„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.08.2023
ძალაში შესვლა 01.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
matsne.gov.ge 394 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2023 მიღება
01.08.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ჭელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 02.10.2025 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესი საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 09.08.2016 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 14.05.2018 სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 05.12.2014 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №52 2023 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ჭელიძე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗 „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების საჯარო გამოქვეყნების წესი (შემდგომ − წესი) ადგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინების (შემდგომ − შეტყობინება) საჯარო გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ამ წესის აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) უფლებამოსილი დანაყოფების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს. მუხლი 2🔗 1. სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფი პირს შეტყობინებას უგზავნის იურიდიულ მისამართზე (რეგისტრაციის ადგილი) ფოსტის მეშვეობით. 2. თუ პირს შეტყობინება ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინება ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. 3. შეტყობინების პირისთვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შეტყობინება ბრუნდება სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფში. მუხლი 3🔗 1. პირისთვის შეტყობინების განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფის მოსამსახურე ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ შეტყობინებას არაუგვიანეს 10 დღისა აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“ – „საჯაროდ გამოქვეყნებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეტყობინებების“ ველში. 2. შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. შეტყობინება მსჯავრდებულისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის შესაბამისად სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. მუხლი 4🔗 1. შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ იარაღების სარეგისტრაციო მოწმობების ნომრების სრული სია, რომელთა მესაკუთრესაც გაეგზავნა შეტყობინება და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საჯაროდ გამოქვეყნებული შეტყობინების შინაარს იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის მონიშვნითა და შესაბამის ველში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და გვარის მითითებით. მუხლი 5🔗 1. შეტყობინების გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეტყობინების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფი ვალდებულია შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, თუ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. 2. შეტყობინება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე.