
, სხდომის
ყველა
მონაწილე
იღებს
განმარტებას
სასამართლოსგან
სასამართლოში
ქცევის
დასაშვები
წესების
შესახებ
, რაც
მოწმის
აზრით
, გამორიცხავს
ინდივიდის
შეცდომას
ქმედების
სერიოზულობის
შეფასებისა
და
მოსალოდნელი
სასჯელის
განჭვრეტის
საკითხებში
.
18. მოწმემ
ასევე
აღნიშნა
, რომ
გამოხატვის
თავისუფლების
დასაშვები
ფარგლების
შესაფასებლად
, მხედველობაში
უნდა
იქნეს
მიღებული
შეურაცხმყოფელი
განცხადების
ინტენსივობა
, სიმძიმე
, კონტექსტი
და
საჯაროობა
. მოწმის
მტკიცებით
, იმ
პირობებში
, როდესაც
ილახება
სასამართლოს
ავტორიტეტი
, დასაშვებია
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვა
არა
მხოლოდ
იმ
შემთხვევებში
, როდესაც
ესა
თუ
ის
განცხადება
კეთდება
სასამართლო
სხდომის
დარბაზში
, არამედ
სასამართლოს
შენობაში
, ტექნიკური
პერსონალის
, მოსამართლეების
, ადვოკატების
და
სხვა
პირების
თანდასწრებით
.
19.
„საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
214 მუხლის
საფუძველზე
, №1394 კონსტიტუციურ
სარჩელზე
ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
იურიდიული
ფაკულტეტის
დოქტორანტმა
, დავით
აბესაძემ
წარმოადგინა
სასამართლოს
მეგობრის
წერილობითი
მოსაზრება
.
20. წერილობით
მოსაზრებაში
აღნიშნულია
, რომ
სადავო
ნორმა
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველ
წინადადებას
ნორმის
განჭვრეტადობის
თვალსაზრისით
. სასამართლოს
მეგობრის
განმარტებით
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსი
სხვადასხვა
კონტექსტში
„შეურაცხყოფის
“ დასჯადობის
არაერთ
შემთხვევას
მოიცავს
, რაც
ლიტერატურაში
განიმარტება
, როგორც
ფიზიკური
ან
ისეთი
ვერბალური
თავდასხმა
პიროვნებაზე
, რომელსაც
არ
გააჩნია
არავითარი
კულტურული
, სამეცნიერო
ან
შემეცნებითი
ღირებულება
და
არ
შეაქვს
წვლილი
ამა
თუ
იმ
საზოგადოებრივი
დისკუსიის
წარმართვაში
. ამდენად
, ზოგადი
ცხოვრებისეული
გამოცდილების
მიხედვით
, ინდივიდს
აქვს
შესაძლებლობა
, განჭვრიტოს
, მისი
ქმედება
შეფასდება
თუ
არა
ნეიტრალური
დამკვირვებლის
მიერ
„შეურაცხყოფად
“. ამასთან
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
არაკონსტიტუციურობის
მტკიცების
საფუძვლად
ვერ
გამოდგება
ვერც
ის
გარემოება
, რომ
მოქმედი
საპროცესო
კანონმდებლობა
აგრეთვე
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
სასამართლოს
უპატივცემულობისათვის
. სასამართლოს
მეგობრის
მტკიცებით
, საპროცესო
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უმართლობა
, სასამართლოს
უპატივცემულობა
მოიაზრებს
მხოლოდ
იმ
შემთხვევებს
, რომლებიც
, per se, ფორმით
ან
შინაარსით
ვერ
აღწევს
სისხლისსამართლებრივად
დასჯადი
შეურაცხყოფისათვის
დამახასიათებელი
სიმწვავის
ზღვარს
, თუმცა
სცდება
გამოხატვის
თავისუფლების
ფარგლებს
და
ექვემდებარება
ლეგიტიმურ
შეზღუდვას
.
21. სასამართლოს
მეგობარმა
დანაშაულის
ფარგლებთან
დაკავშირებით
აღნიშნა
, რომ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლი
არ
განსაზღვრავს
დანაშაულის
ჩადენის
ადგილს
, როგორც
დანაშაულებრივი
ქმედების
აუცილებელ
კომპონენტს
. მაშასადამე
, შესაძლებელია
იმ
დასკვნის
გაკეთება
, რომ
ნებისმიერი
ქმედება
, მისი
განხორციელების
ადგილის
მიუხედავად
, თუკი
ის
დააკმაყოფილებს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
შემადგენლობის
ნიშნებს
, დაკვალიფიცირდება
დანაშაულად
. აქედან
გამომდინარე
, გონიერი
დამკვირვებლისათვის
წინასწარ
არის
ცნობილი
, რომ
იგი
ზემოხსენებული
ნორმის
საფუძველზე
, შეიძლება
დაექვემდებაროს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
სასამართლოს
უპატივცემულობისათვის
, თუნდაც
კონკრეტულ
შემთხვევაში
მართლსაწინააღმდეგო
ქმედების
ჩადენის
ადგილს
არ
წარმოადგენდეს
სასამართლო
სხდომის
დარბაზი
ან
თუნდაც
სასამართლოს
შენობა
. ამდენად
, სასამართლოს
მეგობარი
მიიჩნევს
, რომ
გასაჩივრებული
ნორმა
პასუხობს
საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველი
წინადადების
მოთხოვნებს
და
ამ
ნაწილში
სარჩელი
არ
უნდა
დაკმაყოფილდეს
.
22. სასამართლოს
მეგობარი
მიიჩნევს
, რომ
კონსტიტუციური
სარჩელი
ასევე
არ
უნდა
დაკმაყოფილდეს
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველ
და
მე
-5 პუნქტებთან
მიმართებით
. მოსაზრების
თანახმად
, მოსამართლის
შეურაცხყოფისათვის
სისხლისსამართლებრივი
სანქციის
დაწესება
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
ფარგლებში
პრინციპულად
არ
ეწინააღმდეგება
გამოხატვის
თავისუფლების
კონსტიტუციური
გარანტიიდან
გამომდინარე
თანაზომიერების
მოთხოვნას
. სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
პრინციპებიდან
გამომდინარე
, სასამართლოს
მეგობარი
მიიჩნევს
, რომ
მოსამართლის
შეურაცხყოფა
სასამართლო
სხდომის
დარბაზში
ან
სასამართლოს
შენობაში
უმართლობის
უფრო
მაღალი
ხარისხის
მატარებელია
, ვიდრე
იგივე
ქმედება
განხორციელებული
სასამართლოს
შენობის
ფარგლებს
მიღმა
, თუმცა
არც
ერთ
შემთხვევაში
არ
უნდა
გამოირიცხებოდეს
სისხლისსამართლებრივი
სანქციის
დაკისრება
ლეგიტიმური
მიზნის
მისაღწევად
. ამ
დასკვნას
განსაკუთრებულად
ამყარებს
ის
გარემოება
, რომ
, ერთი
მხრივ
, დანაშაული
, რომელიც
დადგენილია
გასაჩივრებული
ნორმის
საფუძველზე
, არის
ნაკლებად
მძიმე
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, მოსამართლეს
აქვს
შესაძლებლობა
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
53-ე
მუხლის
მე
-3 ნაწილის
შესაბამისად
, ინდივიდუალური
გარემოებების
გათვალისწინებით
, განუსაზღვროს
მსჯავრდებულს
სასჯელის
სახით
სადავო
ნორმით
განსაზღვრული
ნაკლებად
მძიმე
ალტერნატივა
.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე
მიიჩნევს
, რომ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილი
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციით
გარანტირებულ
გამოხატვის
თავისუფლებას
და
კანონის
განსაზღვრულობის
პრინციპს
. შესაბამისად
, დავის
გადაწყვეტა
მოითხოვს
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობის
შეფასებას
სხვადასხვა
შინაარსის
კონსტიტუციურ
დებულებებთან
მიმართებით
. აღნიშნულიდან
გამომდინარე
, საკონსტიტუციო
სასამართლო
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობას
თითოეულ
კონსტიტუციურ
უფლებასთან
მიმართებით
ცალ
-ცალკე
შეაფასებს
.
1.სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით
1.1. გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცული სფერო და საერთო მიდგომები, რომლებსაც სასამართლო გამოიყენებს
2. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველი
პუნქტით
დაცულია
აზრისა
და
მისი
გამოხატვის
თავისუფლება
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკის
მიხედვით
, გამოხატვის
თავისუფლება
ადამიანის
არსებობის
თანმდევი
, განუყოფელი
ელემენტია
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
14 მაისის
№2/2/516,542 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
– ალექსანდრე
ბარამიძე
, ლაშა
ტუღუში
, ვახტანგ
ხმალაძე
და
ვახტანგ
მაისაია
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-3).
3. საკონსტიტუციო
სასამართლომ
არაერთხელ
გაუსვა
ხაზი
გამოხატვის
თავისუფლების
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას
: „გამოხატვის
თავისუფლების
უფლება
დემოკრატიული
საზოგადოების
არსებობის
, მისი
სრულფასოვანი
განვითარების
ერთ
-ერთი
აუცილებელი
წინაპირობაა
. აზრისა
და
ინფორმაციის
შეუფერხებელი
გავრცელება
უზრუნველყოფს
შეხედულებათა
მრავალფეროვნებას
, ხელს
უწყობს
საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან
საკითხებზე
საჯარო
და
ინფორმირებულ
მსჯელობას
, შესაძლებელს
ხდის
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
საზოგადოების
თითოეული
წევრის
ჩართულობას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2012 წლის
11 აპრილის
№1/1/468 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-26). საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, „თავისუფალი
საზოგადოება
შედგება
თავისუფალი
ინდივიდებისაგან
, რომლებიც
ცხოვრობენ
თავისუფალ
ინფორმაციულ
სივრცეში
, თავისუფლად
აზროვნებენ
, აქვთ
დამოუკიდებელი
შეხედულებები
და
მონაწილეობენ
დემოკრატიულ
პროცესებში
, რაც
აზრთა
გაცვლა
-გამოცვლასა
და
პაექრობას
გულისხმობს
. ...დემოკრატიული
პროცესის
მამოძრავებელია
ის
ძალა
, სულიერი
გავლენა
, რომელიც
აზრისათვის
არის
დამახასიათებელი
. კონსტიტუცია
იცავს
აზრის
გამოხატვისა
და
გავრცელების
პროცესს
, მის
შინაარსსა
და
ფორმებს
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2007 წლის
26 ოქტომბრის
№2/2/389 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
მაია
ნათაძე
და
სხვები
საქართველოს
პარლამენტისა
და
პრეზიდენტის
წინააღმდეგ
“, II-13).
4. გაიმეორა
რა
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
ცნობილი
განმარტება
გამოხატვის
თავისუფლების
ფარგლების
თაობაზე
(Handyside v. The United Kingdom) საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
მიუთითა
, რომ
გამოხატვის
თავისუფლება
„...მოიცავს
ისეთ
იდეებს
, აზრებს
თუ
გამონათქვამებსაც
, რომლებიც
მიუღებელია
ხელისუფლებისთვის
, საზოგადოების
ნაწილისთვის
თუ
ცალკეული
ადამიანებისთვის
, შოკის
მომგვრელია
, რომელმაც
შეიძლება
აღაშფოთოს
საზოგადოება
, ადამიანები
, წყენაც
კი
მიაყენოს
მათ
, გამოიწვიოს
საზოგადოებაში
ვნებათა
ღელვა
, ასევე
იგი
მოიცავს
კრიტიკას
და
სარკაზმსაც
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2016 წლის
30 სექტემბრის
№1/6/561,568 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
იური
ვაზაგაშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-40). გამოხატვის
თავისუფლებასთან
დაკავშირებით
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსა
და
ასევე
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
განმარტებები
გამოხატავს
საერთო
დამოკიდებულებასა
და
სულისკვეთებას
და
მიანიშნებს
გამოხატვის
თავისუფლების
დაცულობის
ყველაზე
უფრო
შორეულ
ფარგლებზე
. ისინი
ხაზს
უსვამს
, რომ
საზოგადოებაში
თავისუფლად
უნდა
ცირკულირებდეს
განსხვავებული
იდეები
და
შეხედულებები
, მათ
შორის
, ისეთებიც
, რომლებიც
შესაძლოა
შემაწუხებელი
, გამაოგნებელი
და
შეურაცხმყოფელი
აღმოჩნდეს
საზოგადოების
გარკვეული
ჯგუფებისათვის
, რადგან
ამას
მოითხოვს
დემოკრატიული
საზოგადოებისათვის
დამახასიათებელი
ტოლერანტობა
. თუმცა
საკონსტიტუციო
სასამართლო
აზუსტებს
, რომ
ხსენებული
განმარტებები
არ
უნდა
იქნეს
იმგვარად
გაგებული
, თითქოს
, გამოხატვის
თავისუფლებით
დაცულია
სხვისი
პირადი
შეურაცხყოფის
უფლება
. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლი
, ცხადია
, იცავს
კრიტიკული
მოსაზრებების
გამოთქმის
უფლებას
, მათ
შორის
, კონკრეტული
ინდივიდების
, მათ
შორის
, მოსამართლეების
მისამართით
, თუმცა
ყოველ
კონკრეტულ
შემთხვევაში
ღირებულებათა
კონფლიქტი
, ერთი
მხრივ
, გამოხატვის
თავისუფლებასა
და
, მეორე
მხრივ
, სასამართლოს
ავტორიტეტს
, მის
დამოუკიდებლობასა
და
მიუკერძოებლობას
შორის
უნდა
გადაწყდეს
კონკრეტული
გარემოებებიდან
გამომდინარე
, რა
დროსაც
არაერთი
ფაქტორი
მიიღება
მხედველობაში
. კერძოდ
, ვის
მიერ
და
ვის
მიმართ
არის
გამოთქმული
კრიტიკა
, როგორია
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლები
შესაბამის
შემთხვევაში
, როგორია
გამოყენებული
ენა
და
გამოთქმები
, შეფასებით
მსჯელობას
შეეხება
საქმე
თუ
ფაქტების
მტკიცებას
და
სხვა
. შესაბამისად
, ყოველი
კონკრეტული
შემთხვევა
სამართლიანი
ბალანსისა
და
თანაზომიერების
პრინციპის
დაცვით
გადაწყდება
.
5. ამავე
დროს
, კონსტიტუციით
დაცულია
ინდივიდის
უფლება
, შეარჩიოს
ამა
თუ
იმ
მოსაზრების
ან
კრიტიკის
ადრესატი
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკის
თანახმად
, სასამართლო
სისტემა
, ამ
თვალსაზრისით
, არ
წარმოადგენს
გამონაკლისს
და
შეიძლება
იყოს
შეფასების
ობიექტი
. აღსანიშნავია
, რომ
„მოსამართლის
საქმიანობასთან
დაკავშირებით
აზრის
გამოხატვა
კონსტიტუციურ
უფლებას
წარმოადგენს
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2011 წლის
18 აპრილის
№2/482,483,487,502 გადაწყვეტილება
საქმეზე
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანება
„მოძრაობა
ერთიანი
საქართველოსთვის
“, მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანება
„საქართველოს
კონსერვატიული
პარტია
“, საქართველოს
მოქალაქეები
- ზვიად
ძიძიგური
და
კახა
კუკავა
, საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია
, მოქალაქეები
დაჩი
ცაგურია
და
ჯაბა
ჯიშკარიანი
, საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-67).
6. გამოხატვის
თავისუფლების
უფლება
არ
არის
აბსოლუტური
უფლება
და
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
მე
-5 პუნქტის
თანახმად
, მისი
შეზღუდვა
დასაშვებია
მხოლოდ
კანონის
შესაბამისად
, დემოკრატიულ
საზოგადოებაში
აუცილებელი
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
ან
ტერიტორიული
მთლიანობის
უზრუნველსაყოფად
, სხვათა
უფლებების
დასაცავად
, კონფიდენციალურად
აღიარებული
ინფორმაციის
გამჟღავნების
თავიდან
ასაცილებლად
ან
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად
. ამრიგად
, გამოხატვის
თავისუფლება
შესაძლებელია
, დაექვემდებაროს
შეზღუდვას
საქართველოს
კონსტიტუციაში
მოხსენიებული
ლეგიტიმური
მიზნების
მისაღწევად
, ამავე
მიზნების
მიღწევის
თანაზომიერი
საშუალებების
გამოყენებით
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
14 მაისის
№2/2/516,542 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
– ალექსანდრე
ბარამიძე
, ლაშა
ტუღუში
, ვახტანგ
ხმალაძე
და
ვახტანგ
მაისაია
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-7).
7. აზრის
გამოხატვისა
და
ინფორმაციის
გავრცელების
თავისუფლების
კონსტიტუციური
უფლების
შეზღუდვა
გამართლებულია
მხოლოდ
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
მე
-5 პუნქტით
მკაფიოდ
იდენტიფიცირებული
ლეგიტიმური
მიზნების
მისაღწევად
. აღნიშნული
კონსტიტუციური
დებულების
შესაბამისად
, დასახელებული
უფლება
შესაძლებელია
შეიზღუდოს
, მათ
შორის
, სხვათა
უფლებების
დასაცავად
, სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად
. აღსანიშნავია
, რომ
ადამიანის
უფლებათა
და
ძირითად
თავისუფლებათა
დაცვის
კონვენციის
მე
-10 მუხლიც
ითვალისწინებს
ამ
ლეგიტიმური
მიზნების
დასაცავად
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვას
და
პირდაპირ
აკეთებს
აქცენტს
„სასამართლოს
ავტორიტეტის
“ დაცვის
ლეგიტიმურ
მიზანზე
. კერძოდ
, ამ
მუხლის
მე
-2 პუნქტის
მიხედვით
, „ამ
თავისუფლებათა
(ინფორმაციისა
და
იდეების
გავრცელებისა
და
მიღების
თავისუფლება
) განხორციელება
, ... შეიძლება
დაექვემდებაროს
... შეზღუდვებს
ან
სანქციებს
, რომლებიც
აუცილებელია
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
... სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად
“.
8. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
გამოხატვის
თავისუფლების
დაცულობა
, საზოგადოდ
, გულისხმობს
ინფორმაციისა
და
იდეების
მიღებისა
და
გავრცელების
საშუალებას
მათი
შინაარსის
მიუხედავად
. ინფორმაციისა
და
იდეების
შინაარსთან
ერთად
, დაცულია
გამოხატვის
ფორმები
და
პროდუცირების
საშუალებები
. ამასთან
, როდესაც
საქმე
შეეხება
აზრებს
, იდეებს
, მოსაზრებებსა
და
შეხედულებებს
, მათი
დაცულობისთვის
მნიშვნელობა
არ
აქვს
, რამდენად
ღირებულია
ისინი
, რადგან
არაგონივრული
იქნებოდა
, აზრები
დაგვეყო
ღირებულ
და
არაღირებულ
აზრებად
. თუმცა
დაცულობის
ხარისხი
იზრდება
, როდესაც
ინფორმაცია
და
იდეები
შეეხება
საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან
საკითხს
, მისი
ნამდვილი
ინტერესის
საგანს
. ამის
მიუხედავად
, გამოხატვის
თავისუფლების
დაცულობის
გარე
ფარგლები
ყოველთვის
არ
არის
მკაფიოდ
განსაზღვრული
და
არც
იმის
წინასწარ
განჭვრეტაა
შესაძლებელი
, თუ
ღირებულებათა
კონფლიქტის
დროს
, რომელი
ლეგიტიმური
ინტერესი
მოიპოვებს
პრიორიტეტს
- გამოხატვის
თავისუფლება
თუ
მასთან
დაპირისპირებული
რომელიმე
სხვა
ლეგიტიმური
ინტერესი
, რომელიც
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლშია
ნაგულისხმები
, როგორც
მისი
შეზღუდვის
შესაძლო
საფუძველი
.
9. სასამართლო
ასევე
აღნიშნავს
, რომ
ზოგიერთი
„გამოხატვა
“ შესაძლოა
საერთოდ
არ
თავსდებოდეს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლით
დაცულ
ფარგლებში
, როგორიც
არის
, მაგალითად
, მძიმე
რასობრივი
პროპაგანდა
, რასობრივი
, რელიგიური
, ეთნიკური
სიძულვილის
გავრცელება
, ჰოლოკოსტის
ფაქტის
უარყოფა
და
სხვა
. თუმცა
განსხვავებული
ვითარება
გვაქვს
მაშინ
, როდესაც
საქმე
შეეხება
არაეთიკურ
, უხამს
, უცენზურო
და
შეურაცხმყოფელ
გამოთქმებს
. ისინი
ფორმალურად
გამორიცხული
არ
არის
გამოხატვის
თავისუფლებით
დაცული
სფეროდან
. მათი
პრაქტიკული
დაცულობის
ხარისხი
დამოკიდებულია
ღირებულებათა
კონკრეტულ
კონფლიქტზე
და
მასში
ჩართულ
ლეგიტიმურ
ინტერესთა
შეპირისპირებაზე
. საერთოდ
, აღიარებულია
, რომ
უხამს
, არაეთიკურ
, უცენზურო
და
შეურაცხმყოფელ
გამოთქმებს
ნაკლებად
აქვთ
ან
საერთოდ
არ
გააჩნიათ
რაიმე
პოლიტიკური
, კულტურული
, საგანმანათლებლო
, სამეცნიერო
ან
სხვაგვარი
ღირებულება
და
, საზოგადოდ
, არ
წარმოადგენენ
საზოგადოებრივი
ინტერესის
საკითხზე
საჯარო
დისკუსიის
ნაწილს
, რის
გამოც
ფასობს
გამოხატვის
თავისუფლება
და
რის
გამოც
არის
იგი
მიჩნეული
დემოკრატიის
ერთ
-ერთ
უმთავრეს
დასაყრდენად
. თუმცა
ისიც
უნდა
აღინიშნოს
, რომ
ზოგჯერ
ამგვარ
გამონათქვამებს
იყენებენ
ხელისუფლების
წარმომადგენელთა
კრიტიკის
დროს
. ხელისუფლების
კრიტიკა
კი
საერთოდ
ყველაზე
უფრო
ფართო
დაცვით
სარგებლობს
და
ეს
ფაქტორი
ზრდის
მათ
შორის
უხამსი
კრიტიკის
დაცულობის
შანსს
. ზოგჯერ
, რადიკალურად
მწვავე
, აგრესიული
ლექსიკის
მეშვეობით
აზრის
გამოხატვას
, მათ
შორის
, შეურაცხმყოფელ
გამონათქვამებს
შესაძლოა
განსაკუთრებული
დანიშნულება
ჰქონდეს
ინდივიდისთვის
საკუთარი
აზრისა
და
შეხედულებების
გადმოსაცემად
ხელისუფლების
კრიტიკის
დროს
. თუმცა
ეს
არ
უგულებელყოფს
იმ
ფაქტს
, რომ
უხამსი
გამოთქმები
ნაკლები
ღირებულების
მატარებელია
, რის
გამოც
, მათი
დაცულობის
ხარისხი
ვერ
გაუთანაბრდება
არგუმენტირებულ
, თუნდაც
ძალიან
მწვავე
კრიტიკას
, რადგან
ისინი
არ
ემსახურება
ამა
თუ
იმ
მნიშვნელოვან
საზოგადოებრივ
საკითხზე
საჯარო
დისკუსიის
წახალისებას
. კიდევ
უფრო
მცირდება
ამგვარი
გამონათქვამების
დაცულობის
პოტენციალი
, როდესაც
ისინი
გამოყენებულია
არა
ხელისუფლების
პოლიტიკური
განშტოებების
- აღმასრულებელი
და
საკანონმდებლო
ხელისუფლების
წარმომადგენელთა
კრიტიკისათვის
, რომლებსაც
საჯარო
ტრიბუნა
უპყრიათ
ხელთ
და
მათ
წინააღმდეგ
კრიტიკაზე
პასუხის
გაცემის
უამრავი
საშუალება
აქვთ
, არამედ
სასამართლო
ხელისუფლებისა
და
მოსამართლეების
მიმართ
, ვისაც
პასუხის
გაცემის
საშუალებები
მკვეთრად
შეზღუდული
აქვთ
. სწორედ
ეს
არის
კიდევ
ერთი
ფაქტორი
, რომელიც
წინამდებარე
ღირებულებათა
კონფლიქტში
სასწორს
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტის
დაცვისკენ
შეიძლება
ხრიდეს
, რომ
პოლიტიკოსებისა
და
სხვა
საჯარო
პირებისაგან
განსხვავებით
, მოსამართლეებს
, მათი
სტატუსიდან
გამომდინარე
, არ
შეუძლიათ
, იმავე
ინტენსივობით
ჩაერთონ
საჯარო
დებატებში
და
ადეკვატური
პასუხი
გასცენ
მათ
მიმართ
გამოთქმულ
კრიტიკას
. „მოსამართლის
პროფესიული
და
, მით
უფრო
, პირადი
საქმიანობა
მეტად
არის
დაცული
, ვინაიდან
ის
შეზღუდულია
შესაძლებლობაში
, საკუთარი
პოზიციის
დასაცავად
საჯარო
-პოლიტიკური
ხასიათის
დებატებში
ჩაერთოს
. მოსამართლის
ამგვარი
შეზღუდვა
მიუკერძოებლობის
პრინციპიდან
გამომდინარეობს
და
საზოგადოების
მხრიდან
სასამართლოსადმი
ნდობის
უზრუნველყოფას
ემსახურება
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2011 წლის
18 აპრილის
№2/482,483,487,502 გადაწყვეტილება
საქმეზე
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანება
„მოძრაობა
ერთიანი
საქართველოსთვის
“, მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანება
„საქართველოს
კონსერვატიული
პარტია
“, საქართველოს
მოქალაქეები
– ზვიად
ძიძიგური
და
კახა
კუკავა
, საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია
, მოქალაქეები
დაჩი
ცაგურია
და
ჯაბა
ჯიშკარიანი
, საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-67).
10. სწორედ
ამიტომ
, საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
როდესაც
უხამსი
და
უცენზურო
გამონათქვამები
მიზნად
ისახავს
მოსამართლის
რეპუტაციის
მიმართ
ზიანის
მიყენებას
და
, ამ
გზით
, ლახავს
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტს
და
ამცირებს
მისდამი
ხალხის
ნდობის
ხარისხს
, რომლის
არსებობაც
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
, მათ
წინდაწინვე
ნაკლები
შანსი
აქვთ
, ღირებულებათა
კონფლიქტში
პრიორიტეტი
მოიპოვონ
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
სწორედ
ამ
ზემოაღნიშნულ
მიდგომებს
გამოიყენებს
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობის
შეფასებისას
.
1.2.სადავო ნორმის შინაარსი, სასარჩელო მოთხოვნისა და გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირება, სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობა
11. საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილით
დანაშაულებრივ
ქმედებად
განისაზღვრება
სასამართლოს
უპატივცემულობა
, რისთვისაც
ასევე
გათვალისწინებულია
შესაბამისი
სისხლისსამართლებრივი
სასჯელის
სახეები
და
ზომები
. უფრო
კონკრეტულად
, აღნიშნული
მუხლის
მიხედვით
, სასამართლოს
უპატივცემულობა
, რაც
გამოიხატა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის
, მოსამართლის
ან
მსაჯულის
შეურაცხყოფით
, ისჯება
ჯარიმით
ან
გამასწორებელი
სამუშაოთი
ვადით
ერთიდან
ორ
წლამდე
ანდა
თავისუფლების
აღკვეთით
ვადით
ორ
წლამდე
.
12. მოსარჩელე
მხარისთვის
პრობლემურია
სადავო
ნორმის
ის
ნორმატიული
შინაარსი
, რომელიც
დანაშაულებრივ
ქმედებად
აცხადებს
მოსამართლის
შეურაცხყოფას
იმ
პირობებში
, როდესაც
ეს
ქმედება
არ
განხორციელებულა
უშუალოდ
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
, ხელი
არ
შეუშლია
და
საფრთხე
არ
შეუქმნია
მართლმსაჯულების
ეფექტიანი
განხორციელებისა
და
პროცესის
ჩვეული
მიმდინარეობისთვის
. მოსარჩელე
მხარის
მიერ
კონსტიტუციურ
სარჩელში
და
საქმის
არსებითი
განხილვის
სხდომაზე
წარმოდგენილი
არგუმენტაცია
მიუთითებს
, რომ
იგი
ეჭვქვეშ
აყენებს
მხოლოდ
იმგვარი
შეურაცხმყოფელი
გამონათქვამების
სისხლისსამართლებრივი
შეზღუდვის
კონსტიტუციურობას
, რომლებიც
ხელს
არ
უშლის
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობას
. ამასთან
, მოსარჩელე
დამატებით
არ
საუბრობს
საკუთრივ
სადავო
ნორმით
გათვალისწინებულ
სასჯელთა
სახეებზე
, ზომაზე
და
არ
მიუთითებს
მათი
არაპროპორციულობის
თაობაზე
, რამდენადაც
მისთვის
პრობლემურია
მხოლოდ
შესაბამისი
ქმედების
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
, კერძოდ
, როგორც
ზემოთ
აღინიშნა
, მოსამართლის
შეურაცხყოფა
იმგვარ
პირობებში
, როდესაც
იგი
არ
განხორციელებულა
სასამართლოს
დარბაზში
და
არ
გამოუწვევია
/საფრთხე
არ
შეუქმნია
მართლმსაჯულების
განხორციელების
პროცესისათვის
.
13. საკონსტიტუციო
სასამართლო
მიუთითებს
, რომ
მართალია
, მოსარჩელე
მხარე
კონსტიტუციურ
სარჩელშიც
აპელირებდა
სასჯელის
არაპროპორციულობაზე
, თუმცა
მას
ეს
უკანასკნელი
შესაბამის
კონსტიტუციურ
დებულებასთან
მიმართებით
ცალკე
სასარჩელო
მოთხოვნად
არ
ჩამოუყალიბებია
. ამასთანავე
, საქმის
არსებითი
განხილვის
სხდომაზეც
, მოსარჩელემ
რამდენიმეჯერ
მიუთითა
მოსამართლის
შეურაცხყოფისთვის
გათვალისწინებული
სასჯელის
, კერძოდ
, თავისუფლების
აღკვეთის
არაპროპორციულ
ხასიათზე
, თუმცა
მოსამართლეების
მიერ
დასმული
დამაზუსტებელი
კითხვების
მიუხედავად
, კვლავ
ვერ
შეძლო
ზუსტი
სასარჩელო
მოთხოვნის
იდენტიფიცირება
. საბოლოოდ
, დასკვნითი
სიტყვის
ფარგლებში
მოსარჩელის
წარმომადგენელმა
სასარჩელო
მოთხოვნა
დააზუსტა
და
ჩამოაყალიბა
იმგვარად
, რომ
იგი
ითხოვდა
მხოლოდ
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველ
და
მე
-5 პუნქტებთან
და
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველ
წინადადებასთან
მიმართებით
სადავო
ნორმის
იმ
ნორმატიული
შინაარსის
არაკონსტიტუციურად
ცნობას
, რომელიც
დანაშაულებრივ
ქმედებად
აცხადებდა
მოსამართლის
შეურაცხყოფას
იმ
პირობებში
, როდესაც
ეს
ქმედება
არ
განხორციელებულა
უშუალოდ
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
, ხელი
არ
შეუშლია
და
საფრთხე
არ
შეუქმნია
მართლმსაჯულების
ეფექტიანი
განხორციელებისა
და
პროცესის
ჩვეული
მიმდინარეობისთვის
. მოსარჩელის
მიერ
დასკვნით
სიტყვაში
დაზუსტებული
სასარჩელო
მოთხოვნა
არ
შეიცავდა
აპელირებას
ამ
ქმედებისთვის
გათვალისწინებული
სასჯელის
არაპროპორციულ
ხასიათზე
.
14. საკონსტიტუციო
სასამართლო
ხაზს
უსვამს
მის
მიერ
დადგენილ
პრაქტიკას
და
კიდევ
ერთხელ
განმარტავს
, რომ
ამა
თუ
იმ
უფლების
შეზღუდვის
სტანდარტები
გათვალისწინებულია
თავად
აღნიშნული
უფლების
მომწესრიგებელი
კონსტიტუციური
დებულებებით
. მაგ
., საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლი
ადგენს
გამოხატვის
თავისუფლების
უფლების
შეზღუდვის
კონსტიტუციურ
საფუძვლებს
, ხოლო
კონკრეტული
სანქციის
პროპორციულობის
სპეციფიკური
კონსტიტუციური
სტანდარტები
დადგენილია
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლით
, რომლის
მე
-2 პუნქტი
გამორიცხავს
„არაადამიანური
ან
დამამცირებელი
“ სასჯელის
გამოყენების
შესაძლებლობას
. „სწორედ
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლი
განსაზღვრავს
საზოგადოებრივად
საშიში
ქმედებისათვის
სასჯელის
დაწესების
სახელმწიფოს
უფლებამოსილების
ფარგლებს
და
ადგენს
სასჯელის
სიმკაცრესთან
დაკავშირებულ
სპეციალურ
მოთხოვნებს
. ამასთანავე
, სისხლის
, ადმინისტრაციული
სამართლისა
თუ
სხვა
სფეროს
მომწესრიგებელი
კანონებით
გათვალისწინებული
ღონისძიება
სასჯელად
უნდა
შეფასდეს
იმ
შემთხვევაში
, თუ
იგი
მიმართულია
პირის
დასჯისა
და
სასჯელის
სხვა
მიზნების
(მაგ
., დანაშაულის
პრევენცია
, დამნაშავის
რესოციალიზაცია
და
ა
. შ
.) მიღწევისაკენ
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2022 წლის
28 თებერვლის
№1/3/1646 განჩინება
საქმეზე
„თეიმურაზ
ლომიძე
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-7). შესაბამისად
, სასჯელების
/სანქციების
პროპორციულობა
შეფასებადია
მხოლოდ
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლთან
და
ამ
მუხლით
დადგენილ
სპეციფიკურ
სტანდარტებთან
მიმართებით
. ძირითადი
უფლების
დამდგენ
კონსტიტუციურ
დებულებასთან
მიმართებით
კი
სადავო
რეგულაციით
გათვალისწინებული
უფლების
შეზღუდვა
შეფასებადი
იქნება
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში
, თუ
აღნიშნული
ღონისძიება
, თავისი
ბუნებიდან
და
შინაარსიდან
გამომდინარე
, არ
განეკუთვნება
სადამსჯელო
ღონისძიებას
და
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლთან
მიმართება
არ
გააჩნია
.
15. ამავდროულად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დადგენილი
პრაქტიკის
გათვალისწინებით
, კონკრეტული
უმართლობისათვის
განსაზღვრული
სანქციის
ზომა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მსჯელობის
საგანი
შესაძლებელია
გახდეს
მხოლოდ
განსაკუთრებულ
შემთხვევებში
, როდესაც
სასჯელის
ზომა
აშკარად
არაგონივრული
და
არაპროპორციულია
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
„უფლებამოსილია
შეაფასოს
იმ
სასჯელთა
კონსტიტუციურობა
, რომელთა
არაადეკვატურობის
, არაპროპორციულობის
დონე
მნიშვნელოვან
ხარისხს
აღწევს
, დისბალანსი
მკაფიოდ
, მკვეთრად
გამოხატულია
. რადგან
ასეთ
შემთხვევაში
სასჯელი
სცდება
თავის
მიზნებს
და
გაუმართლებლად
ზღუდავს
კონსტიტუციურ
უფლებებს
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწყვეტილება
, საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ბექა
წიქარიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-34). აღნიშნულის
გათვალისწინებით
, მოსარჩელე
ვალდებულია
დაასაბუთოს
, რომ
კონკრეტული
დანაშაულისათვის
გათვალისწინებული
სასჯელის
ზომა
იმდენად
არაპროპორციულია
ქმედების
უმართლობის
ხარისხთან
, პოტენციურ
საფრთხეებთან
და
აღნიშნული
ქმედებით
გამოწვეულ
ნეგატიურ
შედეგებთან
მიმართებით
, რომ
ადამიანის
კონსტიტუციურ
უფლებებში
გაუმართლებელ
ჩარევას
განაპირობებს
. შესაბამისად
, განსახილველი
დავის
ფარგლებში
ამგვარი
მოთხოვნის
არსებობის
პირობებშიც
კი
, სასამართლოს
უნდა
შეეფასებინა
მხოლოდ
ის
, არის
თუ
არა
სადავო
ნორმით
განსაზღვრული
სასჯელები
აშკარად
არაპროპორციული
იმ
ხარისხით
, რომ
ისინი
მიჩნეულ
იქნეს
ღირსების
დამამცირებელ
, არაადამიანურ
ან
სასტიკ
სასჯელად
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლის
მე
-2 პუნქტის
გაგებით
. ხოლო
იმ
შემთხვევაში
, თუ
მოსარჩელე
მიიჩნევს
, რომ
კანონის
საფუძველზე
დადგენილი
სასჯელი
მის
დასაძრახ
(გასაკიცხ
) ქმედებასთან
მიმართებით
შეუსაბამოდ
მძიმეა
, არაპროპორციულია
, მაშინ
იგი
უფლებამოსილია
, იდავოს
თავად
ამ
სასჯელის
პროპორციულობასთან
დაკავშირებით
, თუმცა
არა
კონსტიტუციით
გარანტირებულ
ისეთ
უფლებებთან
[მოცემული
დავის
შემთხვევაში
გამოხატვის
თავისუფლების
უფლებასთან
და
კანონის
განჭვრეტადობის
პრინციპთან
] მიმართებით
, რომლებიც
მატერიალური
უფლებების
შინაარსს
განსაზღვრავენ
, არამედ
კონსტიტუციის
იმ
დებულებასთან
მიმართებით
, რომელიც
არაპროპორციულ
სასჯელს
მიემართება
. სწორედ
ასეთ
უფლებას
წარმოადგენს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლის
მე
-2 პუნქტიც
. ამას
ადასტურებს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებაც
, რომლის
თანახმად
, „აშკარად
არაპროპორციულ
სასჯელებს
, რომლებიც
არ
შეესაბამებიან
დანაშაულის
ხასიათს
და
სიმძიმეს
, არა
მარტო
აქვთ
მიმართება
სასტიკი
, არაადამიანური
და
დამამცირებელი
მოპყრობისა
და
სასჯელის
კონსტიტუციურ
აკრძალვასთან
, არამედ
არღვევენ
კიდეც
ამ
კონსტიტუციურ
დანაწესს
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ბექა
წიქარიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-25).
16. იქიდან
გამომდინარე
, რომ
მოსარჩელეს
კონსტიტუციურ
სარჩელში
არ
მიუთითებია
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-9 მუხლის
მე
-2 პუნქტთან
მიმართებით
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედებისთვის
შესაბამისი
სასჯელის
სახისა
და
ზომის
არაპროპორციულობის
თაობაზე
დამოუკიდებელი
სასარჩელო
მოთხოვნა
, ამასთანავე
, არსებითი
განხილვის
სხდომაზე
შემოიფარგლა
მხოლოდ
და
მხოლოდ
სისხლისსამართლებრივი
ქმედების
არაკონსტიტუციურად
ცნობის
მოთხოვნით
და
დამატებით
არ
უმსჯელია
სასჯელის
არაპროპორციულობაზე
, თუნდაც
, გამოხატვის
თავისუფლების
ფარგლებში
ე
.წ
. „მსუსხავი
ეფექტის
“ მქონე
სასჯელის
თაობაზე
ან
ამ
ქმედებისთვის
გათვალისწინებული
თავისუფლების
აღკვეთის
იმგვარ
ბუნებაზე
, რომ
იგი
, თავისი
შინაარსით
, არ
წარმოადგენს
სასჯელის
მიზნების
მისაღწევ
საშუალებას
, საკონსტიტუციო
სასამართლო
ამ
საკითხის
ირგვლივ
შეზღუდულია
მხოლოდ
მოსარჩელის
მიერ
დასკვნით
სიტყვაში
დაზუსტებული
სასარჩელო
მოთხოვნის
ფარგლებით
. შესაბამისად
, წინამდებარე
გადაწყვეტილების
ფარგლებში
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
ვერ
შეაფასებს
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
სასჯელის
პროპორციულობის
საკითხს
ვერც
ერთ
კონტექსტში
.
17. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველი
პუნქტით
დაცული
უფლების
შეზღუდვის
იდენტიფიცირებისთვის
კი
, პირველ
რიგში
, უნდა
დადგინდეს
, იზღუდება
თუ
არა
სადავო
ნორმით
გამოხატვის
თავისუფლება
. როგორც
აღინიშნა
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლით
სასჯელის
სახით
დაწესებულია
პასუხისმგებლობა
სასამართლოს
უპატივცემულობისთვის
, რაც
გამოიხატა
სამართალწარმოების
სხვადასხვა
მონაწილის
შეურაცხყოფით
. მოცემული
დანაშაულის
კვალიფიციურ
შემადგენლობას
წარმოადგენს
იგივე
ქმედების
ჩადენა
მოსამართლის
მიმართ
. სადავო
ნორმით
არ
არის
განსაზღვრული
დანაშაულის
დრო
და
ადგილი
, შეურაცხმყოფელი
გამონათქვამების
მაიდენტიფიცირებელი
კრიტერიუმები
ან
კრიმინალიზებული
ქმედების
საზოგადოებრივი
საშიშროების
ხარისხი
.
18. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკის
თანახმად
, „სადავო
ნორმის
შინაარსის
განსაზღვრისას
საკონსტიტუციო
სასამართლო
, სხვადასხვა
ფაქტორებთან
ერთად
, მხედველობაში
იღებს
მისი
გამოყენების
პრაქტიკას
. საერთო
სასამართლოები
, თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
, იღებენ
საბოლოო
გადაწყვეტილებას
კანონის
ნორმატიულ
შინაარსთან
, მის
პრაქტიკულ
გამოყენებასთან
და
, შესაბამისად
, მის
აღსრულებასთან
დაკავშირებით
. აღნიშნულიდან
გამომდინარე
, საერთო
სასამართლოების
მიერ
გაკეთებულ
განმარტებას
აქვს
დიდი
მნიშვნელობა
კანონის
რეალური
შინაარსის
განსაზღვრისას
. საკონსტიტუციო
სასამართლო
, როგორც
წესი
, იღებს
და
იხილავს
საკანონმდებლო
ნორმას
სწორედ
იმ
ნორმატიული
შინაარსით
, რომლითაც
იგი
საერთო
სასამართლომ
გამოიყენა
. ... გამონაკლის
შემთხვევაში
, საკონსტიტუციო
სასამართლო
ასევე
უფლებამოსილია
, არ
მიიღოს
საერთო
სასამართლოს
მიერ
შემოთავაზებული
განმარტება
, თუ
ის
აშკარად
არაგონივრულია
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
4 მარტის
№1/2/552 გადაწყვეტილება
საქმეზე
„სს
„ლიბერთი
ბანკი
“ საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-16).
19. განსახილველ
შემთხვევაში
, მოსარჩელე
ზვიად
კუპრავას
საქმეზე
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
2019 წლის
9 ოქტომბრის
№1ბ
/1366-19 გადაწყვეტილებიდან
ირკვევა
, რომ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენის
ადგილად
მიიჩნევა
როგორც
უშუალოდ
სასამართლო
სხდომის
დარბაზი
, ისე
მთლიანად
სასამართლოს
შენობა
, ხოლო
დანაშაულის
ჩადენის
დროდ
კი
- სასამართლო
დარბაზში
საქმის
განხილვის
დრო
და
შესვენების
პერიოდი
. სააპელაციო
სასამართლომ
ერთმანეთისგან
გამიჯნა
კრიტიკა
და
შეურაცხყოფა
და
მიუთითა
, რომ
ეს
უკანასკნელი
არის
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
ლეგიტიმური
საფუძველი
, ვინაიდან
იგი
ხელყოფს
სასამართლოს
ავტორიტეტს
, მორალურ
ზიანს
აყენებს
დაზარალებულს
და
აკნინებს
საზოგადოების
თვალში
სასამართლო
განხილვის
ზემოქმედების
მნიშვნელობას
.
20. აღსანიშნავია
, რომ
არც
№1394 კონსტიტუციური
სარჩელის
ავტორს
და
არც
მის
წარმომადგენელს
საქმის
არსებითად
განხილვის
შემდგომ
არ
წარმოუდგენიათ
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილება
მის
საქმესთან
დაკავშირებით
, თუმცა
საკონსტიტუციო
სასამართლომ
შეისწავლა
მოსამართლის
შეურაცხყოფასთან
დაკავშირებით
არსებული
სასამართლო
პრაქტიკა
და
დადგინდა
, რომ
, მიუხედავად
პრაქტიკის
სიმწირისა
, კონკრეტული
ხედვები
და
მიდგომები
შემუშავებულია
. კერძოდ
, საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
აზრით
, „ის
მოცემულობა
, რომ
სასამართლო
, რომელიც
უნდა
იყოს
მართლმსაჯულების
გარანტი
, მიმდინარე
სამართალწარმოებების
პროცესში
, ვერ
უზრუნველყოფს
დავების
სამართლებრივად
გადასაწყვეტად
ან
/და
ბრალდებულთა
დამნაშავეობისა
თუ
უდანაშაულობის
საკითხების
გამოსარკვევად
სასამართლოს
შენობაში
წარმოდგენილი
სამართალწარმოების
მონაწილეებისათვის
ისეთი
გარემოს
შექმნას
, რომელიც
არ
იქნება
მათთვის
შეურაცხმყოფელი
, ერთმნიშვნელოვნად
აზიანებს
სასამართლოს
ავტორიტეტს
, რომლის
გარეშეც
წარმოუდგენელია
დამოუკიდებელი
და
მიუკერძოებელი
მართლმსაჯულების
ჯეროვნად
განხორციელება
“ (იხ
., საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
პალატის
2021 წლის
28 დეკემბრის
განჩინება
საქმეზე
№903აპ
-19, 23; იხ
., საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
პალატის
2023 წლის
25 იანვრის
განჩინება
საქმეზე
№1134აპ
-22, 7,11). აღნიშნული
განმარტებიდან
ირკვევა
, რომ
არსებული
პრაქტიკის
მიხედვით
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
მიზნებისთვის
, დანაშაულის
ადგილად
უწინარესად
მოაზრებულია
მთლიანად
სასამართლოს
შენობა
, აქცენტი
გაკეთებულია
იმაზე
, რომ
შეურაცხმყოფელი
ქმედებებით
არ
უნდა
დაირღვეს
სასამართლოსათვის
შესაფერისი
ატმოსფერო
და
რომ
ამ
დანაშაულის
აუცილებელ
ელემენტს
არ
წარმოადგენს
ისეთი
შედეგის
გამოწვევა
, როგორიც
არის
მართლმსაჯულების
პროცესის
ჩაშლა
. ამგვარად
, განსახილველი
შემთხვევა
– მოსამართლის
შეურაცხყოფა
სასამართლო
პროცესზე
გამოცხადებული
შესვენების
დროს
, სასამართლოს
შენობაში
, სხვა
პირთა
თანდასწრებით
, რომელსაც
არ
მოჰყოლია
სასამართლო
პროცესის
შეფერხება
ან
ჩაშლა
, სრულიად
თავსდება
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
დანაშაულის
უზენაესი
სასამართლოსეულ
განმარტებაში
. აღსანიშნავია
, რომ
მოსარჩელე
მხარეს
არ
წარმოუდგენია
იმგვარი
მტკიცებულებები
, რომლებიც
დაადასტურებდა
სადავო
ნორმის
უფრო
ფართო
გამოყენების
შესაბამის
პრაქტიკას
. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
არც
საკუთრივ
№1394 კონსტიტუციურ
სარჩელში
, არც
საქმის
არსებითად
განხილვისას
ან
მის
შემდგომ
, მოსარჩელე
მხარის
მიერ
წარმოდგენილი
არ
ყოფილა
რაიმე
ცხადი
და
რელევანტური
პრაქტიკა
, რომელიც
წარმოაჩენდა
, რომ
მოქმედი
კანონმდებლობის
საფუძველზე
, პირს
ეკისრება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
სასამართლოს
შენობის
გარეთ
, თუნდაც
სასამართლოს
ეზოში
მოსამართლის
შეურაცხყოფისათვის
. მსგავსი
პრაქტიკის
არსებობა
ცნობილი
არ
არის
არც
საკონსტიტუციო
სასამართლოსათვის
. შესაბამისად
, სასამართლო
არ
დგას
იმის
სრულად
განსაზღვრის
აუცილებლობის
წინაშე
, რამდენად
არსებით
ან
გადამწყვეტ
გავლენას
მოახდენს
ქმედების
კრიმინალიზების
კონსტიტუციურობის
შეფასებაზე
ის
გარემოება
, მოსამართლის
შეურაცხყოფა
სად
იქნება
ჩადენილი
- სასამართლოს
დარბაზში
პროცესის
მიმდინარეობისას
, სასამართლოს
შენობაში
თუ
მის
გარეთ
. თუმცა
სასამართლო
განიხილავს
მოსარჩელის
საქმესთან
დაკავშირებულ
ფაქტობრივ
კონტექსტს
იმ
კუთხით
, რომ
სწორედ
მის
მიერ
ჩადენილი
ქმედების
გათვალისწინებით
შეიძინა
ნორმამ
სადავო
ნორმატიული
შინაარსი
და
, შესაბამისად
, კონსტიტუციურობის
ჭრილშიც
შეაფასებს
მხოლოდ
სასამართლოს
შენობაში
განხორციელებულ
სასამართლოს
შეურაცხმყოფელი
ქმედებების
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობის
კონსტიტუციურობის
საკითხს
.
21. აღნიშნულიდან
გამომდინარე
, საკონსტიტუციო
სასამართლო
ამ
სარჩელის
ფარგლებში
ასევე
არ
შეაფასებს
იმგვარი
შეურაცხმყოფელი
გამონათქვამების
კონსტიტუციურობას
, რომლებიც
, იმავდროულად
, წარმოადგენს
სამართალწარმოების
განხორციელებაზე
ზეგავლენის
მიზნით
სასამართლოს
საქმიანობაში
ამა
თუ
იმ
ფორმით
უხეშ
ჩარევას
ან
მოსამართლის
მიმართ
მუქარას
სასამართლოში
საქმის
ან
მასალის
განხილვასთან
დაკავშირებით
, ვინაიდან
დასახელებული
ქმედებები
სცდება
სადავო
რეგულირებით
დადგენილ
წესს
და
წესრიგდება
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
364-ე
და
365-ე
მუხლებით
. საკონსტიტუციო
სასამართლო
, წინამდებარე
სარჩელის
ფარგლებში
ასევე
არ
იმსჯელებს
მსაჯულის
ან
/და
საკონსტიტუციო
სასამართლოს
წევრის
შეურაცხყოფის
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობის
კონსტიტუციურობაზე
, ვინაიდან
მოსარჩელის
სასარჩელო
არგუმენტაცია
მთლიანად
მიემართება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
კონსტიტუციურობას
მოსამართლის
შეურაცხყოფისთვის
.
22. საკონსტიტუციო
სასამართლო
ყურადღებას
გაამახვილებს
ყველა
შესაბამის
და
რელევანტურ
საკითხზე
, მათ
შორის
იმაზე
, თუ
რა
არის
მოსამართლის
მიმართ
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლები
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობის
მიზნებისთვის
, სად
გადის
ზღვარი
, რომლის
მიღმაც
მის
მიმართ
გამოხატული
ნეგატიური
შეხედულებების
სამართლებრივი
დაცვა
ვეღარ
იქნება
კონსტიტუციურად
გამართლებული
და
შეიზღუდება
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
დამოუკიდებლობის
დაცვის
ინტერესით
. თუმცა
საკონსტიტუციო
სასამართლო
არ
დგას
იმის
საჭიროების
წინაშე
, რომ
კონკრეტულად
ჩამოაყალიბოს
და
ამომწურავად
განმარტოს
სადავო
ნორმის
თითოეული
კონტექსტი
ამ
მიმართულებით
და
დაადგინოს
, რისი
თქმა
არის
დასაშვები
მოსამართლის
მიმართ
და
რისი
არა
. დავის
საგანსაც
არ
წარმოადგენს
იმის
დადგენა
, თუ
კონკრეტულად
რომელი
ქმედება
ითვლება
ამ
ნორმით
დასჯადად
და
რომელი
არა
. საკონსტიტუციო
სასამართლო
იმსჯელებს
იმ
ზოგად
კრიტერიუმებზე
, რომლებიც
უშუალოდ
გამომდინარეობს
კონსტიტუციის
სულისკვეთებიდან
გამოხატვის
თავისუფლებისა
და
მისი
შეზღუდვის
შედეგად
დასაცავ
სამართლებრივ
სიკეთეს
შორის
სამართლიანი
ბალანსის
დადგენის
თვალსაზრისით
. აღნიშნულიდან
გამომდინარე
, რამდენადაც
განსახილველ
საქმეზე
სადავოდ
გამხდარი
ნორმა
ითვალისწინებს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
მოსამართლის
შეურაცხყოფისათვის
და
სახეზეა
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
ქმედების
საფუძველზე
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვა
, საკონსტიტუციო
სასამართლო
ამ
უკანასკნელს
შეაფასებს
შესაბამის
კონსტიტუციურ
სტანდარტებთან
.
1.3.სადავო ნორმით იდენტიფიცირებული შეზღუდვის კონსტიტუციურობა
23. გამოხატვის
თავისუფლება
არ
არის
აბსოლუტური
უფლება
და
შეიძლება
დაექვემდებაროს
ცალკეულ
შეზღუდვებს
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკით
დამკვიდრებული
მიდგომების
თანახმად
, შეზღუდვის
კონსტიტუციურობა
უნდა
შეფასდეს
თანაზომიერების
პრინციპის
გამოყენებით
. თანაზომიერების
პრინციპის
მიხედვით
, „უფლების
მზღუდავი
საკანონმდებლო
რეგულირება
უნდა
წარმოადგენდეს
ღირებული
საჯარო
(ლეგიტიმური
) მიზნის
მიღწევის
გამოსადეგ
და
აუცილებელ
საშუალებას
. ამავე
დროს
, უფლების
შეზღუდვის
ინტენსივობა
მისაღწევი
საჯარო
მიზნის
პროპორციული
, მისი
თანაზომიერი
უნდა
იყოს
. დაუშვებელია
, ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევა
განხორციელდეს
ადამიანის
უფლების
მომეტებული
შეზღუდვის
ხარჯზე
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2012 წლის
26 ივნისის
№3/1/512 გადაწყვეტილება
საქმეზე
„დანიის
მოქალაქე
ჰეიკე
ქრონქვისტი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-60).
1.3.1.ლეგიტიმური
მიზანი
24. თანაზომიერების
პრინციპიდან
გამომდინარე
, უფლების
შეზღუდვის
გასამართლებლად
, უპირველეს
ყოვლისა
, უნდა
არსებობდეს
ლეგიტიმური
მიზანი
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკის
თანახმად
, „ლეგიტიმური
მიზნის
არარსებობის
პირობებში
, ადამიანის
უფლებაში
ნებისმიერი
ჩარევა
თვითნებურ
ხასიათს
ატარებს
და
უფლების
შეზღუდვა
საფუძველშივე
გაუმართლებელი
, არაკონსტიტუციურია
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
5 ნოემბრის
№3/1/531 გადაწყვეტილება
„ისრაელის
მოქალაქეები
- თამაზ
ჯანაშვილი
, ნანა
ჯანაშვილი
და
ირმა
ჯანაშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-15).
25. მოპასუხე
მხარის
განმარტებით
, სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
აკრძალვის
ლეგიტიმური
მიზნებია
, ერთი
მხრივ
, სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტის
/რეპუტაციის
დაცვა
და
მისდამი
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნება
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, მართლმსაჯულების
დაუბრკოლებლად
და
ჯეროვნად
განხორციელება
. მოპასუხე
მიიჩნევს
, რომ
ყოველივე
აღნიშნული
პირდაპირ
კავშირშია
სასამართლოს
დამოუკიდებლობასა
და
მიუკერძოებლობასთან
.
26. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
მე
-5 პუნქტის
მიხედვით
, გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
საფუძვლებად
დასახელებულია
, მათ
შორის
, სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
უზრუნველყოფა
. საქართველოს
კონსტიტუციის
59-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
აღიარებული
სასამართლოს
დამოუკიდებლობის
კონსტიტუციური
პრინციპი
გულისხმობს
, რომ
სასამართლოს
უნდა
ჰქონდეს
მართლმსაჯულების
ყოველივე
გარეშე
ზემოქმედებისგან
დამოუკიდებლად
განხორციელების
რეალური
შესაძლებლობა
. ამ
თვალსაზრისით
, ნებისმიერი
გაუმართლებელი
თავდასხმა
სასამართლოსა
და
ინდივიდუალურ
მოსამართლეებზე
შეუსაბამო
იქნებოდა
სასამართლოს
დამოუკიდებლობის
კონსტიტუციურ
გარანტიასთან
. დამოუკიდებელი
სასამართლო
, თავის
მხრივ
, სამართლიანი
სასამართლოს
უფლების
რეალიზების
უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია
.
27. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
სასამართლო
ინსტიტუტის
ავტორიტეტი
და
, შესაბამისად
, სასამართლოსადმი
საზოგადოებრივი
ნდობა
მისი
წარმატებული
ფუნქციონირების
ერთ
-ერთი
წინაპირობაა
. ამგვარი
ნდობის
გარეშე
სასამართლო
სისტემა
, როგორც
სამართლიანობის
გარანტი
, სრულყოფილად
ვერ
განახორციელებს
მასზე
დაკისრებულ
ფუნქციას
. მეორე
მხრივ
, მართლმსაჯულების
დაუბრკოლებლად
და
ჯეროვნად
განხორციელება
არის
ის
სიკეთე
, რომელიც
სასამართლო
სისტემას
სიცოცხლისუნარიანობას
ანიჭებს
. აღსანიშნავია
ისიც
, რომ
საქართველოს
კონსტიტუციის
62-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
პირველი
წინადადებისა
და
„საერთო
სასამართლოების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-5 მუხლის
თანახმად
, საქართველოს
საერთო
სასამართლოს
გადაწყვეტილება
გამოაქვს
საქართველოს
სახელით
. სადავო
არ
არის
ის
ფაქტი
, რომ
სასამართლოს
გადაწყვეტილებები
ფუნდამენტურ
მნიშვნელობას
ატარებს
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
, მოსამართლე
კი
წარმოადგენს
ამ
ინსტიტუციის
განუყოფელ
ნაწილს
, რომელიც
სამართლებრივი
სახელმწიფოს
პრინციპის
უზრუნველსაყოფად
, საკუთარი
მანტიის
ფარგლებში
ემსახურება
სასამართლო
ხელისუფლების
დამოუკიდებლად
და
მიუკერძოებლად
განხორციელებასა
და
სასამართლოსადმი
ხალხის
ნდობის
შენარჩუნებას
.
28. ამგვარი
მიდგომა
შეესაბამება
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
კონვენციის
სტანდარტებს
. კონვენციის
მე
-10 მუხლი
, რომელიც
გამოხატვის
თავისუფლებას
შეეხება
, სახელდებით
ითვალისწინებს
სასამართლოს
ავტორიტეტსა
და
მიუკერძოებლობას
, როგორც
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
ერთ
-ერთ
ლეგიტიმურ
მიზანს
. ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტული
სამართლის
შესაბამისად
, მოსამართლეთა
ავტორიტეტი
სარგებლობს
ყველაზე
მაღალი
ხარისხის
დაცვით
და
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლები
მათ
მიმართ
ძალიან
ვიწროა
. ეს
აიხსნება
მოსამართლეთა
განსაკუთრებული
როლით
- ისინი
არიან
მართლმსაჯულების
გარანტი
და
საზოგადოებას
უნდა
უნერგავდნენ
სასამართლოსადმი
ნდობას
. გარდა
ამისა
, მათ
არ
გააჩნიათ
კრიტიკაზე
პასუხის
გაცემის
შესაძლებლობა
. ევროპულ
სასამართლოს
არაერთხელ
აღუნიშნავს
, რომ
ინდივიდუალურ
მოსამართლეებზე
გაუმართლებელი
პერსონალური
თავდასხმები
დიდ
ზიანს
აყენებს
მთელ
სასამართლო
სისტემას
და
მისდამი
ხალხის
ნდობას
, რისი
არსებობაც
ასე
მნიშვნელოვანია
ყოველ
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
. კონვენციის
სამართალი
დაწვრილებით
ხსნის
, თუ
რატომ
უნდა
შეიზღუდოს
შესაბამის
გარემოებებში
გამოხატვის
თავისუფლება
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მიუკერძოებლობის
დასაცავად
და
განმარტავს
იმ
ძირითად
პრინციპებს
, რომლებიც
გამოყენებულ
უნდა
იქნეს
შეზღუდვის
გამართლებულობის
შეფასებისას
(იხ
., Prager and Oberschlick v. Austria, 26 აპრილი
, 1995; Saday v. Turkey, 30 მარტი
, 2006; Skalka v. Poland, 27 მაისი
, 2003 წელი
; Schopfer v. Switzerland, 20 მაისი
, 1998 წელი
).
29. ევროპული
სასამართლოს
მიდგომების
გათვალისწინებით
, (მხედველობაშია
საქმე
Morice v. France (no. 29369/10, [GC], §129-130, 23.04.2015)) საქართველოს
უზენაესმა
სასამართლომ
განმარტა
, რომ
„სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტის
“ ცნება
იმას
გულისხმობდა
, რომ
სასამართლოები
არიან
და
საზოგადოების
მიერ
, ზოგადად
, მიიჩნევიან
როგორც
სათანადო
ორგანოები
სამართლებრივი
დავების
გადასაჭრელად
და
ადამიანის
ბრალეულობის
ან
უდანაშაულობის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიმღებად
სისხლის
სამართლის
საქმეებზე
. ასევე
, საგულისხმო
იყო
საზოგადოების
მხრიდან
პატივისცემის
მაღალი
ხარისხი
და
რწმენა
იმასთან
დაკავშირებით
, რომ
სასამართლოს
შესწევდა
ამ
ფუნქციის
შესრულების
უნარი
. საქმე
შეეხებოდა
ნდობას
, რომელიც
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
სასამართლოებს
უნდა
აღეძრათ
არა
მხოლოდ
ბრალდებულის
პიროვნებაში
სისხლის
სამართალწარმოებისას
, არამედ
ფართო
საზოგადოებაშიც
. მხოლოდ
ავტორიტეტულ
სასამართლოს
შესწევდა
დამოუკიდებელი
და
მიუკერძოებელი
გადაწყვეტილებების
მიღების
უნარი
, რომლებსაც
მაღალი
ხარისხის
სანდოობა
ექნებოდა
როგორც
მხარეების
, ასევე
ფართო
საზოგადოების
თვალში
(იხ
., საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
სისხლის
სამართლის
საქმეთა
პალატის
2023 წლის
25 იანვრის
განჩინება
საქმეზე
№1134აპ
-22, 7.10).
30. ამგვარად
, საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
სასამართლოს
როგორც
ინსტიტუტის
, ისე
ინდივიდუალური
მოსამართლის
, რომელიც
ამ
ინსტიტუციას
განასახიერებს
, ავტორიტეტის
დაცვა
და
მათდამი
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნება
, აგრეთვე
, მართლმსაჯულების
დამოუკიდებლობა
და
მიუკერძოებლობა
, მისი
დაუბრკოლებლად
და
ჯეროვნად
განხორციელება
, რასაც
ზიანს
აყენებს
მოსამართლის
მიმართ
გაკეთებული
შეურაცხმყოფელი
განცხადებები
, ღირებული
კონსტიტუციური
სიკეთეებია
და
მათ
დასაცავად
დასაშვებია
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვა
.
1.3.2. გამოსადეგობა
31. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დამკვიდრებული
პრაქტიკით
, მნიშვნელოვანი
ლეგიტიმური
მიზნის
არსებობა
, თავისთავად
, არ
ნიშნავს
, რომ
უფლებაში
ჩარევა
გამართლებულია
. შეზღუდვის
თანაზომიერებისათვის
ასევე
აუცილებელია
, დაკმაყოფილებული
იყოს
გამოსადეგობის
მოთხოვნაც
. თავის
მხრივ
, ღონისძიების
გამოსადეგობაზე
მსჯელობისას
„საკონსტიტუციო
სასამართლომ
უნდა
დაადგინოს
, რამდენად
არსებობს
ლოგიკური
კავშირი
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
დასახელებულ
ლეგიტიმურ
მიზანსა
და
სადავო
ნორმებით
დადგენილ
უფლების
შეზღუდვის
ფორმას
შორის
– რამდენად
იძლევა
სადავო
ნორმები
დასახელებული
ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევის
შესაძლებლობას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
17 მაისის
№3/3/600 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
კახა
კუკავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-48).
32. სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობის
მტკიცებისას
მოპასუხე
მხარე
ერთმანეთთან
დაკავშირებულ
ისეთ
ლეგიტიმურ
მიზნებზე
მიუთითებს
, როგორებიცაა
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მისდამი
საზოგადოების
ნდობის
დაცვა
, მართლმსაჯულების
დაუბრკოლებლად
და
სათანადოდ
განხორციელება
. საკონსტიტუციო
სასამართლო
შეაფასებს
, თუ
რამდენად
გამოდგება
სადავო
რეგულირება
დასახელებული
მიზნების
მიღწევის
საშუალებად
.
33. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
მოსამართლეები
, თავიანთი
საქმიანობიდან
გამომდინარე
, ხშირად
ხდებიან
ვერბალური
თავდასხმის
ან
კრიტიკის
ადრესატები
. ამასთანავე
, მხედველობაშია
მისაღები
ის
ფაქტი
, რომ
მოსამართლეს
, მისი
სტატუსიდან
, დაკისრებული
ვალდებულებებიდან
და
ფუნქციებიდან
გამომდინარე
, არ
შეუძლია
ადეკვატური
პასუხი
გასცეს
მის
მიმართ
გამოთქმულ
კრიტიკულ
მოსაზრებას
და
აქტიურად
ჩაერთოს
საჯარო
დებატებში
. შესაბამისად
, მოსამართლის
მიმართ
, რომელიც
განასახიერებს
სასამართლოს
, როგორც
ინსტიტუტის
ავტორიტეტსა
და
დამოუკიდებლობას
, უცენზურო
და
შეურაცხმყოფელმა
განცხადებებმა
ან
სხვაგვარმა
გამოხატვამ
, რომლებიც
სცდება
ჯანსაღი
კრიტიკის
ფარგლებს
, შესაძლებელია
მიაღწიოს
ინტენსივობის
იმ
ზღვარს
, რომ
გარკვეული
ზიანი
მიაყენოს
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტს
და
ნეგატიური
ზეგავლენა
მოახდინოს
სასამართლოსადმი
საზოგადოებრივ
აზრზე
, დააზიანოს
შეუფერხებელი
და
ჯეროვანი
მართლმსაჯულების
პროცესისთვის
დამახასიათებელი
გარანტიები
. ამგვარი
ეფექტის
მოხდენის
პოტენციალი
გააჩნია
იმგვარ
გამოხატვას
, რომელიც
დაფიქსირებულია
სასამართლოს
შენობაში
, იქ
მყოფი
, თუნდაც
მცირე
რაოდენობის
ადამიანთა
თანდასწრებით
. შესაბამისად
, სასამართლოს
შენობაში
მოსამართლის
ამა
თუ
იმ
ფორმით
შეურაცხყოფა
არა
მარტო
ახდენს
პირდაპირ
გავლენას
სასამართლოს
პერსონალის
, საქმის
განხილვის
მონაწილეების
ან
შენობაში
მყოფი
სხვა
პირების
დამოკიდებულებაზე
ამ
ინსტიტუციის
მიმართ
, არამედ
არსებითი
საფრთხე
შეიძლება
შეუქმნას
მართლმსაჯულების
შეუფერხებელ
განხორციელებას
, მიუხედავად
იმისა
, რომ
ქმედება
სასამართლო
სხდომის
დარბაზში
და
პროცესის
მიმდინარეობისას
არ
არის
ჩადენილი
, როგორც
ეს
მოხდა
მოსარჩელის
საქმეზე
.
34. მოსამართლის
მიმართ
შეურაცხმყოფელი
თავდასხმის
სამართლებრივი
რეგულირება
, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დაწესების
გზით
, ემსახურება
ამგვარი
ქმედებების
პრევენციას
. ბუნებრივია
, აღნიშნულ
რეგულირებას
აქვს
შემაკავებელი
ეფექტი
, იგი
გამოხატვის
თავისუფლებით
მოსარგებლე
სუბიექტებს
უწესებს
თვითშეზღუდვის
გარკვეულ
ვალდებულებას
, რომ
სასამართლო
სისტემისა
თუ
ცალკეული
მოსამართლეების
მიმართ
ნეგატიური
აზრის
გამოხატვის
მიზნით
კრიტიკული
გამონათქვამების
ფორმულირებების
დროს
, მეტი
ყურადღებით
შეარჩიონ
გამოსაყენებელი
ტერმინოლოგია
თუ
ტონალობა
, არ
გადალახონ
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლები
და
გაუმართლებლად
არ
მიაყენონ
ზიანი
სასამართლოს
ავტორიტეტსა
და
მისდამი
ხალხის
ნდობას
. შესაბამისად
, ლოგიკურია
ვარაუდი
, რომ
სადავო
ნორმა
, ქმედების
კრიმინალიზაციის
გზით
, სასჯელის
მუქარის
მეშვეობით
ხელს
უწყობს
დარღვევების
პრევენციას
და
ამცირებს
სასამართლოს
ავტორიტეტისათვის
ზიანის
მიყენების
ალბათობას
.
35. სასამართლო
ხაზს
უსვამს
, რომ
სადავო
ნორმა
მიმართულია
არა
მარტო
ინდივიდუალური
მოსამართლეების
ავტორიტეტის
, არამედ
მთელი
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტის
დაცვისკენ
, რომელიც
სწორედ
კონკრეტული
მოსამართლეების
შეურაცხყოფის
მეშვეობით
ილახება
. გასაჩივრებული
ნორმით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ობიექტს
, უპირველესად
, წარმოადგენს
სასამართლოს
ავტორიტეტის
/რეპუტაციის
დაცულობა
და
მისდამი
საზოგადოებრივი
ნდობის
შენარჩუნება
, რაც
გამომდინარეობს
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის
გარანტიებიდან
, ასევე
, მართლმსაჯულების
ეფექტიანად
და
დაუბრკოლებლად
განხორციელების
უზრუნველყოფა
. შესაბამისად
, სადავო
ნორმით
დაწესებული
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა
მნიშვნელოვნად
ამცირებს
კონკრეტულ
რისკებს
და
იგი
ლოგიკურად
არის
დაკავშირებული
ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევასთან
. გარდა
ამისა
, სასჯელის
მუქარით
, სასამართლო
სისტემისადმი
ზიანის
მიმყენებელი
გამოხატვის
პრევენციით
, მართლმსაჯულების
დაუბრკოლებლად
და
ჯეროვნად
განხორციელების
დამატებითი
ინტერესიც
უზრუნველყოფილია
. აგრეთვე
, სასამართლოს
შენობაში
მოსამართლის
მიმართ
შეურაცხმყოფელი
დამოკიდებულების
გამოხატვის
აკრძალვა
, იმავდროულად
, ამცირებს
სასამართლოს
ფუნქციონირებისათვის
ხელის
შეშლის
შემთხვევებს
და
, შედეგად
, ხელს
უწყობს
მართლმსაჯულების
დაუბრკოლებლად
და
ჯეროვნად
განხორციელებას
. ამდენად
, საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
არსებობს
ლოგიკური
კავშირი
სადავო
ნორმით
აკრძალულ
ქმედებასა
და
ლეგიტიმურ
მიზნებს
შორის
.
36. აღნიშნულიდან
გამომდინარე
, იკვეთება
რაციონალური
კავშირი
სადავო
ნორმებით
დაწესებულ
აკრძალვასა
და
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
დამოუკიდებლობის
დაცვის
, სასამართლოსადმი
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნებისა
და
მართლმსაჯულების
სათანადოდ
განხორციელების
ლეგიტიმურ
მიზნებს
შორის
. შესაბამისად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
სადავო
ნორმით
განსაზღვრული
რეგულირება
ემსახურება
დასახელებული
ლეგიტიმური
მიზნების
მიღწევას
და
აკმაყოფილებს
გამოსადეგობის
მოთხოვნებს
.
1.3.3.აუცილებლობა
37. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, „გამოსადეგობასთან
ერთად
შემზღუდველი
ღონისძიება
უნდა
წარმოადგენდეს
შეზღუდვის
აუცილებელ
(ყველაზე
ნაკლებადმზღუდველ
) საშუალებას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
17 ოქტომბრის
№3/4/550 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ნოდარ
დვალი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-26). თანაზომიერების
პრინციპის
საწინააღმდეგოა
ნებისმიერი
ღონისძიება
, რომელიც
იმაზე
მეტად
ზღუდავს
უფლებას
, ვიდრე
ეს
ლეგიტიმური
მიზნის
მისაღწევად
არის
აუცილებელი
.
38. როგორც
ზემოთ
აღინიშნა
, მოსამართლის
შეურაცხყოფის
დასჯად
ქმედებად
გამოცხადებით
, სახელმწიფო
იცავს
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტის
, მისდამი
საზოგადოების
ნდობის
დაცვისა
და
მართლმსაჯულების
დაუბრკოლებლად
და
ჯეროვნად
განხორციელების
საჯარო
ინტერესებს
. ამდენად
, საკონსტიტუციო
სასამართლომ
უნდა
შეაფასოს
შეზღუდვის
აუცილებლობა
დასახელებულ
ინტერესებთან
მიმართებით
.
39. საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილი
ადგენს
მოსამართლის
მიმართ
შეურაცხმყოფელი
გამონათქვამების
გავრცელებისთვის
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
. სასამართლოს
ამოცანაა
შეაფასოს
, რამდენად
აუცილებელია
მოსამართლის
შეურაცხყოფის
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
სასამართლოს
ავტორიტეტის
და
მასთან
დაკავშირებული
ლეგიტიმური
ინტერესების
უზრუნველსაყოფად
. აღნიშნული
შეფასება
მოიცავს
იმის
გარკვევასაც
, შესაძლებელია
თუ
არა
დასახელებული
ლეგიტიმური
ინტერესების
დაცვა
იმავე
ეფექტიანობით
მოსამართლის
შეურაცხყოფისთვის
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობის
გარეშე
.
40. საკონსტიტუციო
სასამართლო
, უწინარესად
, სასამართლოს
ავტორიტეტის
დაცულობის
მნიშვნელობას
განმარტავს
, რამდენადაც
მიაჩნია
, რომ
უმთავრეს
ლეგიტიმურ
მიზანს
, რომელსაც
სადავო
შეზღუდვა
ემსახურება
, წარმოადგენს
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
სასამართლოსადმი
ხალხის
ნდობის
შენარჩუნება
. სასამართლო
ხელისუფლება
, რომელიც
სამართლიანობის
გარანტს
წარმოადგენს
და
რომლის
როლიც
სამართლის
უზენაესობაზე
დამყარებულ
სახელმწიფოში
ფუნდამენტურია
, საზოგადოებრივი
ნდობით
უნდა
სარგებლობდეს
. მოსამართლეებზე
უსაფუძვლო
თავდასხმები
, რომლებიც
შეურაცხმყოფელი
ფორმით
არის
გადმოცემული
, ზიანს
აყენებს
არა
მარტო
ამ
განცხადებების
ადრესატს
, კონკრეტულ
მოსამართლეს
, არამედ
მთელ
სასამართლო
ხელისუფლებას
, სასამართლოს
, როგორც
კონსტიტუციურ
ინსტიტუციას
. ამგვარ
თავდასხმებს
, რომლებიც
ხორციელდება
სასამართლო
დარბაზში
ან
სასამართლოს
შენობაში
, სხვადასხვა
სასამართლო
პროცესების
მიმდინარეობის
დროს
ან
მათ
პარალელურად
, დამატებით
, შეუძლია
შეაფერხოს
, ხელი
შეუშალოს
მართლმსაჯულების
პროცესის
განხორციელებას
და
საერთოდ
, სასამართლოს
საქმიანობას
. შესაბამისად
, მნიშვნელოვანია
, რომ
ამგვარი
თავდასხმებისგან
დაცული
იყვნენ
მოსამართლეები
, როგორც
მართლმსაჯულების
განმახორციელებელი
სუბიექტები
და
, რაც
მთავარია
, სასამართლო
, როგორც
უმნიშვნელოვანესი
ფუნქციებით
აღჭურვილი
ინსტიტუცია
, რომელსაც
პატივს
უნდა
სცემდნენ
როგორც
სასამართლო
პროცესის
მონაწილეები
, ისე
საზოგადოება
.
41. საკონსტიტუციო
სასამართლო
განმარტავს
, რომ
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
დანაშაულის
- „მოსამართლის
შეურაცხყოფის
“ – უმთავრეს
ობიექტს
წარმოადგენს
სასამართლოს
ავტორიტეტი
და
მისდამი
ხალხის
ნდობა
, რომელსაც
ზიანი
ადგება
ყოველი
ინდივიდუალური
მოსამართლის
შეურაცხყოფისას
, განსაკუთრებით
მაშინ
, როდესაც
ეს
ხდება
სასამართლოს
შენობაში
, რაც
წარმოადგენს
სასამართლოსადმი
უპატივცემულო
დამოკიდებულების
გამოხატვას
. საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულის
საერთო
სახელწოდებაა
„სასამართლოსადმი
უპატივცემულობა
“, საიდანაც
კარგად
იკითხება
ამ
მუხლით
დაცული
სიკეთე
. ეს
არის
სასამართლოსადმი
, როგორც
მართლმსაჯულების
განმახორციელებელი
ერთადერთი
ინსტიტუციისადმი
პატივდებული
დამოკიდებულების
უზრუნველყოფა
. როგორც
ევროპულმა
სასამართლომ
განმარტა
, „სასამართლოები
წარმოადგენენ
ერთადერთ
ფორუმს
, სადაც
სამართლებრივი
საკითხები
წყდება
“, ამიტომ
მნიშვნელოვანია
, რომ
იგი
სარგებლობდეს
ხალხის
ნდობით
. სასამართლოებს
გადაწყვეტილებები
გამოაქვთ
ქვეყნის
სახელით
, წყვეტენ
უმნიშვნელოვანეს
სამართლებრივ
პრობლემებს
: განსაზღვრავენ
ადამიანის
უფლება
-მოვალეობებთან
დაკავშირებულ
საკითხებს
, განიხილავენ
ჩატარებული
არჩევნების
კანონიერებას
, სახელმწიფო
ორგანოთა
აქტებისა
თუ
სახელმწიფოს
თანამდებობის
პირთა
ქმედებების
კანონიერებასა
და
სხვა
. სასამართლოები
წარმოადგენენ
სამართლის
უზენაესობისა
და
სამართლიანობის
გარანტს
დემოკრატიულ
სახელმწიფოებში
. სწორედ
გადასაწყვეტ
საკითხთა
მნიშვნელობა
და
მათი
ინსტიტუციური
როლი
განაპირობებს
სასამართლოსადმი
ხალხის
ნდობის
მნიშვნელობას
. ამიტომ
მიუღებელია
სასამართლოსადმი
აგდებული
და
უპატივცემულო
დამოკიდებულების
ჩვენება
, განსაკუთრებით
მაშინ
, როდესაც
ეს
ხდება
საკუთრივ
სასამართლოში
, მოსამართლეების
, სასამართლო
პერსონალის
პირისპირ
ან
საზოგადოების
წარმომადგენელთა
თანდასწრებით
. მოსამართლის
შეურაცხყოფა
, აბუჩად
აგდება
, მისი
მისამართით
უხამსი
და
უცენზურო
გამონათქვამების
გამოყენება
თუ
შეურაცხმყოფელი
დამოკიდებულების
სხვაგვარად
გამოხატვა
იმის
მიუხედავად
, ეს
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობის
დროს
ხდება
თუ
პროცესის
დაწყებამდე
ან
მისი
დასრულების
შემდეგ
, სასამართლოს
დარბაზში
თუ
დერეფანში
, ზიანს
აყენებს
არა
მარტო
ინდივიდუალური
მოსამართლის
რეპუტაციას
, არამედ
საკუთრივ
სასამართლოს
, როგორც
ინსტიტუციას
. ხოლო
საბოლოო
ჯამში
, საფრთხე
ექმნება
სასამართლოს
საქმიანობის
ეფექტიანობასა
და
მართლმსაჯულების
ჯეროვნად
განხორციელების
კონსტიტუციურ
ინტერესს
ისევე
როგორც
, საზოგადოდ
, საფრთხე
ექმნება
სასამართლოს
დამოუკიდებლობის
გარანტიების
სიმყარესა
და
დაცულობას
.
42. აღსანიშნავია
, რომ
მოსამართლეთა
საქმიანობა
დაკავშირებულია
მრავალგვარი
დავებისა
და
კონფლიქტების
განხილვასთან
, რთული
, კომპლექსური
სამართლებრივი
საკითხების
გადაჭრასთან
, დიდ
სამუშაო
ტვირთთან
და
პასუხისმგებლობასთან
. როგორც
ადამიანის
უფლებათა
ევროპულმა
სასამართლომ
განმარტა
, სასამართლოსადმი
ხალხის
ნდობა
დაცული
უნდა
იყოს
რყევებისა
და
ძირის
გამოთხრისაგან
, როდესაც
ისინი
(მოსამართლეები
) წარმატებით
ახორციელებენ
თავიანთ
ფუნქციებს
. ამიტომ
თავიანთი
მოვალეობების
შესრულებისას
აუცილებელია
მათი
დაცვა
შეურაცხმყოფელი
და
ზიანის
მომტანი
თავდასხმებისაგან
“ (Janowski v. Poland [GC], no. 25716/94, § 33; Nikula v. Finland, no. 31611/96, 21 მარტი
, 2002 წელი
, § 48).
43. სასამართლო
ხელისუფლება
დაცული
უნდა
იყოს
დესტრუქციული
და
უსაფუძვლო
თავდასხმებისგან
, განსაკუთრებით
იმის
გათვალისწინებით
, რომ
მოსამართლე
, რომლის
მიმართაც
ასეთი
თავდასხმა
ხორციელდება
, ვალდებულია
სიფრთხილითა
და
თავშეკავებით
იმოქმედოს
. მოსამართლეებზე
დაკისრებული
ე
.წ
. „თავშეკავების
ვალდებულება
“ და
სამოსამართლო
ეთიკის
ნორმები
მათ
ართმევს
მათ
წინააღმდეგ
გამოთქმულ
კრიტიკაზე
, მათ
შორის
, თვით
შეურაცხმყოფელ
და
გაუმართლებელ
თავდასხმებზე
, ადეკვატური
პასუხის
გაცემის
შესაძლებლობას
. მოსამართლეების
მხრიდან
მკვეთრი
რეაგირებისაგან
თავშეკავება
, იმავდროულად
, სამართლებრივი
კულტურის
ნაწილსაც
წარმოადგენს
. ამასთან
, სწორედ
ის
გარემოება
, რომ
მოსამართლეებს
მათ
წინააღმდეგ
გამოთქმულ
კრიტიკაზე
პასუხის
გაცემის
უფლება
შეზღუდული
აქვთ
, განაპირობებს
მათ
მიმართ
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლების
შემცირებასაც
. ადამიანის
უფლებათა
ევროპულმა
სასამართლომ
მრავალჯერ
განმარტა
, რომ
მოსამართლეების
მიმართ
, რომლებიც
სახელმწიფო
მოხელეები
არიან
, დასაშვები
კრიტიკის
ფარგლები
არის
უფრო
ფართო
, ვიდრე
კერძო
პირების
მიმართ
, მაგრამ
უფრო
ვიწრო
, ვიდრე
პოლიტიკოსების
მიმართ
და
რომ
მათი
კრიტიკის
დროს
, თვით
„შეფასებითი
მსჯელობაც
“ ვერ
ისარგებლებდა
სრული
იმუნიტეტით
, თუკი
არ
იარსებებდა
საკმარისი
ფაქტობრივი
საფუძველი
ასეთი
კრიტიკისათვის
(Prager and Oberschlick v. Austria, 26 აპრილი
, 1995 წელი
).
44. საზოგადოდ
, გაუმართლებელი
პიროვნული
თუ
ინსტიტუციური
თავდასხმებისა
და
ზიანის
მიყენებისგან
სასამართლო
სისტემის
ავტორიტეტისა
და
მისდამი
ხალხის
ნდობის
დაცვის
მიზნით
, სახელმწიფომ
შეიძლება
განახორციელოს
სხვადასხვა
ღონისძიებები
. თუმცა
, საკონსტიტუციო
სასამართლოს
ფუნქციას
არ
წარმოადგენს
იმის
შეფასება
, თუ
კონკრეტულად
რომელი
ღონისძიების
გამოყენება
იქნებოდა
საუკეთესო
გზა
ან
უფრო
მეტად
მიზანშეწონილი
თუ
ეფექტიანი
საშუალება
დასახელებული
ლეგიტიმური
მიზნების
მისაღწევად
. სადავო
ნორმის
კონსტიტუციურად
მისაჩნევად
საკმარისი
იქნება
იმის
დამტკიცება
, რომ
შესაბამის
გარემოებებში
, მოსამართლის
შეურაცხყოფის
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
პრინციპულად
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციით
დაცულ
გამოხატვის
თავისუფლებას
, რომელიც
არ
წარმოადგენს
აბსოლუტურ
უფლებას
და
მთელი
რიგი
ლეგიტიმური
ინტერესების
დაცვის
მიზნებიდან
გამომდინარე
, ექვემდებარება
შეზღუდვას
.
45. საგულისხმოა
, რომ
მოსარჩელე
მხარეს
არ
დაუსახელებია
რაიმე
ნაკლებად
მკაცრი
საშუალება
, რომელიც
სისხლისსამართლებრივი
სანქციის
თანაბარი
ეფექტიანობით
შეძლებდა
სასამართლოს
ავტორიტეტის
დაცვას
. ამ
კონტექსტში
ის
არის
მნიშვნელოვანი
, რომ
მოსარჩელე
სადავოდ
არ
ხდის
მოსამართლის
შეურაცხყოფის
სისხლისსამართლებრივ
დასჯადობას
შემთხვევებში
, როდესაც
ეს
ჩადენილია
უშუალოდ
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
და
, ამის
გამო
, იწვევს
სასამართლო
პროცესის
შეფერხებას
. უფრო
მეტიც
, იგი
მიიჩნევს
, რომ
სწორედ
ეს
უნდა
იყოს
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
დანაშაულის
აუცილებელი
ელემენტი
.
46. სასამართლოს
მიაჩნია
, რომ
იმ
დიდი
საფრთხის
გათვალისწინებით
, რასაც
მოსამართლის
შეურაცხყოფა
წარმოშობს
როგორც
მოსამართლის
ავტორიტეტის
, მისი
როგორც
სასამართლო
ხელისუფლების
მთავარი
წარმომადგენლის
მიმართ
, ისე
საკუთრივ
სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტისა
და
მისდამი
საზოგადოების
ნდობის
მიმართ
, აგრეთვე
იმის
მხედველობაში
მიღებით
, რომ
ამ
საფრთხის
post factum აღმოფხვრისა
თუ
შემცირების
რეალური
შესაძლებლობები
თითქმის
არ
არსებობს
, ისევე
როგორც
, იმის
გათვალისწინებით
, რომ
უხამსი
და
შეურაცხმყოფელი
გამონათქვამები
ან
სხვაგვარი
გამოხატვა
არ
შეიძლება
მიჩნეულ
იქნეს
როგორც
სასამართლოს
ჯანსაღი
და
კონსტრუქციული
კრიტიკის
ნაწილი
ან
/და
„გამოხატვა
“, რომელიც
განხილული
უნდა
იქნეს
, როგორც
„საზოგადოებრივი
ინტერესის
საკითხზე
საჯარო
დისკუსიის
ნაწილი
“, რისთვისაც
ასე
ფასობს
გამოხატვის
თავისუფლება
საზოგადოდ
, მოსამართლის
შეურაცხყოფის
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
, როდესაც
ეს
ჩადენილია
სასამართლოს
შენობაში
, აუცილებელია
დასახელებული
ლეგიტიმური
ინტერესების
დასაცავად
და
პრინციპულად
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
მოთხოვნებს
, იმის
მიუხედავად
, განხორციელდა
თუ
არა
იგი
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
და
, გამოიწვია
ან
შექმნა
თუ
არა
რომელიმე
კონკრეტული
სასამართლო
პროცესის
ჩაშლის
ან
შეფერხების
საფრთხე
.
47. სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
არც
საქმის
არსებით
სხდომაზე
გამოკვეთილა
უფლების
ნაკლებად
მზღუდავი
რომელიმე
ალტერნატიული
სამართლებრივი
მექანიზმი
, რომელიც
ისეთივე
ეფექტიანობით
უზრუნველყოფდა
ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევას
, როგორც
სისხლისსამართლებრივი
სასჯელის
მუქარა
. თუმცა
, საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
, საზოგადოდ
, იგი
, ცხადია
, არ
უარყოფს
, რომ
მოსამართლის
შეურაცხყოფის
ცალკეულ
შემთხვევებში
, კერძოდ
, მაშინ
როდესაც
სახეზეა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
85-ე
მუხლით
გათვალისწინებული
დისციპლინური
სამართალდარღვევა
, შესაძლოა
საკმარისი
იყოს
დამრღვევის
მიმართ
სხვაგვარი
რეაგირება
, შესაბამის
რელევანტურ
შემთხვევებში
, სადაც
ეს
შესაძლებელია
, თუმცა
, სასამართლო
განმარტავს
, რომ
იმგვარ
შემთხვევაში
, როდესაც
გამოხატვა
თავისი
ფორმით
, შინაარსით
, ტერმინოლოგიითა
და
ტონალობით
იმდენად
უხამსი
და
შეურაცხმყოფელია
, რომ
მხოლოდ
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
წარმოადგენს
მომხდარზე
ადეკვატურ
რეაგირებას
, სწორედაც
რომ
ეს
გარემოება
ამყარებს
გამოხატვის
თავისუფლებაში
ჩარევის
აუცილებლობას
.
48. სასამართლო
ხაზგასმით
აღნიშნავს
, რომ
სადავო
ნორმის
მოქმედების
სფეროში
შესაძლოა
მოექცეს
მხოლოდ
ისეთი
გამონათქვამები
თუ
სხვაგვარი
გამოხატვა
, რომლებიც
მიზნად
ისახავს
მოსამართლის
შეურაცხყოფის
გზით
სასამართლოს
ავტორიტეტის
შებღალვას
, მისდამი
ხალხის
/საზოგადოების
ნდობის
დაკარგვას
ან
შემცირებას
, სასამართლოს
შეუფერხებელი
საქმიანობისა
და
მართლმსაჯულების
სათანადოდ
განხორციელებისთვის
ხელის
შეშლას
. ამასთან
, „მოსამართლის
შეურაცხყოფაში
“, რომელიც
სისხლისსამართლებრივ
რეაგირებას
საჭიროებს
, არ
შეიძლება
იგულისხმებოდეს
რაიმე
კრიტიკული
მოსაზრების
, ანდა
თუნდაც
ნეგატიური
ეპითეტების
გამოთქმა
მოსამართლის
მისამართით
, თუნდაც
ეს
ხდებოდეს
სასამართლოს
დარბაზში
, თუკი
ისინი
არ
ლახავს
წესიერების
, კორექტულობისა
და
ჯანსაღი
კრიტიკის
ფარგლებს
. სასამართლო
ასევე
აღნიშნავს
, რომ
„შეურაცხყოფა
“ შეიძლება
გამოიხატებოდეს
არა
მარტო
სიტყვიერი
გამონათქვამებით
, ვერბალურად
, არამედ
ქცევით
, ამა
თუ
იმ
უხამსი
ჟესტითა
თუ
მოქმედებით
. ყველა
შემთხვევაში
მოსამართლის
მისამართით
გაკეთებულმა
გამონათქვამებმა
თუ
სხვაგვარმა
გამოხატვამ
, მათი
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობის
მიზნებისათვის
, უნდა
მიაღწიოს
სერიოზულობის
, სიმძაფრისა
და
ექსცესიურობის
გარკვეულ
ხარისხს
და
თავისი
შინაარსით
, ბუნებით
, ფორმით
, სტილით
, ტონალობითა
თუ
ლექსიკით
წარმოადგენდეს
თავხედურ
გამოხატვას
და
უკიდურესად
შეურაცხმყოფელს
მოსამართლის
პიროვნებისათვის
და
ზიანს
აყენებდეს
მთელ
სასამართლოს
როგორც
ინსტიტუციას
, ლახავდეს
მის
ავტორიტეტს
, ქმნიდეს
გამოუსწორებელი
ზიანის
საფრთხეს
საზოგადოების
თვალში
. შეფასებისას
გათვალისწინებულ
უნდა
იქნეს
არა
მარტო
უშუალოდ
გამონათქვამებისა
თუ
სხვაგვარი
გამოხატვის
შინაარსი
, ტერმინოლოგია
და
ტონალობა
, არამედ
მთლიანი
კონტექსტი
, დრო
, ვითარება
და
გარემოებები
, რომლებიც
ერთობლიობაში
იძლევა
დასკვნის
გამოტანის
შესაძლებლობას
, შეეხებოდა
თუ
არა
საქმე
მოსამართლის
შეურაცხყოფას
, რომელიც
იმავდროულად
გულისხმობდა
მთლიანად
სასამართლოსადმი
იმგვარი
უპატივცემულო
, აგდებული
დამოკიდებულების
ჩვენებას
, როგორიც
ყოვლად
მიუღებელია
სამართლის
უზენაესობაზე
დამყარებულ
სახელმწიფოში
, ურთიერთპატივისცემის
პრინციპებზე
ფუნქციონირებად
საზოგადოებაში
და
რომელიც
ამის
გამო
სისხლისსამართლებრივ
რეაგირებას
საჭიროებს
.
49. ამგვარად
, საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
სასამართლოს
შენობაში
მოსამართლის
შეურაცხყოფის
სისხლისსამართლებრივი
აკრძალვა
აუცილებელია
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
როგორც
ინდივიდუალური
მოსამართლის
ავტორიტეტის
, რომელიც
განასახიერებს
სასამართლო
ხელისუფლებას
, ისე
მთლიანად
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
ავტორიტეტის
დაცვის
, მისდამი
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნების
, აგრეთვე
მართლმსაჯულების
სათანადოდ
განხორციელების
ლეგიტიმურ
მიზნებთან
მიმართებით
. შესაბამისად
, არსებული
მოცემულობა
დამატებით
საჭიროებს
შეფასებას
, თუ
რამდენად
პროპორციულად
ზღუდავს
იგი
გამოხატვის
თავისუფლებით
დაცულ
სფეროს
.
1.3.4.პროპორციულობა
(ვიწრო
გაგებით
)
50. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დამკვიდრებული
პრაქტიკის
თანახმად
, თანაზომიერების
პრინციპი
მოითხოვს
, რომ
დაცული
იყოს
პროპორციულობა
ვიწრო
გაგებით
(stricto sensu). თანაზომიერების
პრინციპის
აღნიშნული
ელემენტის
მოთხოვნაა
, რომ
„უფლების
შეზღუდვისას
კანონმდებელმა
დაადგინოს
სამართლიანი
ბალანსი
შეზღუდულ
და
დაცულ
ინტერესებს
შორის
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
17 ოქტომბრის
№3/4/550 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ნოდარ
დვალი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-43). განსახილველ
საქმეზე
ერთმანეთს
უპირისპირდება
, ერთი
მხრივ
, გამოხატვის
თავისუფლება
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
ავტორიტეტის
დაცვის
, მისდამი
ხალხის
ნდობის
შენარჩუნებისა
და
მართლმსაჯულების
სათანადოდ
განხორციელების
ლეგიტიმური
ინტერესები
. დაპირისპირებულ
სიკეთეთა
შორის
სამართლიანი
ბალანსის
დადგენა
მოითხოვს
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველი
პუნქტით
დაცული
უფლების
მნიშვნელობის
, ასევე
სადავო
ნორმიდან
მომდინარე
შეზღუდვის
ინტენსივობის
ანალიზსა
და
მათ
ურთიერთშეპირისპირებას
, ისევე
როგორც
, სასამართლო
ხელისუფლების
ავტორიტეტისა
და
მართლმსაჯულების
სათანადოდ
განხორციელებისთვის
მიყენებული
ან
პოტენციური
ზიანის
ხასიათისა
და
ხარისხის
გათვალისწინებას
.
51. ზოგადად
, როგორც
არაერთხელ
აღინიშნა
, დამკვიდრებული
ევროპული
სტანდარტების
მიხედვით
, სახელმწიფოს
შეუძლია
, შეზღუდოს
გამოხატვის
თავისუფლება
იმ
საფუძვლით
, რომ
გარკვეული
ინფორმაცია
ან
იდეები
შეიძლება
მიუღებელი
საქციელის
წამახალისებელი
იყოს
, მაგალითად
, ძალადობის
ან
/და
ომისკენ
მოწოდება
, სიძულვილის
გავრცელება
(ე
.წ
. „hate speech“) და
სხვა
. ადამიანებს
უფლება
აქვთ
, მიიღონ
, გამოხატონ
და
გაავრცელონ
აზრები
და
იდეები
, ამასთანავე
, თავად
გადაწყვიტონ
, რა
არის
მათთვის
მისაღები
ან
მიუღებელი
. აღნიშნული
რაციონალის
საფუძველზე
, დემოკრატიული
საზოგადოების
ფუნქციონირებისთვის
აუცილებელი
გარკვეული
აკრძალვების
მიღმა
, პირები
უფლებამოსილი
არიან
, გამოხატონ
ნებისმიერი
მოსაზრება
. მიჩნეულია
, რომ
ადამიანებს
აქვთ
არჩევანის
გაკეთების
შესაძლებლობა
ამ
მოსაზრებებს
შორის
.
52. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
საზოგადოებაში
, რომელიც
განსხვავებული
ინტერესების
, შეხედულებებისა
და
გემოვნების
მქონე
წევრებისგან
შედგება
, გამოხატვის
თავისუფლება
არის
განსაკუთრებული
ღირებულების
მქონე
ფასეულობა
. იგი
წარმოადგენს
დემოკრატიული
საზოგადოების
ერთ
-ერთ
უმთავრეს
დასაყრდენს
, რომლის
გარეშეც
წარმოუდგენელია
მისი
ფუნქციონირება
. გამოხატვის
თავისუფლებას
აქვს
ორმაგი
ფუნქცია
- იგი
თავისთავადი
სიკეთეც
არის
და
, იმავდროულად
, სხვა
უფლებების
დაცვის
საშუალებაც
. სწორედ
მისი
მეშვეობით
ხორციელდება
საზოგადოებრივი
ინტერესის
მქონე
საკითხებზე
საჯარო
დისკუსიები
, რაც
ძალიან
მნიშვნელოვანია
დემოკრატიული
წესით
მართვად
სახელმწიფოში
. საზოგადოებაში
თავისუფლად
უნდა
ცირკულირებდეს
განსხვავებული
იდეები
და
შეხედულებები
, რაც
თითოეულ
ადამიანს
აძლევს
შესაძლებლობას
, არჩევანი
გააკეთოს
მათ
შორის
, ისევე
როგორც
, შესაძლებლობას
, თავად
გაუზიაროს
სხვებს
საკუთარი
მოსაზრებები
და
პოზიციები
. ასევე
მნიშვნელოვანია
, რომ
ამ
თავისუფლების
მეშვეობით
ადამიანები
ერთმანეთს
უზიარებენ
თავიანთ
ნეგატიურ
ან
პოზიტიურ
დამოკიდებულებებს
გარკვეული
ფაქტების
, მოვლენების
თუ
ცალკეული
პირების
მიმართ
, გამოხატავენ
თავიანთ
გრძნობებს
და
ემოციებს
, რაც
, ცხადია
, ამდიდრებს
საჯარო
დისკუსიას
და
, იმავდროულად
, ენობრივ
და
ლექსიკურ
მრავალფეროვნებას
მოითხოვს
. ზოგიერთ
შემთხვევაში
კი
საჭირო
ხდება
იმგვარი
შეხედულებების
, ემოციებისა
თუ
დამოკიდებულებების
გადმოცემა
, რაც
ვერ
იქნება
გამოთქმული
და
სრულყოფილად
გამოხატული
სტანდარტული
და
დაბალანსებული
ენით
. თუმცა
, არასტანდარტული
ენის
გამოყენება
, ისევე
როგორც
, გავრცელებული
იდეებისა
და
შეხედულებების
არაორდინალურობა
, თავისთავად
, არ
მიუთითებს
შეზღუდვის
საჭიროებაზე
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
გაიზიარა
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიდგომა
და
განმარტა
, რომ
გამოხატვის
თავისუფლებით
დაცული
სფერო
მოიცავს
იმგვარ
იდეებსა
და
შეხედულებებსაც
, რომლებიც
შეიძლება
აღმოჩნდეს
„შეურაცხმყოფელი
, გამაოგნებელი
და
შემაწუხებელი
“ სახელმწიფოს
ან
საზოგადოების
გარკვეული
ნაწილისთვის
. თუმცა
, ცხადია
, ეს
იმას
არ
გულისხმობს
, თითქოს
გამოხატვის
თავისუფლებით
პიროვნების
შეურაცხყოფაა
დაშვებული
და
რომ
პიროვნების
რეპუტაცია
ან
სხვა
ლეგიტიმური
ინტერესები
არ
შეიძლება
საფუძვლად
დაედოს
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვას
. პიროვნების
რეპუტაცია
, მათ
შორის
, მოსამართლისა
, რომელიც
განასახიერებს
სასამართლო
სისტემას
, წარმოადგენს
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
ლეგიტიმურ
, კონსტიტუციით
დაშვებულ
საფუძველს
, ცხადია
, თანაზომიერების
პრინციპის
განუხრელი
დაცვის
პირობით
.
53. ერთი
მხრივ
, გამოხატვის
თავისუფლებასა
და
, მეორე
მხრივ
, მოსამართლის
/ სასამართლოს
ავტორიტეტის
დაცვას
შორის
სამართლიანი
ბალანსის
ძიებისას
, საკონსტიტუციო
სასამართლო
ითვალისწინებს
როგორც
გამოხატვის
თავისუფლების
განუზომელ
მნიშვნელობას
დემოკრატიის
ფუნქციონირების
საქმეში
, ისე
მისი
შეზღუდვის
გამართლების
საერთო
საფუძვლებს
. სასამართლო
იმეორებს
რა
, რომ
გამოხატვის
თავისუფლება
არ
არის
აბსოლუტური
უფლება
, თუმცა
ეს
არააბსოლუტურობა
იმას
უკავშირდება
, რომ
გამოხატვის
თავისუფლების
განხორციელებით
, სხვადასხვა
შემთხვევაში
, შეიძლება
სერიოზული
ზიანი
მიადგეს
როგორც
სხვა
პირთა
უფლებებს
, მათ
შორის
, მათ
რეპუტაციას
, ასევე
დაზიანდეს
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოება
, წესრიგი
, საფრთხე
შეექმნას
ტერიტორიულ
მთლიანობას
, კონფიდენციალური
ინფორმაციის
დაცულობას
, სასამართლოს
დამოუკიდებლობასა
თუ
სხვა
სიკეთეებს
. ეს
იმითაა
გამოწვეული
, რომ
გამოხატვის
თავისუფლებას
სხვა
ლეგიტიმურ
ინტერესებში
შეჭრის
დიდი
პოტენციალი
გააჩნია
. სწორედ
ამიტომ
, გამოხატვის
თავისუფლებით
მოსარგებლე
სუბიექტს
ეკისრება
მოვალეობები
და
პასუხისმგებლობა
, რომ
გამოხატვის
თავისუფლების
განხორციელებისას
აიცდინოს
, რამდენადაც
ეს
შესაძლებელია
, სხვა
ლეგიტიმურ
ინტერესებთან
დაპირისპირება
და
მათთვის
ზიანის
მიყენება
ან
პოტენციური
ზიანის
საფრთხის
შექმნა
. ხოლო
მათი
დარღვევა
კი
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
წინაპირობას
ქმნის
. ამასთან
, ადამიანის
უფლებათა
ევროპული
პრეცედენტული
სამართლის
მიხედვით
, არსებობს
მოვალეობებისა
და
პასუხისმგებლობის
ისეთი
უხეში
დარღვევები
, რომლებიც
გამოხატვის
თავისუფლების
ბოროტად
გამოყენებად
არის
მიჩნეული
, დაცული
სფეროს
გარეთაა
მოქცეული
(ასეთია
, მაგალითად
, როგორც
უკვე
აღინიშნა
, ძალადობისაკენ
მოწოდება
, რასობრივი
პროპაგანდა
, სიძულვილის
გავრცელება
(ე
.წ
. „hate speech“), ჰოლოკოსტის
ფაქტის
უარყოფა
და
სხვა
). მოვალეობებისა
და
პასუხისმგებლობის
ნაკლებად
სერიოზული
უგულებელყოფის
შემთხვევები
კი
, მართალია
, გამორიცხული
არ
არის
გამოხატვის
თავისუფლების
დაცული
სფეროდან
, მაგრამ
შეიძლება
დაექვემდებაროს
შეზღუდვებს
პროპორციულობის
პრინციპით
. სწორედ
ამგვარ
შემთხვევასთან
გვაქვს
საქმე
მოსამართლის
შეურაცხყოფის
დასჯადობის
კონტექსტში
. მოსამართლის
შეურაცხყოფის
დროს
პირი
თავის
ნეგატიურ
დამოკიდებულებას
მოსამართლის
პიროვნების
მიმართ
გამოხატავს
მისი
პიროვნული
რეპუტაციისათვის
ზიანის
მიყენების
გზით
, რითაც
არღვევს
გამოხატვის
თავისუფლებისაგან
განუყოფელ
მოვალეობებსა
და
პასუხისმგებლობას
. მოვალეობებისა
და
პასუხისმგებლობების
დარღვევა
კერძოდ
იმით
გამოიხატება
, რომ
გამოხატვის
თავისუფლებით
მოსარგებლე
პირი
შეგნებულად
არ
ცდილობს
ზიანის
მიყენების
თავიდან
აცილებას
და
თავისი
ნეგატიური
დამოკიდებულების
გამოსახატავად
იყენებს
არა
სტანდარტულ
, კორექტულ
ფორმას
, თუნდაც
მწვავე
, ნეგატიურ
ეპითეტებს
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლებში
, არამედ
უხამს
, უცენზურო
ფორმას
, ტერმინოლოგიას
ან
მოქმედებას
, ირჩევს
მიუღებელ
ტონალობას
და
ახდენს
პიროვნების
პატივისა
და
ღირსების
, როგორც
ღირებულების
სრულ
ნიველირებას
. ამგვარად
, სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
უხამსი
, შეურაცხმყოფელი
ვერბალური
თუ
სხეულებრივი
ენის
გამოყენება
ინდივიდის
წინააღმდეგ
ყოველთვის
გულისხმობს
მოვალეობებისა
და
პასუხისმგებლობის
დარღვევას
, რომელიც
გამოხატვის
თავისუფლებით
მოსარგებლე
სუბიექტს
ეკისრება
და
რომლის
უგულებელყოფაც
ღირებულებითი
კონფლიქტის
სასწორს
მის
საზიანოდ
ხრის
. იმ
შემთხვევაში
, როდესაც
საქმე
შეეხება
მოსამართლის
შეურაცხყოფას
, ასეთ
დროს
მიყენებული
ზიანის
ხასიათი
უფრო
ფართოა
. პირი
ავლენს
აგდებულ
დამოკიდებულებას
როგორც
უშუალოდ
მოსამართლისადმი
, რომელიც
სასამართლოს
განასახიერებს
და
მისი
შეურაცხყოფის
გზით
მთელი
სასამართლოსადმი
, როგორც
სახელმწიფო
ინსტიტუციისადმი
. მოსამართლის
რეპუტაციის
შელახვით
საფრთხე
ექმნება
არა
მხოლოდ
კონკრეტული
ინდივიდის
, არამედ
მთელი
სასამართლოს
იმიჯს
, რეპუტაციას
, ავტორიტეტსა
და
მისდამი
ხალხის
ნდობას
.
54. სასამართლო
, ამასთანავე
, ასევე
ხაზს
უსვამს
, რომ
უხამს
და
უცენზურო
გამოთქმებსა
და
სხვაგვარ
გამოხატვას
, იმის
მიუხედავად
, ისინი
მოსამართლეს
შეეხება
თუ
სხვა
პირს
, წინდაწინვე
ნაკლები
სამართლებრივი
დაცვა
გააჩნია
, რადგან
ისინი
ნაკლებად
შეიცავენ
რაიმე
ღირებულ
აზრს
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
საკითხზე
. შესაბამისად
, სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
ამგვარი
გამოთქმები
და
გამოხატვა
არ
ჩაითვლება
საზოგადოებრივი
ინტერესის
მქონე
საკითხზე
საჯარო
დისკუსიის
ნაწილად
, რის
გამოც
ფასობს
საერთოდ
იდეებისა
და
შეხედულებების
გამოხატვის
თავისუფლება
და
, რომ
მათ
, შეზღუდვის
საწინააღმდეგოდ
, ძალიან
მცირე
იმუნიტეტი
გააჩნიათ
.
55. ამგვარი
იმუნიტეტი
კიდევ
უფრო
კლებულობს
, როდესაც
შეურაცხყოფის
გამოხატვა
კონფლიქტში
აღმოჩნდება
მნიშვნელოვან
ლეგიტიმურ
ინტერესებთან
, როგორიც
არის
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
დამოუკიდებლობის
დაცვა
, მისდამი
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნება
და
მართლმსაჯულების
შეუფერხებელი
განხორციელება
. სასამართლომ
ზემოთ
არაერთხელ
აღნიშნა
, რომ
მოსამართლის
შეურაცხყოფით
, განსაკუთრებით
მაშინ
, როდესაც
ეს
ხდება
სასამართლოს
შენობაში
, იმ
მხარეთა
თანდასწრებით
, ვისი
საქმეც
მოსამართლემ
უნდა
განიხილოს
, სასამართლოს
პერსონალის
, სხვა
მოსამართლეების
ან
საზოგადოების
წარმომადგენელთა
თვალწინ
, გამოუსწორებელი
ზიანის
საფრთხეს
შეიცავს
სასამართლო
ავტორიტეტისა
და
ხალხის
თვალში
სასამართლოს
სათანადო
აღქმადობის
მიმართ
. სასამართლოები
მათ
იურისდიქციას
დაქვემდებარებული
დავების
გადაჭრისას
განსაზღვრავენ
ადამიანის
უფლებებსა
და
მოვალეობებს
და
უაღრესად
მნიშვნელოვანია
, რომ
ხალხს
მათი
ნდობა
გააჩნდეს
. როდესაც
ეს
ნდობა
უსაფუძვლოდ
არის
დარღვეული
, საზოგადოებაში
არ
არსებობს
სამართლიანობისა
და
სამართლის
უზენაესობის
ლეგიტიმური
მოლოდინი
. როდესაც
არ
არსებობს
სასამართლოსადმი
ნდობა
, როგორც
კონკრეტული
დავის
მხარეებს
, ისე
საერთოდ
საზოგადოებას
, შესაძლოა
, შეექმნას
განცდა
, რომ
ესა
თუ
ის
გადაწყვეტილება
არ
არის
ან
არ
იქნება
მიღებული
ობიექტური
, მიუკერძოებელი
და
დამოუკიდებელი
სასამართლოს
მიერ
. ამგვარად
, პოტენციური
ზიანი
, რომლის
გამოწვევა
შეუძლია
მოსამართლის
შეურაცხყოფას
, საკმაოდ
მძიმეა
, ხოლო
მისი
პრევენცია
- ძალიან
მნიშვნელოვანი
.
56. ისიც
მხედველობაში
მისაღებია
, რომ
საზოგადოდ
, არ
არსებობს
გამოხატვის
ფორუმის
/ადგილის
თავისუფლება
. მოსამართლის
მისამართით
გარკვეული
შეურაცხმყოფელი
გამონათქვამების
დაშვებულობისადმი
დამოკიდებულება
შეიძლება
სრულიად
სხვადასხვაგვარი
იყოს
იმისდა
მიხედვით
, თუ
სად
ხდება
მისი
გამოხატვა
. მოცემულ
შემთხვევაში
სასამართლომ
უნდა
შეაფასოს
, თუ
რამდენად
შეესაბამება
კონსტიტუციურ
სტანდარტებს
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
მოსამართლის
შეურაცხყოფისთვის
, რომელიც
უშუალოდ
სასამართლოს
შენობაშია
ჩადენილი
. უპირველესად
, აღსანიშნავია
, რომ
სავსებით
შესაძლებელია
ამა
თუ
იმ
მწვავე
გამონათქვამის
გავრცელება
სხვადასხვა
პლატფორმაზე
სრულიად
თავსდებოდეს
მოსამართლის
მიმართ
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლებში
, მაგრამ
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
იგივე
განცხადების
გაკეთება
სასამართლოში
, განსაკუთრებით
სამართალწარმოების
მონაწილეების
, სასამართლოს
თანამშრომლებისა
თუ
საზოგადოების
წარმომადგენლების
თანდასწრებითა
და
მათ
გასაგონად
, შესაძლოა
მკაცრ
სამართლებრივ
პასუხს
მოითხოვდეს
. უდავოა
, რომ
სასამართლოში
მოსამართლე
იმყოფება
მართლმსაჯულების
განხორციელების
პროცესში
, იმის
მიუხედავად
, თუ
შეურაცხყოფის
მომენტში
უშუალოდ
სად
იმყოფებოდა
იგი
- სასამართლო
სხდომის
დარბაზში
, თავის
სამუშაო
კაბინეტში
, სასამართლოს
დერეფანში
თუ
სხვაგან
ანდა
არის
თუ
არა
იმ
დროს
მოსამართლის
მანტიით
შემოსილი
. სასამართლო
შენობაში
ყოფნისას
, მოსამართლე
განასახიერებს
სასამართლოს
და
მართლმსაჯულებას
, რის
გამოც
უკიდურესად
მნიშვნელოვანია
უზრუნველყოფილ
იქნეს
მისდამი
გამორჩეულად
პატივდებული
დამოკიდებულება
ყველას
მხრიდან
. ამასვე
ემსახურება
სამართლებრივი
კულტურითა
და
ტრადიციებით
დამკვიდრებული
მოსამართლისადმი
მიმართვის
სპეციალური
წესები
, ასევე
, დამსწრეთა
ფეხზე
ადგომის
წესი
სასამართლოს
დარბაზში
მოსამართლის
შემოსვლისას
და
სხვა
. სასამართლო
ყურადღებას
ამახვილებს
, რომ
განსახილველ
შემთხვევაში
საქმე
შეეხება
სწორედ
სასამართლოში
გამოვლენილ
და
უხეში
ფორმით
გამოხატულ
უპატივცემულობას
მოსამართლისა
და
სასამართლოსადმი
, რაც
ადეკვატურ
სამართლებრივ
პასუხს
მოითხოვს
.
57. საკონსტიტუციო
სასამართლო
არ
უარყოფს
, რომ
რაკი
საქმე
შეეხება
გამოხატვის
თავისუფლების
კონკრეტული
შემთხვევების
სისხლისსამართლებრივ
დასჯადობას
, ეს
იმას
გულისხმობს
, რომ
მასში
ჩარევა
ინტენსიური
ხასიათისაა
, თუმცა
, ამ
ინტენსიურობას
, ნაწილობრივ
მაინც
, ანეიტრალებს
საკუთრივ
ის
გარემოება
, რომ
საქმე
შეეხება
საჯაროდ
გამოხატული
შეურაცხმყოფელი
ქმედების
, და
არა
საზოგადოებრივი
ინტერესის
საკითხზე
საჯარო
დისკუსიაში
მონაწილეობის
შეზღუდვას
. სასამართლო
ხაზს
უსვამს
, რომ
სადავო
ნორმა
არ
გულისხმობს
სასამართლოს
კრიტიკის
შეზღუდვას
საზოგადოდ
და
მოიცავს
მხოლოდ
უცენზურო
, უხამსი
და
შეურაცხმყოფელი
გამოხატვის
შეზღუდვას
. ამ
მხრივ
, შინაარსობრივი
თვალსაზრისით
, გამოხატვის
თავისუფლებაში
ჩარევა
არ
არის
ინტენსიური
ხასიათის
, რამდენადაც
იგი
შეეხება
გამოხატვის
შემთხვევების
მცირე
სექტორს
, კერძოდ
, მხოლოდ
უხეში
, უცენზურო
, შეურაცხმყოფელი
ფორმით
გამოხატვას
, რომელიც
გამოხატვის
თავისუფლების
უფლების
სფეროში
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლებს
მიღმაა
და
ამიტომაც
არის
იგი
სისხლისსამართლებრივად
დასჯადი
.
58. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
მართლმსაჯულების
განხორციელება
, ისევე
როგორც
, სხვა
საჯარო
დაწესებულებებში
მათ
საქმიანობასთან
დაკავშირებული
პროცესი
, თანაბრად
წარმოადგენს
საზოგადოებრივი
კრიტიკის
საგანს
. მართლმსაჯულების
სისტემის
, ცალკეული
მოსამართლის
ქმედებების
ან
სასამართლოს
გადაწყვეტილების
კრიტიკა
როგორც
სასამართლოში
, ისე
მის
გარეთ
, არათუ
დასაშვები
, არამედ
აუცილებელიც
არის
. დემოკრატიულ
სახელმწიფოში
ნებისმიერი
ინსტიტუციის
საქმიანობის
მიმართ
სრულად
დასაშვებია
კრიტიკული
მოსაზრების
გამოთქმა
. საჯარო
ინსტიტუციების
საქმიანობა
წარმოადგენს
საზოგადოების
ინტერესის
საგანს
და
მათ
შესახებ
შეხედულებების
გამოთქმა
, მათი
თავისუფალი
ცირკულაცია
შეფასებულ
უნდა
იქნეს
როგორც
საზოგადოებრივი
ინტერესის
საკითხზე
საჯარო
დებატებში
მონაწილეობა
, რაც
, იმავდროულად
, საჯარო
ინტერესს
შეადგენს
და
წარმოადგენს
სახელმწიფო
ინსტიტუტების
მიმართ
საზოგადოებრივი
კონტროლის
მნიშვნელოვან
წინაპირობას
. თუმცა
, სრულიად
სხვაგვარი
ვითარება
წარმოიშობა
მოსამართლეთა
მისამართით
უხამსი
გამონათქვამების
გამოყენებისას
, ვერბალური
თუ
სხეულებრივი
ენით
მისი
შეურაცხყოფისას
, განსაკუთრებით
, როცა
ეს
ხდება
საკუთრივ
სასამართლოს
შენობაში
, საჯაროდ
, საზოგადოების
თვალწინ
. ისინი
ქმნის
სასამართლოსთვის
გამოუსწორებელი
ზიანის
მიყენების
საფრთხეს
და
მასთან
ერთად
, აკნინებს
მის
აღქმას
სოლიდურ
, ავტორიტეტულ
, ხალხის
ნდობით
აღჭურვილ
ინსტიტუციად
, რომელსაც
სურს
კომპეტენტურად
, მიუკერძოებლად
და
სამართლიანად
გადაჭრას
სამართლებრივი
საკითხები
.
59. საკონსტიტუციო
სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
სადავო
ნორმა
მიზნად
არ
ისახავს
იმას
, რომ
სასამართლოს
ავტორიტეტი
და
მისდამი
საზოგადოებრივი
ნდობა
ხელოვნურ
საწყისებზე
ყალიბდებოდეს
ანდა
იმას
, რომ
სასჯელის
მუქარით
დაიცვას
სასამართლო
და
კრიტიკისაგან
იმუნიტეტი
შეუქმნას
. საზოგადოებრივი
აზრი
რომელიმე
კონკრეტული
სასამართლოს
ანდა
საერთოდ
სასამართლო
სისტემის
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებით
იქმნება
და
ვითარდება
სხვადასხვა
ფაქტორის
ერთობლივი
ზეგავლენის
შედეგად
. სწორედ
სასამართლოს
/მოსამართლის
მიერ
განხორციელებული
მართლმსაჯულების
, სასამართლო
აქტების
რაობისა
და
დასაბუთებულობის
საფუძველზე
ყალიბდება
ნეგატიური
თუ
პოზიტიური
საზოგადოებრივი
აზრი
მოსამართლის
/სასამართლოს
შესახებ
. სასამართლოს
შესახებ
საზოგადოებრივი
აზრი
ასევე
იქმნება
მისი
მისამართით
განხორციელებული
პოზიტიური
თუ
კრიტიკული
მოსაზრებების
გავრცელებითაც
, რაც
ასევე
სრულიად
ლეგიტიმური
პროცესია
. თუმცა
, საზოგადოდ
, ისიც
მნიშვნელოვანია
, რომ
სასამართლოს
ავტორიტეტი
უსაფუძვლოდ
არ
შეილახოს
დაუსაბუთებელი
თავდასხმებით
. მნიშვნელოვანია
, რომ
საზოგადოებას
სასამართლოსადმი
თავისი
პოზიტიური
თუ
ნეგატიური
დამოკიდებულება
და
მისდამი
ნდობის
ესა
თუ
ის
ხარისხი
უყალიბდებოდეს
სწორედ
სასამართლოს
საქმიანობის
შედეგად
, იმის
მიხედვით
, თუ
როგორ
ახორციელებს
იგი
თავის
ფუნქციასა
და
დანიშნულებას
, სთავაზობს
თუ
არა
იგი
საზოგადოებას
სწრაფ
, ეფექტიან
და
სამართლიან
მართლმსაჯულებას
, უზრუნველყოფს
თუ
არა
სამართალწარმოების
ჯეროვან
ადმინისტრირებას
, ფაქტებზე
დაყრდნობილ
და
კანონიერ
და
დასაბუთებულ
სასამართლო
გადაწყვეტილებებს
, აღწევს
თუ
არა
სამართლიან
ბალანსს
ინდივიდუალურ
უფლებებსა
და
საჯარო
ინტერესებს
შორის
და
სხვა
. ამ
შეფასებების
გასაკეთებლად
კი
, საზოგადოებას
ესაჭიროება
ობიექტური
, ნამდვილი
ინფორმაცია
, განსხვავებული
მოსაზრებები
, თუნდაც
მწვავე
და
რადიკალურად
კრიტიკული
, მაგრამ
არა
უცენზურო
და
უხამსი
, შეურაცხმყოფელი
პერსონალური
თავდასხმები
კონკრეტულ
მოსამართლეებსა
თუ
სასამართლო
სისტემაზე
, რასაც
სადავო
ნორმა
კრძალავს
.
60. ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიდგომების
თანახმად
, მოსაზრების
, შეხედულების
გავრცელება
, რომელიც
წარმოადგენს
შეფასებით
მსჯელობას
, ყოველთვის
უფრო
მეტი
დაცვით
სარგებლობს
, ვიდრე
ინფორმაცია
- გარკვეული
ფაქტების
მტკიცება
, რომლებიც
დადასტურებას
ექვემდებარება
, თუმცა
ამავე
მიდგომების
მიხედვით
, თვით
შეფასებით
მსჯელობასაც
გარკვეული
ფაქტობრივი
საფუძველი
ესაჭიროება
იმისთვის
, რათა
მისი
გავრცელება
დაცულ
იქნეს
. ეს
მიდგომა
ვრცელდება
მოსამართლის
კრიტიკის
კონტექსტზეც
. ევროპული
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
მოსამართლის
მიმართ
გამოთქმული
მოსაზრებები
და
კრიტიკაც
არ
უნდა
იყოს
დაცლილი
გარკვეული
ფაქტობრივი
საფუძვლებისგან
. დასაშვებია
თუნდაც
მცდარი
შეფასებების
გამოთქმაც
, თუკი
ეს
არ
სცდება
კრიტიკის
დასაშვებ
ფარგლებს
გამოხატვის
ფორმით
, გამოყენებული
ტერმინოლოგიითა
და
ტონალობით
. ამგვარ
კრიტიკას
ნებისმიერი
მოსამართლე
უნდა
ელოდოს
თავისი
უფლებამოსილების
განხორციელების
განმავლობაში
. შესაბამისად
, ამგვარი
კრიტიკა
უნდა
ჩაითვალოს
არა
გაუმართლებელ
, უსაფუძვლო
პერსონალურ
თავდასხმად
, არამედ
საზოგადოებრივი
ინტერესის
საკითხზე
გამოთქმულ
მოსაზრებად
. შესაბამისად
, ამგვარი
შემთხვევები
, ცხადია
არ
მოიაზრება
სადავო
ნორმით
გათვალისწინებულ
აკრძალვაში
.
61. საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიაჩნია
, რომ
ნებისმიერი
კრიტიკული
, თუნდაც
მცდარი
მოსაზრება
მოსამართლის
მიმართ
, არ
უნდა
გადაიქცეს
ისეთ
უხამს
ან
/და
უცენზურო
თავდასხმად
, რომელიც
ხელყოფს
თუნდაც
ამ
მოსამართლის
ინდივიდუალურ
რეპუტაციას
, პროფესიულ
იმიჯს
, და
, მასთან
ერთად
, მთელი
სასამართლოს
ავტორიტეტს
, მისდამი
ხალხის
ნდობას
, ისევე
როგორც
, საკუთრივ
, მართლმსაჯულების
ეფექტიანი
განხორციელების
ინტერესს
. მოსამართლის
წინააღმდეგ
გამოთქმულმა
კრიტიკამ
გამოყენებული
ფორმის
, ტერმინოლოგიის
, კონტექსტის
, ტონალობის
, ფაქტობრივი
საფუძვლების
არარსებობის
, ექსცესიურობის
ხარისხისა
და
სხვა
მახასიათებლების
გათვალისწინებით
, შეიძლება
დაარღვიოს
მოსამართლის
/სასამართლოს
მიმართ
არსებული
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლები
. კერძოდ
, უხამს
, უცენზურო
და
თავხედურ
გამონათქვამებს
/თავდასხმებს
სასამართლოს
/მოსამართლის
მისამართით
შეუძლია
სერიოზულად
შეუქმნას
საფრთხე
სასამართლოს
ავტორიტეტს
, შელახოს
ან
მაღალი
ხარისხით
დააზიანოს
ის
. სწორედ
ამგვარ
შემთხვევებს
გულისხმობს
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
აკრძალვა
. საკონსტიტუციო
სასამართლო
ხაზგასმით
აღნიშნავს
, რომ
სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
დანაშაულებრივი
ქმედება
უნდა
მოიცავდეს
სასამართლოს
/მოსამართლის
დასაშვები
კრიტიკის
ფარგლების
გადამეტებით
ჩადენილ
მხოლოდ
ისეთ
ზღვარგადასულ
და
უკიდურესად
შეურაცხმყოფელ
შემთხვევებს
, როდესაც
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მისდამი
ხალხის
ნდობისათვის
მიყენებული
ზიანის
სერიოზულობა
მოითხოვს
ამ
ქმედებაზე
სისხლისსამართლებრივ
რეაგირებას
. ამგვარი
მიდგომა
მთლიანად
შეესაბამება
ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
სტანდარტებს
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მიუკერძოებლობის
დასაცავად
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
სფეროში
(იხ
., BENITEZ MORIANA AND IÑIGO FERNANDEZ v. SPAIN, no. 36537/15 და
36539/15, 09.03.2021; Morice v. France [GC], no. 29369/10, 23.04.2015; July and SARL Libération v. France, no. 20893/03, 14.05.2008; Aurelian Oprea v. Romania, no. 12138/08, 19.04.2016; Do Carmo de Portugal e Castro Câmara v. Portugal, no. 53139/11, 04.01.2017; Barfod v. Denmark, 22.02.1989; De Haes and Gijsels c. Belgium, 24.02.1997; Schöpfer v. Switzerland, 20.05.1998).
62. საკონსტიტუციო
სასამართლო
კიდევ
ერთხელ
აღნიშნავს
, რომ
სასამართლოს
უპატივცემულობისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
არსებობა
არ
უნდა
იქნეს
გაგებული
იმგვარად
, თითქოს
ეს
წარმოადგენს
რაიმე
დაბრკოლებას
სასამართლო
სისტემის
, მასში
დასაქმებული
ინდივიდებისთვის
, ისევე
როგორც
, კონკრეტული
სასამართლო
გადაწყვეტილებების
თუნდაც
მწვავე
კრიტიკისათვის
. სასამართლო
სისტემაში
არსებულ
ხარვეზებზე
საუბარი
, ჯანსაღი
კრიტიკა
, ამ
თემაზე
მწვავე
და
ნეგატიური
, თუნდაც
მცდარი
შეხედულებების
გამოთქმა
ბოროტი
განზრახვის
გარეშე
წარმოადგენს
საზოგადოებრივი
ინტერესის
საკითხზე
საჯარო
დებატებში
მონაწილეობას
და
სრულად
არის
დაცული
გამოხატვის
თავისუფლებით
. თუმცა
, უხამსი
, უცენზურო
, თავხედური
თავდასხმები
სასამართლოსა
და
კონკრეტულ
მოსამართლეებზე
, რაც
მიზნად
ისახავს
სასამართლოს
დისკრედიტაციას
და
საფუძვლად
უდევს
სასამართლოს
, როგორც
საჯარო
ინსტიტუციის
უგულებელყოფა
, აბუჩად
აგდება
, ნიველირება
, წარმოადგენს
„სასამართლოსადმი
უპატივცემულობას
“ საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
სადავო
მუხლის
გაგებით
, რა
დროსაც
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მისდამი
საზოგადოებრივი
ნდობის
დაცვის
საჯარო
ინტერესი
გადაწონის
გამოხატვის
თავისუფლების
განხორციელების
ზემოთ
აღწერილ
შემთხვევებს
.
63. საკონსტიტუციო
სასამართლო
, იმავდროულად
, მიუთითებს
დიდ
სიფრთხილესა
და
პასუხისმგებლობაზე
, რომელიც
ეკისრება
სასამართლოებს
„სასამართლოს
უპატივცემულობის
“ სისხლის
სამართლის
საქმეების
განხილვისას
. სწორედ
მათ
ეკისრებათ
ვალდებულება
მათთვის
მინიჭებული
შეფასების
თავისუფლების
ფარგლებში
სწორად
გამიჯნონ
ერთმანეთისგან
„სასამართლოს
კრიტიკა
“ „სასამართლოს
შეურაცხყოფისგან
“, კერძო
ინტერესებთან
ერთად
გაითვალისწინონ
საჯარო
ინტერესებიც
, სწორად
შეაფასონ
, აქვთ
თუ
არა
საქმე
სწორედ
იმგვარ
შემთხვევასთან
, როდესაც
სასამართლოს
ავტორიტეტის
დაცვა
, მისდამი
საზოგადოების
ნდობის
შენარჩუნება
ან
/და
მართლმსაჯულების
ეფექტიანად
განხორციელების
უზრუნველყოფის
ინტერესი
, მათთვის
მიყენებული
ზიანის
ხასიათიდან
და
ხარისხიდან
გამომდინარე
, ნამდვილად
გადაწონის
გამოხატვის
თავისუფლების
განხორციელების
კონკრეტულ
შემთხვევას
და
რამდენად
ადეკვატურია
ამ
შემთხვევაზე
სახელმწიფოს
სისხლისსამართლებრივი
პასუხი
. თუმცა
აღნიშნული
შეეხება
უკვე
ნორმის
გამოყენების
პრაქტიკას
, რომლის
თაობაზეც
მოსარჩელეს
არ
წარმოუდგენია
იმგვარი
მტკიცებულებები
, რომლებიც
დაადასტურებდა
, რომ
საერთო
სასამართლოებმა
სადავო
ნორმა
გამოიყენეს
ზემოაღნიშნული
ფუნდამენტური
პრინციპების
დარღვევით
. სასამართლო
იმ
აზრისაა
, რომ
სადავო
ნორმის
იმგვარი
ნორმატიული
შინაარსი
, რომელიც
გულისხმობს
უხამს
და
თავხედურ
თავდასხმას
მოსამართლეზე
სასამართლოს
შენობაში
სასამართლოს
პერსონალისა
და
სხვა
პირთა
თანდასწრებით
, იმის
მიუხედავად
, გამოიწვია
თუ
არა
მან
სასამართლო
პროცესის
ჩაშლა
, არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
დებულებებს
. საკონსტიტუციო
სასამართლო
ასკვნის
, რომ
სადავო
ნორმით
დადგენილია
სამართლიანი
ბალანსი
გამოხატვის
თავისუფლებასა
და
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
ავტორიტეტის
დაცვის
, მისდამი
ხალხის
ნდობის
შენარჩუნების
, მართლმსაჯულების
სათანადოდ
განხორციელების
ლეგიტიმურ
მიზნებს
შორის
და
ითვალისწინებს
გამოხატვის
თავისუფლების
თანაზომიერ
შეზღუდვას
.
64. ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობისთვის
გადამწყვეტი
მნიშვნელობა
არ
აქვს
, განხორციელდა
თუ
არა
მოსამართლის
შეურაცხყოფა
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
და
გამოიწვია
თუ
არა
მან
სასამართლო
პროცესის
შეფერხება
. ამასთან
, სასამართლომ
განმარტა
, თუ
რამდენად
არსებით
ან
გადამწყვეტ
გავლენას
არ
ახდენს
ქმედების
კრიმინალიზების
კონსტიტუციურობის
შეფასებაზე
ის
გარემოება
, მოსამართლის
შეურაცხყოფა
სად
იქნება
ჩადენილი
- სასამართლოს
დარბაზში
პროცესის
მიმდინარეობისას
, სასამართლოს
შენობაში
თუ
მის
გარეთ
. მიუხედავად
ამისა
, სასამართლომ
განიხილა
რა
მოსარჩელის
საქმესთან
დაკავშირებული
ფაქტობრივი
კონტექსტი
იმ
კუთხით
, რომ
სწორედ
მის
მიერ
ჩადენილი
ქმედების
გათვალისწინებით
შეიძინა
ნორმამ
სადავო
ნორმატიული
შინაარსი
, შესაბამისად
, კონსტიტუციურობის
ჭრილშიც
დაადგინა
, რომ
სასამართლოს
შენობაში
განხორციელებული
სასამართლოს
შეურაცხმყოფელი
ქმედებების
სისხლისსამართლებრივი
დასჯადობა
არ
არღვევს
საქართველოს
კონსტიტუციის
მოთხოვნებს
.
65. ამდენად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
ადგენს
, რომ
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
ის
ნორმატიული
შინაარსი
, რომელიც
დასჯადად
აცხადებს
სასამართლოს
უპატივცემულობას
, რაც
გამოიხატება
სასამართლოს
შენობაში
მოსამართლის
შეურაცხყოფით
, როდესაც
ეს
ქმედება
არ
განხორციელებულა
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
და
ხელი
არ
შეუშლია
პროცესის
ჩვეული
მიმდინარეობისთვის
, შესაბამისობაშია
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლის
პირველ
და
მე
-5 პუნქტებთან
და
არ
არსებობს
№1394 კონსტიტუციური
სარჩელის
დაკმაყოფილების
საფუძვლები
.
2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
2.1. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები
66. საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველი
წინადადების
თანახმად
, არავინ
აგებს
პასუხს
ქმედებისთვის
, რომელიც
მისი
ჩადენის
დროს
სამართალდარღვევად
არ
ითვლებოდა
. საქართველოს
კონსტიტუციის
აღნიშნული
დებულება
განსაზღვრავს
პირის
ქცევის
სისხლისსამართლებრივად
დასჯად
ქმედებად
განსაზღვრისა
და
პასუხისმგებლობის
დაკისრების
კონსტიტუციურსამართლებრივ
სტანდარტებს
.
67. სამართლებრივი
სახელმწიფოს
და
სამართლებრივი
უსაფრთხოების
პრინციპიდან
გამომდინარე
, ყოველი
დემოკრატიული
ქვეყნის
საკანონმდებლო
ორგანო
ვალდებულია
, შექმნას
განჭვრეტადი
სისხლის
სამართლის
კანონმდებლობა
იმგვარად
, რომ
ნორმის
ადრესატს
შეეძლოს
, მას
შეუსაბამოს
თავისი
ქცევა
, რათა
თავიდან
აიცილოს
ამ
კანონმდებლობის
დარღვევის
მოსალოდნელი
სამართლებრივი
შედეგი
. დამკვიდრებული
პრაქტიკით
, „საკონსტიტუციო
სასამართლო
, სადავო
ნორმების
კონსტიტუციურობის
შემოწმებისას
არ
არის
შეზღუდული
მხოლოდ
კონსტიტუციის
კონკრეტული
ნორმებით
. მართალია
, კონსტიტუციური
პრინციპები
არ
აყალიბებს
ძირითად
უფლებებს
, მაგრამ
გასაჩივრებული
ნორმატიული
აქტი
ასევე
ექვემდებარება
გადამოწმებას
კონსტიტუციის
ფუძემდებლურ
პრინციპებთან
მიმართებით
, კონსტიტუციის
ცალკეულ
ნორმებთან
კავშირში
და
, ამ
თვალსაზრისით
, მსჯელობა
უნდა
წარიმართოს
ერთიან
კონტექსტში
. საკონსტიტუციო
სასამართლომ
უნდა
დაადგინოს
, რამდენად
თავსდება
გასაჩივრებული
აქტი
იმ
კონსტიტუციურსამართლებრივ
წესრიგში
, რომელსაც
კონსტიტუცია
ადგენს
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2007 წლის
26 ოქტომბრის
№2/2-389 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
მაია
ნათაძე
და
სხვები
საქართველოს
პარლამენტისა
და
საქართველოს
პრეზიდენტის
წინააღმდეგ
“, II-3).
68. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიდგომების
თანახმად
, „სამართლებრივი
უსაფრთხოების
პრინციპი
სამართლებრივი
სახელმწიფოს
პრინციპის
განუყოფელი
ნაწილია
. თავის
მხრივ
, სამართლებრივი
უსაფრთხოების
ერთ
-ერთი
მნიშვნელოვანი
ელემენტია
სამართლებრივი
განსაზღვრულობის
პრინციპი
. კანონი
უნდა
პასუხობდეს
სამართლებრივი
უსაფრთხოებისა
და
, შესაბამისად
, განსაზღვრულობის
პრინციპის
მოთხოვნებს
. საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, განსაზღვრულობის
ერთ
-ერთი
მთავარი
დანიშნულებაა
, რომ
კანონის
ადრესატმა
შეძლოს
მისი
სწორი
აღქმა
და
შესაბამისი
სამართლებრივი
შედეგების
განჭვრეტა
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
29 დეკემბრის
№3/7/679 გადაწყვეტილება
საქმეზე
„„შპს
სამაუწყებლო
კომპანია
რუსთავი
2“ და
„შპს
ტელეკომპანია
საქართველო
“ საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-29).
69. თუმცა
, საკონსტიტუციო
კონტროლი
განსაკუთრებით
კრიტიკული
და
სკრუპულოზურია
, როდესაც
საქმე
შეეხება
პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმების
განჭვრეტადობას
. ასეთ
შემთხვევაში
შესაძლებელია
, სადავო
ნორმის
ბუნდოვანება
დამოუკიდებლად
გახდეს
მისი
არაკონსტიტუციურად
ცნობის
საკმარისი
საფუძველი
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
29 დეკემბრის
№3/7/679 გადაწყვეტილება
საქმეზე
„„შპს
სამაუწყებლო
კომპანია
რუსთავი
2“ და
„შპს
ტელეკომპანია
საქართველო
“ საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-33).
70. საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველი
წინადადება
„ადგენს
პირის
პასუხისგებაში
მიცემის
საფუძვლებს
, განამტკიცებს
გარანტიას
, რომ
ნებისმიერი
დანაშაული
და
სასჯელი
მკაფიოდ
უნდა
იყოს
განსაზღვრული
სისხლის
სამართლის
კანონში
“ (საკონსტიტუციო
სასამართლოს
2011 წლის
11 ივლისის
№3/2/416 გადაწყვეტილება
საქმეზე
“საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
, II-38). აღნიშნული
ნორმა
„არა
მხოლოდ
განსაზღვრავს
პასუხისმგებლობის
დაკისრებისათვის
შესაბამისი
კანონის
არსებობის
აუცილებლობას
, არამედ
ადგენს
პასუხისმგებლობის
განმსაზღვრელი
კანონის
ხარისხობრივ
სტანდარტებს
. პასუხისმგებლობის
დაწესებისას
კანონმდებელი
შებოჭილია
განსაზღვრულობის
პრინციპით
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
14 მაისის
№2/2/516,542 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
- ალექსანდრე
ბარამიძე
, ლაშა
ტუღუში
, ვახტანგ
ხმალაძე
და
ვახტანგ
მაისაია
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-29).
71.
„განჭვრეტადი
და
არაორაზროვანი
კანონმდებლობა
, ერთი
მხრივ
, უზრუნველყოფს
პირის
დაცვას
სამართალშემფარდებლის
თვითნებობისგან
, მეორე
მხრივ
კი
, ადგენს
გარანტიას
, რომ
პირმა
მიიღოს
მკაფიო
შეტყობინება
სახელმწიფოსგან
, რათა
მოახერხოს
ნორმის
სწორი
აღქმა
, განსაზღვროს
, რომელი
ქმედებაა
კანონით
აკრძალული
და
რომელ
ქმედებას
შეიძლება
მოჰყვეს
სამართლებრივი
პასუხისმგებლობა
. პირს
უნდა
ჰქონდეს
შესაძლებლობა
, საკუთარ
ქმედებაში
განჭვრიტოს
აკრძალული
ქმედების
ნიშნები
და
წარმართოს
საკუთარი
ქცევა
კანონმდებლობით
დადგენილი
წესების
შესაბამისად
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
14 მაისის
№2/2/516,542 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
- ალექსანდრე
ბარამიძე
, ლაშა
ტუღუში
, ვახტანგ
ხმალაძე
და
ვახტანგ
მაისაია
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-30).
72. საკონსტიტუციო
სასამართლოს
პრაქტიკის
მიხედვით
, „ქმედების
დასჯადად
გამოცხადების
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღება
კანონმდებლის
ექსკლუზიურ
უფლებამოსილებას
წარმოადგენს
. შესაბამისად
, მან
ეს
უფლებამოსილება
ისე
უნდა
გამოიყენოს
, რომ
საშუალება
არ
მიეცეს
სამართალშემფარდებელს
, სამოსამართლო
პრაქტიკის
საფუძველზე
, თავად
შექმნას
სისხლისსამართლებრივად
დასჯადი
ქმედების
შემადგენლობა
“ („საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
14 მაისის
№2/2/516,542 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
– ალექსანდრე
ბარამიძე
, ლაშა
ტუღუში
, ვახტანგ
ხმალაძე
და
ვახტანგ
მაისაია
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-37).
73. ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
, იმისათვის
, რომ
საკანონმდებლო
ნორმამ
დააკმაყოფილოს
საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტით
განსაზღვრული
ხარისხობრივი
სტანდარტები
, მნიშვნელოვანია
, ადრესატმა
შეძლოს
მისი
სწორად
აღქმა
, ნორმა
იძლეოდეს
მკაფიო
შეტყობინებას
აკრძალული
ქმედების
ფარგლებისა
და
შინაარსის
, ასევე
სამართლებრივი
შედეგების
თაობაზე
. სწორედ
ამგვარად
ჩამოყალიბებული
ნორმების
პირობებშია
შესაძლებელი
, კანონმა
შეასრულოს
საგარანტიო
ფუნქცია
, პასუხისმგებლობის
დაკისრების
საკითხის
შესახებ
გადაწყვეტილება
არსებითად
მიიღოს
საკანონმდებლო
ორგანომ
და
თავიდან
იქნეს
აცილებული
სამართალშემფარდებელთა
თვითნებობა
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2021 წლის
15 ივლისის
№2/1/1289 გადაწყვეტილება
საქმეზე
„გიორგი
ბერუაშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-9).
2.2.სადავო ნორმით იდენტიფიცირებული შინაარსის შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებთან
74. საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველ
წინადადებასთან
მიმართებით
, მოსარჩელე
აპელირებს
, რომ
სადავო
ნორმა
ვერ
აკმაყოფილებს
ნორმის
ხარისხობრივ
მოთხოვნებს
, რასაც
ასაბუთებს
, ერთი
მხრივ
, ტერმინ
„შეურაცხყოფის
“, ხოლო
, მეორე
მხრივ
, დანაშაულის
ადგილის
შესაძლო
განუსაზღვრელობით
.
75. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, „პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმა
რიგ
შემთხვევებში
ვერ
იქნება
ინდივიდუალიზებული
, დროსა
და
სივრცეში
იზოლირებული
ქცევის
წესი
. ამგვარ
ნორმათა
მიზანი
მისი
ხანგრძლივ
პერსპექტივაში
გამოყენება
და
ურთიერთობათა
ფართო
და
მუდმივად
განვითარებადი
სპექტრის
მოცვაა
. პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმები
გამოიყენება
დინამიკური
, წინასწარ
არაიდენტიფიცირებადი
ურთიერთობების
დასარეგულირებლად
. საზოგადოების
, სოციალური
ურთიერთობების
მრავალფეროვნება
ხშირ
შემთხვევაში
შეუძლებელს
ხდის
წინასწარ
განისაზღვროს
, თუ
რა
ფორმით
, რა
მეთოდის
გამოყენებით
მოხდება
ამა
თუ
იმ
სისხლის
სამართლის
კანონმდებლობით
დაცული
სამართლებრივი
სიკეთის
ხელყოფა
. კანონმდებლისთვის
მაქსიმალურად
დეტალიზებული
, ხისტი
მოწესრიგების
შემოღების
ვალდებულების
დადგენა
შეიცავს
ამა
თუ
იმ
საზოგადოებრივად
საშიში
ქმედების
დაუსჯელად
დატოვების
საფრთხეს
. იმ
შემთხვევაში
, თუ
კანონმდებელს
არ
ექნება
შესაძლებლობა
, ესა
თუ
ის
სამართლებრივი
სიკეთე
დაიცვას
ზოგადი
აკრძალვების
დაწესებით
, ყოველთვის
იარსებებს
საფრთხე
, რომ
ინდივიდები
მოძებნიან
გზას
ხსენებული
სამართლებრივი
სიკეთის
კანონით
აუკრძალავი
ფორმით
დასაზიანებლად
... ...აღნიშნულიდან
გამომდინარე
, არარეალისტური
იქნება
, კანონმდებელს
მოეთხოვოს
პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმების
კონკრეტიზაციის
ძალიან
მაღალი
ხარისხით
ჩამოყალიბება
. დასაშვებია
, პასუხისმგებლობის
დამდგენი
ისეთი
ზოგადი
საკანონმდებლო
ნორმის
მიღება
, რომელიც
გონივრულობის
ფარგლებში
ექვემდებარება
განმარტებას
და
, ამ
გზით
, უზრუნველყოფს
მისი
მოქმედების
სფეროში
მოქცეული
დაცული
სიკეთის
ხელყოფის
ყველა
შესაძლო
შემთხვევის
დასჯადობას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2021 წლის
15 ივლისის
№2/1/1289 გადაწყვეტილება
საქმეზე
„გიორგი
ბერუაშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-12).
76. ამდენად
, კანონმდებელი
აკრძალულ
ქმედებათა
განსაზღვრისას
არეგულირებს
ურთიერთობათა
ფართო
სპექტრს
და
საკანონმდებლო
აქტში
გამოყენებული
ტერმინები
მოითხოვს
განმარტებასა
და
ფაქტობრივი
გარემოებებისადმი
მისადაგებას
. შესაბამისად
, შეუძლებელია
, თავიდან
იქნეს
არიდებული
შედარებით
ზოგადი
, ინტერპრეტირებადი
თუ
კონკრეტული
სფეროსათვის
დამახასიათებელი
ტერმინების
გამოყენება
. შედეგად
, კანონმდებლობის
, მათ
შორის
, პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმების
შინაარსის
აღქმა
რთულდება
და
საჭირო
ხდება
იურისტებისა
და
სხვა
სფეროს
სპეციალისტების
დახმარება
. პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმების
მიმართ
წაყენებული
მკაფიოობის
მოთხოვნა
ვერ
იქნება
, რომ
კანონმდებლობა
არ
უნდა
შეიცავდეს
კომპლექსურ
ფორმულირებებს
, დაცლილი
იყოს
ნებისმიერი
ტექნიკური
ან
ზოგადი
ტერმინისგან
და
იმგვარად
იყოს
ჩამოყალიბებული
, რომ
დამოუკიდებლად
, სხვისი
დახმარების
გარეშე
იყოს
გასაგები
ნებისმიერი
ადამიანისათვის
. პასუხისმგებლობის
დამდგენი
ნორმის
განჭვრეტადობის
კონსტიტუციური
მოთხოვნა
დაკმაყოფილებულად
ჩაითვლება
იმ
შემთხვევაშიც
, როდესაც
მის
ადრესატს
შეუძლია
სამართლებრივი
შედეგების
განჭვრეტა
, მათ
შორის
, იურისტებისა
და
სხვა
სფეროს
სპეციალისტების
დახმარებით
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2021 წლის
15 ივლისის
№2/1/1289 გადაწყვეტილება
საქმეზე
„გიორგი
ბერუაშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-13).
77. განსახილველ
საქმეში
საკონსტიტუციო
სასამართლო
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-17 მუხლთან
მიმართებით
შეზღუდულია
მოსარჩელის
სასარჩელო
მოთხოვნით
. ამასთან
, საკონსტიტუციო
სასამართლომ
კონსტიტუციურად
მიიჩნია
სადავო
ნორმის
მოსარჩელის
მიერ
იდენტიფიცირებული
მისთვის
პრობლემური
ნორმატიული
შინაარსი
. შესაბამისად
, საკონსტიტუციო
სასამართლომ
უკვე
დაადგინა
, რომ
სადავო
ნორმა
, მოსარჩელის
მიერ
დასახელებული
ნორმატიული
შინაარსით
, არ
არღვევს
საქართველოს
კონსტიტუციის
მოთხოვნებს
. ამასთანავე
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
დეტალურად
იმსჯელა
დანაშაულებრივი
ქმედების
დასჯადად
გამოცხადების
შესაბამისობაზე
კონსტიტუციით
გათვალისწინებულ
გამოხატვის
თავისუფლების
უფლების
სტანდარტებთან
და
დააზუსტა
, თუ
სად
უნდა
გაივლოს
ზღვარი
სასამართლოს
/მოსამართლის
კრიტიკისა
და
სასამართლოსადმი
უპატივცემულობას
შორის
, დამატებით
მიუთითა
სხვა
კრიტერიუმებზეც
, რომლებიც
მხედველობაში
უნდა
იყოს
მიღებული
ქმედების
დანაშაულებრიობის
განსაზღვრის
დროს
საქმეში
ჩართული
ყველა
ლეგიტიმური
ინტერესისა
და
ბრალდებულის
ყველა
კონსტიტუციური
უფლების
გათვალისწინებით
.
78. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
კიდევ
ერთხელ
აღნიშნავს
, რომ
განსახილველ
საქმეზე
მოსარჩელის
სასარჩელო
მოთხოვნაა
სადავო
ნორმის
იმ
ნორმატიული
შინაარსის
არაკონსტიტუციურად
ცნობა
, რომელიც
ადგენს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
მოსამართლის
შეურაცხყოფისთვის
, თუ
ეს
ქმედება
არ
განხორციელებულა
სასამართლო
პროცესის
მიმდინარეობისას
და
ხელი
არ
შეუშლია
სასამართლო
პროცესის
ჩვეული
მიმდინარეობისთვის
. ამგვარად
, ამ
ქმედების
დანაშაულებრივად
მიჩნევის
კონტექსტში
, მოსარჩელისთვის
საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველ
წინადადებასთან
მიმართებით
, პრობლემურია
მხოლოდ
, ერთი
მხრივ
, ტერმინის
„შეურაცხყოფა
“, ხოლო
, მეორე
მხრივ
, დანაშაულის
ადგილის
შესაძლო
განუსაზღვრელობა
.
79. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიუთითებს
, რომ
გამოხატვის
თავისუფლების
შეზღუდვის
კონსტიტუციურობის
შეფასებისას
, სასამართლო
ნაწილობრივ
შეეხო
კანონის
განსაზღვრულობის
საკითხსაც
და
განმარტა
ის
კონსტიტუციური
სტანდარტები
, რომლებიც
ზღვარს
ავლებს
კრიტიკის
დასაშვებ
ფარგლებსა
და
კრიტიკის
ადრესატის
დასაცავ
ინტერესებს
შორის
, რომელიც
თავის
თავში
აერთიანებს
მოსამართლის
რეპუტაციისა
და
სასამართლოს
ავტორიტეტის
დაცვის
ინდივიდუალურ
და
საჯარო
ინტერესებს
. სასამართლომ
განმარტა
, რომ
უმიზეზოდ
უხამსი
ან
/და
უცენზურო
თავდასხმები
სასამართლოსა
და
კონკრეტულ
მოსამართლეებზე
, რომლებიც
მიზნად
ისახავს
სასამართლოს
დისკრედიტაციას
და
რომლებსაც
საფუძვლად
უდევს
სასამართლოს
, როგორც
საჯარო
ინსტიტუციის
უგულებელყოფა
, აბუჩად
აგდება
, ნიველირება
, წარმოადგენს
„სასამართლოსადმი
უპატივცემულობას
“ სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
სადავო
მუხლის
გაგებით
, რა
დროსაც
სასამართლოს
ავტორიტეტისა
და
მისდამი
საზოგადოებრივი
ნდობის
დაცვის
საჯარო
ინტერესი
გადაწონის
გამოხატვის
თავისუფლების
განხორციელების
ზემოთ
აღწერილ
შემთხვევებს
. ამასთანავე
, სასამართლო
აღნიშნავს
, რომ
მოსარჩელეს
არ
წარმოუდგენია
კონკრეტული
შემთხვევა
საერთო
სასამართლოების
პრაქტიკიდან
, რომლითაც
დაამტკიცებდა
, რომ
საერთო
სასამართლოებმა
სადავო
ნორმა
გამოიყენეს
განსხვავებულად
, უფრო
ფართოდ
, იმ
პრინციპებისა
და
სტანდარტების
დარღვევით
, რომელზეც
საკონსტიტუციო
სასამართლო
წინამდებარე
გადაწყვეტილებაში
მიუთითებს
და
როგორადაც
ესმის
მას
სადავო
ნორმის
შინაარსობრივი
ფარგლები
. რაც
შეეხება
დანაშაულის
ადგილის
განუსაზღვრელობას
, საკონსტიტუციო
სასამართლო
მიუთითებს
, რომ
მისთვის
ასევე
ცნობილი
არ
არის
სადავო
ნორმის
გამოყენების
სათანადო
ფაქტები
სასამართლოს
შენობის
მიღმა
გამოხატვასთან
დაკავშირებით
.
80. ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით
, საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიაჩნია
, რომ
სადავო
ნორმის
დისპოზიციის
შინაარსობრივი
ანალიზიდან
, საერთო
სასამართლოების
პრაქტიკიდან
და
წინამდებარე
გადაწყვეტილებით
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მიერ
დადგენილი
კონსტიტუციური
კრიტერიუმებიდან
გამომდინარე
, აშკარაა
, რას
გულისხმობს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილი
და
რომელი
ქმედებებია
მის
საფუძველზე
აკრძალული
და
რომელი
არა
. სასამართლომ
საგნობრივად
იმსჯელა
და
განმარტა
, რა
თვისებრივი
მახასიათებლები
უნდა
გააჩნდეს
ქმედებას
, რათა
იგი
მიჩნეულ
იქნეს
„მოსამართლის
შეურაცხყოფად
“, რომელიც
წარმოადგენს
„სასამართლოსადმი
უპატივცემულობას
“, რა
ფაქტორები
უნდა
მიიღოს
საერთო
სასამართლომ
მხედველობაში
დაპირისპირებულ
ინტერესთა
შორის
სამართლიანი
ბალანსის
ძიებისას
ლეგიტიმურ
მიზანთან
მიმართებით
გამოხატვის
თავისუფლებაში
ჩარევის
თანაზომიერების
პრინციპის
დაცვით
. საკონსტიტუციო
სასამართლოს
აღნიშნული
ნორმა
მიაჩნია
საკმარისად
განჭვრეტადად
. კერძოდ
, სადავო
ნორმის
დისპოზიცია
მოიცავს
სასამართლოს
შენობაში
ჩადენილი
შეურაცხყოფისთვის
პასუხისმგებლობის
დაწესებას
. ამას
ადასტურებს
საერთო
სასამართლოების
მიერ
დადგენილი
პრაქტიკაც
, რომელსაც
არაერთხელ
გაესვა
ხაზი
წინამდებარე
გადაწყვეტილებაში
. სასამართლო
ხაზს
უსვამს
, რომ
საკუთრივ
სადავო
ნორმაში
მითითებული
არ
არის
დანაშაულის
ჩადენის
შესაძლო
ადგილი
. სადავო
ნორმა
ამის
თაობაზე
არ
შეიცავს
რაიმე
პირდაპირ
მითითებას
ან
თუნდაც
რაიმე
მინიშნებას
, საიდანაც
გონივრულად
შეიძლებოდა
იმის
ვარაუდი
, რომ
„მოსამართლის
შეურაცხყოფა
“ შემოიფარგლება
სასამართლოს
დარბაზში
, პროცესის
მიმდინარეობის
დროს
ჩადენილი
ქმედებებით
და
რომ
პროცესის
შეფერხება
ან
ამის
კონკრეტული
საფრთხის
შექმნა
დანაშაულის
ობიექტური
მხარის
აუცილებელ
ელემენტს
წარმოადგენს
. „მოსამართლის
შეურაცხყოფის
“ თეორიულად
შესაძლებელი
განსხვავებული
შემთხვევებიდან
ყველაზე
ადვილად
სავარაუდო
სწორედ
სასამართლოში
მომხდარი
შეურაცხმყოფელი
ქმედებები
შეიძლებოდა
ყოფილიყო
. სასამართლოს
აზრით
, ის
გარემოება
, რომ
სასამართლოში
მომხდარი
შეურაცხყოფის
ფაქტები
მოცულია
სადავო
ნორმით
, ეს
სავსებით
განჭვრეტადი
იყო
, მით
უფრო
სამართლებრივი
დახმარების
გზით
, რომელსაც
შეიძლება
მიმართოს
ნებისმიერმა
დაინტერესებულმა
პირმა
.
81. შესაბამისად
, ვინაიდან
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესაძლებლად
მიაჩნია
სადავო
ნორმით
აკრძალული
ქმედებების
ზუსტი
იდენტიფიცირება
, სასამართლოს
არ
ესახება
საჭიროდ
, განმეორებით
იმსჯელოს
ზემოაღნიშნულ
საკითხებზე
წინამდებარე
სარჩელისა
და
ნორმატიული
მოცემულობის
ფარგლებში
. ზემოთქმული
მოსაზრებებიდან
გამომდინარე
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
არ
უნდა
დაკმაყოფილდეს
№1394 კონსტიტუციური
სარჩელი
სასარჩელო
მოთხოვნის
იმ
ნაწილშიც
, რომელიც
შეეხება
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
366-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
კონსტიტუციურობას
საქართველოს
კონსტიტუციის
31-ე
მუხლის
მე
-9 პუნქტის
პირველ
წინადადებასთან
მიმართებით
.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-60 მუხლის
მე
-4 პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტისა
და
მე
-5 პუნქტის
, „საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-19 მუხლის
პირველი
პუნქტის
„ე
“ ქვეპუნქტის
, 21-ე
მუხლის
მე
-2, მე
-5, მე
-8 და
მე
-11 პუნქტების
, 25-ე
მუხლის
პირველი
, მე
-3 და
მე
-6 პუნქტების
, 27-ე
მუხლის
მე
-5 პუნქტის
, 39-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა
“ ქვეპუნქტისა
და
43-ე
, 45-ე
და
47-ე
მუხლების
საფუძველზე
,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
ა
დ
გ
ე
ნ
ს
:
1. არ
დაკმაყოფილდეს
№1394 კონსტიტუციური
სარჩელი
(„ზვიად
კუპრავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“).
2. გადაწყვეტილება
ძალაშია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ვებგვერდზე
გამოქვეყნების
მომენტიდან
.
3. გადაწყვეტილება
საბოლოოა
და
გასაჩივრებას
ან
გადასინჯვას
არ
ექვემდებარება
.
4. გადაწყვეტილებას
დაერთოს
მოსამართლე
გიორგი
კვერენჩხილაძის
განსხვავებული
აზრი
.
5. გადაწყვეტილების
ასლი
გაეგზავნოს
მხარეებს
, საქართველოს
პრეზიდენტს
, საქართველოს
მთავრობასა
და
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოს
.
6. გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ
გამოქვეყნდეს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ვებგვერდზე
და
გაეგზავნოს
„საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეს
“.
კოლეგიის
შემადგენლობა
:
ვასილ
როინიშვილი
ევა
გოცირიძე
გიორგი
თევდორაშვილი
გიორგი
კვერენჩხილაძე