„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №394 |
|
2023 წლის 28 ივლისი ქ. თეთრიწყარო |
„მუხლი 4. მატერიალური დახმარების სახეები
1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულია:
ა) სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ბ) სოცილურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ფიზიკური პათოლოგიის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისათვის, მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ( ერთი ათასი ) ლარისა;
დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვების მენტალური დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი ნეიროფსიქოლოგიური (გარდა აუტიზმისა), ენისა და მეტყველების, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გარდა ამ პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა), სადაც აღნიშნულია შესაბამისი საჭიროება და სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა);
ე.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას - ინვოისი – ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც გამყიდველი წარუდგენს მყიდველს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაძენი საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა, გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები და ა. შ., რის საფუძველზეც ხდება გადახდა;
ე.გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას - განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას ბენეფიციარს აკისრია ვალდებულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას წარმოუდგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შეძენის ქვითარი), ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის დახმარების მიმღები ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვის და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშწორებისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2023.
- როდის იქნა მიღებული „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.07.2023. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №394. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016498.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №374 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №394, 28.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016498 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5881612/