ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ჯანმრთელობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №57/ნ

2023 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით  ჯარიმის დაკისრების სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით  ჯარიმის აღსრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესი“ (დანართი №1);

ბ)  „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით  ჯარიმის დაკისრების  „სააღსრულებო ფურცლის“ ფორმა (დანართი №2).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი