2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №39/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და სხვა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №39/2023
2023 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისთვის სიების გადაცემის/მიმართვის ვადა
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზნით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის სიების გადაცემის/მიმართვის ვადა განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა).
მუხლი 2🔗.
ამომრჩეველთა სპეციალური სიების დამტკიცების ვადა
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 32-ე და 2002 მუხლებით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა სპეციალურ სიას საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.
მუხლი 3🔗.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის ვადა
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.
მუხლი 4🔗.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ვადა
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, 18:00 საათის შემდეგ.
მუხლი 5🔗.
კანდიდატურის მოხსნის ვადა
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის:
ა) საარჩევნო ბლოკს/პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის/მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ;
ბ) პარლამენტის წევრობის კანდიდატს/მერობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
მუხლი 6🔗.
საარჩევნო უბნების გახსნის დრო
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები იხსნება 6 საათსა და 45 წუთზე.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი