ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2023
ძალაში შესვლა 01.10.2023
გამომცემი ორგანო ნაწილი II.
საჯარიმო ქვითრის ყუა
№000000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში
1.____________________________________________
(გადამხდელის სახელი და გვარი, პირადი ნომერი)
2. ___________________________________________
(გადამხდელის მისამართი)
3. ___________________________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4.1.___________________________________________
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
4.2. ___________________________________________
(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)
5.____________________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6.____________________________________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: __________________________
(ხელმოწერა)
8. შემომტანი: __________________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი: ___________________________________
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016625
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | რაოდენობა |
| გვარი | სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახმეტის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.12.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების
დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2023 წლის 2 აგვისტო
ქ. ახმეტა
ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი, მე-2, 21, მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2)
გ) საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №3);
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის ფორმა (დანართი №5).
მუხლი 2🔗
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების (შემდგომ – ზედამხედველობის განყოფილება) საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 2093 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (შემდგომ – „ნარჩენების მართვის კოდექსი“) 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის და საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება.
მუხლი 3🔗
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს (გარდა 431, 432, 465, 466, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), აგრეთვე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (როდესაც ადგილზე არ შედგება საჯარიმო ქვითარი) უფლებამოსილება მიენიჭოს ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს.
მუხლი 4🔗
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების (შემდგომ - ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება) საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 16 დეკემბრის №56 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 020080130.35.162.016080).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
დანართი №1
ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 239-ე მუხლებით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით და საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შინაარსს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესს და სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ზედამხედველობის განყოფილების და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოსამსახურე.
2. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
3. შესაბამისი განყოფილება უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და განხილვის წესი და მისი შინაარსი
1. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით ან ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუ ხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. მუნიციპალიტეტის განსჯადობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილი წესით და მასში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) კანონი (შესაბამისი მუხლი, ნაწილი (პუნქტი), ქვეპუნქტი)), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან;
გ) მესამე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
5. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენისთანავე დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 4🔗. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ზედამხედველობის განყოფილება და ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ზედამხედველობის განყოფილება და ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.
მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრის შედგენა და მისი შინაარსი
1. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით ან „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს.
2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.
4. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) I ნაწილი – საჯარიმო ქვითარი;
ბ) II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა.
5. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი;
ბ) შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, ჯარიმის ოდენობა;
ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;
თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
ი) მიმღები მოლარე;
კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
ლ) მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა;
მ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;
ნ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თაობაზე აღნიშვნა;
ო) შენიშვნა.
6. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება:
ა) გადამხდელის სახელი, გვარი;
ბ) გადამხდელის მისამართი;
გ) ჯარიმის ოდენობა;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი;
ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
ზ) მიმღები მოლარე;
თ) ჯარიმის გადამხდელი;
ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის გადამხდელის მიერ;
7. საჯარიმო ქვითრის მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-3 მუხლის მე-5-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმის შედგენით, რომელშიც უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნომერი.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
N000000000
სერია ქქ 00000
1. ----------------------------------------- 20 წ. 2. ----------------------------------------------------------
(ოქმის შედგენის რიცხვი, თვე) (ოქმის შედგენის ადგილი)
3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
4. დავადგინე, რომ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნორმატიული აქტი, რომელიც დაირღვა)
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია ------------------------------------------------------
კოდექსის ------------- მუხლით/ მუხლის ------------------- ნაწილით.
6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: ---------------------------------------------------------------------------------------------
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა მონაცემები, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
8. მოწმე ან/და დაზარალებული: -------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, მისამართი)
9. ოქმის შემდგენელი პირი: -------------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
10. სამართალდამრღვევი პირი: ---------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
11. ჩავიბარე ოქმი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ------------------------------------------------------------------------------
13. შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დამკვეთი: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი
სემგს-ს რეგისტრაციის N
დანართი №3
წინა მხარე
საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
ნაწილი I
საჯარიმო ქვითარი
ბ.ა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000000
1. შედგენის თარიღი: ____________________ 2. შედგენის ადგილი: ___________ (რიცხვი, თვე, წელი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: _____________
_____________________________________________________________________
4.სამართალდამრღვევის მონაცემები: _______________________________________________________________________
ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);
________________________________________________________________________
იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)
5.სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:_______________________
_____________________________________________________________________
________________________________________________________________________
6.1.პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას_________ლარის ოდენობით.
6.2.პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ლარის ოდენობით.
7.________________________________________________________________________
მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები
8.ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, ________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
9. მიმღები მოლარე: ____________ _____________________________________
(ხელმოწერა და თარიღი) (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
მოწმის ხელმოწერა: ____________ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: _____________
სამართალდამრღვევი: _________________________________________________
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნაწილი II.
საჯარიმო ქვითრის ყუა
№000000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში
1.____________________________________________
(გადამხდელის სახელი და გვარი, პირადი ნომერი)
2. ___________________________________________
(გადამხდელის მისამართი)
3. ___________________________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4.1.___________________________________________
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
4.2. ___________________________________________
(ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)
5.____________________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6.____________________________________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: __________________________
(ხელმოწერა)
8. შემომტანი: __________________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი: ___________________________________
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
უკანა მხარე
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქალაქი ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქუჩა N49) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ, ხოლო საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის 10 დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: ქალაქი თელავი, აღმაშენებლის ქუჩა N41) გასაჩივრების შესახებ.
დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადაა საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 დღე. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამკვეთი: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
მისამართი:
სემგს-ს რეგისტრაციის N
დანართი №4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
N
გაცემის თარიღი
ოქმის,
საჯარი
მო ქვითრის
(ოქმის)
ნომერი
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)
მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმი)
დაბრუნებული/ გაუქმებული/ ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები)
შენიშვნა
გვარი
სახელი
თანამდე
ბობა
ხელმო
წერა
გვარი
სახელი
თანამდე
ბობა
ხელმო
წერა
გვარი
სახელი
თანამდე
ბობა
ხელმო
წერა
დაბრუნე
ბის თარიღი
აქტის ნომერი
გვარი
სახელი
ხელმო
წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
დანართი №5
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის
(ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა
აქტი N
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ
------------------------------------------------------------------------------------------
(აქტის შედგენის თარიღი)
-------------------------------------------------------- 20 წელი
N
რაოდენობა
ოქმის ინდივიდუალური ნომერი/ნომრები
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: