იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2023
ძალაში შესვლა 01.08.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ჭელიძე | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.07.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №54
2023 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №576 ბრძანება (www.matsne.gov.ge; 08/07/2011; 140120000.22.034.016046).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ჭელიძე
დანართი
იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
იარაღის ბალისტიკური შემოწმებისა და ექსპერიმენტული გასროლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე, მათი ძირითადი ელემენტების ბალისტიკური შემოწმების, იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის, იარაღის საერთო სიგრძის დადგენისა და იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
ბ) იარაღი – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის (აირის) იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი, ასევე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, რომელზეც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სააგენტო გასცემს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ან/და რომელთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას/ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი და პნევმატური იარაღი;
გ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
დ) დამატებითი ძირითადი ელემენტი – რეგისტრირებული ან პირველადი რეგისტრაციისათვის წარდგენილი იარაღისაგან კონსტრუქციულად განცალკევებული ძირითადი ელემენტი, რომელიც წარმოადგენს იარაღის დამატებით ან სათადარიგო ნაწილს და გამოიყენება იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებული ძირითადი ელემენტების დადგენილი წესით დროებით ჩასანაცვლებლად;
ე) იარაღის დამამზადებელი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მქონე პირი;
ვ) ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 112 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი;
ზ) ფიზიკური პირი − საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი (ეს ტერმინი არ მოიცავს ინდივიდუალურ მეწარმეს);
თ) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, დაწესებულება ან სხვა უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს უფლება ან ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სააგენტოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია ან/და იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარება.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗.
იარაღის ბალისტიკური შემოწმება
1. იარაღის ბალისტიკური შემოწმების მიზანია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის, იარაღის რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის, იარაღის რეესტრში ასახვისათვის, ასევე, იმავე პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ იარაღის რეალიზაციისათვის ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დადგენა, ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა და საჭიროების შემთხვევაში იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით უნდა დადგინდეს:
ა) იარაღის სახე, მარკა, მოდელი, ტიპი;
ბ) იარაღის ლულის ტიპი;
გ) იარაღის კალიბრი (ყალიბი);
დ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) იარაღის გამოშვების წელი (არასავალდებულო);
ვ) იარაღის (გარდა პისტოლეტის და რევოლვერისა) საერთო სიგრძე (მასზე დამატებით ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში და მის გარეშე). იარაღზე დამატებით ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში იარაღის საერთო სიგრძის დადგენა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ აღნიშნული ელემენტების იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებით არ იცვლება რეგისტრირებული იარაღის საერთო სიგრძე;
ზ) დამატებითი ძირითადი ელემენტის სახე და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) იარაღის, მისი ძირითადი და დამატებითი ძირითადი ელემენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან და მოთხოვნებთან, ასევე, მათი ფაქტობრივი მონაცემების იარაღის რეესტრში ასახულ მონაცემებთან შესაბამისობა;
ი) გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია, გამოსახული ჯოულებში (მხოლოდ იმ პნევმატური იარაღის შემთხვევაში, რომლის ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია იარაღის სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ);
კ) იარაღის საბაზრო ღირებულება (მხოლოდ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე).
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების დადგენისა, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას, ასევე, უნდა განხორციელდეს იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა და იარაღზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა. იარაღის ბალისტიკური შემოწმება ხორციელდება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. ბალისტიკურ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე. ბალისტიკური შემოწმებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს იარაღის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში წარდგენა, ამასთან, იარაღზე ძირითადი ელემენტის სხვა ძირითადი ელემენტით შეცვლის ან დამატებითი ძირითადი ელემენტის შეძენის შემთხვევაში, ბალისტიკური შემოწმებისათვის წარმოდგენილ იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებული უნდა იყოს შესაცვლელი ძირითადი ან შეძენილი დამატებითი ძირითადი ელემენტი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა). იარაღზე შესაცვლელი ძირითადი და შეძენილი დამატებითი ძირითადი ელემენტების კონსტრუქციულად სწორად და უსაფრთხო დამაგრებაზე პასუხისმგებელია დაინტერესებული პირი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე იარაღის წარდგენის ან/და მისი უკან შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, გაიცემა დადგენილი ნიმუშის იარაღის დროებითი მოწმობა.
3. ბალისტიკურ შემოწმებაზე წარმოდგენილ იარაღზე შეძენილი დამატებითი ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრება არ არის სავალდებულო, თუ ეს წესი არ ითვალისწინებს იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლას და აშკარაა, რომ დამატებითი ძირითადი ელემენტის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში არ იცვლება იარაღის საერთო სიგრძე ან იცვლება იარაღის საერთო სიგრძე, თუმცა აღნიშნული მოცულობის დადგენა შესაძლებელია დამატებითი ძირითადი ელემენტის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების გარეშეც.
4. იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დადგენა ხორციელდება იარაღის ვიზუალური დათვალიერებით. მონაცემების დასადგენად ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იარაღის მწარმოებლის/მისი წარმომადგენლობის ან იარაღის დამამზადებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ან შეზღუდული სარგებლობის წყარო (ელექტრონულ მონაცემთა ბაზა ან ინტერნეტრესურსი) ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომია სააგენტოს მოსამსახურისთვის და რომლითაც აღნიშნული მონაცემების დადგენა რელევანტურია. საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალური ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, იარაღზე ამოტვიფრული/დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს ფიზიკური ან ქიმიური საშუალებებით. იარაღის ბალისტიკური შემოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს იარაღის რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციისა, დგება ელექტრონული ან მატერიალური ფორმის იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი.
5. ბალისტიკური შემოწმების აქტში ძირითადი და დამატებითი ძირითადი ელემენტების, ასევე, ტიბჟირის აღნიშვნა ხორციელდება ლათინური ასოებით (ჩარჩო – „a“, ლულა – „b“, ტიბჟირი – „c“, ლულის კოლოფი – „d“, ჩამკეტი – „e“, დოლურა – „f“), რომლებიც დაიტანება იარაღის ძირითადი/დამატებითი ძირითადი ელემენტის ან ტიბჟირის საიდენტიფიკაციო ნომრის წინ. ამასთან, იარაღის ტიპისა და კონსტრუქციული თავისებურების გათვალისწინებით, სააგენტოს მოსამსახურე განსაზღვრავს, რომელი საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე ძირითადი/დამატებითი ძირითადი ელემენტის ასახვაა საჭირო ბალისტიკური შემოწმების აქტში. იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტში იარაღის საერთო სიგრძის აღსანიშნავად გამოიყენება ლათინური ასო „L“.
6. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:
ა) იარაღის რეგისტრაციისას (მათ შორის, იარაღის შეძენის ნებართვის გასაცემად) და ხელახალი რეგისტრაციისას – ფიზიკური პირის კუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღსა და გაზის (აირის) იარაღზე, ასევე, ფიზიკური პირის კუთვნილ ან მისთვის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გადაცემულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღზე;
ბ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე;
გ) ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღსა და გაზის (აირის) იარაღზე;
დ) დაკარგული ან დაზიანებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღდგენისას/შეცვლისას (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსადგენი/შესაცვლელი მოწმობა გაცემულია 2023 წლის 1 აგვისტომდე);
ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე, გაზის (აირის) იარაღსა და პნევმატურ იარაღზე;
ვ) იარაღის დამამზადებლის მიერ დამზადებულ, სარეალიზაციოდ განკუთვნილ იარაღზე;
ზ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე;
თ) იარაღზე ძირითადი ელემენტის სხვა ძირითადი ელემენტით შეცვლის ან დამატებითი ძირითადი ელემენტის შეძენის გამო რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − იარაღზე, რომელზეც კონსტრუქციულად დამაგრებულია შეცვლილი ძირითადი ან შეძენილი დამატებითი ძირითადი ელემენტი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);
ი) ხელახალი რეგისტრაციისას − გადაკეთებულ ან შეკეთებულ იარაღზე, თუ იარაღის გადაკეთების/შეკეთების შედეგად იცვლება იარაღის რეესტრში ასახული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ, „ვ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი, ან თუ გადაკეთდა, შეკეთდა ან შეიცვალა იარაღის კვალწარმომქმნელი ელემენტი (მხოლოდ ხრახნილლულიანი იარაღის შემთხვევაში);
კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სააგენტოში წარმოდგენილ იარაღზე.
7. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღისთვის, სპორტული და სანადირო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან შესაბამისი იარაღი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს ამ წესის შესაბამისად უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება (ეს წესი არ გამოიყენება, თუ იარაღის პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხორციელდება დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია).
8. იარაღის შეძენისას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილი იარაღისთვის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან ეს იარაღი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისგან შეიძინა და შეძენილ იარაღს ამ წესის შესაბამისად უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება (ეს წესი არ გამოიყენება, თუ იარაღის პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხორციელდება დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია).
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ბალისტიკური შემოწმებისას არ ხორციელდება იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა და იარაღზე ნომრის დადამღვა.
10. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეალიზებული იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა და იარაღზე ნომრის დადამღვა ხორციელდება ბალისტიკური შემოწმების შემდეგ, იარაღის სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისას. ამასთან, იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის ან/და ნომრის დადამღვის მიზნით იარაღის სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება იარაღის შემძენს. იარაღის შემძენის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში არ გაიცემა იარაღის შეძენის ნებართვა და არ მოხდება აღნიშნული იარაღის რეგისტრაცია.
11. თუ რეგისტრაციისთვის/ხელახალი რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი ძირითადი ან დამატებითი ძირითადი ელემენტი მწარმოებლის მიერ არ არის სერტიფიცირებული მოცემული ტიპის ან/და მოდელის იარაღის შემადგენლობაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ გაცემული იარაღის გადაკეთების/დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ მოცემული სახით იარაღი ან/და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტი რეგისტრირებულია 2023 წლის 1 აგვისტომდე.
12. თუ იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას გამოვლინდა იარაღის (მისი ძირითადი ელემენტის) ან დამატებითი ძირითადი ელემენტის ნაკლი/დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი ან საფრთხის შემცველია ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ან პნევმატური იარაღიდან გასროლა, ან იარაღის დანიშნულებისამებრ გამოყენება/ექსპლუატაცია, იარაღის ბალისტიკური შემოწმების პროცესი წყდება. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, იარაღის ბალისტიკური შემოწმება განხორციელდება გამოვლენილი ნაკლის/დაზიანების დაინტერესებული პირის მიერ გამოსწორების/აღმოფხვრის შემდგომ.
13. ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამი და მეტი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისათვის სააგენტოში ერთდროულად წარდგენის შემთხვევაში, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით ერთი ერთეული იარაღის ბალისტიკური შემოწმებისათვის განსაზღვრული საფასური მცირდება 10 ლარით. ეს წესი არ გამოიყენება იმ იარაღების მიმართ, რომლებიც მოთხოვნის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო სააგენტოში ან რომლებიდანაც სავალდებულოა ექსპერიმენტული გასროლა.
14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება არ განხორციელდება ან/და ბალისტიკური შემოწმების აქტი არ შედგება, თუ:
ა) არ არსებობს იარაღის ბალისტიკური შემოწმების ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი;
ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია წარმოდგენილი იარაღის სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება;
გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია სააგენტოში წარმოდგენილი ძირითადი ელემენტის ან ექსპერიმენტული გასროლის მიზნით წარმოდგენილი საბრძოლო მასალის სამოქალაქო ან/და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენება;
დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იარაღის შეძენის ნებართვის არგაცემის ან გაუქმების ან/და რეგისტრაციაზე/ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი;
ე) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ან არასათანადოდ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2, მე-10, მე-12 ან მე-15 პუნქტებით, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით, ან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას;
ვ) გამოვლინდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება;
ზ) იარაღის დადამღვის განხორციელებისათვის, ამ წესით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, დაინტერესებული პირი უარს აცხადებს იარაღის დადამღვაზე;
თ) ბალისტიკური შემოწმების შედეგად ვერ დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები (გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული მონაცემის დადგენა სავალდებულო არ არის ან ამ წესის თანახმად, დგინდება ბალისტიკური შემოწმების შემდეგ);
ი) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასური;
კ) ბალისტიკური შემოწმებისათვის წარდგენილი იარაღის შესახებ ინფორმაცია „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით წარდგენილი არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
15. თუ იარაღის კონსტრუქციის თავისებურებიდან ან მახასიათებლიდან გამომდინარე ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დადგენა ან თუ დაინტერესებული პირი სადაოდ ხდის სააგენტოს მოსამსახურის მიერ დადგენილ მონაცემს, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
16. თუ ბალისტიკური შემოწმებითა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით ვერ დგინდება იარაღის მარკა ან/და მოდელი, აღნიშნული მონაცემის ნაცვლად ბალისტიკური შემოწმების აქტში (ასევე, იარაღის რეესტრსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში) მიეთითება „უცნობი“. ეს წესი არ გამოიყენება, თუ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია წარმოდგენილი იარაღის სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენება.
მუხლი 4🔗. იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა
1. იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა არის იარაღის ბალისტიკური შემოწმების პროცედურული ნაწილი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), რა დროსაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით, ხდება იარაღიდან გასროლილი მასრებისა და ტყვიების ნიმუშების მოპოვება. ექსპერიმენტული გასროლა სავალდებულოა:
ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით ბალისტიკურ შემოწმებაზე წარმოდგენილი ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან;
ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ რეალიზებული ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღიდან, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით;
გ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლითა და წესით ბალისტიკური შემოწმებისათვის წარმოდგენილი ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან;
დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ბალისტიკური შემოწმებისათვის წარმოდგენილი ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან;
ე) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ბალისტიკური შემოწმებისათვის წარმოდგენილი ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღიდან.
2. კომბინირებული იარაღის შემთხვევაში ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს მხოლოდ იარაღის ხრახნილი ლულიდან.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების მიერ რეალიზებული ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს ბალისტიკური შემოწმების შემდეგ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციამდე/ხელახალ რეგისტრაციამდე.
4. დაინტერესებული პირი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლისთვის, სააგენტოში იარაღთან ერთად წარმოადგინოს აღნიშნული იარაღის შესაბამისი ტიპისა და კალიბრის 3 ვაზნა, ხოლო სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში − დამატებით 3 ვაზნა. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სააგენტო უფლებამოსილია არ განახორციელოს იარაღის ბალისტიკური შემოწმება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).
5. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით ვაზნების წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა მიიჩნევა საპატიოდ, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ორი პირობა მაინც:
ა) დაინტერესებული პირი წერილობით ადასტურებს, რომ იგი არ ფლობს ექსპერიმენტული გასროლისათვის საჭირო ტიპისა და კალიბრის ვაზნას და არ გააჩნია ინფორმაცია, თუ სად შეიძლება შესაბამისი ვაზნის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუცია ექსპერიმენტული გასროლისათვის საჭირო ტიპისა და კალიბრის ვაზნის საქართველოში იმპორტის ნებართვა;
გ) სააგენტოს მოსამსახურის მიერ შედგენილი სატელეფონო გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მოთხოვნის მომენტისათვის მინიმუმ ორ ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირს გაყიდვაში არ აქვს ექსპერიმენტული გასროლისათვის საჭირო ტიპისა და კალიბრის ვაზნა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმება, იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა, იარაღის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ერთჯერადად მოძიებული ინფორმაციით იხელმძღვანელოს სხვა საქმისწარმოების ფარგლებშიც, ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
7. ექსპერიმენტულ გასროლამდე იარაღზე ან ვაზნაზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანების, დეფორმაციის ან სხვა ნაკლის გამოვლენის, აგრეთვე, ვაზნის კალიბრის იარაღის კალიბრთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს იარაღისა და ვაზნების ვიზუალური დათვალიერება. სააგენტოს მოსამსახურის მიერ ექსპერიმენტული გასროლისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების ნორმები და გამოირიცხოს გასროლილი ტყვია-მასრების შეცვლა სხვა იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრებით. აკრძალულია ექსპერიმენტული გასროლისას უცხო პირის დასწრება.
8. სააგენტოს მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა წარმოებს სპეციალურ ტყვიამჭერში. ტყვიამჭერში გასროლილი ტყვიის მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, ვაზნაში დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შესამცირებლად, სააგენტო (ან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე სხვა პირი) უფლებამოსილია განახორციელოს ვაზნის გადამუხტვა. ამ მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია წინასწარ შეიძინოს და გადამუხტოს საჭირო ვაზნა. აღნიშნული არ ათავისუფლებს დაინტერესებულ პირს ექსპერიმენტული გასროლისთვის ვაზნების წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
9. სააგენტოს მოსამსახურე, ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ სამ მასრასა და სამ ტყვიას ათავსებს შესაბამის კონტეინერში (კოლოფში, პაკეტში) და ლუქავს. დალუქული კონტეინერი იარაღისა და მისი მფლობელის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან ერთად 30 დღის ვადაში, ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. ექსპერიმენტული გასროლის შემდეგ გამოუყენებელი და დაუზიანებელი ვაზნები (ასეთის არსებობისას) უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
10. იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა არ განხორციელდება, თუ:
ა) არსებობს ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ბალისტიკური შემოწმების არგანხორციელების ან/და ბალისტიკური შემოწმების აქტის შედგენაზე უარის თქმის საფუძველი ან/და ეს წესი არ ითვალისწინებს წარმოდგენილი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის ვალდებულებას;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას იარაღის შემძენი არ/ვერ უზრუნველყოფს იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოში წარმოდგენას;
გ) იარაღისა და ვაზნების დათვალიერებისას გამოვლინდა გარემოება, რის გამოც შეუძლებელი ან საფრთხის შემცველია იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლა ან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად ტყვიებზე/მასრებზე ექსპერიმენტული კვლევის მიღება;
დ) იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლისთვის დაინტერესებული პირის მიერ არ/ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი რაოდენობის, ტიპის ან კალიბრის ვაზნები (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა);
ე) ამ წესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
11. სააგენტოს (სააგენტოს მოსამსახურეს) არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ექსპერიმენტული გასროლისას იარაღის დაზიანებისათვის, თუ ზიანი არ არის გამოწვეული მისი განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.
მუხლი 5🔗. პნევმატური იარაღიდან გასროლა
1. ბალისტიკური შემოწმებისას პნევმატური იარაღიდან გასროლის მიზანია გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) დადგენა. გასროლა სავალდებულოა ფიზიკური პირის კუთვნილი იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღიდან, რომლის ტარებაც დასაშვებია სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ (გასროლა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის დადგენა შესაძლებელია პნევმატური იარაღის ტექნიკური მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტაციით, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დასკვნით ან სააგენტოსთვის ხელმისაწვდომი სხვა დოკუმენტაციით).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პნევმატური იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისათვის იარაღიდან გასროლა სავალდებულოა, თუ აღნიშნული ელემენტის იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში იცვლება გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია.
3. პნევმატური იარაღიდან გასროლა წარმოებს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. აკრძალულია პნევმატური იარაღიდან გასროლისას უცხო პირის დასწრება. პნევმატური იარაღიდან გასროლის მიზნით ტყვიების შეძენას უზრუნველყოფს სააგენტო.
4. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ რეალიზებული პნევმატური იარაღიდან გასროლა წარმოებს ბალისტიკური შემოწმების შემდეგ, პნევმატური იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციამდე.
5. სააგენტოს (სააგენტოს მოსამსახურეს) არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა პნევმატური იარაღის გასროლისას იარაღის დაზიანებისთვის, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
მუხლი 6🔗. იარაღის საერთო სიგრძე
1. იარაღის საერთო სიგრძე არის იარაღის სიგრძე ლულაზე დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორის, ალსაქრობის ან/და ლულაზე დასამაგრებელი სხვა მოწყობილობის გარეშე და:
ა) კონდახის ჩათვლით, თუ კონდახი არის მყარი (სტაციონარული, რომლის მოხსნა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე შეუძლებელია);
ბ) კონდახის გარეშე, თუ კონდახი არის დასაკეცი ან მოსახსნელი, რომლის მოხსნაც შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე;
გ) შეკეცილი კონდახით, თუ კონდახი ტელესკოპურია.
2. იარაღის საერთო სიგრძე დგინდება სააგენტოს მოსამსახურის მიერ იარაღის ბალისტიკური შემოწმებისას. იარაღის საერთო სიგრძის აღსაბეჭდად ხორციელდება იარაღის ფოტოგადაღება.
3. იარაღის საერთო სიგრძის მაჩვენებელი, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება მთელ რიცხვამდე დამრგვალებას. იარაღის ლულაზე დამაგრებული მუხრუჭ-კომპენსატორის, ალსაქრობის ან/და ლულაზე დასამაგრებელი სხვა მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში იარაღის საერთო სიგრძის გაზომვისას დასაშვებია 2 სმ-იანი ცდომილება. აღნიშნული ცდომილება დაუშვებელია, თუ იგი გავლენას ახდენს იარაღის მოკლე ან გრძელ იარაღად მიჩნევის საკითხზე.
4. იარაღის საერთო სიგრძის დადგენა არ არის სავალდებულო პისტოლეტზე ან რევოლვერზე.
5. იარაღის საერთო სიგრძის დადგენისას არ გაითვალისწინება იარაღზე (მათ შორის, კონდახზე და ლულაზე) დამაგრებული დამხმარე მოწყობილობები და აქსესუარები.
6. იარაღის რეესტრში ასახული იარაღის საერთო სიგრძის (მასზე დამატებით ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში და მის გარეშე) შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
მუხლი 7🔗. იარაღის დადამღვა
1. რეგისტრაციისათვის ან ხელახალი რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იარაღზე (მის ძირითად ელემენტებზე) ან დამატებით ძირითად ელემენტზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა სავალდებულოა, თუ:
ა) პისტოლეტის ან რევოლვერის ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ჩამკეტზე არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს (გარდა პისტოლეტის ან რევოლვერისა) ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ტიბჟირზე არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღს (გარდა პისტოლეტის ან რევოლვერისა) ჩარჩოზე არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) სანადირო კომბინირებულ იარაღს (გარდა პისტოლეტის ან რევოლვერისა) ჩარჩოზე ან/და ლულაზე ან/და ტიბჟირზე არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღს ჩარჩოზე ან/და ლულაზე არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით, იარაღის დამატებით ძირითად ელემენტს (გარდა დოლურასი) არ აქვს ან დაზიანებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ იარაღზე (მის ძირითად ელემენტზე) ან დამატებით ძირითად ელემენტზე საიდენტიფიკაციო ნომრის დატანას არ ითვალისწინებს მწარმოებელი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის ერთ-ერთ ძირითად ელემენტზე დაუზიანებელი (წაკითხვადი) საიდენტიფიკაციო ნომრის არსებობის შემთხვევაში, მეორე ძირითად ელემენტზე დამღის სახით დაიტანება იდენტური ნომერი, ხოლო თუ არც ერთ ძირითად ელემენტს არ გააჩნია ან გააჩნია დაზიანებული საიდენტიფიკაციო ნომერი, იარაღს (მის ძირითად ელემენტს) ენიჭება ახალი საიდენტიფიკაციო ნომერი. იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე დაიტანება იარაღის ძირითად ელემენტზე დადამღული ნომრის იდენტური ნომერი.
4. იარაღზე (მის ძირითად ან დამატებით ძირითად ელემენტზე) ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვისას, ნომრის კომბინაცია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 ციფრისაგან.
5. ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შემთხვევაში, ძველი (დაზიანებული) საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაითვლება გაუქმებულად.
6. ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილ იარაღზე და მის დამატებით ძირითად ელემენტზე საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა ხორციელდება მისი რეალიზაციის შემდეგ, იარაღის შემძენის მიერ სააგენტოში იარაღის რეგისტრაციისას.
7. დამღის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებანი
1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმება მოიცავს იარაღის სახისა და საერთო სიგრძის (მასზე დამატებით ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში და მის გარეშე) დადგენას, იარაღის საერთო სიგრძის აღსაბეჭდად ფოტოგადაღებას, იარაღიდან ექსპერიმენტულ გასროლასა და გასროლილი ტყვია-მასრების ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისთვის გადაგზავნას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სანადირო ხრახნილლულიან (მათ შორის, კომბინირებულ) ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ბალისტიკურ შემოწმებაზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი ყველა ის რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში ცვლის ამ იარაღის საერთო სიგრძეს ან გავლენას ახდენს მის მიერ კვალწარმოქმნაზე.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იარაღის ბალისტიკური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი ცეცხლსასროლი იარაღი მოკლე იარაღია, იგი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სააგენტოში დაურეგისტრირებელი იარაღი (გარდა პისტოლეტისა და რევოლვერისა), რომელსაც ბალისტიკური შემოწმება ჩაუტარდა 2023 წლის 1 აგვისტომდე, იარაღის საერთო სიგრძის დადგენისა და იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის მიზნით სავალდებულოა წარმოდგენილ იქნეს სააგენტოში იარაღის პირველადი რეგისტრაციისას. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ასევე ვრცელდება ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისაგან შეძენილ დაურეგისტრირებელ იარაღზე (გარდა პისტოლეტისა და რევოლვერისა).
5. იარაღის შემძენს არ წარმოეშობა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, თუ ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირმა თავად უზრუნველყო, იარაღის საერთო სიგრძის დადგენისა და იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის მიზნით, სარეალიზაციოდ განკუთვნილი იარაღის სააგენტოში წარმოდგენა.