2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №37/2023
2023 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 2 აგვისტოს №36/2023 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი დანართის სახით.
მუხლი 2
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი თანხები ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით შესაძლებელია ხარჯების ცვლილების განხორციელება (გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისა), საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული საოლქო და საუბნო ხარჯების ჯამური ოდენობის არაუმეტეს 15 პროცენტის ფარგლებში.
მუხლი 4
საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეცეთ უფლება წარმომადგენლობითი ხარჯები გაწიონ არაუმეტეს საოლქო საარჩევნო კომისიის დაზუსტებული ბიუჯეტის 1 პროცენტისა.
მუხლი 5
დაევალოთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან ყოველგვარი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
ცესკოს 2023 წლის 2 აგვისტოს №37/2023 დადგენილების დანართი
რიგითი №
ოლქის
№
ოლქის
დასახელება
საოლქო ხარჯები
საუბნო ხარჯები
დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები
სულ
1
12
გურჯაანი
17,874
18,565
207,860
244,299
2
30
კასპი
6,615
8,585
56,080
71,280
3
32
გორი
24,235
25,948
421,790
471,973